الدُّرُوسُ الْمُهِمَّةُ لِعَامَّةِ الْأُمَّةِ
მნიშვნელოვანი გაკვეთილები მუსლიმური საზოგადოებისთვის
لِسَمَاحَةِ الشَّيْخِ العَلَّامَةِ
عَبْدِ العَزِيزِ بْنِ عَبْدِ اللهِ بْنِ بَازٍ
رَحِمَهُ اللهُ
აბდულ აზიიზ ბინ აბდულლაჰ ბინ ბააზ
بِسْمِ اللهِ الرَّحمَنِ الرَّحِيمِ
მნიშვნელოვანი გაკვეთილები მუსლიმური საზოგადოებისთვის
ავტორი: პატივცემული შეიხი, დიდი სწავლული
აბდულ აზიიზ ბინ აბდულლაჰ ბინ ბააზ, ალლაჰმა შეიწყალოს ის.
სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, შემწყალებლისა
ავტორის წინასიტყვაობა
ქება-დიდება ალლაჰს სამყაროთა ღმერთს, წარმატებული დასასრული ღვთისმოშიშთათვის, ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მის მონასა და მოციქულ მუჰამმადს, მის ოჯახს და ყველა მის(საჰაბებს) მეგობარს.
ამის შემდეგ:
ეს არის ისლამის რელიგიის ზოგიერთი საკითხის მოკლე განმარტება, რომელიც ყველა მუსლიმმა უნდა იცოდეს. მას ვუწოდე : "მნიშვნელოვანი გაკვეთილები მუსლიმური
საზოგადოებისთვის".
ალლაჰს ვთხოვ, მიიღოს ჩემგან ეს საქმე და სარგებელი მოუტანოს მუსლიმებისთვის. ჭეშმარიტად, ის - გულუხვი, დიდსულოვანია.
აბდულ აზიიზ ბინ აბდულლაჰ ბინ ბააზ მნიშვნელოვანი გაკვეთილები მუსლიმური საზოგადოებისთვის1
პირველი გაკვეთილი: სურა ალ-ფათიჰა და მოკლე სურები
სურა "ალ-ფათიჰა" და სხვა მოკლე სურები - სურა "აზ-ზალზალა"-დან სურა "ან-ნაას"-ის ჩათვლით: კითხვის სწავლა, გასწორება, დაზეპირება და განმარტება იმისა, რისი ცოდნაც აუცილებელია.
მეორე გაკვეთილი: ისლამის საფუძვლები
ისლამის ხუთი საფუძვლის განმარტება. მათგან უპირველესი და უმთავრესი არის: დამოწმება იმისა, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი, გარდა ალლაჰისა და მუჰამმადი მისი შუამავალია. მისი მნიშვნელობისა და დამოწმება "არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა"- ს პირობების განმარტებით. ეს ნიშნავს შემდეგს: «არ არსებობს ღვთაება» — უარყოფა ყველა თაყვანისცემის ობიექტისა, გარდა ალლაჰისა, «გარდა ალლაჰისა» — თაყვანისცემის დადასტურება მხოლოდ ერთი ალლაჰისთვის, რომელსაც არ ჰყავს თანაზიარი. "არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა"- ს პირობები: ცოდნა, რომელიც გამორიცხავს უმეცრებას; მტკიცე რწმენა, რომელიც გამორიცხავს ეჭვს; გულწრფელობა, რომელიც გამორიცხავს ალლაჰისთვის თანაზიარის დადგენას; სიმართლე, რომელიც გამორიცხავს სიცრუეს; სიყვარული, რომელიც გამორიცხავს სიძულვილს; მორჩილება, რომელიც გამორიცხავს ზურგისქცევას; მიღება, რომელიც გამორიცხავს უარყოფას; ურწმუნოება ყოველივეს მიმართ, რასაც თაყვანს სცემენ ალლაჰის გარდა. ეს ყველაფერი შემდეგ ორ სტრიქონშია შეკრებილი:
ცოდნა, მტკიცე რწმენა და შენი სიმართლე ... სიყვარულთან, მორჩილებასთან და მიღებასთან ერთად. და მერვედ. უარყოფა ყველაფრის, რასაც აღმერთებენ ღმერთის გარდა.
და განმარტება იმისა, რომ მუჰამმედი ალლაჰის შუამავალია - მოიცავს რწმენას იმისა, რაც მან გადმოსცა, მორჩილება იმაზე, რაც მან ბრძანა და შორს ყოფნა იმისგან, რაც მან აკრძალა ან გაკიცხა. ასევე ის, რომ ალლაჰის თაყვანისცემა დაფუძნებული უნდა იყოს მხოლოდ იმაზე, რაც ბრძანა ალლაჰმა და მისმა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას). შემდეგ სტუდენტებისთვის ახსნილია ისლამის ხუთი საფუძველი, ესენია: ლოცვა, ზაქათი, მარხვა რამადანის თვეში, ალლაჰის აკრძალული სახლის (ქააბას) მოლოცვა (პილიგრიმობა)იმისთვის, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს.
მესამე გაკვეთილი: რწმენის საფუძვლები
ისინი ექვსია: ალლაჰის რწმენა, მისი ანგელოზების, მისი წიგნების, მისი შუამავლების, განკითხვის დღისა და ბედისწერის რწმენა იმით, რომ კარგიც და ცუდიც ალლაჰისგანაა.
მეოთხე გაკვეთილი. ერთღმერთიანობის (თავჰიდი) ფორმები და მრავალღმერთიანობის (შირქი) ფორმები
ერთღმერთიანობის ფორმების განმარტება. ის სამია: ერთღმერთიანობა უფლობაში, ერთღმერთიანობა ღვთაებრიობაშიობაში, ერთღმერთიანობა სახელებსა და თვისებებში.
1. ერთღმერთიანობა ღვთაებრიობაში: ნიშნავს რწმენა იმისა, რომ ყოვლადუნაკლო ალლაჰი ყოველივეს შემქმნელია, ის განაგებს ყველაფერს და მას არ ჰყავს არავითარი მოზიარე ამაში.
2. ერთღმერთიანობა ღვთისმსახურებაში: რწმენა იმისა რომ, ყოვლადუნაკლო ღმერთია ჭეშმარიტად თაყვანისცემის ღირსი და მას არ ჰყავს მოზიარე ამაში. ეს არის "ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ"-ის (არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა) მნიშვნელობა. რაც ნიშნავს: არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი, გარდა ალლაჰისა. ყველა ღვთისმსახურება: ლოცვა, მარხვა და სხვა, გულწრფელად მხოლოდ ერთი ალლჰისთვის უნდა იყოს მიმართული და არა სხვა ვინმესთვის მის გარდა.
3. ერთღმერთიანობა სახელებსა და თვისებებში: გულისხმობს რწმენასა და დადასტურებას ალლაჰის ყველა იმ სახელებისა და თვისებების, რაც მოვიდა ძვირფას ყურანში და სანდო ჰადისებში ისე, როგორც მის სიდიადეს შეეფერება ყოველგვარი დამახინჯების, უარყოფის, მათი არსის შემეცნების მცდელობის და მათი ქმნილებებთან მიმსგავსების გარეშე. ყოვლადუნაკლო ალლაჰის სიტყვებიდან გამომდინარე:
﴿قُلۡ هُوَ ٱللَّهُ أَحَدٌ 1 ٱللَّهُ ٱلصَّمَدُ 2 لَمۡ يَلِدۡ وَلَمۡ يُولَدۡ 3 وَلَمۡ يَكُن لَّهُۥ كُفُوًا أَحَدُۢ4﴾
"თქვი: იგია, ალლაჰი ერთადერთი!
ალლაჰი სამედია(თვითკმარი)
არ შობილა და არც უშვია
და არც არავინ ყოფილა ბადალი მისი". [ალ-იხლას: 1-4] დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰი ამბობს:
﴿...لَيۡسَ كَمِثۡلِهِۦ شَيۡءٞۖ وَهُوَ ٱلسَّمِيعُ ٱلۡبَصِيرُ﴾
"არ არის მისი მსგავსი არაფერი და ის ყოვლისმსმენი, ყოვლისმხედველია". [ აშ-შურა: 11 ] ზოგიერთი სწავლული ალლაჰის ერთღმერთიანობის მხოლოდ ორ ფორმას მოიხსენიებენ,და ალლაჰის "სახელები და თვისებები" ის ფორმა , შეიტანეს "ალლაჰის ერთადერთობა მეუფეობაში". და ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან მიზანი ორივე ფორმის დაყოფაში ნათელია.
მრავალღმერთიანობის (შირქი) სამი ფორმა არსებობს: დიდი შირქი, პატარა შირქი და ფარული შირქი.
დიდი შირქი: ვინც მოკვდება დიდ შირქზე - მას გაუბათილდება ყველა საქმე და სამუდამოდ ჯოჯოხეთში მოხვდება. როგორც უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:
﴿...وَلَوۡ أَشۡرَكُواْ لَحَبِطَ عَنۡهُم مَّا كَانُواْ يَعۡمَلُونَ﴾
"ხოლო თუ ისინი ალლაჰს თანაზიარს დაუდგენენ, ამაო
იქნება ის, რასაც აკეთებნდნენ" [ ან'ამ: 88 ] და თქვა დიდებულმა:
﴿مَا كَانَ لِلۡمُشۡرِكِينَ أَن يَعۡمُرُواْ مَسَٰجِدَ ٱللَّهِ شَٰهِدِينَ عَلَىٰٓ أَنفُسِهِم بِٱلۡكُفۡرِۚ أُوْلَٰٓئِكَ حَبِطَتۡ أَعۡمَٰلُهُمۡ وَفِي ٱلنَّارِ هُمۡ خَٰلِدُونَ 17﴾
"არ შეშვენის, რომ ალლაჰის სამლოცველოები ააგონ მუშრიქებმა (წარმართებმა), საკუთარი თავის წინააღმდეგ ურწმუნოებით რომ ამოწმებენ. მათი საქმენი ფუჭია და
ცეცხლში იქნებიან მარადიულად". [ თავბა: 17 ] და ვინც მოკვდება მასზე (შირქზე) არ მიეტევება მას და აკრძალულია მისთვის სამოთხე, როგორც დიდებულმა და ძლევამოსილმა ალლაჰმა თქვა:
﴿إِنَّ ٱللَّهَ لَا يَغۡفِرُ أَن يُشۡرَكَ بِهِۦ وَيَغۡفِرُ مَا دُونَ ذَٰلِكَ لِمَن يَشَآءُ...﴾
"უეჭველად, ალლაჰი არ მიუტევებს იმას, რომ მას თანაზიარი დაუდგინონ და მიუტევებს ამის გარდა ყველაფერს, ვისაც ინებებს". [ან-ნისა: 48] და თქვა დიდებულმა:
﴿...إِنَّهُۥ مَن يُشۡرِكۡ بِٱللَّهِ فَقَدۡ حَرَّمَ ٱللَّهُ عَلَيۡهِ ٱلۡجَنَّةَ وَمَأۡوَىٰهُ ٱلنَّارُۖ وَمَا لِلظَّٰلِمِينَ مِنۡ أَنصَارٖ﴾
{უეჭველად, ვინც უთანაზიარებს ალლაჰს, - აკრძალა ალლაჰმა მისთვის სამოთხე და ცეცხლია მისი თავშესაფარი... და არავინაა დამხმარე – უსამართლოთა} [ მაიდა: 72 ]
მის სახეობებს მიეკუთვნება: მიცვალებულებისადმი და კერპებისადმი ვედრებით მიმართვა, მათგან დახმარების თხოვნა, მათთვის აღთქმის მიცემა, მსხვერპლის შეწირვა და მსგავსი მოქმედებები.
პატარა შირქი — ეს არის ყველაფერი, რაც ყურანისა და სუნნას ტექსტებში შირქად არის დასახელებული, მაგრამ არ განეკუთვნება დიდ შირქს, როგორიცაა ზოგიერთი საქმის გაკეთება პირმოთნეობის მიზნით, ან ფიცი არა ალლაჰის სახელით, ან სიტყვები: "როგორც ალლაჰი და ვიღაცა ისურვებენ“, და მსგავსი გამონათქვამები. როგორც თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
«أَخْوَفُ مَا أَخَافُ عَلَيْكُمُ الشِّرْكُ الأَصْغَرُ»، فَسُئِلَ عَنْهُ، فَقَالَ: «الرِّيَاءُ».
«ყველაზე მეტად მე თქვენთვის მცირე შირქის მეშინია», მას ჰკითხეს ამის შესახებ, და მან თქვა: «ეს არის საქმეების შესრულება პირმოთნეობის მიზნით».2 გადმოგვცემს იმამ აჰმადი, ატ-ტაბარანი და ალ-ბაიჰაყი: მაჰმუდ ბინ ლაბიდ ალ ანსარისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) - კარგი გადმოცემით. ასევე, ატ-ტაბარანი გადმოგვცემს კარგი გადმოცემით მაჰმუდ ბინ ლაბიდისგან, რააფი' იბნ ხუდეიჯისგან, ის კი - შუამავალისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას).
თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
«مَنْ حَلَفَ بِشَيْءٍ دُونَ اللَّهِ فَقَدْ أَشْرَكَ».
«ვინც დაიფიცა ალლაჰის გარდა სხვა რამეზე, უეჭველად მან ალლაჰს თანაზიარი დაუდგინა».3 გადმოგვცემს იმამ აჰმადი სანდო ისნადით, უმარ იბნ ალ ხატტაბისგან (ალლაჰი იყოს მისით ყმაყოფილი). და მას გადმოსცემს აბუ დაუდი და ათ-თირმიზი სწორი ისნადით, იბნ უმარის ჰადისს (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვებით:
«مَنْ حَلَفَ بِغَيْرِ اللَّهِ فَقَدْ كَفَرَ أَوْ أَشْرَكَ».
«ვინც დაიფიცა ალლაჰის გარდა სხვაზე, ის ჩავარდა ურწმუნოებაში ან ჩაიდინა შირქი»4. ასევე, ალლაჰის მოციქულმა თქვა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
«لَا تَقُولُوا: مَا شَاءَ اللَّهُ وَشَاءَ فُلَانٌ، وَلَكِنْ قُولُوا: مَا شَاءَ اللَّهُ ثُمَّ شَاءَ فُلَانٌ».
«არ თქვათ: რაც ინება ღმერთმა და ინება ამა და ამ პიროვნებამ, არამედ თქვით: რაც ინება ღმერთმა და შემდეგ ამა და ამ პიროვნებამ».5 მას გადმოსცემს აბუ დაუდი სანდო გადმოცემით, ჰუზაიფა იბნ ალ-იამანისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი).
ამ სახეობას რწმენიდან არ გაჰყავს, არც სამუდამოდ ჯოჯოხეთში ყოფნას გამოიწვევს, თუმცა ის ართმევს სავალდებულო ერთღმერთიანობის სრულყოფილებას.
მესამე სახეობა: ფარული შირქი. ამისი არგუმენტია შუამავლის სიტყვები (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
«أَلَا أُخْبِرُكُمْ بِمَا هُوَ أَخْوَفُ عَلَيْكُمْ عِنْدِي مِنَ الْمَسِيحِ الدَّجَّالِ؟» قَالُوا: بَلَى يَا رَسُولَ اللَّهِ. قَالَ: «الشِّرْكُ الْخَفِيُّ؛ يَقُومُ الرَّجُلُ فَيُصَلِّي، فَيُزَيِّنُ صَلَاتَهُ لِمَا يَرَى مِنْ نَظَرِ الرَّجُلِ إِلَيْهِ».
«არ გამცნოთ მესია დაჯჯალზე მეტად რა მაშინებს თქვენთვის?» უთხრეს: დიახ, ალლაჰის შუამავალო. მან თქვა: «ფარული შირქი, როცა პიროვნება ლოცულობს და შეამჩნევს, რომ მას უმზერენ და ამის გამო ლოცვას შეალამაზებს».6 გადმოსცა იმამ აჰმადმა თავის მუსნადში, აბი სა'იდ ალ ხუდრისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი).
შეიძლება შირქი მხოლოდ ორ სახეობად გაიყოს:
დიდი და პატარა, ხოლო ფარული შირქი მათ ორივეს მოიცავს. ის ხანდახან ვლინდება დიდ შირქში, როგორც ორპირთა შირქი, რადგან ისინი თავიანთ მრწამს მალავენ და სხვების დასანახად თავს წარმოაჩენენ როგორც მუსლიმებად, რადგან შიშობენ თავიანთ თავზე.
ხოლო ზოგჯერ ვლინდება, როგორც პატარა შირქი თავისმოსაწონებელი საქციელის სახით, როგორც ეს იყო ზემოთ მოცემული მაჰმუდ ბინ ლაბიდ ალ-ანსარისგან გადმოცემულ ჰადისში და ასევე ნახსენები იყო აბუ სა'იდის ჰადისში. ხოლო ალლაჰი ისაა, ვისგანაც მოდის ყოველი წარმატება.
მეხუთე გაკვეთილი. იჰსან
იჰსანის საფუძველი. ეს ნიშნავს, ეთაყვანო ალლაჰს ისე, თითქოს მას ხედავდე, შენ რომ ვერც ხედავდე მას, ჭეშმარიტად ის გხედავს შენ.
მეექვსე გაკვეთილი. ლოცვის პირობები
ისინი შვიდია:
ისლამი, გონივრულობა, სრულწლოვანება, ჯუნუბის არა არსებობა, სიბინძურის მოცილება, აკრძალული ადგილების შემოსვა, ლოცვის დროის დადგომა, ყიბლის მიმართულებით დადგომა და განზრახვა.
მეშვიდე გაკვეთილი. ლოცვის საფუძვლები
ისინი თოთხმეტია:
ფეხზე დგომა თუ ამის ძალა შესწევს, პირველი თაქბირი, სურა ალ-ფაათიჰას კითხვა, რუქუ'ი (წელში მოხრა), წელში გასწორება მოხრის შემდეგ, სუჯუდი სხეულის შვიდი ნაწილით (ფეხის თითები, მუხლები, ხელები და შუბლი), წამოდგომა სუჯუდიდან, ორ სუჯუდს შორის დაჯდომა, აუჩქარებლად და მშვიდად შესრულება ყველა ქმედების, თანმიმდევრობის დაცვა, ბოლოს თაშაჰჰუდის წაკითხვა და ჯდომა, შემდეგ შუამავლის დალოცვა, (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და ორივე მხარეს მისალმება.
მერვე გაკვეთილი. ლოცვის ვალდებულებები
ისინი რვაა:
ყველა თაქბირი პირველი თაქბირის გარდა. სიტყვების: ალლაჰმა შეისმინოს იმისი, ვინც მას ადიდებს (სამი'ალლაჰუ ლიმან ჰამიდაჰ) - წარმოთქმა, როგორც იმამისთვის, ასევე მარტოდ მლოცველისთვის. სიტყვების: ღმერთო ჩვენო, დიდება შენ (რაბბანაა ვა ლაქალ ჰამდ) - წარმოთქმა ყველასთვის. სიტყვების: წმინდა არის ჩემი ღმერთი უდიდესი ( სუბჰაანა რაბბიალ 'აზიიმ) - წარმოთქმა რუქუ'ზე. სიტყვების: წმინდა არის ღმერთი ჩემი ყოვლადმაღალი (სუბჰაანა რაბბიალ ა'ლაა) - წარმოთქმა სუჯუდზე. სიტყვების: ღმერთო ჩემო მომიტევე (რაბბიი ღფირლიი) - წარმოთქმა ორ სუჯუდს შორის. პირველი თაშაჰუდის წაკითხვა და მისთვის ჯდომა.
მეცხრე გაკვეთილი. თაშაჰჰუდის განმარტება
ის არის შემდეგი სიტყვების წაკითხვა:
«მისალმებანი, ლოცვა და ყოველი სიკეთე მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. ალლაჰის მშვიდობა, წყალობა და მისი ბარაქა შენზე იყოს ალლაჰის შუამავალო. მშვიდობა ჩვენ და ალლაჰის ყველა მართალ მსახურს. ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა და ვამოწმებ, რომ მუჰამმადი მისი მონა და მოციქულია. (ათთაჰიათუ ლილლაჰი ვა სალაავაათუ ვა ტაიიბაათუ, ასსალაამუ 'ალაიქა აიუჰა ნნაბიიუ ვა რაჰმათულლაჰი ვა ბარაქაათუჰ, ასსალაამუ 'ალაინაა ვა 'ალაა 'იბაადი ლლააჰი სსაალიჰიინ, აშჰადუ ან ლაა ილააჰა ილლა ლლაჰ ვა აშჰადუ ანნა მუჰამმადან 'აბდუჰუ ვა რასუულუჰ).
შემდეგ დალოცავს შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შემდეგი სიტყვებით: "ჩემო ღმერთო, დალოცე მუჰამმედი და მისი ოჯახი, ისე როგორც დალოცე იბრაჰიმი და მისი ოჯახი, ჭეშმარიტად მხოლოდ შენ გეკუთვნის ქება და განდიდება. მოჰმადლე მუჰამმედს და მის ოჯახს ბარაქა, ისე როგორც მიჰმადლე იბრაჰიმს და მის ოჯახს, ჭეშმარიტად, შენ ხარ ქებული და დიდებული". (ალლაჰუმმა სალლი 'ალაა მუჰამმად, ვა 'ალაა აალი მუჰამმად, ქამაა სალლაითა 'ალაა იბრააჰიიმა ვა 'ალაა აალი იბრააჰიიმა ინნაქა ჰამიიდუნ მაჯიიდ, ვა ბაარიქ 'ალაა მუჰამმადინ ვა 'ალაა აალი მუჰამმად, ქამაა ბაარაქთა 'ალაა იბრააჰიმა ვა 'ალაა აალი იბრააჰიმა ინნაქა ჰამიიდუნ მაჯიიდ).
შემდეგ თაშაჰუდის ბოლო ნაწილში ღმერთს მიეკედლება ჯოჯოხეთის სასჯელისაგან, საფლავის სასჯელისაგან, სიცოცხლის და სიკვდილის განსაცდელისაგან, მესია დაჯჯალის ცდუნებისაგან, შემდეგ შეევედრება იმას, რაც მას სურს, თუმცა უკეთესია ვედრება იყოს ყურანიდან და სუნნადან. გაცნობებთ ზოგიერთ მათგანს:
" ღმერთო ჩემო შენ შემეწიე შენს ხსენებაში, შენთვის მადლიერების გამოხატვაში და ღვთისმსახურების საუკეთესო ფორმით შესრულებაში. ჩემო ღმერთო, უეჭველად მე უსამართლოდ მოვექეცი ჩემს თავს, და არავის შეუძლია ცოდვების პატიება გარდა შენისა, მაშ მომიტევე მე, შემიწყალე მე, ჭეშმარიტად შენ მპატიებელი შემწყალობელი ხარ".
პირველი თაშაჰუდის წაკითხვის შემდეგ ის დგება მესამე რაქათის შესასრულებლად ზუჰრის, 'ასრის, მაღრიბის და იშას ლოცვისთვის. თუ დალოცავს შუამავალს უკეთესია, როგორც არის ზოგიერთ ჰადისში მოცემული, ხოლო შემდეგ წამოდგება მესამე რაქათისთვის.
მეათე გაკვეთილი. ლოცვის სუნნათები
ესენია:
1. ისთიფთაჰ (გამხსნელი ვედრება).
2. მარჯვენა ხელის მარცხენაზე დადება და მათი მკერდზე განათავსება ფეხზე დგომის დროს, წელში მოხრამდე და მის შემდეგ.
3. ხელების წამოწევა მხრების ან ყურების გასწვრივ შეკვრილი თითებით პირველი თაქბირის დროს, ასევე წელში მოხრისას, მისგან ამოსვლისას და პირველი თაშაჰუდიდან წამოდგომის დროს მესამე რაქათის შესასრულებლად.
4. ერთზე მეტი თასბიჰის წარმოთქმა რუქუ'ის ან სუჯუდის დროს.
5. ყველაფერი რაც სიტყვებს: "ღმერთო ჩვენო, ქება-დიდება შენ" (რაბბანა ვა ლაქალ ჰამდ) აღემატება რუქუ'იდან ადგომის შემდეგ და ყველაფერი, რაც აღემატება პატიების თხოვნას ორ სუჯუდს შორის.
6. რუქუ'ის დროს თავის ზურგის გასწვრივ დაჭერა
7. სუჯუდის დროს იდაყვები მოშორებულია გვერდებიდან, მუცელი მოშორებულია მუხლებიდან, ბარძაყები - წვივებიდან.
8. იდაყვების მიწიდან აწევა სუჯუდის დროს.
9. მლოცველის ჯდომა გაშლილ მარცხენა ფეხზე და მარჯვენა ფეხის ვერტიკალურად დადება პირველ თაშაჰჰუდში და ორ სუჯუდს შორის.
10. "თავარრუქ" - ბოლო თაშაჰჰუდზე სამი და ოთხლმუხლიან ლოცვებზე. თავარრუქი არის: როცა მლოცველი ზის ბარძაყებზე, ხოლო მარცხენა ფეხი გამოყოფილი აქვს ვერტიკალურად მდგომი მარჯვენა ფეხის ქვემოდან.
11. საჩვენებელი თითის წამოწევა პირველი და ბოლო თაშაჰჰუდის დროს ჯდომის ბოლომდე და მისი მოძრაობა ვედრების კითხვის დროს.
12. მუჰამმედის და მისი ოჯახის დალოცვა, ასევე იბრაჰიმის და მისი ოჯახის დალოცვა პირველ თაშაჰუდზე.
13. ვედრება ბოლო თაშაჰუდზე.
14. ლოცვის ხმამაღლა წაკითხვა ფაჯრის ლოცვის დროს, პარასკევის ლოცვის დროს, სადღესასწაულო ლოცვების დროს და წვიმის თხოვნის ლოცვის დროს. ასევე, მაღრიბისა და 'იშა ლოცვების დროს პირველ ორ რაქათზე.
*რედაქტორის შენიშვნა: ფაჯრი - დილის ლოცვა, ზუჰრი - შუადღის ლოცვა, 'ასრი - შუადღის შემდეგი ლოცვა, მაღრიბი - საღამოს წინა ლოცვა, 'იშა - საღამოს ლოცვა.
15. ლოცვის ხმადაბალი კითხვა ზუჰრის და 'ასრის ლოცვის დროს. ასევე, მაღრიბის მესამე და იშას ბოლო ორ მუხლზე.
16. "ალ - ფათიჰას" გარდა ყურანიდან სხვა დამატებითი სურების წაკითხვა. ასევე, ზემოთ ხსენებულის გარდა სხვა სუნნათების დაცვა. ეს ყველაფერი რაც ამ სიტყვებს აღემატება: "ღმერთო ჩვენო, ქება-დიდება შენ" (რაბბანა ვა ლაქალ ჰამდ) რუქუ'იდან ადგომის შემდეგ იმამისთვის, იმისთვის, ვინც იმამის უკან ლოცულობს და ვინც მარტო ლოცულობს. ეს არის სუნნა. ამაში შედის ასევე, ხელების მუხლებზე დაწყობა თითებგაშლილ მდგომარეობაში რუქუ'ის დროს.
მეთერთმეტე გაკვეთილი. ლოცვის მომშლელი ფაქტორები
ისინი რვაა:
1. ლაპარაკი შეგნებულად, ხოლო დავიწყებით ან არცოდნით საუბარი ლოცვას არ მოშლის.
2. სიცილი.
3. ჭამა.
4. დალევა.
5. ავრათის გამოჩენა.
6. ყიბლას მიმართულებიდან პირის შებრუნება.
7. ბევრი უმიზეზო მოძრაობა ლოცვაში.
8. სისუფთავის მოშლა.
მეთორმეტე გაკვეთილი. ვუდუს (პატარა განბანვის) პირობები
ისინი ათია:
ისლამი, გონივრულობა გარჩევის ასაკი(შვიდი წელი დაახლოებით), განზრახვა, განზრახვის შენარჩუნება ბოლომდე, ანუ განზრახვის არქონა, რომ შეწყვიტო გასუფთავების შესრულება რიტუალური განწმენდის დასრულებამდე, იმ ფაქტორის გაქრობა, რაც გახდა განწმენდის საფუძველი, საპირფარეშოს მოვლის შემდგომი სიბინძურის მოშორება ქვით ან წყლით, სუფთა და დასაბანად განკუთვნილი წყლის გამოყენება, ნებადართული წყლის გამოყენება, სხეულიდან იმის მოცილება, რაც წყალს ხელს შეუშლის კანზე მოხვედრას, ლოცვის დროის დადგომა მისთვის, ვისაც სისუფთავის დაცვა არ შეუძლია. (დაავადების ან სხვა მიზეზის გამო)
მეცამეტე გაკვეთილი. მცირე განბანვის სავალდებულო მოქმედებები
ისინი ექვსია:
სახის დაბანა, ყელში და ცხვირში წყლის გამოვლებით, ხელების დაბანა იდაყვების ჩათვლით, მთელ თავზე სველი ხელების გადასმა ყურების ჩათვლით, ფეხების დაბანა კოჭების ჩათვლით, თანმიმდევრობის და უწყვეტობის დაცვა. სასურველია სამ-სამჯერ გამეორებით დაბანა სახის, ხელებისა და ფეხების, ასევე ცხვირის და ყელის გამოვლებაც. ხოლო მათი ერთხელ დაბანა სავალდებულოა. ერთზე მეტად თავზე ხელის წასმა არასასურველია, როგორც ამაზე მიუთითებს სანდო ჰადისები.
მეთოთხმეტე გაკვეთილი. მცირე განბანვის მომშლელი ფაქტორები
ისინი ექვსია:
ის რაც ორი სასქესო ორგანოდან გამოდის, სხეულიდან დიდი რაოდენობით გამომავალი სიბინძურე, გონების დაკარგვა ძილის ან სხვა მიზეზით, სასქესო ორგანოებზე შეხება წინიდან თუ უკნიდან საფარველის გარეშე, აქლემის ხორცის ჭამა, ისლამიდან განდგომა. ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენც და ყველა მუსლიმი ამისგან!
მნიშვნელოვანი შენიშვნა: მიცვალებულის განბანვა არ მოშლის ვუდუს, ამ აზრზეა სწავლულთა უმრავლესობა, რადგან არ არსებობს მასზე არგუმენტი, მაგრამ თუ გამბანველი შემთხვევით შეეხება მიცვალებულის სასქესო ორგანოს საფარველის გარეშე ამ შემთხვევაში ვუდუს განახლებაა საჭირო.
ამიტომ აუცელებელია არ შეეხოს მიცვალებულის სასქესო ორგანოებს საფარველის გარეშე. ასევე, ქალზე შეხება ვუდუს არ მოშლის, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ვნებით თუ მის გარეშე, თუ ამ შეხებით სასქესო ორგანოდან სითხის გამოყოფა არ მოხდება, ეს არის უფრო სწორი შეხედულება ამ საკითხზე სწავლულთა აზრით. რადგან შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კოცნიდა მის ცოლს და შემდეგ ლოცულობდა ვუდუს (მცირე განბანვის) აღების გარეშე.
ალლაჰმა თქვა ან-ნისას და ალ-მაიდას ორ აიათში:
﴿...أَوۡ لَٰمَسۡتُمُ ٱلنِّسَآءَ...﴾
{ან თუ შეეხეთ ქალებს} [ ან-ნისა: 43 ] [ ალ-მაიდა: 6 ] აქ ნაგულისხმევია: ცოლ-ქმრული ურთიერთობა. ეს არის უფრო სწორი შეხედულება სწავლულთა აზრით. ეს არის იბნ აბბასის აზრი (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი). ასევე, ეს არის ბევრი ადრინდელი და გვიანდელი სწავლულების აზრი. ხოლო ყოველგვარი წარმატება ალლაჰისგანაა.
მეთხუთმეტე გაკვეთილი. იმ ზნეობრივი თვისებების გამომუშავება, რომელიც უნდა ახასიათებდეს ყველა მუსლიმს
ესენია: სიმართლე, სანდოობა, უმწიკვლობა, მორიდებულობა, სიმამაცე, გულუხვობა, ერთგულება,შორს დგომა მისგან რაც ღმერთმა აკრძალა, კარგი მეზობლობა, საჭიროების მქონე პირებზე დახმარების გაწევა შესაძლებლობის ფარგლებში და სხვა თვისებები, რაზეც მიუთითა ყურანმა და სუნნამ.
მეთექვსმეტე გაკვეთილი. ისლამური ეთიკის ნორმები
ესენია: მისალმება, ღიმილი, მარჯვენა ხელით ჭამა და დალევა, ალლაჰის სახელის ხსენებით ჭამის დაწყება და დასრულების შემდეგ ალლაჰის განდიდება. ასევე, ალლაჰის განდიდება დაცემინების შემდეგ, მერე ვინც დააცემინა მისთვის სიკეთის სურვილი თუ მან განადიდა ალლაჰი, ავადმყოფის მონახულება, გასვენებაში მისვლა ლოცვაზე და დამარხვაზე დასწრება, შარიათის ეთიკის დაცვა: სამლოცველოში და სახლში შესვლა გამოსვლის დროს, მგზავრობის დროს, მშობლებთან, ახლობლებთან, მეზობლებთან, დიდებთან თუ პატარებთან, დაბადებული ბავშვის მილოცვა, ქორწინების მილოცვა, მათი მწუხარების გაზიარება, ეს და მსგავსი ისლამური ნორმები ჩაცმასა და გახდასთან დაკავშირებული.
მეჩვიდმეტე გაკვეთილი. შირქისა და სხვა ცოდვებისგან გაფრთხილება
მათ შორის არის შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა: ალლაჰზე თანამოზიარის დადგენა, ჯადოქრობა, იმ ადამიანის უსამართლოდ მოკვლა, ვისი მოკვლაც ალლაჰმა აკრძალა, მევახშეობა, ობლის ქონების მითვისება, ბრძოლის ველიდან გაქცევა და მორწმუნე პატიოსან ქალებზე მრუშობის დაბრალება.
ასევე, მათ შორის შედის: მშობლებზე უპატივცემულობა, ნათესაური კავშირის გაწყვეტა, ცრუმოწმეობა, სიცრუეზე დაფიცება, მეზობლის შეწუხება, ადამიანების სისხლის, ქონებისა და სინდისის ხელყოფა, ალკოჰოლის მიღება, ყუმარი(აზარტული თამაშები), ზურგსუკან საუბარი, ჭორაობა და სხვა ყველაფერი, რაც აკრძალა ალლაჰმა დიდებულმა და ძლევამოსილმა, ან მისმა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას).
მეთვრამეტე გაკვეთილი. მიცვალებულის მომზადება, მასზე ლოცვა და დასაფლავება
ამ თემის დეტალური განმარტება:
დაკანონებულია მომაკვდავზე სიტყვების: "არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა" (ლაა ილააჰა ილლა ალლაჰ) შეხსენება და წარმოთქმევინება. როგორც შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«لَقِّنُوا مَوْتَاكُمْ: لَا إِلَهَ إِلَّا اللَّهُ».
«მოუწოდეთ თქვენს მომაკვდავებს სიტყვების: "არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა"-ს (ლაა ილააჰა ილლა ალლაჰ) წარმოთქმა».7 გადმოსცა მუსლიმმა თავის სანდო კრებულში ამ ჰადისში იგულისხმება მომაკვდავი ადამიანი, ვისზეც აღინიშნება მოახლოებული სიკვდილის ნიშნები.
მეორედ, თუ დადასტურდა გარდაცვალება, მას უნდა დაუხუჭონ თვალები და შეუკრან ყბები, როგორც არის ეს გადმოცემული სუნნაში.
მესამე, აუცილებელია მუსლიმის რიტუალური განბანვა, გარდა შაჰიდისა, რომელიც ბრძოლის ველზე დაეცემა, შაჰიდი არ განიბანება და არც რიტუალური ლოცვა სრულდება მასზე, ის დაკრძალული უნდა იქნას თავისევე ტანისამოსით. შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არ განუბანია უჰუდის ბრძოლაში დაცემული შაჰიდები და არც ულოცია მათზე.
მეოთხედ: მიცვალებულის განბანვის ფორმა:
თავდაპირველად ფარავენ მის ავრათს, შემდეგ ცოტა მაღლა წამოწევით ნელა დააწვებიან მის მუცელს, შემდეგ გამბანველი დაიხვევს ხელზე ნაჭერს ან სხვა რამეს და გაასუფთავებს მას ამ ნაჭრით, შემდეგ ვუდუს (პატარა განბანვას) გააკეთებინებს როგორც ლოცვისთვის, შემდეგ წყლით დაბანს თავს და წვერს სასიამოვნო სუნის მქონე საპონით, შემდეგ დაბანს სხეულის მარჯვენა მხარეს, შემდეგ მარცხენას. მსგავსი ფორმით დაბანს მეორედ და მესამედ, ყოველჯერზე ხელით აწვება მუცელზე და თუ გამოვა რაიმე გაწმინდავს მას და დაფარავს ამ ადგილს ბამბით ან სხვა რამით, თუ ეს არ შველის გამომავალის შეკავებას, მაშინ შესაძლებელია ცხელი თიხის გამოყენება ან სხვა თანამედროვე სამედიცინო საშუალების, როგორიცაა სამედიცინო პლასტირი და სხვა.
მეორედ ააღებინებს ვუდუს და თუ სამი დაბანა საკმარისი არ იქნება ხუთჯერ ან შვიდჯერ დაბანს. შემდეგ შეამშრალებს და წაუსვამს სასიამოვნო სუნამოს კანის ნაკეც და სუჯუდის ადგილებში, თუ მთლიან სხეულზე წაუსვამს სუნამოს უკეთესია. შემდეგ სასიამოვნო სუნამოთი (ჩასაცმელ ნაჭერს) შეამზადებს სუდარას, თუ მიცვალებულს ულვაში და ფრჩხილები დიდად აქვს შეზრდილი შეჭრის მათ, დატოვებაც შესაძლებელია. თმის დავარცხნა არ შეიძლება. საზარდულზე თმა არ იპარსება და არ ხდება წინადაცვეთა, რადგან ამის მტკიცებულება არ არსებობს. ქალის თმას კი სამ ნაწნავად წნავენ, აწესრიგებენ და სხეულს ქვემოდან უდებენ.
მეხუთე, მკვდრის გახვევა სუდარაში
უკეთესია, თუ გარდაცვლილი მამაკაცი სამ თეთრ ნაჭერში იქნება შეხვეული, რომელთაგან არც ერთი არ იქნება პერანგი ან ჩალმა. სწორედ ასე შეახვიეს მოციქული მუჰამედი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას). მას ამ ნაჭრებში ახვევენ. თუ კი სუდარად გამოყენებული იქნება პერანგი, იზარი და კიდევ ერთი ნაჭერი, რომელშიც მას შეახვევენ, ესეც დაშვებულია.
გარდაცვლილ ქალს ხუთ ნაჭერში ახვევენ: ეს არის პერანგი, გადასაფარებელი, იზარი და ორი ნაჭერი შესახვევად. პატარა ბიჭის სხეულს ერთიდან სამამდე ნაჭრებში ახვევენ, ხოლო გოგონას – პერანგში და ორ ნაჭერში.
აუცილებელია, ყველა მინიმუმ ერთხელ მაინც იქნეს გახვეული ისე, რომ მიცვალებული მთლიანად იყოს დაფარული, მაგრამ თუ უმრას ან ჰაჯობის შესრულების დროს გარდაიცვლება ადამიანი ის განიბანება წყლით და სასიამოვნო სუნის საპონით, და შეხვეული უნდა იქნას თავისი ჰაჯობის სამოსელით (იზარი და რიდა) ან სხვა ახალი ჰაჯობის სამოსელით. მისი სახე და თავი არ დაიფარება, არც სუნამოს გამოყენება შეიძლება. რადგან ის წარსდგება განკითხვის დღეს, როგორც ჰაჯობის შემსრულებელი. როგორც ეს მოვიდა ჰადისში შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და თუ გარდაცვლილი ქალი იქნება ის წესისამებრ უნდა იქნეს შემოსილი, მაგრამ სუნამოს გამოყენების გარეშე, მისი სახე არ უნდა იყოს დაფარული ნიყაბით, არც ხელები ხელთათმანებით, არამედ მისი სახე და ხელები უნდა დაიფაროს სუდარით, რომლითაც მისი შემოსვა მოხდება, ისე როგორც მაღლა იყო აღწერილი ქალის შეხვევის ფორმა.
მეექვსედ: ვის აქვს ყველაზე მეტი უფლება მიცვალებულის განბანვაში, მასზე ლოცვასა და მის დასაფლავებაში?
ყველაზე მეტი უფლება მიცვალებულის განბანვაში, მასზე ლოცვაში და მის დამარხვაში აქვს იმას, ვისაც გარდაცვლილმა ანდერძით დაავალა. შემდეგ მამას, შემდეგ ბაბუას, შემდეგ ნათესავებს მამის მხრიდან, მათი ნათესაური რიგითობის მიხედვით.
გარდაცვლილი ქალის განბანვის უფრო მეტი უფლება აქვს იმას, ვისაც გარდაცვლილმა ანდერძით დაავალა, შემდეგ დედას, შემდეგ ბებიას, შემდეგ ნათესავ ქალებს, მათი ნათესაური რიგითობის მიხედვით. ცოლ-ქმარს შეუძლიათ ერთმანეთი განბანონ, როგორც აბუ ბაქრ ას-სიდდიყი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) განბანა თავისმა მეუღლემ. ასევე 'ალიმ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) განბანა თავისი მეუღლე ფატიმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი).
მეშვიდედ: მიცვალებულზე შესასრულებელი ლოცვის ფორმა
ოთხჯერ სრულდება თაქბირი, პირველი თაქბირის მერე იკითხება სურა "ალ-ფათიჰა", მასთან ერთად თუ წაიკითხება რომელიმე მოკლე სურა ან ერთი-ორი აიათი საკმარისია, როგორც არის ამაზე სანდო ჰადისი გადმოცემული იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), შემდეგ სრულდება მეორე თაქბირი და დავლოცავთ შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), როგორც ეს ხდება თაშაჰჰუდის დროს, შემდეგ სრულდება მესამე თაქბირი და იკითხება: "ღმერთო ჩემო, მიუტევე ჩვენგან ცოცხალს და გარდაცვლილს, აქ მყოფს და აქ არ მყოფს, დიდს და პატარას, ქალს და კაცს. ღმერთო ჩემო, ვისაც აცოცხლებ ჩვენგან - აცოცხლე ის ისლამზე, და ვისაც მოაკვდინებ ჩვენგან - მოაკვდინე ის რწმენაზე. ღმერთო ჩემო აპატიე მას, შეიწყალე ის, იხსენი ის, მიუტევე მას, დაასაჩუქრე კარგი განსასვენებლით, გააფართოვე მისი შესასვლელი, განწმინდე ის სუფთა წყლით, ქათქათა თოვლით და ყინულით, გაწმინდე ის ცოდვებისგან, როგორც იწმინდება თეთრი ტანისამოსი სიბინძურისგან, შეცვალე მისი საცხოვრებელი უფრო უკეთესით ვიდრე იყო, მისი ოჯახი უფრო უკეთესით ვიდრე იყო, შეიყვანე ის სამოთხეში, დაიფარე ის საფლავისა და ცეცხლის სასჯელისაგან, გაუფართოვე მას საფლავი და მიეცი მას იქ სინათლე. ღმერთო ჩემო, არ დაგვიკარგო ჩვენც მადლი და არ აგვაცდინო სწორ გზას". შემდეგ წარმოთქვამენ მეოთხე თაქბირს და ერთ სალამს აძლევენ მარჯვენა მხარეს.
სასურველია ხელების წამოწევა ყველა თაქბირის დროს. თუ გარდაცვლილი ქალია წარმოითქმება: "ჩემო ღმერთო აპატიე მას "ლაჰაა" (მას, ქალს). თუ მიცვალებული ორნი არიან "ლაჰუმაა" (მათ ორს) და თუ ორზე მეტნი არიან მაშინ წარმოითქმება "ლაჰუმ" (მათ). თუ გარდაცვლილი მცირეწლოვანი ბავშვია, მაშინ შემდეგი ვედრება წარმოითქმება: "ღმერთო ჩემო აქციე ის მადლად და ჯილდოდ თავისი მშობლებისთვის, შუამდგომლად რომლისაც შეისმენენ, ღმერთო ჩემო, დაამძიმე მისით მათი სასწორი, გაზარდე მისით მათი ჯილდო, ჩაწერე ის მორწმუნე მართალთაგან, შეიყვანე იბრაჰიმის მფარველობის ქვეშ და დაიფარე შენი წყალობით ჯოჯოხეთის სასჯელისგან".
იმამის გაჩერება მიცვალებული მამაკაცის თავთან სუნნაა, ხოლო ქალის შემთხვევაში მისი სხეულის შუა ნაწილთან, მამაკაცის სხეული უნდა იდოს იმამის წინ, როცა გარდაცვლილები ბევრნი არიან, ხოლო ქალის სხეული – ყიბლას მიმართულებით, თუ მათთან ერთად გარდაცვლილი ბავშვებიც იქნებიან გარდაცვლილი ბიჭი ქალზე წინ მოთავსდება, შემდეგ ქალი გარდაცვლილი და შემდეგ - გოგო გარდაცვლილი. გარდაცვლილი ბიჭის თავი მამაკაცის თავის გასწვრივ იქნება, ქალის შუა ნაწილი მამაკაცის თავის სწორად, და ასევე გარდაცვლილი გოგოს თავი იქნება ქალის თავის გასწვრივ, შუა ნაწილი კი - მამაკაცის თავის გასწვრივ. მლოცველები იმამის უკან გაჩერდებიან, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მათგანი ადგილს ვერ იპოვის, ის იმამის მარჯვენა მხარეს გაჩერდება.
მერვედ: დაკრძალვის ფორმა
უმჯობესია საფლავი მამაკაცის სიმაღლის ნახევარი იყოს, ლაჰდი გამოჭრილი იქნას ყიბლას მხარეს. მიცვალებულის ლაჰდში მოთავსდება მარჯვენა მხრით, შეიხსნება სუდარის შესაკრავები, ხოლო თვითონ სუდარა უნდა დარჩეს შეხსნილ მდგომარეობაში, სახის შეხსნა მიუღებელია, როგორც კაცისთვის ასევე ქალისთვის, შემდეგ მოხდება საფლავის ფიცრების ან აგურების დალაგება და მათი გამაგრება ტალახით, რათა შეაკავოს მიწა, თუ საფლავის ფიცრები ან აგური არ მოიძებნება, მაშინ სხვა ფიცრის ან ქვის ნატეხების გამოყენება შეიძლება, რითაც მოხდება მიწის შეკავება, შემდეგ მოხდება მასზე მიწის დაყრა, ამ დროს სასურველია წარმოითქვას სიტყვები: "ალლაჰის სახელით და შუამავლის რელიგიის გზით", (ბისმილლაჰი ვა 'ალაა მილლათი რასული ლლაჰ). საფლავი ერთი მტკაველის სიმაღლეზე წამოიწევა, და თუ შესაძლებელია ზემოდან პატარა ქვები დალაგდება, და წყლით მოირწყვება.(შარიათული რედაქტორის შენიშვნა:საფლაზე წყლის დასხმა იმ შემთხვევაში შეიძლება თუ საფლავის მიწა ქარს მიაქვს).
დაკანონებულია იქ მყოფთათვის სასაფლაოსთან გაჩერება და მიცვალებულისთვის ვედრება, რადგან შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა მორჩებოდა დასაფლავებას, გაჩერდებოდა და შემდეგნაირად აღავლენდა ვედრებას:
«اسْتَغْفِرُوا لِأَخِيكُمْ، وَاسْأَلُوا لَهُ التَّثْبِيتَ، فَإِنَّهُ الْآنَ يُسْأَلُ».
«პატიება შესთხოვეთ თქვენი ძმისთვის და სიმტკიცე, რადგან ის ახლა დაიკითხება».8
მეცხრედ. სუნნა არის მათთვის, ვინც ლოცვაზე დასწრება ვერ მოახერხა დამარხვის შემდეგ ილოცონ მასზე.
რადგან შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააკეთა მსგავსად. ეს იმ შემთხვევაში, თუ დაკრძალვიდან არ არის გასული ერთ თვეზე მეტი დრო. თუ მეტი დროა გასული, საფლავთან ჯანაზა-ს ლოცვა არ არის დადგენილი, რადგან მსგავსი რამ არ არის გადმოცემული შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომ მას ერთ თვეზე მეტის გასვლის შემთხვევაში ელოცოს სასაფლაოსთან.
მეათედ: არ შეიძლება გარდაცვლილის ოჯახი ხალხს საჭმლით გაუმასპინძლდეს.
საჰაბა ჯარირ ბინ აბდულლაჰ ალ-ბაჯალი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ამბობს:
«كُنَّا نَعُدُّ الاجْتِمَاعَ إِلَى أَهْلِ الْمَيِّتِ، وَصَنْعَةَ الطَّعَامِ بَعْدَ الدَّفْنِ، مِنَ النِّيَاحَةِ».
«ჩვენ ვთვლიდით დაკრძალვის შემდეგ მიცვალებულის ოჯახთან შეკრებას და საჭმლის მომზადებას აკრძალული გლოვის ნაწილად». (ისევე, როგორც ხმამაღლა გამოტირება)9 გადმოსცემს იმამ აჰმადი კარგი ისნადით. რაც შეეხება გარდაცვლილის ოჯახისთვის ან მათი სტუმრებისთვის საჭმლის მომზადებას, პრობლემას არ წარმოადგენს. ნებადართულია მათი ახლობლებისთვის ან მეზობლებისთვის, რომ საჭმელი მოუმზადონ მათთვის. როცა შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჯა'ფარ იბნ აბუ ტალიბის გარდაცვალების ამბავი მიუვიდა შამიდან, მან თავის ოჯახს უბრძანა, რომ ჯა'ფარის ოჯახისთვის საჭმელი მოემზადებინათ და თქვა:
«إِنَّهُ أَتَاهُمْ مَا يَشْغَلُهُمْ».
«ჭეშმარიტად, მათთან მოვიდა ის, რამაც ისინი დააკავა».10
შესაძლებელია გარდაცვლილის ოჯახმა დაპატიჟოს მათი მეზობლები ან სხვა იმ საკვებზე, რომელიც მათ საჩუქრად მოუტანეს. შარიათში ამას რაიმე განსაზღვრული დრო არ გააჩნია, რამდენადაც ვიცით.
მეთერთმეტედ: ქალისთვის აკრძალულია სამ დღეზე მეტი იგლოვოს გარდაცვლილი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გარდაცვლილი მისი ქმარია.
ქალისთვის აკრძალულია სამ დღეზე მეტი იგლოვოს გარდაცვლილი, გარდა მისი ქმრისა. ამ შემთხვევაში მისი გლოვის და ლოდინის ხანგრძლივობა უნდა გაგრძელდეს ოთხი თვე და ათი დღე, და თუ ის ფეხმძიმედაა, მაშინ მისი ლოდინი ბავშვის გაჩენამდე გაგრძელდება. რადგანაც ამაზე გადმოცემულია სანდო სუნნაში შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას).
მამაკაცისთვის აკრძალულია გლოვა, როგორც ახლობლების ასევე, სხვა ვინმესი.
მეთორმეტედ: ნებადართულია მამკაცისთვის ხანდახან მოინახულოს სასაფლაოები, აღავლინოს მკვდრებისთვის ვედრება, ითხოვოს მათთვის შეწყალება და გაიხსენოს სიკვდილი და რაც მოელის მის შემდეგ.
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«زُورُوا الْقُبُورَ، فَإِنَّهَا تُذَكِّرُكُمُ الْآخِرَةَ».
«მოინახულეთ სასაფლაოები, რადგან ის იმ ქვეყანას გაგახსენებთ».11 გადმოსცა მუსლიმმა თავის საჰიჰში. შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავის მეგობრებს ასწავლიდა, როცა მოინახულებდნენ სასაფლაოებს რომ ეთქვათ:
«السَّلَامُ عَلَيْكُمْ أَهْلَ الدِّيَارِ مِنَ الْمُؤْمِنِينَ وَالْمُسْلِمِينَ، وَإِنَّا إِنْ شَاءَ اللَّهُ بِكُمْ لَاحِقُونَ، نَسْأَلُ اللَّهَ لَنَا وَلَكُمُ الْعَافِيَةَ، يَرْحَمُ اللَّهُ الْمُتَقَدِّمِينَ مِنَّا وَالْمُسْتَأْخِرِينَ».
«მშვიდობა თქვენ ამ მიწის მკვიდრნო, მორწმუნეებო და მუსლიმებო, უეჭველად ჩვენც შემოგიერთდებით, ღმერთს ვთხოვთ თქვენთვისაც და ჩვენთვისაც კეთილღეობას, ალლაჰმა შეიწყალოს ჩვენგან წასულნი პირველებიც და უკანასკნელებიც».12 ქალებისთვის სასაფლაოების მონახულება აკრძალულია, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაწყევლა სასაფლაოს მომნახულებელი ქალები, რადგან ეს შეიძლება გახდეს მათთვის ცდუნების მიზეზი და ასევე, ცოტაა მათი მოთმინების უნარი. არ შეიძლება მათთვის სასაფლაოზე მიცვალებულზე გაყოლა. რადგან შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ეს მათ აუკრძალა. ხოლო მიცვალებულის ლოცვა თუ სამლოცველოში ან მეჩეთში შესრულდება, მაშინ დაკანონებულია მისი შესრულება მამაკაცებისთვისაც და ქალებისთვისაც.
ამით სრულდება მასალა, რომელიც ჩვენ შევძელით შეგვეგროვებინა. ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა ჩვენს შუამავალ მუჰამმადს, მის ოჯახს და მეგობრებს.
***
Index
სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, შემწყალებლისა 2
ავტორის წინასიტყვაობა 2
პირველი გაკვეთილი: სურა ალ-ფათიჰა და მოკლე სურები 3
მეორე გაკვეთილი: ისლამის საფუძვლები 3
მესამე გაკვეთილი: რწმენის საფუძვლები 5
მეოთხე გაკვეთილი. ერთღმერთიანობის (თავჰიდი) ფორმები და მრავალღმერთიანობის (შირქი) ფორმები 6
მეხუთე გაკვეთილი. იჰსან 14
მეექვსე გაკვეთილი. ლოცვის პირობები 14
მეშვიდე გაკვეთილი. ლოცვის საფუძვლები 14
მერვე გაკვეთილი. ლოცვის ვალდებულებები 15
მეცხრე გაკვეთილი. თაშაჰჰუდის განმარტება 16
მეათე გაკვეთილი. ლოცვის სუნნათები 19
მეთერთმეტე გაკვეთილი. ლოცვის მომშლელი ფაქტორები 22
მეთორმეტე გაკვეთილი. ვუდუს (პატარა განბანვის) პირობები 23
მეცამეტე გაკვეთილი. მცირე განბანვის სავალდებულო მოქმედებები 23
მეთოთხმეტე გაკვეთილი. მცირე განბანვის მომშლელი ფაქტორები 24
მეთხუთმეტე გაკვეთილი. იმ ზნეობრივი თვისებების გამომუშავება, რომელიც უნდა ახასიათებდეს ყველა მუსლიმს 26
მეთექვსმეტე გაკვეთილი. ისლამური ეთიკის ნორმები 27
მეჩვიდმეტე გაკვეთილი. შირქისა და სხვა ცოდვებისგან გაფრთხილება 28
მეთვრამეტე გაკვეთილი. მიცვალებულის მომზადება, მასზე ლოცვა და დასაფლავება 29
მეორედ, თუ დადასტურდა გარდაცვალება, მას უნდა დაუხუჭონ თვალები და შეუკრან ყბები, როგორც არის ეს გადმოცემული სუნნაში. 29
მესამე, აუცილებელია მუსლიმის რიტუალური განბანვა, გარდა შაჰიდისა, რომელიც ბრძოლის ველზე დაეცემა, შაჰიდი არ განიბანება და არც რიტუალური ლოცვა სრულდება მასზე, ის დაკრძალული უნდა იქნას თავისევე ტანისამოსით. შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არ განუბანია უჰუდის ბრძოლაში დაცემული შაჰიდები და არც ულოცია მათზე. 30
მეხუთე, მკვდრის გახვევა სუდარაში 32
მეექვსედ: ვის აქვს ყველაზე მეტი უფლება მიცვალებულის განბანვაში, მასზე ლოცვასა და მის დასაფლავებაში? 33
მეშვიდედ: მიცვალებულზე შესასრულებელი ლოცვის ფორმა 34
მერვედ: დაკრძალვის ფორმა 37
მეცხრედ. სუნნა არის მათთვის, ვინც ლოცვაზე დასწრება ვერ მოახერხა დამარხვის შემდეგ ილოცონ მასზე. 39
მეათედ: არ შეიძლება გარდაცვლილის ოჯახი ხალხს საჭმლით გაუმასპინძლდეს. 40
მეთერთმეტედ: ქალისთვის აკრძალულია სამ დღეზე მეტი იგლოვოს გარდაცვლილი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გარდაცვლილი მისი ქმარია. 41
მეთორმეტედ: ნებადართულია მამკაცისთვის ხანდახან მოინახულოს სასაფლაოები, აღავლინოს მკვდრებისთვის ვედრება, ითხოვოს მათთვის შეწყალება და გაიხსენოს სიკვდილი და რაც მოელის მის შემდეგ. 42
***
გადმოსცემს იმამ აჰმადი (5/428), ტაბარანი ალ-ქაბირში (4/338), ბაიჰაყი აშ-შუ'აბ'ში (14/ 355), ასევე თქვა მაჯმა'უ ალ-ზავაიდში (1/121), გადმოსცა აჰმადმა, ყველა გადმომცემი სანდოა.
ჰადისი გადმოცემულია იმამ აჰმადის მიერ მის მუსნადში (1/47).
გადმოსცა აბუ დაუდმა ნომრით (3251) და ათ-თირმიზიმ ნომრით (1535).
გადმოსცა აბუ დაუდმა ნომრით (4980), და აჰმადმა (5/384).
გადმოსცემს იბნ მააჯა ნომრით (4204), და აჰმად (3/30).
გადმოსცა მუსლიმმა ნომრით (916-917).
გადმოსცა აბუ დაუდმა ნომრით (3221), და ჰააქიმმა (3/ 399).
გადმოსცემს იბნ მააჯა ნომრით (1612), და აჰმად (2/ 204).
მუსლიმ ალ-ჯანაიზ (976), ან-ნასაი ალ-ჯანაიზ (2034), აბუ დაუდ ალ-ჯანაიზ (3234), იბნ მააჯა ალ-ჯანაიზ (1569), აჰმად (2/441).
გადმოსცემს იბნ მაჯა ნომრით (1569), იმამ ალბანიმ სანდოდ მიიჩნია ჰადისი.
გადმოსცა მუსლიმმა (975).
(მაჯმუ'უ ფათავა ვა მაყაალაათუ მუთანავვი'ა) (3/298-288).