ის, რაც მუსლიმისთვის დაუშვებელია არ იცოდეს (ქართული)

  • earth ენა
    (ქართული)
  • earth ავტორი:

სხვა ნათარგმნები 57

nl هولندي- Nederlands mk مقدوني- македонски te تلغو- తెలుగు sw سواحيلي- Kiswahili rw كينيارواندا- Kinyarwanda ru روسي- Русский es إسباني- español ms ملايو- Melayu ka جورجي- ქართული tl فلبيني تجالوج- Tagalog zh صيني- 中文 gu غوجاراتية- ગુજરાતી fr فرنسي- Français ps بشتو- بشتو id إندونيسي- Indonesia hi هندي- हिन्दी ar عربي- العربية bn بنغالي- বাংলা ha هوسا- Hausa ky قرغيزي- Кыргызча fa فارسي- فارسي ur أردو- اردو en إنجليزي- English da دنماركي- dansk hu هنجاري مجري- magyar tg طاجيكي- тоҷикӣ ta تاميلي- தமிழ் th تايلندي- ไทย ml مليالم- മലയാളം si سنهالي- සිංහල uz أوزبكي- Ўзбек ne نيبالي- नेपाली om أورومو- afaan oromoo am أمهري- አማርኛ tr تركي- Türkçe ti تجريني- ትግርኛ so صومالي- Soomaali vi فيتنامي- Tiếng Việt kk كازاخي- қазақ тілі no نرويجي- Norwegian mfe كريولي- créole ko كوري- 한국어 bs بوسني- bosanski mg ملاغاشي- Malagasy sn الشونا- Shona mos موري- Mõõré ro روماني- română yo يوربا- Èdè Yorùbá prs دري- فارسی دری dyo جوالا- Jóola st سوتي- Sesotho ig إيجبو- Igbo az أذري- azərbaycanca cs تشيكي- čeština lt ليتواني- lietuvių sv سويدي- svenska af أفريقاني- Afrikaans
PHPWord

 

 

مَا لَا يَسَعُ المُسْلِمَ جَهْلُهُ

ის, რაც მუსლიმისთვის დაუშვებელია არ იცოდეს

 

 

 

اللَّجْنَةُ العِلْمِيَّةُ

بِرِئَاسَةِ الشُّؤُونِ الدِّينِيَّةِ بِالمَسْجِدِ الحَرَامِ وَالمَسْجِدِ النَّبَوِيِّ

 

სამეცნიერო კომიტეტი რელიგიური საქმეთა ხელმძღვანელობით ალ-მასჯიდ ალ-ჰარამში და ალ-მასჯიდ ან-ნაბავში.

 

 


بِسْمِ اللهِ الرَّحمَنِ الرَّحِيمِ

ის, რაც მუსლიმისთვის დაუშვებელია არ იცოდეს

სამეცნიერო კომიტეტი რელიგიური საქმეთა ხელმძღვანელობით ალ-მასჯიდ ალ-ჰარამში და ალ-მასჯიდ ან-ნაბავში.

წიგნი (რაც მუსლიმისთვის დაუშვებელია არ იცოდეს ) მნიშვნელოვანი წიგნია, ყოველი ასობგერა დაწერილია ცოდნით და განმარტებით, მასში არის თავმოყრილი მრწამსის საფუძვლებიდან, ისლამური დოგმატიკიდან და კარგი ზნეობის ის საკითხები, რისი არ ცოდნაც დაუშველებია მუსლიმისთვის, შედგენილია არაჩვეულებრივი მეთოდით, რომელიც ანათებს გონებას, ამშვიდებს გულს, აგნებს შემეცნების უნარს და აძლიერებს ქმედებას, ნამდვილად წარმატების გასაღებია ის და მორწმუნის გზამკვლევი ღვთისმორჩილებაში და შემეცნებაში.

ის, რაც მუსლიმისთვის დაუშვებელია არ იცოდეს

შესავალი

ქება დიდება ალლაჰს, სამყაროების ღმერთს, ლოცვა და მშვიდობა სამყაროს წყალობად გამოგზავნილ მუჰამმადს, მის ოჯახს, მის ყველა მეგობარს, ვინც აიღო მისი სუნნა და ვინც გაჰყვა მის გზას განკითხვის დღემდე, ამის შემდეგ:

ეს არის მოკლე გზავნილი, რომელიც მოიცავს იმ უმთავრეს საკითხებს, რაც მორწმუნე მუსლიმს სჭირდება თავისი რწმენის, ღვთისმსახურებისა და (ადამიანებთან) ურთიერთობების საკითხებში. ის შეიკრიბა ორი წმინდა მეჩეთის მომნახველებისთვის და მომლოცველებისთვის, რათა იყვნენ ინფორმირებულნი და გააზრებულად აღიქვამდნენ თავიანთ რელიგიას. ვთხოვთ დიდმოწყალე ალლაჰს, რომ ამით სარგებელი მიანიჭოს, გახადოს ეს საქმე მტკიცე და მხოლოდ მისთვის განკუთვნილი. ნამდვილად, ის არის საუკეთესო, ვისგანაც რამეს სთხოვენ და უხვად ანიჭებს იმედის მქონეთ.

სამეცნიერო კომიტეტი რელიგიური საქმეთა ხელმძღვანელობით ალ-მასჯიდ ალ-ჰარამში და ალ-მასჯიდ ან-ნაბავში.

სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, შემწყალებლისა

თავი პირველი:

მრწამსთან დაკავშირებული საკითხები

ნაწილი პირველი: ისლამის მნიშვნელობა და მისი საფუძვლები:

ისლამი არის: მორჩილება ალლაჰზე თავჰიდით (ერთღმერთიანობით), მიყოლა მასზე მორჩილებით, გაშორება შირქისგან და იმათგან, ვინც მას აკეთებს (შირქს).

მას აქვს ხუთი საფუძველი:

პირველი საფუძველი: დამოწმება, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის შუამავალია.

მეორე: ლოცვის შესრულება.

მესამე: ზაქათის გადახდა.

მეოთხე: მარხვა რამადნის თვეში.

მეხუთე: ჰაჯობა ალ-ჰარამში (ქააბაში), ვისაც შეუძლია მისი შესრულება.

ერთღმერთიანობის მნიშვნელობა:

იცოდე, რომ უზენაესმა ალლაჰმა შექმნა ქმნილებები, რათა მისთვის ეცათ თაყვანი და არავინ დაედგინათ მასზე თანაზიარი, თქვა უზენაესმა:

﴿وَمَا خَلَقۡتُ ٱلۡجِنَّ وَٱلۡإِنسَ إِلَّا لِيَعۡبُدُونِ 56 [الذاريات: 56]

«არ შემიქმნია მე ჯინები და ადამიანები თუ არა ჩემდა თაყვანისცემისთვის» [აზ-ზაარიაათ: 56] ღვთისმსახურების შესრულება შეუძლებელია ცოდნის გარეშე. როგორც თქვა უზენაესმა:

﴿فَٱعۡلَمۡ أَنَّهُۥ لَآ إِلَٰهَ إِلَّا ٱللَّهُ وَٱسۡتَغۡفِرۡ لِذَنۢبِكَ وَلِلۡمُؤۡمِنِينَ وَٱلۡمُؤۡمِنَٰتِۗ وَٱللَّهُ يَعۡلَمُ مُتَقَلَّبَكُمۡ وَمَثۡوَىٰكُمۡ 19 [محمد: 19]

«და იცოდე, რომ, ჭეშმარიტად, არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა. და ითხოვე მიტევება შენი ცოდვებისათვის და მორწმუნე კაცებისა და მორწმუნე ქალებისათვის, და ალლაჰმა იცის თქვენი ადგილი და თქვენი თავშესაფარი». [მუჰამმად: 19] და უნდა დაიწყოს ცოდნით სიტყვაზე და ქმედებაზე წინ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი შესწავლაც ევალედებულება მუსლიმს - არის ერთღმერთიანობა; რადგან ეს არის რელიგიის ფუძე და საყრდენი, რელიგია ვერ იარსებებს ერთღმერთიანობის გარეშე, ის არის პირველი ვალდებულება, და ის არის ბოლო ვალდებულება მუსლიმზე. თავჰიდი (ერთღმერთიანობა) არის ისლამის საფუძვლებიდან პირველი საფუძველი, რომლის შესწავლაც სავალდებულოა ყველა მუსლიმისთვის და შემდეგ ამ საფუძვლით მოქმედება, ისლამის საფუძვლები ხუთია, როგორც არის მოცემული აბდულლაჰ იბნ უმარის (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) მიერ გადმოცემულ ჰადისში, რომ მან თქვა: გავიგონე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:

«بُنِيَ الإسْلَامُ عَلَى خَمْسٍ: شَهَادَةِ أنْ لَا إلَهَ إلَّا اللَّهُ وأنَّ مُحَمَّدًا رَسُولُ اللَّهِ، وَإقَامِ الصَّلَاةِ، وَإيتَاءِ الزَّكَاةِ، وَحَجِّ البَيْتِ، وصَوْمِ رَمَضَانَ».

«ისლამი დაფუძნებულ იქმნა ხუთ საფუძველზე: დამოწმება იმისა, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის შუამავალია, ხუთჯერადი ლოცვა, ზაქათის გადახდა, ჰაჯობის შესრულება ქააბაში და მარხვა რამადანის თვეში».1

აუცილებელია, მუსლიმმა შეისწავლოს თავჰიდი (ერთღმერთიანობა); ეს არის მხოლოდ ერთად ერთი ალლაჰისთვის თაყვანისცემა, და არავინ დაუდგინოს მას თანაზიარად თაყვანისცემაში; არც დაახლოებული ანგელოზი და არც გამოგზავნილი შუამავალი.

მნიშვნელობა ''არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა'' :

ის არის, რომ დაამოწმოს მსახურმა გულწრფელი რწმენით, რომ არ არსებობს ჭეშმარიტი სათაყვანებელი, გარდა უზენაესი ალლაჰისა, და თაყვანისცეს მხოლოდ ალლაჰს, მხოლოდ უზენაეს ღმერთს მიუძღვნას ყველა სახის ღვთისმსახურება: ვედრება, შიში, იმედი, მიკედლება და სხვა.

ეს დამოწმება ვერ შედგება ორი პირობის გარეშე:

პირველი: უარყოფა იმისა, რომ არ არსებობს სხვა ღვთაება და არავინ იმსახურებს თაყვანისცემას ალლაჰის გარდა; ყველა სხვა ღვთაების, ღმერთის და ტაღუთის (ცრუ სათაყვანებლების) უარყოფა.

მეორე: დადასტურება იმისა, რომ ღვთაებრიობა და ღვთისმსახურება მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის, მარტო მას და არავის მის გარდა, თქვა დიდებულმა:

﴿‌وَلَقَدۡ بَعَثۡنَا فِي كُلِّ أُمَّةٖ رَّسُولًا أَنِ ٱعۡبُدُواْ ٱللَّهَ وَٱجۡتَنِبُواْ ٱلطَّٰغُوتَ...﴾

[النحل: 36]

«და ვფიცავ! ჩვენ წარმოვგზავნეთ ყოველ ერთან შუამავალი, რათა ალლაჰისათვის თაყვანი ეცათ და განდგომოდნენ ტააღუთს». [ან-ნაჰლ: 36]

რაც შეეხება "ლაა ილააჰა ილლაა ალააჰ" - არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა - ს პირობები არის:

პირველი: ცოდნა გამომრიცხავი უცოდინრობის.

მეორე: მტკიცე რწმენა გამომრიცხავი ეჭვის.

მესამე: გულწრფელობა გამომრიცხავი შირქის (მრავალღმერთიანობის).

მეოთხე: სიმართლე გამომრიცხავი ტყუილის.

მეხუთე: სიყვარული გამომრიცხავი სიძულვილის.

მეექვსე: მორჩილება გამომრიცხავი ურჩობის.

მეშვიდე: მიღება გამომრიცხავი უარყოფის.

მერვე: უარყოფა იმ ყველაფრის, რასაც თაყვანსცემენ უზენაესი ალლაჰის გარდა.

ეს არის პირობები, რომელიც უნდა იქნეს ქმედებაში მოყვანილი, ეს პირობები გაერთიანებულია შემდეგ ორ სტროფში:

ცოდნა, მტკიცე რწმენა და შენი სიმართლე ... სიყვარულთან, მორჩილებასთან და მიღებასთან ერთად.

და მერვედ უარყოფა ყველაფრის, რასაც აღმერთებენ ალლაჰის გარდა.

დამოწმების სისრულეში მოყვანა შეიძლება მხოლოდ უზენაეს ალლაჰზე თაყვანისცემით მოზიარის გარეშე, და მხოლოდ ალლაჰის მიმართ წრფელი ღვთისმსახურებით. ის არ მოუხმობს სხვას, გარდა ალლაჰისა; არ ეყრდნობა არავის, გარდა ალლაჰისა; არ ელოდება სიკეთეს არავისგან, გარდა ალლაჰისა; ლოცვას აღავლენს მხოლოდ ალლაჰისთვის; დაკლავს შესაწირს მხოლოდ ყოვლადუნაკლო და უზენაესი ალლაჰისთვის.

როგორც აკეთებენ ზოგიერთები ტავაფს საფლავების გარშემო, ითხოვენ მათგან დახმარებას და ევედრებიან მაგიერ ალლაჰისა; ეს არის შირქი (მრავალღმერთიანობა) ღვთისმსახურებაში. აუცილებელია ამისგან შორს ყოფნა და სხვების გაფრთხილებაც; რადგან მსგავსი ქმედება მიეკუთვნება იმ კატეგორიას, რასაც წარმართები აკეთებენ თავიანთი კერპების, ქვების და ხეების თაყვანისცემის დროს, უზენაესი ალლაჰის გარდა. ეს არის მრავალღმერთიანობა, რომლის გასაფრთხილებლად და ასაკრძალავად იქნა გარდმოვლენილი ზეციური წიგნები და გამოგზავნილი შუამავლები.

დამოწმების მნიშვნელობა, რომ ჭეშმარიტად მუჰამმადი ალლაჰის შუამავალია:

მასზე მორჩილება იმაში, რაც ბრძანა, დამოწმება იმისა, რაც ამცნო, შორს ყოფნა იმისგან, რაც აკრძალა და გაკიცხა, და არ იქნება ალლაჰზე თაყვანისცემა, გარდა იმ ფორმით, რაც მან დააკანონა. უნდა დაადასტუროს მუსლიმმა, რომ მუჰამმადი აბდულლაჰის ძე -ყურეიშელი -ჰაშიმელი არის ალლაჰის შუამავალი, წარმოგზავნილი სრულიად კაცობრიობისთვის: ჯინთათვის და ადამიანთათვის. როგორც თქვა უზენაესმა:

﴿قُلۡ يَٰٓأَيُّهَا ٱلنَّاسُ إِنِّي رَسُولُ ٱللَّهِ إِلَيۡكُمۡ جَمِيعًا...﴾ [الأعراف: 158]

«უთხარი: ჰეი, ადამიანებო! ჭეშმარიტად, მე ალლაჰის შუამავალი ვარ ყველა თქვენგანისთვის» [ალ-ა'რააფ: 158].

ალლაჰმა ის წარმოგზავნა მისი რელიგიის საქადაგებლად და კაცობრიობის სწორ გზაზე დასადგენად. როგორც თქვა უზენაესმა:

﴿‌وَمَآ أَرۡسَلۡنَٰكَ إِلَّا كَآفَّةٗ لِّلنَّاسِ بَشِيرٗا وَنَذِيرٗا وَلَٰكِنَّ أَكۡثَرَ ٱلنَّاسِ لَا يَعۡلَمُونَ28 [سبأ: 28]

«და არ წარმოგვიგზავნიხარ შენ, თუ არა მთელი ხალხისთვის მახარობლად და შემგონებლად, მაგრამ ხალხის უმეტესობამ არ უწყის!» [საბა: 28]. როგორც თქვა უზენაესმა:

﴿‌وَمَآ أَرۡسَلۡنَٰكَ إِلَّا رَحۡمَةٗ لِّلۡعَٰلَمِينَ 107 [الأنبياء: 107]

«და არ წარგვიგზავნიხარ შენ თუ არა წყალობად სამყაროთა» [ალ-ანბია: 107].

ეს დამოწმება გულისხმობს: არ გწამდეს, რომ ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აქვს რაიმე ღვთაებრივი, ან რაიმე გავლენა სამყაროზე, ან იმსახურებს თაყვანისცემას. პირიქით, ის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არის ალლაჰის მონა, მას არ ეთაყვანებიან, ის მოციქულია და არ შეიძლება მისი მატყუარად შერაცხვა. ის არ ფლობს რაიმე სარგებელს და არც ზარალს საკუთარი თავის და არც სხვების მიმართ, გარდა იმისა, რასაც ინებებს ალლაჰი. როგორც თქვა უზენაესმა:

﴿‌قُل لَّآ أَقُولُ لَكُمۡ عِندِي خَزَآئِنُ ٱللَّهِ وَلَآ أَعۡلَمُ ٱلۡغَيۡبَ وَلَآ أَقُولُ لَكُمۡ إِنِّي مَلَكٌۖ إِنۡ أَتَّبِعُ إِلَّا مَا يُوحَىٰٓ إِلَيَّ...﴾ [الأنعام: 50]

«უთხარი: მე თქვენ არ გეუბნებით, რომ ჩემთანაა ალლაჰის საუნჯენი, არც უხილავის შესახებ ვიცი და არც იმას გეუბნებით, რომ მე ვარ ანგელოზი. მე მხოლოდ იმას მივყვები, რაც ზემევლინება» [ალ-ან'აამ: 50].

ნაწილი მეორე: წრმენის მნიშვნელობა და მისი საფუძვლები:

რწმენა: ეს არის გულით დამოწმება, ენით წარმოთქმა და გულით და ორგანოებით ქმედება, მატულობს მორჩილებით და მცირდება ცოდვებით.

რწმენა არის ღვთისმსახურებების სისწორის და მიღების პირობა. როგორც მრავალღმერთიანობა და ურწმუნოება ანადგურებს ყველა ღვთისმსახურებას. როგორც არ მიიღებს ალლაჰი ლოცვას აბდესის გარეშე, ასევე არ მიიღებს არანაირ თაყვანისცემას რწმენის გარეშე. უზენაესმა თქვა:

﴿وَمَن يَعۡمَلۡ مِنَ ٱلصَّٰلِحَٰتِ مِن ذَكَرٍ أَوۡ أُنثَىٰ وَهُوَ مُؤۡمِنٞ فَأُوْلَٰٓئِكَ يَدۡخُلُونَ ٱلۡجَنَّةَ وَلَا يُظۡلَمُونَ نَقِيرٗا 124 [النساء: 124]

«ხოლო ყოველი კაცი თუ ქალი, ვინც სიკეთეს გააკეთებს და მორწმუნეც იქნება, სწორედ ეგენი შევლენ სამოთხეში, და ნაყირისოდენა უსამართლობასაც არ გადაეყრებიან» [ან-ნისა: 124].

და განმარტა, რომ შირქი (მრავალღმერთიანობა) ანადგურებს ქმედებებს. როგორც თქვა უზენაესმა:

﴿وَلَقَدۡ أُوحِيَ إِلَيۡكَ وَإِلَى ٱلَّذِينَ مِن قَبۡلِكَ لَئِنۡ أَشۡرَكۡتَ لَيَحۡبَطَنَّ عَمَلُكَ وَلَتَكُونَنَّ مِنَ ٱلۡخَٰسِرِينَ 65 [الزمر: 65]

«და ვფიცავ, ზეშთაგეგონა შენ და იმათ, ვინც იყვნენ შენზე უწინ: თუკი დაუდგენ (ალლაჰს) თანაზიარს, ამაო გახდება შენი საქმენი და აღმოჩნდები წაგებულთა შორის». [აზ-ზუმარ: 65]

რქმენის საფუძვლები ექვსია: ალლაჰისადმი რწმენა, მისი ანგელოზების, მისი წიგნების, მისი შუამავლების, განკითხვის დღისა და ბედისწერის რწმენა თავისი კარგით და ცუდით.

1. ალლაჰის რწმენა მოიცავს სამ რამეს:

1) მისი ღვთაებრიობის რწმენა:

ეს არის უზენაესი ალლაჰის ერთობა მის ქმედებებში როგორიცაა: გაჩენა, სარჩოს მოცემა, გაცოცხლება და მოკვდინება. არ არსებობს გამჩენი გარდა ალლაჰისა, არ არსებობს სარჩოს მომცემი გარდა ალლაჰისა, არ არსებობს მაცოცხლებელი გარდა ალლაჰისა, არ არსებობს მომაკვდინებელი გარდა ალლაჰისა, არავის შეუძლია სამყაროში რაიმე ზეგავლენა მოახდინოს, გარდა უზენაესისა, დიდებულისა.

არ არის ცნობილი ვინმეს გაჩენილთაგან უარეყოს უზენაესი ალლაჰის ღვთაებრიობა, გარდა იმისა, რომელიც ამპარტავნობით უარყობს, მაგრამ გულის სიღრმეში არ სჯერა რასაც ამბოს, როგორც მოხდა ეს ფარაონის შემთხვევაში, როცა მან თქვა:

﴿‌...أَنَا ‌رَبُّكُمُ ‌الْأَعْلَى﴾ [النازعات: 24]

«მე ვარ თქვენი უზენაესი ღმერთი» [ან-ნააზი'აათ: 24], მაგრამ ეს არ იყო მისი მრწამსიდან, როგორც თქვა უზენაესმა ალლაჰმა მუსას შესახებ, მშვიდობა მას:

﴿‌قَالَ لَقَدۡ عَلِمۡتَ مَآ أَنزَلَ هَٰٓؤُلَآءِ إِلَّا رَبُّ ٱلسَّمَٰوَٰتِ وَٱلۡأَرۡضِ بَصَآئِرَ وَإِنِّي لَأَظُنُّكَ يَٰفِرۡعَوۡنُ مَثۡبُورٗا102 [الإسراء: 102]

«უთხრა: შენ უკვე იცი, რომ არ გადმოუვლენია ესენი არავის, ცათა და ქვეყნის ღმერთის გარდა, ხილულ ნიშნებად, შენ კი, ფარაონო, დაღუპულად მიმაჩნიხარ» [ალ-ისრა: 102]. ბრძანა უზენაესმა:

﴿‌وَجَحَدُوا بِهَا وَاسْتَيْقَنَتْهَا أَنْفُسُهُمْ ظُلْمًا وَعُلُوًّا... ﴾ [النمل: 14]

«უარყვეს ისინი უსამართლობითა და ამპარტავნებით, თუმცა გულის სიღრმეში დარწმუნებულნი იყვნენ მათ ჭეშმარიტებაში» [ან-ნამლ: 14].

ამ ქმნილებებს აუცილებლად ერთი შემოქმედი უნდა ჰყავდეს. შეუძლებელია რაიმე თავისით შეიქმნას. ვერაფერი შექმნის თავის თავს; რადგან არაფერია, რაც თავის თავს ქმნის და ასევე შეუძლებელია შემთხვევით წარმოიქმნას; რადგან ყოველ შედეგს აქვს თავისი მიზეზი. გარდა ამისა, ყველაფრის არსებობა ამგვარ საოცარი წესრიგისა და საოცარი ჰარმონიის მქონე, შეუძლებელია ეს იყოს შემთხვევითობა, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ყველაფრის გამჩენი არის უზენაესი ალლაჰი, სამყაროთა ღმერთი. ბრძანა დიდებულმა ალლაჰმა:

﴿‌أَمۡ خُلِقُواْ مِنۡ غَيۡرِ شَيۡءٍ أَمۡ هُمُ ٱلۡخَٰلِقُونَ 35 أَمۡ خَلَقُواْ ٱلسَّمَٰوَٰتِ وَٱلۡأَرۡضَۚ بَل لَّا يُوقِنُونَ36 [الطور: 35-36]

«განა ისინი არიან შექმნილნი არაფრისგან, თუ თვითონ არიან შემოქმედნი? (35) თუ მათ შექმნეს ცანი და მიწა, პირიქით არ ირწმუნებენ» (36) [სურა ატ-ტუურ: 35-36].

ამის გამო იყო, რომ მუშრიქები ადასტურებდნენ ალლაჰის ღვთაებრიობას, ხოლო ამავე დროს თანაზიარს უქმნიდნენ მას ღვთისმსახურებაში, ამ ქმედებას კი ისინი ისლამში არ შეჰყავდა, მათ ებრძოლა შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), მათი სისხლი და ქონება ნებადართულად გამოაცხადა; რადგან ისინი ღვთისმსახურებაში თანაზიარს უდგენდნენ ღმერთის. მასთან ერთად სხვასაც ეთაყვანებოდნენ; როგორებიცაა: კერპები, ქვები, ანგელოზები და სხვა.

2) რწმენა მისი ღვთაებრიობისა:

რწმენა მისი ღვთაებრიობაში ანუ: ჭეშმარიტად ის არის ერთადერთი ჭეშმარიტი სათაყვანებელი და არავინ ჰყავს მას მოზიარე, (ალ-ილაჰ) - ანუ (სათაყვანებელი) სათაყვანებელი სიყვარულით, განდიდებით და ქედისმოხრით.

თქვა დიდებულმა:

﴿‌وَإِلَٰهُكُمۡ إِلَٰهٞ وَٰحِدٞۖ لَّآ إِلَٰهَ إِلَّا هُوَ ٱلرَّحۡمَٰنُ ٱلرَّحِيمُ163 [البقرة: 163]

«და ღმერთი თქვენი – ერთი ღმერთია. არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი – მოწყალისა, მწყალობელისა» (163) [ალ-ბაყარა: 163].

და ყველა, ვინც დაიდგინა ალლაჰთან ერთად სხვა ღვთაება და ეთაყვანება მას, მისი ღვთაება ბათილია. უზენაესმა თქვა:

﴿ذَٰلِكَ بِأَنَّ ٱللَّهَ هُوَ ٱلۡحَقُّ وَأَنَّ مَا يَدۡعُونَ مِن دُونِهِۦ هُوَ ٱلۡبَٰطِلُ وَأَنَّ ٱللَّهَ هُوَ ٱلۡعَلِيُّ ٱلۡكَبِيرُ 62 [الحج: 62]

«ეს იმის გამო, რომ ჭეშმარიტება ალლაჰია. ხოლო ის, რასაც მოუხმობენ მის გარდა სიცრუეა, და იმიტომ, რომ ალლაჰი უზენაესია, დიდებულია». [ალ-ჰაჯჯ: 62].

ამის გამო ყველა შუამავალი (მშვიდობა მათ) ნუჰიდან დაწყებული მუჰამმედის ჩათვლით (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოუწოდებდნენ თავიანთ ხალხს ალლაჰის ერთადერთობისკენ (ერთღმერთიანობისკენ) და მხოლოდ მასზე თაყვანისცემას, სხვა ქმნილებების მაგიერ. დიადი ალლაჰი მუშრიქების მიერ სხვა ღვთაებების დადგენას, რომელთაც ეთაყვანებოდნენ უზენაეს ალლაჰთან ერთად, დახმარებას და შეწევნას სთხოვდნენ მათ, ორი გონივრული არგუმენტით აბათილებს:

პირველი: ის ღმერთები, რომლებიც მათ აირჩიეს, არ ფლობენ არანაირ ღვთაებრივ თვისებას. ისინი თვითონ შექმნილნი არიან, არ შეუძლიათ რაიმეს შექმნა, არ მოაქვთ სარგებელი მათთვის, ვინც თაყვანს სცემს და არ ათავისუფლებენ მათ არანაირი ზიანისგან. მათ არ აქვთ ძალაუფლება არც სიცოცხლეზე, არც სიკვდილზე და არც მეორედ აღდგენაზე. როგორც თქვა უზენაესმა:

﴿وَٱتَّخَذُواْ مِن دُونِهِۦٓ ءَالِهَةٗ لَّا يَخۡلُقُونَ شَيۡـٔٗا وَهُمۡ يُخۡلَقُونَ وَلَا يَمۡلِكُونَ لِأَنفُسِهِمۡ ضَرّٗا وَلَا نَفۡعٗا وَلَا يَمۡلِكُونَ مَوۡتٗا وَلَا حَيَوٰةٗ وَلَا نُشُورٗا3 [الفرقان: 3]

«და მათ დაიდგინეს მის ნაცვლად ღვთაებები, რომელთაც არაფერი შეუქმნიათ, არამედ თვითონ არიან შექმნილნი. და არ შეუძლიათ თავიანთი თავისთვისაც არც ზარალის და არც სარგებლის მოტანა, მათ არ აქვთ ძალაუფლება არც სიკვდილზე, არც სიცოცხლეზე და არც მეორედ აღდგენაზე» (3) [ალ-ფურყან: 3].

მეორე: ეს კერპთაყვანისმცემლები ადასტურებდნენ, რომ უზენაესი ალლაჰი არის ერთადერთი გამჩენი და მეუფე, და არავინ მის გარდა, და ეს ავალდებულებს მათ, რომ აღიარონ მისი ერთადერთობა ღვთაებრიობაში მსგავსად იმისა, როგორც აღიარეს მისი ერთადერთობა შემოქმედებაში. როგორც თქვა უზენაესმა:

﴿قُل لِّمَنِ ٱلۡأَرۡضُ وَمَن فِيهَآ إِن كُنتُمۡ تَعۡلَمُونَ 84 سَيَقُولُونَ لِلَّهِۚ قُلۡ أَفَلَا تَذَكَّرُونَ 85 قُلۡ مَن رَّبُّ ٱلسَّمَٰوَٰتِ ٱلسَّبۡعِ وَرَبُّ ٱلۡعَرۡشِ ٱلۡعَظِيمِ 86 سَيَقُولُونَ لِلَّهِۚ قُلۡ أَفَلَا تَتَّقُونَ 87 قُلْ مَنْ بِيَدِهِ مَلَكُوتُ كُلِّ شَيْءٍ وَهُوَ يُجِيرُ وَلَا يُجَارُ عَلَيْهِ إِنْ كُنْتُمْ تَعْلَمُونَ88 سَيَقُولُونَ لِلَّهِ قُلْ فَأَنَّى تُسْحَرُونَ89 [المؤمنون: 84-89]

«უთხარი: ვისია ქვეყანა და ის, რაც მასზეა, თუ იცით?! 84 გეტყვიან: ალლაჰისაო! უთხარი: განა ვერ შეიგონებთ?!85 ჰკითხე: ვინ არის ღმერთი შვიდი ზეცისა და დიდებული 'არშისა? 86 იტყვიან: "ალლაჰიო!“ უთხარი: "განა არ გეშინიათ?! 87 უთხარი: "ვინ არის ის, ვის ხელთაცაა მეუფება ყოველი საგნისა? და ვინ არის დამცველი და ვინ არის, რომლისგანაც ვერავინ ვერავის დაიცავს თუ იცით? 88 იტყვიან: "ალლაჰიო!“ უთხარი: "მაშ როგორ ტყუვდებით"» 89 [ალ-მუმინუუნ: 84-89] და თუ ადასტურებენ ღმერთის ერთობას; ეს მათ ავალდებულებს, რომ ასევე მხოლოდ უზენაესს გაუკეთონ ღვთისმსახურება, და არავინ დაუდგინონ მას თანაზიარად ღვთისმსახურებაში.

3) ღმერთის სახელ-თვისებების რწმენა:

ანუ: დადასტურება იმის, რაც ალლაჰმა დაადასტურა საკუთარ თავზე თავის წიგნში, ან დაადასტურა მისმა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავის სუნნაში; მისი სახელ-თვისებები, ისე როგორც შეეფერება უზენაესს ალლაჰს, ყოველგვარი დამახინჯების და უარყოფის გარეშე, შედარების და მიმსგავსების გარეშე, უზენაესმა თქვა:

﴿‌وَلِلَّهِ ٱلۡأَسۡمَآءُ ٱلۡحُسۡنَىٰ فَٱدۡعُوهُ بِهَاۖ وَذَرُواْ ٱلَّذِينَ يُلۡحِدُونَ فِيٓ أَسۡمَٰٓئِهِۦۚ سَيُجۡزَوۡنَ مَا كَانُواْ يَعۡمَلُونَ 180 [الأعراف: 180]

«ალლაჰს ეკუთვნის საუკეთესო სახელები. მაშ, შეევედრეთ მას მათი მეშვეობით, და მიატოვეთ ისინი, ვინც უარყოფენ მის სახელებს, მათ მიეზღვებათ იმისთვის, რასაც სჩადიოდნენ» (180) [ალ-ა'რაფ: 180]. და თქვა უზენაესმა:

﴿‌...لَيۡسَ كَمِثۡلِهِۦ شَيۡءٞۖ وَهُوَ ٱلسَّمِيعُ ٱلۡبَصِيرُ﴾ [الشورى: 11]

«არ არის მისი მსგავსი არაფერი და ის ყოვლისმსმენი, ყოვლისმხედველია». [აშ-შურაა: 11].

შირქის (მრავალღმერთიანობის) ფორმები სამია:

1. დიდი შირქი.

2. პატარა შირქი.

3. ფარული შირქი.

1- დიდი შირქი:

ის განისაზრვრება: რაიმეს უზენაეს ალლაჰთან გათანაბრებით იმ საკითხებში, რაც მხოლოდ უზენაეს ალლაჰს ეკუთვნის. როგორც თქვა უზენაესმა:

﴿‌إِذۡ نُسَوِّيكُم بِرَبِّ ٱلۡعَٰلَمِينَ 98 [الشعراء: 98]

«რადგან თქვენ გათანაბრებდით სამყაროთა ღმერთთან» (98) [ აშ-შუ'არა: 98].

ეს არის ყველაფერი რაც მოიცავს: ღვთისმსახურების შესრულებას სხვისთვის, უზენაესი ალლაჰის ნაცვლად, ან მისი რაიმე ნაწილის შესრულება უზენაესის გარდა სხვისთვის; როგორც ვედრება, შეწევნის თხოვნა, დაფიცება, მხსვერპლის შეწირვა და სხვა სახის ღვთისმსახურებები.

ან მოიცავს: იმის ნებადართულად გამოცხადებას, რაც უზენაესმა ალლაჰმა აკრძალა, ან იმის აკრძალვა, რაც ნებადართულადჰყო, ან იმის გაუქმება, რაც უზენაესმა ალლაჰმა სავალდებულოდ დააწესა, როგორიცაა რაიმეს ნებადართულად გამოცხადება, რომელიც ყველასათვის ცნობილია, რომ რელიგიურად აკრძალულია; მაგალითად; მრუშობის, ალკოჰოლური სასმელების, მშობლების უფლებების დარღვევის, მევახშეობის და მსგავსი საკითხების ნებადართულად გამოცხადება.

ან უზენაესი ალლაჰის მიერ ნებადართული სიკეთეების აკრძალვა, ან იმის გაუქმება, რაც უზენაესმა ალლაჰმა სავალდებულოდ დააწესა: მაგალითად: რწმენა იმის, რომ ლოცვა სავალდებულო არაა, ან მარხვა სავალდებულო არაა, ან ზაქათის გაღება არ არის აუცილებელი.

ვინც მოკვდება დიდ შირქზე, მას გაუბათილდება ყველა საქმე და სამუდამოდ ჯოჯოხეთში მოხვდება. როგორც თქვა უზენაესმა:

﴿‌...وَلَوۡ أَشۡرَكُواْ لَحَبِطَ عَنۡهُم مَّا كَانُواْ يَعۡمَلُونَ﴾ [الأنعام: 88]

«...ხოლო თუ ისინი ალლაჰს თანაზიარს დაუდგენენ, ამაო

იქნება ის, რასაც აკეთებდნენ» [ ალ-ნ'ამ: 88].

და ვინც მოკვდება მასზე (შირქზე), ალლაჰი არ მიუტევებს მას და აკრძალულია მისთვის სამოთხე, როგორც თქვა უზენაესმა:

﴿‌إِنَّ ٱللَّهَ لَا يَغۡفِرُ أَن يُشۡرَكَ بِهِۦ وَيَغۡفِرُ مَا دُونَ ذَٰلِكَ لِمَن يَشَآءُ...﴾ [النساء: 48]

«უეჭველად, ალლაჰი არ მიუტევებს იმას, რომ მას თანაზიარი დაუდგინონ და მიუტევებს ამის გარდა ყველაფერს, ვისაც ინებებს». [ან-ნისა: 48]. თქვა უზენაესმა:

﴿إِنَّهُۥ مَن يُشۡرِكۡ بِٱللَّهِ فَقَدۡ حَرَّمَ ٱللَّهُ عَلَيۡهِ ٱلۡجَنَّةَ وَمَأۡوَىٰهُ ٱلنَّارُ...﴾ [المائدة: 72]

«უეჭველად, ვინც უთანაზიარებს ალლაჰს, - აკრძალა ალლაჰმა მისთვის სამოთხე და ცეცხლია მისი თავშესაფარი...» [ალ-მაიდა: 72].

2 - პატარა შირქი:

ეს არის, რასაც რელიგიურ ტექსტებში ეწოდა შირქი, მაგრამ არ აღწევს ის დიდი შირქის დონეს, და მას ეწოდება პატარა შირქი; მაგალითად: ალლაჰის გარდა სხვაზე დაფიცება არის პატარა შირქი. როგორიცაა: ქააბაზე, შუამავლებზე, სინდისზე, სიცოცხლეზე და სხვა მსგავს რამეებზე დაფიცება, თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):

«مَنْ حَلَفَ بِغَيرِ اللهِ فَقَدْ كَفَرَ أَو أَشرَكَ».

«ვინც დაიფიცა ალლაჰის გარდა სხვა რამეზე, ჩაიდინა ურწმუნოობა(ქუფრი) ან დაუდგინა ალლაჰს თანაზიარი (შირქი)».2

შესაძლებელია ის დიდი შირქიც იყოს, იმის მიხედვით, თუ რა განზრახვა აქვს ადამიანს გულში. დამფიცებლის გულში თუ იქნება შუამავალი ან რომელიმე შეიხი ალლაჰის მსგავსად, ან მათ ევედრება ალლაჰის ნაცვლად, ან მათ შეუძლიათ რაიმე გავლენის მოხდენა სამყაროში; ასეთ შემთხვევაში იქნება დიდი შირქი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ალლაჰის გარდა სხვა რაიმეზე დამფიცებელი არ გულისხმობს მსგავს რამეს, არამედ მას უბრალოდ წამოსცდა მსგავსი რამ შეუგნებლად, რადგან ის უბრალოდ მიჩვეულია ასეთ დაფიცებას, ამ შემთხვევაში ეს არის პატარა შირქი, მსგავსი რამ ძალიან ხშირ შემთხვევაში ხდება, ამიტომ აუცილებელია შეხსენება და მისგან გაფრთხილება, რათა დაცული და შენარჩუნებული იქნას ერთღმერთიანობა.

3- ფარული შირქი:

ეს არის გულში არსებული ''რია'' (თავმომწონეობა, მოჩვენებითობა); მაგალითად: ვინც ლოცულობს ან კითხულობს ყურანს ხალხის დასანახად, ან განადიდებს ღმერთს, რათა მადლობა უთხრან მას, ან გასცემს მოწყალებას, რათა შეაქონ ის, ეს კი აბათილებს ქმედებებს, რომელიც არის სხვების დასანახად შესრულებული, იმ ქმედებების გარდა, რომელიც წრფელად არის ალლაჰისთვის შესრულებული.

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«الشِّرْكُ فِي هَذِهِ الْأُمَّةِ أَخْفَى مِنْ دَبِيبِ النَّمْلَةِ السَّودَاءِ عَلَى الصَّفَاةِ السَّودَاءِ فِي ظُلْمَةِ اللَّيْلِ، وَكَفَّارَتُهُ أَنْ يَقُولَ: "اللَّهُمَّ إِنِّي أَعُوذُ بِكَ أَنْ أُشْرِكَ بِكَ شَيْئًا وَأَنَا أَعْلَمُ، وَأَسْتَغْفِرُكَ مِنَ الذَّنْبِ الَّذِي لَا أَعْلَمُ».

«ამ თემისთვის შირქი უფრო მეტად დაფარულია, ვიდრე ღამის წყვდიადში შავ ქვაზე შავი ჭიანჭველის ფეხის ხმა, მისი გამოსასყიდი კი არის, რომ თქვას: ღმერთო, მე შემოგეკედლები შენ, რომ რაიმე დაგიდგინო მოზიარედ ისე, რომ არ ვიცოდე, და შენ გთხოვ მიტევებას იმ ცოდვის გამო, რომელიც მე არ ვიცი»3.

ურწმუნოების სახეობები:

პირველი სახეობა: დიდი ურწმუნოება:

ის გამოიწვევს სამუდამოდ ჯოჯოხეთში ყოფნას, და მისი სახეობა ხუთია:

1- ცრუდ შერაცხვის ურწმუნოება:

ეს არის შუამავლების მატყუარებად მიჩნევა, ამ სახეობის ურწმუნოება ძალიან ცოტაა; რადგან უზენაესი ალლაჰი დაეხმარა თავის მოციქულებს აშკარა სასწაულებით, ამ სახეობის ცრუდ შემრაცხველთა მდგომარეობა, როგორც ისინი დაახასიათა ალლაჰმა, არის:

﴿‌وَجَحَدُوا ‌بِهَا ‌وَاسْتَيْقَنَتْهَا أَنْفُسُهُمْ ظُلْمًا وَعُلُوًّا...﴾ [النحل: 14]

«უარყვეს ისინი უსამართლობითა და ამპარტავნებით, თუმცა გულის სიღრმეში დარწმუნებულნი იყვნენ მათ ჭეშმარიტებაში» [ან-ნაჰლ: 14].

2- უარის თქმისა და გაამაყების ურწმუნოება:

ეს მსგავსია სატანის ურწმუნოებისა, მას ალლაჰის ბრძანება არ უარყვია, არამედ სიამაყით შეხვდა და არ მიიღო. უზენაესმა თქვა:

﴿وَإِذۡ قُلۡنَا لِلۡمَلَٰٓئِكَةِ ٱسۡجُدُواْ لِأٓدَمَ فَسَجَدُوٓاْ إِلَّآ إِبۡلِيسَ أَبَىٰ وَٱسۡتَكۡبَرَ وَكَانَ مِنَ ٱلۡكَٰفِرِينَ 34 [البقرة: 34]

«აკი, ვუბრძანეთ ანგელოზებს, რომ ადამისთვის სეჯდეზე* თავდახრილიყვნენ, და უმალ სეჯდეზე ჩაემხნენ, გარდა იბლისისა** , რომელმაც გადიდგულდა, უარზე დადგა და გახდა ურწმუნოთაგანი» (34). [ალ-ბაყარა: 34].

3- ზურგის ქცევის ურწმუნოება:

ეს არის, როდესაც ადამიანი ჭეშმარიტებაზე მიყოლისგან იბრუნებს გულს და სმენას, არ დაინტერესდება მისით, და არ მიაქცევს მას ყურადღებას, თქვა დიდებულმა:

﴿وَمَنۡ أَظۡلَمُ مِمَّن ذُكِّرَ بِـَٔايَٰتِ رَبِّهِۦ ثُمَّ أَعۡرَضَ عَنۡهَآۚ إِنَّا مِنَ ٱلۡمُجۡرِمِينَ مُنتَقِمُونَ 22 [السجدة: 22]

«და ვინ არის მასზე უსამართლო, ვისაც შეახსენებენ მისი ღმერთის აიათებს და შემდეგ ზურგს აქცევს მათ, ჭეშმარიტად ჩვენ დავსჯით ცოდვილებს» (22) [ას-საჯდაჰ: 22].

რაც შეეხება ნაწილობრივ ზურგის ქცევას: ეს არის ცოდვა და არა ურწმუნოება; მაგალითად, ვინც ზურგს აქცევს ზოგიერთი რელიგიური ვალდებულებების შესწავლას; როგორიცაა; მარხვის ან ჰაჯობის წესები და მსგავსი.

4- ეჭვის ურწმუნოება:

ეს არის, როცა ადამიანი ჩავარდება ეჭვში და არ დაადასტურებს ჭეშმარიტებას, პირიქით ეჭვი ეპარება მასში, როგორც არის მოცემული ალლაჰის სიტყვებში:

﴿وَدَخَلَ جَنَّتَهُ وَهُوَ ظَالِمٌ لِنَفْسِهِ قَالَ مَا أَظُنُّ أَنْ تَبِيدَ هَذِهِ أَبَدًا 35 وَمَا أَظُنُّ السَّاعَةَ قَائِمَةً وَلَئِنْ رُدِدْتُ إِلَى رَبِّي لَأَجِدَنَّ خَيْرًا مِنْهَا مُنْقَلَبًا36 [الكهف: 35-36]

«შევიდა იგი თავის ბაღში, უსამართლოდ მოქცეული თავისი სულის მიმართ და თქვა: "არ მგონია, რომ ეს ოდესმე მოისპოსო" 35 არ მგონია, რომ ჟამი დადგება. და თუ მიბრუნებული ვიქნები ჩემს ღმერთთან, უეჭველად, უკეთეს სამაგიეროს ვპოვებო!» 36 [ალ-ქაფ: 35-36].

5- თვალთმაქცობის ურწმუნოება:

ეს არის, როდესაც ადამიანი ენით წარმოაჩენს რწმენას, მაგრამ გულის სიღრმეში არ სწამს, თქვა დიდებულმა:

﴿وَمِنَ ٱلنَّاسِ مَن يَقُولُ ءَامَنَّا بِٱللَّهِ وَبِٱلۡيَوۡمِ ٱلۡأٓخِرِ وَمَا هُم بِمُؤۡمِنِينَ8 [البقرة: 8]

«ადამიანთა შორის არიან ისეთნიც, რომლებიც ამბობენ - ვირწმუნეთ ალლაჰი და დღე უკანასკნელიო, მაგრამ ისინი არ არიან მორწმუნენი» (8) [ალ-ბაყარა: 8].

ეს არის დიდი ქუფრის (ურწმუნოების) სახეობები, რომელსაც ადამიანი გაჰყავს ისლამიდან.

მეორე სახეობა: პატარა ქუფრი (ურწმუნოება):

ეს სახეობა ადამიანის სამუდამოდ ჯოჯოხეთში ყოფნას არ გამოიწვევს, ეს არის რაც ნახსენები იქნა ყურანსა და სუნნაში ქუფრის (ურწმუნოების) სახელით, რომელსაც თან არ დაერთვის განსაზღვრების არტიკლი ალიფი და ლამი ''ალ'', პირიქით მოცემულია არტიკლის გარეშე, ამის მაგალითები ბევრია, მათგან: აბუ ჰურაირას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ჰადისი, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«اثْنَتَانِ فِي النَّاسِ هُمَا بِهِمْ كُفْرٌ: الطَّعْنُ فِي النَّسَبِ، وَالنِّيَاحَةُ عَلَى المَيِّتِ».

«ადამიანთა ორი ქმედება [მცირე] ურწმუნოებას მიეკუთვნება: წარმომავლობის გაკრიტიკება და ხმამაღალი გლოვა მიცვალებულზე».4

2) ანგელოზების რწმენა:

ისინი არიან დაფარული სამყაროს ნაწილი, უზენაესმა ალლაჰმა ისინი სინათლისგან შექმნა, ისინი ეთაყვანებიან უზენაეს ალლაჰს, მათ არ გააჩნიათ არანაირი ღვთაებრივი და უფლისთვის დამახასიათებელი თვისებები, ისინი ღმერთს არ ეურჩებიან არაფერში, რაც მათ უბრძანა, აკეთებენ იმას, რაც მათ ებრძანათ, მათი რიცხვი ძალიან დიდია, რომელიც მხოლოდ უზენაესმა ალლაჰმა უწყის.

ანგელოზების რწმენა მოიცავს ოთხ საკითხს:

1- რწმენა მათი არსებობისა.

2- რწმენა იმ ანგელოზებისა, რომელთა სახელებიც ჩვენ ვიცით, მაგალითად, ჯიბრილი, ისრაფილი, მიქაილი და სხვები. მაგრამ ვისი სახელიც არ ვიცით უნდა გვწამდეს მათი ზოგადად.

3- რწმენა მათი იმ თვისებებისა, რომლებიც ჩვენთვის ცნობილია, რაც მოცემულია ყურანსა და სუნნაში; მაგალითად, ჯიბრილის შემთხვევაში: მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აცნობა, რომ ის დაინახა მისი ნამდვილი სახით, როგორიც გააჩინა ის ალლაჰმა, რომელსაც ჰქონდა ექვსასი ფრთა და მისი სიდიდე ფარავდა ჰორიზონტს.

4- რწმენა ზოგიერთი მათი საქმიანობის, რაც ჩვენთვის ცნობილია; მაგალითად, ალლაჰის განდიდება და მასზე ღვთისმსახურება დღისით და ღამით, ყოველვარი მოწყენის და დაღლის გარეშე.

ასევე, მაგალითად: ჯიბრილი არის ზეგამოცხადების მომტანი ანგელოზი.

ისრაფილ ანგელოზი პასუხისმგებელია საყვირში ჩაბერვაზე.

სიკვდილის ანგელოზი პასუხისმგებელია სულის წართმევაზე სიკვდილის დროს.

მაალიქი ჯოჯოხეთის მცველი ანგელოზია. რიდვანი სამოთხის მცველი ანგელოზია, და სხვა.

3) წიგნების რწმენა:

წიგნებში იგულისხმება: ზეციური წიგნები, რომელიც გარდმოავლინა უზენაესმა ალლაჰმა თავის შუამავლებზე, კაცობრიობის სწორ გზაზე დასაყენებლად და მათი წყალობისთვის, რათა მოიპოვონ ბედნიერება ორივე ქვეყანაში.

წიგნების რწმენა მოიცავს ოთხ საკითხს:

1- რწმენა იმისა, რომ ისინი ნამდვილად ალლაჰისგან არის გარდმოვლენილი.

2- რწმენა იმ წერილებისადმი, რომელთა სახელებიც ჩვენთვის ცნობილია, მაგალითად, ყურანი, რომელიც გამოეგზავნა მუჰამმედს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), თორა (თაურათი), რომელიც გამოეგზავნა მუსას (მშვიდობა მას), ინჯილი, რომელიც გარდმოვლენილ იქნა იესოზე (ალლაჰის მშვიდობა მას). ზებური, რომელიც გადმოეგზავნა დაუდ შუამავალზე (ალლაჰის მშვიდობა მას).

მაგრამ, რომლის სახელიც არ ვიცით უნდა გვწამდეს მათი ზოგადად.

3- დაჯერება იმ ამბებისა, რაც მათში მოვიდა, როგორც ყურანის მოთხრობილი ამბები. ასევე იმ ამბების, რომლებიც არ შეცვლილა და არ დამახინჯებულა წინა წიგნებში.

4- წერილებში მოცემული დადგენილებების შესრულება, რომლებიც არ გაუქმებულა, მათი მიღება და დამორჩილება, მიუხედავად იმისა, გვესმის მათი დადგენილების სიბრძნე თუ არა. ყველა წინამორბედი წერილი გაუქმებულია დიდებული ყურანით. არ შეიძლება მივმართოთ რელიგიური განაჩენებისათვის არც ერთ წინამორბედ წერილს, გარდა იმ მითითებებისა, რომლებიც სანდოდ არის ცნობილი, ყურანით დადასტურებული და ძალაში დარჩენილი.

4) შუამავლების რწმენა (მშვიდობა მათ):

შუამავლები: ადამიანები, რომლებსაც ზეშთაეგონათ კანონები და ებრძანათ მისი გადაცემა [სხვა ადამიანებისთვის]. პირველი შუამავალი იყო ნუჰი (ნოე) (მშვიდობა მას), ხოლო ბოლო - მუჰამმედი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას). ისინი არიან გაჩენილი ადამიანები, მათ არ გააჩნიათ არანაირი ღვთაებრივი და უფლისთვის დამახასიათებელი თვისებები.

შუამავალთა რწმენა მოიცავს:

1- რწმენა იმისა, რომ მათი შუამავლების მისია ჭეშმარიტებაა უზენაესი ალლაჰისგან, და ვინც არ ირწმუნებს რომელიმე შუამავლის, ის ურწმუნოა ყველა შუამავლის მიმართ.

2- რწმენა იმ მოციქულების, რომელთა სახელებიც ჩვენ ვიცით, მაგალითად, მუჰამმადი, იბრაჰიმი, მუსა, ისა, ნუჰი, (მშვიდობა მათ), ესენი უდიდესი შუამავლები არიან.

მაგრამ, ვისი სახელიც არ ვიცით უნდა გვწამდეს მათი ზოგადად. უზენაესმა თქვა:

﴿‌وَلَقَدۡ أَرۡسَلۡنَا رُسُلٗا مِّن قَبۡلِكَ مِنۡهُم مَّن قَصَصۡنَا عَلَيۡكَ وَمِنۡهُم مَّن لَّمۡ نَقۡصُصۡ عَلَيۡكَ...﴾ [غافر: 78]

«ვფიცავ, ჩვენ წარგვზავნეთ შუამავალნი შენამდე, მათგან არიან ისინი ვისზეც მოგიყევით შენ და მათგან არიან ისეთნი ვისზეც არ მოგვიყოლია შენთვის...» [ღააფირ: 78].

3- რწმენა იმისა, რაც მათ შესახებ გადმოცემულია სანდო გზით.

4- ვალდებულებაა ვიმოქმედოთ იმ მოციქულის კანონის მიხედვით, რომელიც ჩვენთან გამოიგზავნა. ეს არის ბოლო მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას),

5) უკანასკნელი დღის რწმენა:

განკითხვის დღე: ეს არის დღე, როცა ადამიანები აღდგებიან ანგარიშისა და საზღაურის მისაღებად. ასე ეწოდა იმიტომ, რომ მის შემდეგ დღე აღარ იქნება (ის ბოლო დღეა), როდესაც სამოთხის მკვიდრნი სამოთხეში დამკვიდრდებიან და ჯოჯოხეთის კი - ჯოჯოხეთში.

ბოლო დღის რწმენა მოიცავს სამ საკითხს:

ა- აღსდგომის რწმენა:

ეს არის მკვდრების ხელმეორედ გაცოცხლება ანგელოზი ისრაფილის მიერ საყვირში მეორედ ჩაბერვის შემდეგ. და ადამიანები წარსდგებიან სამყაროთა ღმერთის წინაშე, ფეხშიშველნი, ტანშიშველნი და წინდაუცვეთელნი. ალლაჰი ამბობს:

﴿كَمَا بَدَأْنَا أَوَّلَ خَلْقٍ نُعِيدُهُ ‌وَعْدًا ‌عَلَيْنَا إِنَّا كُنَّا فَاعِلِينَ 104 [الأنبياء: 104]

«როგორც შევქმენით პირველი ქმნილება, ისევე გავიმეორებთ მას, ჩვენი აღთქმის თანახმად. ჭეშმარიტად, ჩვენ აღვასრულებთ». [ალ-ანბია: 104].

ბ- განკითხვის და საზღაურის რწმენა:

რამეთუ მსახური განიკითხება და მიიღებს საზღაურს მისი ნამოქმედარის მიხედვით, უზენაესმა თქვა:

﴿إِنَّ إِلَيۡنَآ إِيَابَهُمۡ 25 ثُمَّ إِنَّ عَلَيۡنَا حِسَابَهُم 26 [الغاشية: 25-26]

«ჭეშმარიტად, ჩვენთანაა მათი მოსაქციელი (25) მერე, ჭეშმარიტად, ჩვენზეა მათი ანგარიშსწორება » [ალ-ღაშია: 25-26].

გ- სამოთხის და ჯოჯოხეთის რწმენა:

და რომ ისინი სამუდამო სამყოფელია ქმნილებებისთვის. სამოთხე - ეს არის ნეტარი სასუფეველი, რომელიც მოამზადა ალლაჰმა ღვთისმოშიში მორწმუნეთათვის, რომლებიც ემორჩილებოდნენ ალლაჰს და მის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), სამოთხეში ბევრი სახის წყალობაა, რაც თვალს არ უნახია, არც ყურს მოუსმენია და არც ადამიანის გონებას წარმოუდგენია.

რაც შეეხება ჯოჯოხეთს: ის არის ტანჯვის ადგილი, რომელიც მოამზადა ალლაჰმა ურწმუნოთათვის, რომელთაც უარყვეს ღმერთი და ეურჩნენ შუამავალთ. მასში არსებობს ტანჯვის და სასჯელის მრავალი ფორმა, რომელსაც გონებაც ვერ წარმოიდგენს.

6) ბედისწერის რწმენა თავისი კარგით და ცუდით:

ბედისწერაში იგულისხმება: ყოვლისშემძლე ალლაჰის მიერ ყველაფრის წინასწარ განსაზღვრა(ბედისწერის დადგენა), მისი პირველადი ცოდნისა და იმასთან შესაბამისობაში, რასაც მისი სიბრძნე მოითხოვს.

ბედისწერის რწმენა მოიცავს ოთხ საკითხს:

1- ცოდნა: ეს არის რწმენა ყოვლისშემძლე ალლაჰის ცოდნისა, ჭეშმარიტად, მან იცის რაც იყო, რაც იქნება, და როგორ იქნება, როგორც ზოგადად, ისე დეტალურად, საწყისი და სამუდამო, ის არის უზენაესი ყოვლისმცოდნე, იცის ის, რაც არ მომხდარა, რომ მომხდარიყო როგორ იქნებოდა, როგორც თქვა უზენაესმა:

﴿‌وَلَوۡ رُدُّواْ لَعَادُواْ لِمَا نُهُواْ عَنۡهُ ...﴾ [الأنعام: 28]

«რომც დააბრუნონ, ეგენი მაინც იმას დაუბრუნდებიან, რაც ეკრძალებოდათ...» [ალ-ან'აამ: 28].

2- წერა: ეს არის ის, რაც უზენაესმა ალლაჰმა დაწერა ყოველივეს ბედისწერა განკითხვის დღემდე, როგორც თქვა უზენაესმა:

﴿أَلَمۡ تَعۡلَمۡ أَنَّ ٱللَّهَ يَعۡلَمُ مَا فِي ٱلسَّمَآءِ وَٱلۡأَرۡضِۚ إِنَّ ذَٰلِكَ فِي كِتَٰبٍۚ إِنَّ ذَٰلِكَ عَلَى ٱللَّهِ يَسِيرٞ 70 [الحج:70]

«განა არ იცი, რომ ალლაჰმა იცის, რაც ცათა შინაა და რაც ქვეყანასა ზედაა. ჭეშმარიტად, ეს წიგნშია. ეს ალლაჰისთვის იოლია» [ალ-ჰაჯჯ: 70].

3- ალლაჰის ნება: ეს არის რწმენა იმისა, რომ არაფერი ხდება ამ სამყაროში ისე თუ არა ალლაჰის ნებით, უზენაესის დიდებულის, თქვა დიდებულმა:

﴿وَرَبُّكَ يَخۡلُقُ مَا يَشَآءُ وَيَخۡتَارُ ...﴾ [القصص: 68]

«და შენი ღმერთი ქმნის, რასაც ინებებს და ირჩევს...» [ალ-ყასას: 68]. ადამიანს გააჩნია ნება, რომელიც დამოკიდებულია ალლაჰის ნებაზე, როგორც თქვა უზენაესმა:

﴿وَمَا تَشَآءُونَ إِلَّآ أَن يَشَآءَ ٱللَّهُ رَبُّ ٱلۡعَٰلَمِينَ 29 [التكوير: 29]

«და თქვენ ვერაფერს ისურვებთ თუ არ ინება ალლაჰმა, სამყაროთა ღმერთმა» [ათ-თაქვირ: 29].

4- გაჩენა: ეს არის რწმენა იმისა, რომ უზენაესმა ალლაჰმა გააჩინა ქმნილებები და მათი ქმედებები კარგიც და ცუდიც, თქვა დიდებულმა:

﴿ٱللَّهُ خَٰلِقُ كُلِّ شَيۡءٖۖ وَهُوَ عَلَىٰ كُلِّ شَيۡءٖ وَكِيلٞ 62 [الزمر: 62]

«ალლაჰი ყველაფრის გამჩენია. და იგია ყველაფრის მფარველი» [აზ-ზუმარ: 62].

ეს ყველაფერი შემდეგ სტრიქონშია შეკრებილი:

ცოდნა, დაწერა და ჩვენი ბატონის ნება, მისი გაჩენა ეს არის შექმნა და ჩამოყალიბება.

ნაწილი მესამე:

(იჰსანი) გულწრფელობა:

გულწრფელობა: ის არის ერთი საფუძველი, რომელიც მოიცავს ალლაჰზე თაყვანისცემას ისე თითქოს ხედავ მას, რომც ვერ ხედავდე მას, ის გხედავს შენ.

ანუ: ადამიანი ღვთისმსახურებას ასრულებდეს ისე, თითქოს ის უზენაესი ალლაჰის წინაშე იდგეს, ეს კი მოითხოვს სრულყოფილ შიშს და უზენაესი ალლაჰის მიმართ მისწრაფებას. ასევე მოითხოვს ღვთისმსახურების შესრულებას შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სუნნას შესაბამისად.

გულწრფელობა ორი სახეობისაა, გულწრფელები თავიანთ სიწრფელეში ორ განსხვავებულ საფეხურზე იმყოფებიან:

პირველი საფეხური: ეს არის უმაღლესი, ეს არის თითქოს ხილვის საფეხური; ეს არის, რომ მოქმედებდეს მსახური ისე, თითქოს გულით ხედავდეს უზენაეს ალლაჰს, და მისი გული გაბრწყინდება რწმენით, სანამ მისთვის დაფარული ხილულად არ შეიცვლება.

მეორე საფეხური: გულწრფელობის და თვალთვალის საფეხური, ეს არის რომ მოქმედებდეს მსახური იმ შეგრძნებით, რომ ალლაჰი მას ხედავს და უთვალთვალებს ყოველთვის, თუ მას ეს შეგრძნება ექნება ყოველთვის, მაშინ ის არის უზენაესი ალლაჰის წინაშე წრფელი.

ნაწილი მეოთხე: მოკლე შინაარსი სუნნას და ჯამაათის(ერთობის მიმდევართა) საფუძველიდან:

პირველი: მიყოლა მასზე, რაც მოვიდა ყურანში და სუნნაში ფარულად თუ ღიად, არავის სიტყვები არ უნდა იქნეს წინაპლანზე დაყენებული უზენაესი ალლაჰის და მისი შუამავლის სიტყვებზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას),

მეორე: გულების და ენების სისუფთავე ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საჰაბების მიმართ, მათ მიაჩნიათ, რომ ალლაჰის შუამავლის შემდეგ (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხალიფა არის: აბუ ბაქრი, შემდეგ უმარი, შემდეგ უსმანი, შემდეგ კი ალი, ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი.

მესამე: ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ოჯახის და შთამომავლების სიყვარული და პატივისცემა, განსაკუთრებით მათგან მართლმორწმუნეების მიმართ.

მეოთხე: წინამძღოლების და მმართველების წინააღმდეგ არ აჯანყება, თუნდაც უსამართლობას სჩადიოდნენ, მათი გამოსწორების და მიტევებისთვის ვედრება, და არ წყევლიან მათ. მათზე მორჩილება სავალდებულოა, როდესაც უზენაესი ალლაჰის მორჩილებისკენ მოუწოდებენ, და არ მოუწოდებენ ცოდვებისკენ, და თუ მოუწოდებენ ცოდვებისკენ; მათზე დამორჩილება არ შეიძლება, მათზე მორჩილება მხოლოდ კეთილ საქმეებშია.

მეხუთე: ალლაჰის მეგობრების (წმინდანების) სასწაულების დაჯერება; ეს არის სასწაულები, რომლებიც მოახდენს ალლაჰი მათი ხელით.

მეექვსე: ისინი ურწმუნოდ არ მიიჩნევენ ყიბლას ხალხს მათ მიერ ჩადენილი ზოგადი პატარა თუ დიდი ცოდვების გამო, როგორც აკეთებენ ამას ხარიჯიტები, პირიქით, რელიგიური ძმობა არსებობს ცოდვილ ხალხთან, ცოდვილთან დაკავშირებით ამბობენ: ის მორწმუნეა თავისი რწმენით, და ცოდვილია თავისი ჩადენილი ცოდვის გამო.

თავი მეორე: თაყვანისცემასთან დაკავშირებული საკითხები

ნაწილი პირველი: სისუფთავე:

სისუფთავე ლექსიკონურად: გასუფთავება და სიწმინდე გარეგნული თუ სულიერი სიბინძურეებისგან.

რელიგიურად: განწმენდა და სიბინშურის მოშორება სისუფთავე ლოცვის გასაღებია, ამიტომ, მისი შესწავლა რელიგიური საქმეებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომლის ცოდნა და დაცვა აუცილებელია ყველა მუსლიმისთვის.

პირველი: წყლის სახეობები:

1- სუფთა; მისით გასუფთავება შეიძლება, სულერთია ის ინარჩუნებს მის პირვანდელ სახეს; როგორც წვიმის წყალი, მდინარეაბი და ზღვები, თუ მას შეერია რაიმე სხვა სუფთა სახეობის ნივთიერება, რომელიც არ ჭარბობს მასზე და არც წყლის სახელწოდებას უცვლის მას.

2- ბინძური; არ შეიძლება მისი გამოყენება, ის არ ასუფთავებს ადამიანს, და არ აშორებს სიბინძურეს, ის არის რომლის ფერი, სუნი, ან გემო შეცვლილია რაიმე სიბინძურის შერევის გამო.

მეორე: სიბინძურე:

სიბინძურე: ეს არის გარკვეული რაოდენობის სიბილწე, რომლის სახეობაც ლოცვის შესრულებას ხელს უშლის; როგორიც არის: შარდი, ფეკალური მასა, სისხლი და სხვა, რომ მოხვდეს სხეულზე, სალოცავ ადგილას, ან ტანისამოსზე.

ზოგადად სხეულები და ნივთები არის: ნებადართული და სუფთა, ხოლო, ვინც რაიმეს სიბინძურეს ამტკიცებს, მან არგუმენტი უნდა წარადგინოს. სიბინძურეს არ მიეკუთვნება: ნერწყვი, ადამიანის ოფლი, ვირის ოფლი, პირიქით ის არის სუფთა მოუწონარიც რომ იყოს. ყველა სიბინძურე საზიზღარია და არა პირიქით.

სიბინძურე სამი სახისაა:

პირველი: დიდი სიბინძურე;

მაგალითად: იმის სიბინძურე, რასაც ძაღლი ალოკავს, მისი გასუფთავების მეთოდია: უნდა გაირეცხოს შვიდჯერ, პირველად კი მიწით.

მეორე: მსუბუქი სიბინძურე:

მაგალითად: მცირეწლოვანი ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვის შარდი თუ მოხვდა ტანსაცმელზე და სხვა მსგავსი რამ. მისგან გასუფთავების მეთოდი: მასზე უნდა გადაასხას წყალი და დაასველოს მთლიანად, არ სჭირდება გარეცხვა ან გაწურვა.

მესამე: საშუალო სიბინძურე:

მაგალითად: ადამიანის შარდი და ფეკალური მასები, და ზოგადად ყველა სიბინძურე, თუ მოხვდება სალოცავ ადგილას, ან ტანსაცმელზე ან მსგავს ადგილებში. მისგან გასუთავების მეთოდი: სიბინძურის კვალის მოშორება თუ სიბინძურის კვალი ემჩნევა სხეულს, შემდეგ მისი გარეცხვა წყლით ან სხვა სარეცხი საშუალებებით.

ის რის სიბინძურეზეც არგუმენტები არსებობს:

1- ადამიანის შარდი და ფეკალური მასები.

2- მაზი და ვადი (სასქესო ორგანოდან გამოსული სითხეები).5.

3- იმ ცხოველების ფეკალური მასები, რომელთა ხორცის ჭამაც აკრძალულია.

4- მენსტრუაციის და მშობიარობის შემდგომი პერიოდის სისხლი.

5- ძაღლის ნერწყვი.

6- მკვდარი, მათგან გამონაკლისია:

ა- გარდაცვლილი ადამიანი.

ბ- მკვდარი თევზები და კალიები.

გ- ისეთი მკვდარი მწერები, რომლებსაც არ აქვთ სისხლი; მაგალითად: ბუზი, ჭიანჭველა, ფუტკარი და სხვა.

დ- მკვდარი ცხოველის ან ფრინველის რქები, ჩლიქები, ბეწვი და ბუმბული.

სიბინძურისგან გასუფთავება შესაძლებელია:

1- წყლით, წყალი არის ძირითადი საშუალება, რითიც ხდება სიბინძურისგან გაწმენდა, მას სხვა ვერაფერი ჩაანაცვლებს.

2- რას ამბობს შარიათი დაბინძურებული ან დამაბინძურებელი სხეულების გასუფთავების ფორმებთან დაკავშირებით:

ა- მკვდარი ცხოველის ტყავის გასუფთავება შეიძლება მისგან გუდის დამზადებით.

ბ- ჭურჭელი, რომელსაც გალოკავს ძაღლი უნდა გაირეცხოს შვიდჯერ, პირველად მიწით და შემდეგ წყლით.

გ- უნდა გაირეცხოს ტანისამოსი თუ მასზე მენსტრუაციის სისხლი მოხვდება; უნდა მოხდეს მისი გაწმენდა, შემდეგ კარგად უნდა გაირეცხოს წყლით, ამის შემდეგ, თუ მასზე დარჩება სისხლის რაიმე ნაკვალევი, ეს პრობლემას არ წარმოადგენს.

დ- ქალის კაბის ქვედაბოლო გასუფთავდება; მას შემდეგ რაც მასზე მოხვდება სუფთა მიწა.

ე- მცირეწლოვანი ძუძუთი კვების ასაკში მყოფი ვაჟიშვილის შარდის გასუფთავება ხდება წყლის შესხურებით, ხოლო ქალიშვილის შარდის გასუფთავება მისი გარეცხვით.

ვ- ტანსაცმლის გარეცხვა მაზისგან; იმ ადგილის წყლით გამორეცხვა, სადაც მაზის კვალი აღინიშნება.

ზ- ფეხსაცმლის ძირების გასუფთავება; შესაძლებელია სუფთა მიწაზე მათი შეხებით.

თ- მიწის გასუფთავება სიბინძურისგან: სიბინძურის ადგილას უნდა მოხდეს დიდი რაოდენობის წყლის დაღვრა, ან უნდა იქნეს დატოვებული, სანამ მას მზე ან ქარი არ გააშრობს, თუ სიბინძურის კვალი გაქრება, ადგილი სუფთად ჩაითვლება.

მესამე: რისი გაკეთება ეკრძალება მუსლიმს განბანვის გარეშე.

ქმედებები, რომლებიც ეკრძალება მუსლიმს დიდი თუ პატარა განბანვის გარეშე:

1- ლოცვის შესრულება: სავალდებულო თუ ნებაყოფლობითი. იბნ უმარი (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«لَا يَقْبَلُ اللَّهُ صَلَاةً بِغَيْرِ طُهُورٍ».

«არ მიიღებს ალლაჰი ლოცვას სისუფთავის გარეშე»6.

2- ყურანზე შეხება. რაც არის გადმოცემული იმ წერილში, რომელიც ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გაუგზავნა ამრ ბინ ჰაზმს, სადაც ნათქვამია:

«لَا يَمَسُّ الْقُرْآنَ إِلَّا طَاهِرٌ».

«არ შეეხება ყურანს, გარდა განწმენდილისა»7.

3 - ქააბას გარშემო ტავაფი; შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) სიტყვებიდან:

«الطَّوَافُ بِالْبَيْتِ صَلاةٌ، إِلَّا أَنَّ اللَّهَ أَبَاحَ فِيهِ الْكَلَامَ».

«ქააბას გარშემო ტავაფი ლოცვაა, გამონაკლისია მხოლოდ ის, რომ ალლაჰმა მაგ დროს საუბრის ნება დართო»8. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ტავაფისთვის აბდესი აიღო. ასევე მისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდბა მას) არის ცნობილი, რომ მენსტრუაციის პერიოდში ქალებს აუკრძალა ქააბას ირგვლივ ტავაფი, სანამ არ გასუფთავდებოდნენ.

ქმედებები, რომლებიც ეკრძალება მუსლიმს განსაკუთრებით დიდი განბანვის გარეშე:

1- ყურანის კითხვა. ალის გადმოცემული ჰადისიდან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): «შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყურანიდან ვერაფერი აშორებდა, გარდა ჯუნუბობისა (დიდი განბანვის საჭიროება)»9.

2- მეჩეთში გაჩერება დიდი განბანვის გარეშე; თქვა უზენაესმა ალლაჰმა:

﴿يَٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُواْ لَا تَقۡرَبُواْ ٱلصَّلَوٰةَ وَأَنتُمۡ سُكَٰرَىٰ حَتَّىٰ تَعۡلَمُواْ مَا تَقُولُونَ وَلَا جُنُبًا إِلَّا عَابِرِي سَبِيلٍ حَتَّىٰ تَغۡتَسِلُواْ...﴾ [النساء: 43]

«ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ მიუახლოვდეთ ლოცვას, როცა მთვრალნი ხართ, სანამ არ გააცნობიერებთ რას ამბობთ; და ნურც უსუფთური, გარდა მოგზაურთა, ვიდრე არ განიბანებოდეთ... » [ ან-ნისა: 43 ].

როცა აბდესს აიღებს ის, ვისაც სჭირდება დიდი განბანვა, ნებადართულია მისთვის მეჩეთში გაჩერება, ასევე ნებადართულია დიდი განბანვის საჭიროების მქონე პირისთვის მეჩეთში გავლა (თუ ამის აუცილებლობა არსებობს) იქ დაჯომის და გაჩერების გარეშე.

მეოთხე: საჭირო ოთახის (საპირფარეშო) ეთიკა:

მოთხოვნილების დაკმაყოფილების დროს სასურველია:

1- ადამიანებისგან შორს ყოფნა და დაფარულ ადგილას მოთხოვნილების დაკმაყოფილება.

2- საპირფარეშოში შესვლის წინ შემდეგი ვედრების წაკითხვა:

«اللَّهُمَّ إِنِّي أَعُوذُ بِكَ مِنَ الْخُبْثِ وَالْخَبَائِثِ».

«ღმერთო ჩემო, შენ შეგეფარები ქალი და კაცი ჯინებისგან».10 (ალლაჰუმმა ინიი ა'უუზუბიქა მინალ ხუბუსი ვალ ხაბააისი).

მოთხოვნილების დაკმაყოფილების დროს აუცილებელია:

1- შარდისგან გასუფთავება.

2 - აურათის დაფარვა (სასირცხვო ადგილები).

მოთხოვნილების დაკმაყოფილების დროს აკრძალულია:

1- ყიბლისკენ სახით ან ზურგით გაჩერება.

2- ადამიანთა ბილიკებზე ან საზოგადო ადგილებში მოთხოვნილების დაკმაყოფილება.

3- დაგუბებულ წყალში მოშარდვა.

მოთხოვნილების დაკმაყოფილების დროს მოუწონარი საქციელია:

1- მოთხოვნილების დაკმაყოფილების პროცესში სასქესო ორგანოზე მარჯვენა ხელის მოკიდება.

2- მარჯვენა ხელით გასუფთავება.

3- მოთხოვნილების დაკმაყოფილებისას მოუწონარია საუბარი, და რა თქმა უნდა ალლაჰის ხსენებაც.

მეხუთე: გასუფთავების წესები:

ისთინჯა (გასუფთავება): საპირფარეშოს პროცესების შემდეგ სხეულის ნაწილებზე დარჩენილი სიბინძურის გასუფთავება წყლით.

ისთიჯმარ (გასუფთავება): საპირფარეშოს პროცესების შემდეგ სხეულის ნაწილებზე დარჩენილი სიბინძურის გასუფთავება წყლის გარეშე; მაგალითად ქვით ან ხელსახოცით.

პირობები, რომლითაც შეიძლება გასუფთავება:

1- უნდა იყოს ნებადართული.

2- უნდა იყოს სუფთა.

3- უნდა იყოს გამასუფთავებელი.

4- არ უნდა იყოს ძვალი და არც გამხმარი ფეკალური მასა.

5- არ უნდა იყოს აკრძალული რაიმე; მაგალითად, ქაღალდის ფურცლები, რომელზეც წერია უზენაესი ალლაჰის სახელი.

წყლის გარეშე მშრალი საგნებით გასუფთავება შეიძლება ორი პირობით:

1- ფეკალური მასა, ან შარდი არ უნდა გადასცდეს გამოსვლის ადგილს.

2- უნდა მოხდეს გასუფთავება მინიმუმ სამი სხვადასხვა ქვით და მეტით.

მეექვსე: აბდესის დადგენილებები:

აბდესი სავალდებულოა სამი სახეობის ღვთისმსახურებისთვის:

1- ლოცვა: სავალდებულო თუ ნებაყოფლობითი.

2- ყურანზე შეხება.

3- ქააბას გარშემო ტავაფი.

აბდესის (მცირე განბანვა) პირობები:

1- ისლამი.

2- გონება.

3- გონივრული მოწიფულობა(შვიდი წლის ასაკი დაახლოებით)

4- განზრახვა: განზრახვის ადგილი გულია, მისი სიტყვებით წარმოთქა სიახლეა(ბიდათი), ვისაც აბდესის აღება სურს მხოლოდ განიზრახავს გულით. რაც შეეხება აბდესის ადგილების დაბანას გაგრილების და სისუფთავის განზრახვით; ეს აბდესად არ ჩაითვლება.

5- მისი შენარჩუნების განრახვა: ანუ არ უნდა ჰქონდეს განზრახვა, რომ მოშალოს იგი, სანამ ბოლომდე შეასრულებს მას.

6- აბდესის მომშლელი ფაქტორებიდან შორს ყოფნა. გამონაკლისია: ვისაც აქვს უწყვეტი შარდდენა, და უწყვეტი სისხლდენა (ქალებისთვის).

7- წინასწარ წყლით ან მშრალი საგნებით გასუფთავება, მისთვის ვინც იყო საპირფარეშოში.

8- წყალი უნდა იყოს სუფთა, და ნებადართული გამოსაყენებლად.

9- სხეულის ნაწილებიდან იმის მოშორება, რაც ხელს უშლის კანზე წყლის მოხვედრას.

10- ლოცვის დროის მოსვლა, მათთვის ვისაც აქვს უწყვეტი სისხლდენა ან შარდდენა.

აბდესის ფარძები (სავალდებულო ქმედებები):

1- სახის დაბანა, მასში შედის: ცხვირში და პირში წყლის გამოვლება.

2- ხელების დაბანა იდაყვების ჩათვლით.

3- მთლიანი თავის შეწმენდა, ყურების ჩათვლით.

4- ფეხების დაბანა კოჭების ჩათვლით.

5- აბდესის აღებისას სხეულის ნაწილებს შორის თანმიმდევრობის დაცვა.

6- უწყვეტობა: სხეულის ნაწილების დაბანას შორის დიდი დროით არ უნდა მოხდეს შეწყვეტა.

აბდესის ფორმა:

1- თასმია: ბისმილლაჰ (ალლაჰის სახელით დაწყება).

2- ხელის მტევნების სამჯერ დაბანა.

3- სახის დაბანა სამჯერ, ცხვირში და პირში წყლის გამოვლება.

4- ხელების დაბანა სამჯერ იდაყვებამდე, დაიწყებს მარჯვენათი და შემდეგ მარცხენა.

5- თავის დასველება ყურების ჩათვლით.

6- ფეხების დაბანა კოჭების ჩათვლით სამჯერ, დაიწყებს მარჯვენა ფეხით და შემდეგ მარცხენა.

პატარა განბანვის გამაბათილებელი ქმედებები:

1- ის, რაც გამოდის ორი ადგილიდან, როგორიცაა: განავალი, შარდი და გაზებზე გასვლა.

2- სხეულიდან გამონადენი ბინძური სითხე.

3- გონების დაკარგვა ძილით ან სხვა რამით.

4- სასქესო ორგანოებზე შეხება წინიდან თუ უკნიდან საფარველის გარეშე.

5- აქლემის ხორცის ჭამა.

6- ისლამიდან გასვლა, ალლაჰმა დაგვიფაროს ჩვენც და ყველა მუსლიმი ამისგან.

მეშვიდე: ტყავის წინდების და ნასკების გაწმენდა (მასჰი).

1- ხუფ(ტყავის წინდები): ეს არის ტყავისგან ან მსგავსი რამისგან დამზადებული ფეხსაცმელი.

2- ნასკები: ეს არის, რასაც იცვამენ ფეხზე მოქსოვნილი მატყლის, ბამბის ან მსგავსი საშუალებებისგან.

მათი შეწმენდის (მასჰის) პირობები:

1- მათი ჩაცმა უნდა მოხდეს სრული სისუფთავის შემდეგ (აბდესის შემდეგ).

2- ისინი უნდა ფარავდეს ფეხებს კოჭებიანად.

3- ისინი უნდა იყოს სუფთა.

4- გაწმენდა (მასჰი) შეიძლება განსაზღვრული დროის პერიოდში.

5- მათი გაწმენდა (მასჰი) შეიძლება მხოლოდ პატარა განბანვაზე, დიდი განბანვის გარეშე.

6- ფეხსაცმელის (ტყავის წინდები) ჩაცმა უნდა იყოს ნებადართული, თუ ისინი ძალით წართმეულია, ან აბრეშუმისაა კაცების შემთხვევაში; მათზე მესჰის გაკეთება არ შეიძლება, რადგან აკრძალულ რამეს ნებართვა არ შეეხება.

მასჰის ხანგრძლივობა:

ადგილობრივისთვის: ერთი დღე-ღამე, მოგზაურისთვის: სამი დღე და სამი ღამე.

როგორ სრულდება მასჰი:

დაისველებ ხელს წყლით, შემდეგ შეწმენდ ზემოდან ნასკებს ან ტყავის წინდებს, თითებიდან კოჭის მიმართულებით, ერთხელ.

მასჰის მომშლელები:

1- მასჰის დროის გასვლა.

2- ორივეწინდის ან ერთერთის გახდა.

3- დიდი განბანვის საჭიროება.

წინდებზე მასჰის (შეწმენდის) დადგენილება:

ეს არის ნებართვა, და ამ ნებართვით სარგებლობა უფრო უკეთესია, ვიდრე ნასკების გახდა და ფეხების დაბანა; რადგან ასე შენ უზენაესი ალლაჰის მიერ შენზე ბოძებულ შემსუბუქებას იყენებ, და ასევე მიყვები შუამავლის სუნნას (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განსხვავებით სიახლის მიმყოლი ხალხისაგან.

3- პლასტირზე, თაბაშირზე და ფიქსატორზე მასჰი (შეწმენდა).

თაბაშირი: ეს არის, რაც მაგრდება მოტეხილობის ადგილას გასამაგრებლად; თაბაშირისგან, ან ხის კონსტრუქციისგან და მსგავსი.

ფიქსატორია: რაც მაგრდება ჭრილობაზე, სისხლჩაქცევაზე ან დამწვრობაზე; დამზადებულია ქსოვილისგან და მსგავსი.

პლასტირი: რაც მაგრდება წრილობაზე ან შეშუპებულ ადგილას სამედიცინო თვალსაზრისით.

ამ ყველაფერზე მასჰის დადგენილება:

ნებადართულია; ამის აუცილებლობის დროს, სანამ ადამიანი ადარებს მათ, იმ პირობით რომ დაზიანებულ ადგილას არ უნდა სცდებოდეს.

აკრძალულია მაშინ; როდესაც მისი საჭიროება აღარ არსებობს, ან მისი მოხსნა ადამიანისთვის ზარალს ან სირთულეს აღარ წარმოადგენს.

როგორ სრულდება მათზე მასჰი:

მის ირგვლივ ნაწილებს დაიბანს, ხოლო მასზე ყველამხრიდან გააკეთებს მასჰს, აბდესის ადგილებს რაც გასცდება მასზე მასჰი არ კეთდება.

მერვე: თეიმუმის დადგენილებები:

თეიმუმი: ეს არის სახის და ხელების შეწმენდა სუფთა მიწით, სისუფთავის განზრახვით და დადგენილი ფორმით.

მისი დადგენილება:

თეიმუმის გაკეთება აუცილებელია დიდი და პატარა განბანვის დროს მაშინ, როდესაც წყალი არ იშოვება, ან წყლის გამოყენების შეუძლებლობისას.

მისი დადგენილების სიბრძნე არის:

თეიმუმი არის მუჰამმედის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიმდევართათვის დამახასიათებელი თვისება, ის წინა ხალხთათვის არ იყო ცნობილი, ის არის ამ თემისთვის ალლაჰისგან ნაბოძები შემსუბუქება და მისი სიკეთე მათზე.

მდგომარეობები როდესაც თეიმუმი ნებადართულია:

1- თუ წყალი არ არის — იქნება ეს შინ ყოფნისას თუ მოგზაურობის დროს — და ადამიანი ეძებდა მას, მაგრამ ვერ იპოვა.

2- თუ ადამიანს თან აქვს წყალი, მაგრამ დასალევად ან საკვების მოსამზადებლად სჭირდება, და თუ მისით განიბანება დასალევ წყალს ვეღარ იპოვის, და არსებობს საშიშროება, რომ წყურვილმა შეაწუხოს, ან სხვა ადამიანი შეაწუხოს წყურვილმა ან ცხოველი, რომელიც მას ჰყავს.

3- წყლის გამოყენების შემთხვევაში თუ შიშობს, რომ რაიმე სახის ზარალს ნახავს მისი ორგანიზმი ავადმყოფიბისგან ან დააგვიანებს მის გამოჯანმრთელებას.

4- თუ არ შეუძლია წყლის გამოყენება ავადმყოფობის გამო, რადგან არ შეუძლია მოძრაობა, და არც არავინ ჰყავს ვინც დაეხმარება მას, და შიშობს, რომ ამის შედეგად ლოცვის დრო ამოიწურება.

5- თუ ეშინია ძლიერი სიცივის გამო წყლის გამოყენების, და არ შეუძლია წყლის გაცხელება, ასეთ დროს გააკეთებს თეიმუმს და ილოცებს.

თეიმუმის ფორმა:

ის ხელს დაარტყას მიწას გაშლილი თითებით, შემდეგ თითების შიდა მხარით წაისვამს სახეზე და ხელის გულებით – ხელის ზურგზე. ხელის გულებით მოიფაროს ორივე ხელი ისე, რომ მთლიანი სახე და ხელები მოიცვას თაიამუმის შეხებით.

თეიმუმის მომშლელები:

1- წყლის პოვნა, როცა მისი არ არსებობის დროს მოხდა თეიმუმის გაკეთება. ან მისი გამოყენების შესაძლებლობა თუ თეიმუმის გაკეთება წყლის გამოყენების შესახლებლობის არ ქონის დროს მოხდა.

2- მას შლის აბდესის მომშლელები, ან დიდი განბანვის შემთხვევები, ჯუნუბობა, მენსტრუაცია და მშობიარობის შემდგომი სისხლდენა.

დადგენილება, ვისაც არ შეუძლი არც წყლის და არც თეიმუმის გამოყენება:

ვინც ვერ პოულობს წყალს და ვერც მიწას, ან იმყოფება ისეთ მდგომარეობაში, რომ არ შეუძლია ფიზიკურად წყლის ან მიწის შეხება; ის შეასრულებს ლოცვას მისი მდგომარეობის მიხედვით, აბდესის და თეიმუმის გარეშე; რადგან ალლაჰი არცერთ სულს არ აკისრებს იმაზე მეტს, რაც მას შეუძლია. და თუ შემდგომში, ვთქვათ, მან იპოვა წყალი ან მიწა, ან შეძლო მათი გამოყენება, ის არ იმეორებს იმ ლოცვას, რაც უკვე აღასრულა, რადგან მან შეასრულა ის, რაც მას იმ დროს დაევალა. თქვა უზენაესმა ალლაჰმა:

﴿...فَٱتَّقُواْ ٱللَّهَ مَا ٱسۡتَطَعۡتُمۡ...﴾ [التغابن: 16]

«...მაშ ალლაჰის გეშინოდეთ, რამდენის შესაძლებლობაც გაქვთ...» [ათ-თაღააბუნ: 16], შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«إِذَا أَمَرْتُكُمْ بِأَمْرٍ فَأْتُوا مِنْهُ مَا اسْتَطَعْتُمْ».

«როცა გიბრძანებთ რაიმეს, შეასრულეთ ის როგორც შეგიძლიათ»11.

სარგებელი: თუ დიდ განბანვას გააკეთებს თეიმუმით, შემდეგ კი იპოვის წყალს, მან ხელმეორედ წყლით უნდა დაიბანოს.

მეცხრე: მენსტრუაციისა და მშობიარობის შემდგომი სისხლდენის დადგენილებები:

პირველი: მენსტრუაცია:

მენსტრუაცია არის ბუნებრივი სისხლი, რომელიც გამოდის საშვილოსნოს ყელიდან განსაზღვრულ დროებში. ძირითად შემთხვევაში ყოველ თვეში მისი გამოსვლა გრძელდება ექვსი-შვიდი დღე, შესაძლებელია ეს რიცხვი გაიზარდოს ან შემცირდეს. ქალისთვის ეს წესი გრძელდება ან მცირდება იმის მიხედვით, თუ როგორი ბუნების გააჩინა ის უზენაესმა ალლაჰმა.

მენსტრუაციის მქონე ქალის დადგენილებები:

1- მენსტრუაციის პერიოდში ქალი არც ლოცულობს და არც მარხულობს, და არ მიიღება მისგან არცერთი.

2- როდესაც გასუფთავდება ქალი მენსტრუაციისგან, მან უნდა აანაზღაუროს გაცდენილი მარხვა, ლოცვის გარეშე, (ლოცვას არ ანაზღაურებს).

3 - არ შეუძლია მას ქააბას გარშემო ტავაფი; არ შეიძლება ყურანის კითხვა, არ შეიძლება მეჩეთში ჯდომა. 4- მის ქმარს ეკრძალება მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება, სანამ არ შეწყდება მენსტრუაცია და არ დაიბანს.

5- მენსტრუაციის პერიოდში მყოფ ქალთან მის ქმარს შეუძლია სიახლოვე სქესობრივი კონტაქტის გარეშე, როგორიცაა, კოცნა, შეხება და მსგავსი.

6- მამაკაცს არ შეუძლია განქორწინდეს ქალთან, როდესაც მას მენსტრუაციის პერიოდი აქვს.

სისუფთავე არის სისხლდენის შეჩერება, თუ სისხლდენა შეჩერდა, ქალი გასუფთავდა და დამთავრდა მენსტრუაციის პერიოდი, აუცილებელია რომ დაიბანოს. შემდეგ დაუბრუნდება იმ ყველაფერს, რაც მანამდე მენსტრუაციის გამო ეკრძალებოდა.

სისუფთავის შემდეგ თუ ისევ შეამჩნევს სიწითლეს ან სიყვითლეს; მას ყურადღება აღარ უნდა მიაქციოს.

მეორე: მშობიარობის შემდეგი სისხლდენა:

ეს არის სისხლი, რომელიც საშვილოსნოს ეხმარება მშობიარობაში და მის შემდგომ, ის არის სისხლი, რომელიც გროვდება საშვილოსნოში ორსულობის პერიოდში.

მშობიარობის შემდგომი სისხლდენა აკრძალვების და ნებართვის მიხედვით მსგავსია მენსტრუაციული სისხლდენის; ამ პერიოდში შეიძლება ცოლთან სიახლოვე სექსუალური კონტაქტის გარდა.

ასევე ამ პერიოდში ეკრძალება სექსუალური კონტაქტი, ლოცვა, მარხვა, განქორწინება, ქააბას ირგვლივ ტავაფი, ყურანის კითხვა და მეჩეთში გაჩერება. აუცილებელია დაბანა სისხლდენის შეწყვეტის შემდეგ ისევე, როგორც მენსტრუაციის პერიოდის შემდეგ.

აუცილებელია აანაზღაუროს გაცდენილი მარხვა ლოცვის გარეშე, ლოცვის ანაზღაურება არ ევალდებულება ისევე, როგორც მენსტრუაციის პერიოდში.

მისი ყველაზე მეტი ხანგრძლივობა არის ორმოცი დღე, თუ შეწყდება სისხლდენა ორმოცი დღის შესრულებამდე, მისი პერიოდი დასრულდება იმ დროს, როცა შეწყდება სისხლდენა, დაიბანს და ილოცებს და დაუბრუნდება იმ ყველაფერს, რაც მანამდე მშობიარობის სისხლდენის გამო ეკრძალებოდა.

მეორე ნაწილი: ლოცვა:

პირველი: აზანის და იყამას დადგენილებები:

აზანის კითხვა დაკანონდა ჰიჯრას პირველ წელს, მისი დადგენილების მიზეზი: როდესაც მათთვის ლოცვის დროების მოსვლის გაგება გაძნელდა, შეიკრიბნენ და ითათბირეს, თუ როგორ ენიშნებინათ ლოცვის დროის მოსვლა. აბდულლაჰ ბინ ზაიდს (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) აზანის კითხვა სიზმრად ეჩვენა, რაც შემდეგ ზეგამოცხადებით იქნა დადასტურებული.

აზანი: არის ლოცვის დროის მოსვლის შეტყობინება. იყამა: არის ლოცვის დაწყების შეტყობინება.

აზანის და იყამას წაკითხვა არის სავალდებულო (ფარდ ქიფაია) მამაკაცთა ჯგუფისთვის სავალდებულო ლოცვების დროს, ისინი არის ისლამის აშკარა ნიშნებიდან და არ შეიძლება მათი მიტოვება.

აზანის პირობები:

1- მუეზინი უნდა იყოს მამაკაცი.

2- აზანი უნდა იკითხებოდეს გამოთქმით.

3- აზანი უნდა იკითხებოდეს შეუწყვეტლივ.

4- აზანის წაკითხვა უნდა მოხდეს ლოცვის დროის მოსვლის შემდეგ. გამონაკლისია მხოლოდ: პარასკევის ლოცვის და დილის ლოცვის პირველი აზანი.

აზანის სუნნათები:

1- საჩვენებელი თითები რომ ჩაიდოს ყურებში.

2- დროის მოსვლასთან ერთად აზანის წაკითხვა.

3- ჰაი ალა ასსალა და ჰაი ალა ალფალაჰ-ის წაკითხვის დროს მარჯვნივ და მარცხვნივ შეტრიალება.

4- უნდა იქნეს სასიამოვნო ხმით შესრულებული.

5- უნდა გააგრძელოს აზანის სიტყვები, მაგრამ ზედმეტი გაწელვის და გაგრძელების გარეშე.

6- ყველა წინადადების შემდეგ ცოტა შეჩერდეს.

7- აზანის კითხვის დროს ყიბლას მიმართულებით გაჩერება.

აზანი შედგება თხუთმეტი წინადადებისგან, როგორც კითხულობდა ამას ბილალი ყოველთვის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ალლაჰის შუამავლის თანდასწრებით (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას).

აზანის სიტყვები:

''ალლაჰუ აქბარ'' ოთხჯერ.

"აშჰადუ ან ლაა ილააჰა ილლა ალლაჰ": ორჯერ.

''აშჰადუ ანნა მუჰამმადან რასულულლაჰ'' ორჯერ.

''ჰაია 'ალა ასსალაჰ'' ორჯერ.

''ჰაია 'ალა ალფალაჰ'': ორჯერ.

შემდეგ ამბობს ''ალლაჰუ აქბარ'' ორჯერ.

შემდეგ დაასრულებს სიტყვებით ''ლაა ილააჰა ილლა ალლაჰ": ერთხელ.

დილის ლოცვის დროს ''ჰაია ალა ალფალაჰ'' წარმოთქმის შემდეგ ამატებს ''ასსალათუ ხაირუნ მინა-ნნავმ'' ორჯერ; რადგენ ეს არის დრო, როდესაც ხალხს სძინავს.

იყამა შედგება თერთმეტი წინადადებისგან, მისი წაკითხვა შედარებით სწრაფად ხდება; რადგან ეს არის ადგილზე მყოფ საზოგადოებაზე ლოცვის დაწყების ცნობა, და არ არის საჭირო მისი გაგრძელება.

მისი ფორმა შემდეგია:

''ალლაჰუ აქბარ'' : ორჯერ.

"აშჰადუ ან ლაა ილააჰა ილლა ალლაჰ": ერთხელ.

''აშჰადუ ანნა მუჰამმადან რასულულლაჰ'' : ერთხელ.

''ჰაია ალა ასსალაჰ'' : ერთხელ.

''ჰაია ალა ალფალაჰ'': ერთხელ.

''ყად ყაამათი სსალათ'': ორჯერ.

''ალლაჰუ აქბარ'' : ორჯერ.

''ლაა ილააჰა ილლა ალლაჰ": ერთხელ.

სასურველია მისთვის, ვისაც ესმის აზანის ხმა გაიმეოროს ის, რასაც მუეზინი ამბობს, გარდა სიტყვებისა; ''ჰაია 'ალა ასსალაჰ'' და ''ჰაია 'ალა ალფალაჰ'', მათ გაგონებაზე ის ამბობს: "ლაა ჰავლა ვა ლაა ყუვვათა ილლაა ბილლაჰი". შემდეგ დალოცავს შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), შემდეგი სიტყვებით:

«اللهمَّ رَبَّ هَذِهِ الدَّعْوَةِ التَّامَّةِ، وَالصَّلاةِ القَائِمَةِ، آتِ مُحَمَّدًا الوَسِيلَةَ وَالفَضِيلَةَ، وَابْعَثْهُ مَقَامًا مَحْمُودًا الَّذِي وَعَدْتَهُ، إِنَّكَ لَا تُخْلِفُ الْمِيعَادَ».

«ღმერთი ჩემო, ამ სრულყოფილი მოწოდებისა და აღსრულებული ლოცვის მეუფევ! მიანიჭე მუჰამმადს ვასილა და ფადილა, და მიანიჭე მას ქებული ადგილი, რომელიც მას აღუთქვი, ჭეშმარიტად, შენ არ არღვევ აღთქმას»12.

და ამბობს:

«رَضِيتُ بِاللَّهِ رَبًّا، وَبِالْإِسْلَامِ دِينًا، وَبِمُحَمَّدٍ ﷺ نَبِيًّا».

«კმაყოფილი ვარ ალლაჰით, როგორც ღმერთით, ისლამით - როგორც რელიგიით და მუჰამმადით - როგორც შუამავლით»13.

აზანის წაკითხვის შემდეგ მეჩეთიდან გამოსვლა აკრძალულია; გარდა საპატიო მიზეზით ან უკან დაბრუნების განზრახვით.

ორი ლოცვის გაერთიანების დროს საკმარისია აზანის ერთხელ წაკითხვა, ხოლო იყამა კეთდება ორივე ლოცვისთვის.

მეორე: ლოცვის სტატუსი და მადლიანობა:

ლოცვა არის ისლამის აუცილებელი საფუძვლებიდან შაჰადას შემდეგ, მას განსაკუთრებული ადგილი უკავია, რამეთუ ის ალლაჰმა შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მი'რაჯის (ცათამაღლება) ღამეს ზეცაში სავალდებულოდ დაუდგინა. ეს მიუთითებს მის სიძვირფასეზე, ხაზს უსვამს მის აუცილებლობას და ადგილს უზენაესი ალლაჰის წინაშე.

მის მადლიანობაზე და აუცილებლობაზე ყოველ

მუსლიმზე განსაკუთრებით ძალიან ბევრი ჰადისია გადმოცემული. მისი სავალდებულობა ყველასათვის ცნობილია ისლამის რელიგიაში.

რაც მიუთითებს მის სავალდებულობას და აუცილებლობას; არის ძალიან ბევრი რელიგიური ტექსტები ყურანიდან და სუნნადან, მათგან:

1- უზენაესი ალლაჰის სიტყვები:

﴿...إِنَّ ٱلصَّلَوٰةَ كَانَتۡ عَلَى ٱلۡمُؤۡمِنِينَ كِتَٰبٗا مَّوۡقُوتٗا﴾ [النساء: 103]

{...ჭეშმარიტად ლოცვა დაკანონებულია მორწმუნეებზე განსაზღვრულ დროს} [ან-ნისა: 103]. ანუ: სავალდებულოა იმ განსაზღვრულ დროებში, რომელიც განმარტა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას).

2- უზენაესი ალლაჰის სიტყვები:

﴿وَمَا أُمِرُوا إِلَّا لِيَعْبُدُوا اللَّهَ مُخْلِصِينَ لَهُ الدِّينَ حُنَفَاءَ وَيُقِيمُوا الصَّلَاةَ...﴾ [البينة: 5]

{მათ არ ბრძანებიათ არაფერი იმის გარდა, რომ ალლაჰისათვის თაყვანი ეცათ გულწრფელად, როგორც ჰანიფებს, და აღევლინათ ლოცვა} [ალ-ბაინაჰ: 5].

3- უზენაესი ალლაჰის სიტყვები:

﴿فَإِنْ تَابُوا وَأَقَامُوا الصَّلَاةَ وَآتَوُا الزَّكَاةَ فَإِخْوَانُكُمْ فِي الدِّينِ...﴾ [التوبة: 11]

{თუ მოინანიებენ, აღავლენენ ლოცვას, და გასცემენ მოწყალებას, მაშ ძმები იქნებიან თქვენი, სარწმუნოებაში} [ათ-თავბა: 11].

4- ჯააბირი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«إِنَّ بَيْنَ الرَّجُلِ وَبَيْنَ الشِّرْكِ وَالْكُفْرِ تَرْكُ الصَّلَاةِ».

«ჭეშმარიტად, ადამიანს და შირქსა და ურწმუნოებას შორის გამყოფი ზღვარი არის ლოცვის მიტოვება»14.

5- ბურაიდასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«العَهْدُ الَّذِي بَيْنَنَا وَبَيْنَهُمُ الصَّلَاةُ، فَمَن تَرَكَهَا فَقَدْ كَفَرَ».

«აღთქმა ჩვენსა და მათ შორის არის ლოცვა, და ვინც მიატოვა ლოცვა ურწმუნოება გააკეთა»15.

სწავლულები ერთსულოვნად თანხმდებიან, რომ ვინც მის სავალდებულობას უარყოფს ურწმუნოებაში ჩავარდება, ხოლო ვინც მიატოვებს სიზარმაცით და უგულისყურობით ასევე სწორი აზრი არის მისი(ქუფრი) ურწმუნოება ზემოთ ხსენებული სწორი ჰადისიდან გამომდინარე და საჰაბების ერთსულოვანი აზრით.

მესამე: ლოცვის პირობები:

1 - ლოცვის დროის დადგომა.

თქვა უზენაესმა ალლაჰმა:

﴿...إِنَّ ٱلصَّلَوٰةَ كَانَتۡ عَلَى ٱلۡمُؤۡمِنِينَ كِتَٰبٗا مَّوۡقُوتٗا﴾ [النساء: 103]

{...ჭეშმარიტად ლოცვა დაკანონებულია მორწმუნეებზე განსაზღვრულ დროს} [ან-ნისა: 103] ანუ: სავალდებულოა განსაზღვრულ დროებში.

სავალდებულო ლოცვების დროები შემდეგია:

ა- ფაჯრი: (დილის ლოცვა): განთიადიდან მზის ამოსვლამდე.

ბ- ზუჰრის: (შუადღის ლოცვა): ლოცვის დრო იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მზე გადაიხრება ზენიტიდან და გრძელდება სანამ საგნების ჩრდილი მისი სიმაღლის ტოლი არ გახდება.

გ- ასრის (ნაშუადღევის ლოცვა): ლოცვის დრო იწყება ზუჰრის (შუადღის) ლოცვის დროის დასრულების შემდეგ და გრძელდება მზის გაყვითლებამდე, ხოლო იძულებითი დრო (იმისთვის, ვინც ვერ მოახერხა მისი შესრულება მზის გაყვითლებამდე) გრძელდება მზის ჩასვლამდე.

დ- მაღრიბი; (შებინდების): ლოცვის დრო იწყება მზის ჩასვლის მომენტიდან და გრძელდება, სანამ ცაზე წითელი ნათება არ გაქრება.

ე- 'იშას: (ღამის ლოცვა): ლოცვის დრო იწყება ცაზე წითელი ნათების გაქრობის შემდეგ და გრძელდება ღამის ნახევრის გასვლამდე.

2 - აურათის დაფარვა (სასირცხვო ადგილები).

ეს არის ადგილები, რომელთა დაფარვაც აუცილებელია, გამოჩენა მოუწონარია და სირცხვილი. მამკაცის ავრათად ითვლება ჭიპიდან მუხლებამდე, ქალი მთლიანად ავრათია ლოცვაზე, გარდა მისი სახისა, ის დაიფარავს სახეს მაშინ, თუ იქ იმყოფება მისთვის უცხო მამაკაცების წინ, ანუ; თუ ისინი მისთვის მაჰრამები (ქორწინებისთვის აკრძალული) არ არიან.ზალ

3- სიბინძურისგან განწმენდა:

სიბინძურე არის: ფიზიკური სიბილწე, რომელიც ხელს უშლის ლოცვას; როგორიც არის: შარდი, ფეკალური მასა, სისხლი და სხვა, რომ მოხვდეს სხეულზე, სალოცავ ადგილას, ან ტანისამოსზე.

4- ყიბლისკენ მიბრუნება:

ყიბლა არის ძვირფასი ქააბა, მას ყიბლა ეწოდება იმის გამო, რომ ხალხი ლოცვის დროს პირსახით მისკენაა შებრუნებული.

ლოცვა არ იქნება სწორი თუ ყიბლის მიმართულებით არ იქნება შესრულებული. უზენაესი ალლაჰის სიტყვებიდან გამომდინარე:

﴿...وَحَيۡثُ مَا كُنتُمۡ فَوَلُّواْ وُجُوهَكُمۡ شَطۡرَهُ...﴾ [البقرة: 144]

{და სადაც არ უნდა იყოთ ლოცვის დროს მიაბრუნეთ სახეები მისკენ} [ალ-ბაყარა: 144].

5- განზრახვა:

განზრახვა ლექსიკურად: გულისხმობა, ტერმინოლოგიურად: განიზრახოს გულში, რომ განახორციელოს თაყვანისცემა, რათა დაუახლოვდეს ყოვლისშემძლე ღმერთს. განზრახვის ადგილი გულია, მას სიტყვებით წარმოთქმა არ სჭირდება, მისი სიტყვებით წარმოთქმა სიახლეა,

მეოთხე: ლოცვის საფუძვლები:

ლოცვას აქვს თოთხმეტი საფუძველი:

პირველი საფუძველი: ფეხზე დგომა, თუ ამის ძალა შესწევს.

უზენაესი ალლაჰის სიტყვებიდან გამომდინარე:

﴿‌...وَقُومُواْ لِلَّهِ قَٰنِتِينَ﴾ [البقرة: 238]

{...და დადექით ალლაჰის წინაშე მოკრძალებულად} [ალ-ბაყარა: 238]. იმრანის (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) გადმოცემის თანახმად:

«صَلِّ قَائِمًا، فَإِن لَمْ تَسْتَطِعْ فَقَاعِدًا، فَإِن لَمْ تَسْتَطِعْ فَعَلَى جَنْبٍ».

«ფეხზე დამდგარმა ილოცე, თუ არ შეგიძლია დამჯდარმა ილოცე, თუ ისიც არ შეგიძლია გვერდზე დაწოლილმა ილოცე».16

და თუ არ შეუძლია ლოცვა ფეხზე დამდგარს ავადმყოფობის გამო; მაშინ ილოცებს მდგომარეობის მიხედვით, დამჯდარი ან დაწოლილი, ავადმყოფის მსგავსია: საფრთხეში მყოფი, შიშველი, ან ის ვისაც სჭირდება დაჯდომა ან წამოწოლა მკურნალობის გამო, რომელიც მოითხოვს მისგან, რომ ფეხზე არ უნდა წამოდგეს. ასევე, მათაც საპატიოდ ჩაეთვლებათ დამჯდარი ლოცვა, ვინც ლოცულობს მეჩეთის იმამის უკან, რომელსაც ფეხზე დგომა არ შეუძლია და ალოცვებს დამჯდარი, თუ ის ილოცებს დამჯდარი მისი მიმდევრებიც ილოცებენ დამჯდარი მასზე მიყოლის მიზნით. ნებაყოფილობითი ლოცვების შესრულება შესაძლებელია დამჯდარი, ადამიანს რომც შეეძლოს ფეხზე დგომა, მაგრამ მადლი არ იქნება ისეთი, როგორც ფეხზე მდგომის.

მეორე საფუძველი: პირველი თაქბირი ლოცვის დაწყებისას:

შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) სიტყვებიდან:

«ثُمَّ اسْتَقْبِلِ الْقِبْلَةَ، وَكَبِّرْ».

«შემდეგ შეტრიალდი ყიბლასკენ, და წარმოთქვი თაქბირი»17.

მისი ფორმაა: ''ალლაჰუ აქბარ'' - სხვა სიტყვების წარმოთქმა მიუღებელია.

მესამე საფუძველი: სურა ალ-ფათიჰას კითხვა.

შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვებიდან:

«لَا صَلاَةَ لِمَنْ لَمْ يَقْرَأْ بِفَاتِحَةِ الْكِتَابِ».

«არ არის ლოცვა იმისი, ვინც არ წაიკითხა სურა ალ-ფათიჰა»18.

მეოთხე საუძველი: ყველა მუხლზე (რაქაათში)რუქუ'ის შესრულება:

უზენაესი ალლაჰის სიტყვებიდან გამომდინარე:

﴿يَاأَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا ارْكَعُوا وَاسْجُدُوا...﴾ [الحج: 77]

{ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, წელში მოიხარეთ, სეჯდე აღასრულეთ...} [ალ-ჰაჯჯ: 77].

მეხუთე და მეექვსე საფუძვლები:

რუქუ'იდან წამოდგომა, გასწორება ფეხზემდგომი, როგორც მანამდე, რადგან მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყოველთვის ასე იქცეოდა.

მან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა იმ პიროვნებას, ვისაც ლოცვა ეშლებოდა:

«ثُمَّ ارْفَعْ حَتَّى تَعْتَدِلَ قَائِمًا».

«შემდგომ გასწორდი წელში მშიდად და გაწონასწორებულად»19.

მეშვიდე საფუძველი: ხსეულის შვიდ ორგანოზე საჯდას შესრულება:

ესენია: შუბლი ცხვირთან ერთად, ხელის მტევნები, მუხლები, ფეხის თითები. შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვებიდან:

«أُمِرْنَا أَنْ نَسْجُدَ عَلَى سَبْعَةِ أَعْظُمٍ: الجَبْهَةِ، وَأَشَارَ بِيدِهِ عَلَى أَنْفِهِ، وَالكَفَّيْنِ، وَالرُّكْبَتَيْنِ، وَأَطْرَافِ القَدَمَيْنِ».

«მე გვებრძანა, რომ შვიდ ძვალზე შევასრულო საჯდა*: შუბლზე, და ხელით ცხვირისკენ მიანიშნა, ორივე ხელზე, ორივე მუხლზე, ორივე ფეხის წვერებზე»20.

მერვე საფუძველი: საჯდადან თავის წამოწევა და ორ საჯდას შორის ჯდომა:

გადმოცემულია აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი):

«كَانَ النَّبِيُّ ﷺ إِذَا رَفَعَ رَأْسَهُ مِنَ السَّجْدَةِ، لَمْ يَسْجُدْ حَتَّى يَسْتَوِيَ جَالِسًا».

«შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როდესაც საჯდადან თავს წამოწევდა, ხელმეორედ საჯდას არ ასრულებდა, სანამ არ გასწორდებოდა მჯდომარე»21.

მეცხრე საფუძველი: ყველა ქმედების დროს სიმშვიდის დაცვა:

ეს არის სიმშვიდის შენარჩუნება თუნდაც მცირე ხნით, შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვებიდან გამომდინარე, როდესაც ასწავლა პიროვნებას, რომელიც ლოცვას არასწორად ასრულებდა:

«حَتَّى تَطْمَئِنَّ».

«სანამ სიმშვიდეს არ იგრძნობ»22.

მეათე და მეთერთმეტე საფუძვლები:

ბოლო თაშაჰჰუდი და ჯდომა: იბნ მასუდის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ჰადისის თანახმად:

«إِذَا صَلَّى أَحَدُكُمْ فَلْيَقُلْ: التَّحِيَّاتُ لِلَّهِ وَالصَّلَوَاتُ وَالطَّيِّبَاتُ، السَّلَامُ عَلَيْكَ أَيُّهَا النَّبِيُّ وَرَحْمَةُ اللَّهِ وَبَرَكَاتُهُ، السَّلاَمُ عَلَيْنَا وَعَلَى عِبَادِ اللَّهِ الصَّالِحِينَ، أَشْهَدُ أَنْ لَا إِلٰهَ إِلَّا اللَّهُ وَأَشْهَدُ أَنَّ مُحَمَّدًا عَبْدُهُ وَرَسُولُهُ».

«როცა რომელიმე თქვენგანი ილოცებს მან თქვას: ''ათთაჰიაათუ ლილლაჰი ვასსალავაათუ ვატტაიბაათუ ასსალამუ 'ალაიქა აიუჰა ნაბიიუ ვა რაჰმათულლაჰი ვა ბარაქაათუჰ, ასსალამუ 'ალაინა ვა'ალაა 'იბაადილლაჰი საალიჰინ, აშჰადუ ან ლაა ილაჰა ილლა ლლაჰ ვა აშჰადუ ანნა მუჰამმადან 'აბდუჰუ ვა რასულუჰ'' /მნიშვნელობა: მისალმებანი, ლოცვა და ყოველი სიკეთე მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. ალლაჰის მშვიდობა, წყალობა და მისი ბარაქა შენზე იყოს ალლაჰის შუამავალო. მშვიდობა ჩვენ და ალლაჰის ყველა მართალ მსახურს. ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა და ვამოწმებ, რომ მუჰამმადი მისი მსახური და მოციქულია»23.

მეთორმეტე საფუძველი: მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დალოცვა ბოლო თაშაჰჰუდზე:

და ამბობს:

«اللَّهُمَّ صَلِّ عَلَى مُحَمَّدٍ».

«ალლაჰუმა სალი 'ალაა მუჰამმად» / მნიშვნელობა: ო, ალლაჰ, დალოცე მუჰამმადი24, ამაზე მეტის წარმოთქმა სუნნაა.

მეცამეტე საფუძველი: ამ ყველა საფუძვლებს შორის თანმიმდევრობის დაცვა:

რადგან მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მათ თანმიმდევრობით ასრულებდა, და თქვა:

«صَلُّوا كَمَا رَأَيْتُمُونِي أُصَلِّي».

«ილოცეთ ისე, როგორც მე მხედავთ, რომ ვლოცულობ»25. ლოცვის არასწორად შემსრულებელს ასწავლა თანმიმდევრობით, სადაც იყენებდა სიტყვას ''შემდეგ''.

მეთოთხმეტე საფუძველი: მისალმება:

შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვებიდან:

«وَخِتَامُهَا التَّسْلِيْمُ».

«ლოცვის დასასრული მისალმებაა» ასევე მისი სიტყვები:

«وَتَحْلِيلُهَا التَّسْلِيمُ».

«ლოცვის დასასრული მისალმებაა»26.

მეხუთე: ლოცვის ვალდებულები:

ისინი რვაა:

1- ყველა თაქბირი, პირველი თაქბირის გარდა.

2 - სიტყვების წარმოთქმა: «სუბჰაანა რაბიალ 'აზიიმ». წელში მოხრის დროს ერთხელ. მისი სამჯერ წარმოთქმა სუნნაა, და ყველაზე მცირე მადლი, ათამდე, ათი არის ყველაზე დიდი მადლი.

3 - სიტყვები: «სამი'ალლაჰუ ლიმან ჰამიდაჰ», რუქუ'იდან წამოდგომის დროს, იმამთანაც და მარტო ყოფნის დროსაც.

4- სიტყვები: «რაბბანაა ვა ლაქალ ჰამდ», რუქუ'იდან წამოდგომის და წელში გასწორების შემდეგ.

5- სიტყვები: «სუბჰანა რაბიალ ა'ლაა», სუჯუდის დროს ერთხელ, მისი სამზე მეტჯერ წარმოთქმა სუნნაა.

6- სიტყვები: «რაბბიღფირ ლიი», ორ სუჯუდს შორის ერთხელ. მისი სამჯერ წარმოთქმა სუნაა.

7 - პირველი თაშაჰუდი; და ამ დროს ამბობს:

«التَّحِيَّاتُ لِلَّهِ، وَالصَّلَوَاتُ وَالطَّيِّبَاتُ، السَّلَامُ عَلَيْكَ أَيُّهَا النَّبِيُّ وَرَحْمَةُ اللَّهِ وَبَرَكَاتُهُ، السَّلَامُ عَلَيْنَا وَعَلَى عِبَادِ اللَّهِ الصَّالِحِينَ، أَشْهَدُ أَنْ لَا إِلٰهَ إِلَّا اللَّهُ وَأَشْهَدُ أَنَّ مُحَمَّدًا عَبْدُهُ وَرَسُولُهُ».

«ათთაჰიათუ ლილლაჰი ვა სალაავაათი ვა ტაიიბაათუ, ასსალაამუ 'ალაიქა აიუჰა ნნაბიყუ ვა რაჰმათულლაჰი ვა ბარაქაათუჰ, ასსალაამუ 'ალაინაა ვა 'ალაა 'იბაადი ლლააჰი სსაალიჰიინ, აშჰადუ ან ლაა ილააჰა ილლა ლლაჰ ვა აშჰადუ ანნა მუჰამმადან 'აბდუჰუ ვა რასუულუჰ».

მნიშვნელობა: (მისალმებანი, ლოცვა და ყოველი სიკეთე მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. ალლაჰის მშვიდობა, წყალობა და მისი ბარაქა შენზე იყოს ალლაჰის შუამავალო. მშვიდობა ჩვენ და ალლაჰის ყველა მართალ მსახურს. ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა და ვამოწმებ, რომ მუჰამმადი მისი მონა და მოციქულია)27.

8 - პირველ თაშაჰუდზე ჯდომა.

მეექვსე: ლოცვის სუნნათები:

ლოცვის სუნნათები, რომელთა გამოტოვება ლოცვას არ მოშლის, ისინი ორ ნაწილად იყოფა: სიტყვიერი სუნნათები და ქმედითი სუნნათები.

პირველი: სიტყვიერი სუნნათები:

1- პირველი ლოცვის გამხსნელი ვედრება, მას რამოდენიმე ფორმა გააჩნია, მაგალითად:

«سُبْحَانَكَ اللَّهُمَّ وَبِحَمْدِكَ، وَتَبَارَكَ اسْمُكَ، وَتَعَالى جَدُّكَ، وَلا إِلٰهَ غَيْرُكَ».

«სუბჰაანაქა ლლაჰუმმა ვა ბიჰამდიქ, ვა თაბაარაქა სმუქ, ვა თა'აალაა ჯადდუქ, ვა ლაა ილააჰა ღაირუქ". (ქება და დიდება შენ, ღმერთო, დალოცვილია სახელი შენი, ამაღლებულია დიდება შენი, არ არსებობს ღმერთი შენს გარდა).28

2- სურა ალ-ფათიჰას წინ ღმერთზე მიკედლება, ეს არის სიტყვები: ალლაჰს შევეფარები ქვით ჩასაქოლი ეშმაკისგან. (ა'უუზუ ბილლაჰი მინა შშაიტაანი რაჯიიმ).

3- ალლაჰის სახელით კითხვის დაწყება, ''ბისმილლაჰი რრაჰმანი რრაჰიიმ''. სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, შემწყალებლისა.

4- ერთზე მეტი თასბიჰის წარმოთქმა რუქუ'ის ან სუჯუდის დროს.

5- შემდეგი ვედრების ერთზე მეტჯერ გამეორება:

«رَبِّ اغْفِرْ لِي».

«რაბბიღფირ ლიი», (ღმერთო მომიტევე) ორ სუჯუდს შორის.

6- სიტყვები:

«مِلْءَ السَّمَاوَاتِ، وَمِلْءَ الْأَرْضِ، وَمِلْءَ مَا بَيْنَهُمَا، وَمِلْءَ مَا شِئْتَ مِنْ شَيْءٍ بَعْدُ».

«მალ'უ სამავაათი, ვა მალ'ულ არდი, ვა მალ'უ მაა ბაინაჰუმა, ვა მალ'უ მაა ში'თა მინ შაიინ ბა'დუ».

მნიშვნელობა: ო, ალლაჰო, ჩვენო უფალო, შენ გეკუთვნის ქება, რომელიც ავსებს ცას, დედამიწას და მათ შორის ყველაფერს, რაც შენ ისურვე ამის შემდეგ. შემდეგ სიტყვები:

«رَبَّنَا ولَكَ الحَمْدُ».

«რაბბანაა ვა ლაქალ ჰამდ», ჩვენო ღმერთო, შენ გეკუთვნის ქება-დიდება.29

7 - ალ-ფათიჰას შემდეგ ყურანიდან რომელიმე სურას წაკითხვა.

8- სიტყვები:

«اللَّهُمَّ إِنِّي أَعُوذُ بِكَ مِنْ عَذَابِ جَهَنَّمَ، وَمِنْ عَذَابِ الْقَبْرِ، وَمِنْ فِتْنَةِ الْمَحْيَا وَالْمَمَاتِ، وَمِنْ فِتْنَةِ الْمَسِيحِ الدَّجَّالِ».

«ჩემო ღმერთო, მე მოგეკედლები შენ ჯოჯოხეთის სასჯელისგან, საფლავის სასჯელისგან, სიცოცხლისა და სიკვდილის ცდუნებისგან და ცრუ მესია დაჯჯალის ცდუნებისგან»30. ამაზე მეტის ვედრების წარმოთქმა ბოლო თაშაჰუდზე.

მეორე: ქმედითი სუნნათები:

1- ხელების წამოწევა მხრების ან ყურების გასწვრივ ოთხ მომენტში:

ა- ლოცვის დაწყებისას პირველი თაქბირის წარმოთქმის დროს.

ბ- რუქუ'ზე წასვლის წინ.

გ- რუქუ'იდან ამოსვლის შემდეგ.

დ- მესამე მუხლის სალოცავად წამოდგომის დროს.

2- მარჯვენა ხელის მარცხენაზე დადება და მათი მკერდზე განთავსება ფეხზე დგომის დროს, წელში მოხრამდე და მის შემდეგ.

3 - სუჯუდის ადგილას ყურება.

4- სუჯუდის დროს იდაყვები მოშორებულია გვერდებიდან.

5- ორი სუჯუდის დროს მუცელი მოშორებულია მუხლებიდან.

6- ლოცვისას ყველა დაჯდომაზე მარჯვენა ფეხის ვერტიკალურ მდგომარეობაში გაჩერება და მარცხენაზე დაჯდომა, გარდა ბოლო თაშაჰჰუდის დროს სამი და ოთხ მუხლიანი ლოცვების დროს.

7- სამი და ოთხმუხლიანი ლოცვების ბოლო თაშაჰჰუდზე, მარჯვენა ფეხის ვერტიკალურ მდგომარეობაში გაჩერება მარცხენა ფეხის გატარება მარჯვენას დაბლა და მარცხენა ფეხის ბარძაყზე დაჯდომა.

მეშვიდე: ლოცვის ფორმა:

1- ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როდესაც სალოცავად წამოდგებოდა, მიტრიალდებოდა ყიბლას მიმართულებით და წამოწევდა ხელებს, ხელის გულებს ყიბლას მიმართულებით შეატრიალებდა, და ამბობდა:

«اللهُ أَكْبَـرُ».

''ალლაჰუ აქბარ''.

2- შემდეგ მარჯვენა ხელით იჭერდა მარცხენას და დაილაგებდა ხელებს მკერდზე.

3- შემდეგ წაიკითხავდა ლოცვის გამხსნელ ვედრებას, ის ყოველთვის ერთ ვედრებას არ კითხულობდა, ყველა გამხსნელი ვედრება, რომელიც სწორი გზით არის მისგან გადმოცემული, შეიძლება მისი წაკითხვა, მაგალითად:

«سُبْحَانَكَ اللَّهُمَّ وَبِحَمْدِكَ، وَتَبَارَكَ اسْمُكَ، وَتَعَالى جَدُّكَ، وَلا إِلٰهَ غَيْرُكَ».

«სუბჰანაქა ლლაჰუმმა ვა ბიჰამდიქ, ვა თაბაარაქა სმუქ, ვა თა'აალაა ჯადდუქ, ვა ლაა ილააჰა ღაირუქ».

(ქება და დიდება შენ ღმერთო, დალოცვილია სახელი შენი, ამაღლებულია დიდება შენი, არ არსებობს ღმერთი შენს გარდა).

4- შემდეგ ამბობდა:

«أَعُوذُ بِاللَّهِ مِنَ الشَّيْطَانِ الرَّجِيمِ، بِسْمِ اللَّهِ الرَّحْمَنِ الرَّحِيمِ».

«აუზუბილლაჰი მინა შშაიტანი რრაჯიიმ». /ალლაჰს შევეფარები ქვით ჩაქოლილი ეშმაკისგან.

5- შემდეგ კითხულობდა სურა ალ-ფათიჰას და როცა დაასრულებდა მის კითხვას: ამბობდა: ''აამინ''.

6- შემდეგ კითხულობდა ყურანიდან რომელიმე სურას, დილის ლოცვაზე, სამხრობის და ღამის ლოცვების პირველ ნაწილებში ხმამაღლა კითხულობდა ყურანს. ამის გარდა სხვა დროს კი, ხმადაბლა კითხულობდა. ყოველი ლოცვის დროს პირველ მუხლს უფრო ხანგრძლივად ლოცულობდა, ვიდრე შემდეგს.

7- შემდეგ წამოწევდა ხელებს ისე, როგორც წამოწევდა ლოცვის დაწყებისას, შემდეგ ამბობს ''ალლაჰუ აქბარ''. შემდეგ დაიხრება რუქუ'ზე, ხელებს დაილაგებდა მუხლებზე თითებგაშლილ მდგომარეობაში, და დაეყრდნობა მათ, ზურგს გაასწორებდა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, თავს დაიჭერდა ზურგის გასწვრივ; არც მაღლა წამოწევდა და არც დაბლა დახრიდა, და ამბობდა:

«سُبْحَانَ رَبِّيَ الْعَظِيمِ».

«სუბჰაანა რაბიალ 'აზიიმ». ერთხელ, მისი სამჯერ გამეორება არის ყველაზე მცირე მადლი, როგორც იყო მოცემული მაღლა.

8- შემდეგ წამოწევს თავს და ამბობს:

«سَمِعَ اللَّهُ لِمَنْ حَمِدَهُ».

«სამი'ალლაჰუ ლიმან ჰამიდაჰ», შემდეგ წამოწევს ხელებს მაღლა, როგორც წამოწია რუქუ'ის დროს.

9- როცა გასწორდება ფეხზე მდგომი იტყვის:

«اللَّهُمَّ رَبَّنَا وَلَكَ الْحَمْدُ، حَمْدًا كَثِيرًا طَيِّبًا مُبَارَكًا فِيهِ، مِلْءَ السَّمَاءِ، وَمِلْءَ الْأَرْضِ، وَمِلْءَ مَا بَيْنَهُمَا، وَمِلْءَ مَا شِئْتَ مِنْ شَيْءٍ بَعْدُ، أَهْلَ الثَّنَاءِ وَالْمَجْدِ، أَحَقُّ مَا قَالَ الْعَبْدُ، وَكُلُّنَا لَكَ عَبْدٌ، لَا مَانِعَ لِمَا أَعْطَيْتَ، وَلَا مُعْطِيَ لِمَا مَنَعْتَ، وَلَا يَنْفَعُ ذَا الْجَدِّ مِنْكَ الْجَدُّ».

«ალლაჰუმმა რაბანაა ვა ლაქალ ჰამდუ, ჰამდან ქასირან ტაიბან მუბარაქან ფიჰ, მალ'უ სამავაათი, ვა მალ'ულ არდი, ვა მალ'უ მაა ბაინაჰუმა, ვა მალ'უ მაა ში'თა მინ შაიინ ბა'დუ, აჰლუ სსანააი ვალ მაჯდი, აჰაყყუ მა ყაალელ აბდუ, ვა ქულუნაა ლაქა აბდ, ლა მანი'ა ლიმა ა'ატაითა, ვა ლა მუ'ტია ლიმა მანა'ათა, ვა ლა იანფ'აუ ზაალ ჯადდუ მინქალ ჯადდუ».

მნიშვნელობა: ღმერთო ჩვენო, უფალო მადლობა შენ, ყველა მადლობა და სიკეთე შენ გეკუთვნის, შენ გეკუთვნის ქება, რომელიც ავსებს ცას, დედამიწას და მათ შორის ყველაფერს, რაც შენ ისურვე ამის შემდეგ, ქება-დიდების და სიდიადის ღმერთი უფრო მეტს იმსახურებს, ვიდრე შენმა მსახურმა თქვა, ყველა ჩვენგანი შენი მონაა, ვისაც რაიმეს უბოძებ ვერავინ აუკრძალავს მას, ვისაც აუკრძალავ რაიმეს ვერავინ მისცემს მას, ვერავის გარჯა ვერაფერს წაადგება ყველა სიკეთე შენგანაა»31. წელში როცა გასწორდებოდა დიდხანს ჩერდებოდა.

10- შემდეგ წარმოთქვამდა თაქბირს და მიდიოდა სუჯუდზე, ამ დროს არ წამოწევდა ხელებს, შუბლით და ცხვირით, ხელის გულებით, მუხლებით და ფეხის წვერებით ასრულებდა სუჯუდს, ფეხის და ხელის თითები მიმართული ჰქონდა ყიბლას მხარეს, წონასწორობას ინარჩუნებდა სუჯუდის დროს. შუბლს და ცხვირს კარგად ახებდა მიწაზე, ხელის მტევნებს ეყრდნობა, ხოლო იდაყვები წამოწეული აქვს, მკლავებს დააშორებს გვერდებიდან, მუცელს მოაშორებს ბარძაყებიდან, და უკანა ბარძაყებს ფეხის წვივებიდან, სუჯუდის დროს ამბობს:

«سُبْحَانَ رَبِّيَ الأَعْلَى».

«სუბჰაანა რაბიალ 'აზიიმ» ერთხელ, მისი სამჯერ გამეორება არის ყველაზე მცირე მადლი, როგორც იყო მოცემული მაღლა. შემდეგ შეევედრება იმ ვედრებით, რაც არის გადმოცემული.

11- შემდეგ აწევს თავს სუჯუდიდან და ამბობს: "ალლაჰუ აქბარ". ის ჩვეულებრივ დააწვენდა მარცხენა ფეხს და დადგამდა ვერტიკალურად მარჯვენა ფეხს, ხელებს დაილაგებს ბარძაყებზე და ამბობს:

«اللَّهُمَّ اغْفِرْ لِي، وَارْحَمْنِي، وَاجْبُرْنِي، وَاهْدِنِي، وَارْزُقْنِي».

«ალლაჰუმმა ღფირლიი, ვა-რჰამნიი, ვა- ჯბურნიი, ვა-ჰდინიი, ვა-რზუყნიი» (ღმერთო ჩემო, მომიტევე მე, შემიწყალე, მომეცი ძალა, დამადგინე სწორ გზაზე და მომეცი სარჩო).32

12- შედეგ თაქბირს წარმოთქვამს და შეასრულებს ისევ სუჯუდს, მეორე სუჯუდის დროსაც იგივეს შეევედრება, რაც პირველზე.

13- შემდეგ წამოწევს თავს თაქბირის წარმოთქმასთან ერთად, შემდეგ წამოწევს მუხლებს და ეყრდნობა ფეხის ტერფებს და ბარძაყებს.

14- როდესაც ფეხზემდგომი ამას დაასტულებს, დაიწყებს ყურანის კითხვას. და მეორე მუხლსაც ილოცებს ისე, როგორც ილოცა პირველი.

15- შემდეგ პირველი თაშაჰუდისთვის დაჯდება, მარჯვენა ფეხს გააჩერებს ვერტიკალურ მდგომარეობაში ხოლო მარცხენაზე დაჯდება, როგორც ჯდება ორ სუჯუდს შორის, მარჯვენა ხელს მარჯვენა ბარძაყზე დაიდებს, მარცხენა ხელს კი მარცხენა ბარძაყზე, მარჯვენა ხელის ცერა თითს შეკრავს შუა თითთან, როგორც რგოლი, ხოლო საჩვენებელ თითს წამოწევს მაღლა და უყურებს მას, და ამბობს:

«التَّحِيَّاتُ لِلَّهِ وَالصَّلَوَاتُ وَالطَّيِّبَاتُ، السَّلَامُ عَلَيْكَ أَيُّهَا النَّبِيُّ وَرَحْمَةُ اللَّهِ وَبَرَكَاتُهُ، السَّلَامُ عَلَيْنَا وَعَلَى عِبَادِ اللَّهِ الصَّالِحِينَ، أَشْهَدُ أَنْ لَا إِلٰهَ إِلَّا اللَّهُ وَحْدَهُ لَا شَرِيكَ لَهُ، وَأَشْهَدُ أَنَّ مُحَمَّدًا عَبْدُهُ وَرَسُولُهُ».

«ათთაჰიათუ ლილლაჰი ვა სალაავაათი ვა ტაიიბაათუ, ასსალაამუ 'ალაიქა აიუჰა ნნაბიყუ ვა რაჰმათულლაჰი ვა ბარაქაათუჰ, ასსალაამუ 'ალაინაა ვა 'ალაა 'იბაადი ლლააჰი სსაალიჰიინ, აშჰადუ ან ლაა ილააჰა ილლა ლლაჰ ვა აშჰადუ ანნა მუჰამმადან 'აბდუჰუ ვა რასუულუჰ».

მნიშვნელობა: (მისალმებანი, ლოცვა და ყოველი სიკეთე მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. ალლაჰის მშვიდობა, წყალობა და მისი ბარაქა შენზე იყოს ალლაჰის შუამავალო. მშვიდობა ჩვენ და ალლაჰის ყველა მართალ მსახურს. ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა და ვამოწმებ, რომ მუჰამმადი მისი მონა და მოციქულია). ის დაჯდომას ძალიან არ აგრძელებდა.

16- შემდეგ თაქბირთან ერთად წამოდგება და ილოცავს მესამე და მეოთხე მუხლს, ამ ორს პირველ ორთან შედარებით უფრო შეამოკლებს, მათზე წაიკითხავს სურა ალ-ფათიჰას.

17- შემდეგ ბოლო თაშაჰჰუდზე დაჯდება, მარჯვენა ფეხს ვერტიკალურად გააჩერებს, მარცხენა ფეხს გაატარებს შიგნით და დაჯდება მიწაზე, ბოლო დაჯდომის ფორმა შემდეგია: დააწვენს მარცხენა ფეხს მიწაზე და მას გაატარებს მარჯვენას დაბლა, მარჯვენას დააყენებს ვერტიკალურად, და თვითონ დაჯდება მიწაზე.

18- შემდეგ შეასრულებს ბოლო თაშაჰჰუდს, ისე როგორც შეასრულა პირველი, მას მხოლოდ ამატებს:

«اللَّهُمَّ صَلِّ عَلَى مُحَمَّدٍ وَعَلَى آلِ مُحَمَّدٍ، كَمَا صَلَّيْتَ عَلَى آلِ إِبْرَاهِيمَ، إِنَّكَ حَمِيدٌ مَجِيدٌ، وَبَارِكْ عَلَى مُحَمَّدٍ وَعَلَى آلِ مُحَمَّدٍ، كَمَا بَارَكْتَ عَلَى آلِ إِبْرَاهِيمَ، إِنَّكَ حَمِيدٌ مَجِيدٌ».

«ჩემო ღმერთო, დალოცე მუჰამმადი და მისი ოჯახი, ისე როგორც დალოცე იბრაჰიმი და მისი ოჯახი, ჭეშმარიტად, მხოლოდ შენ გეკუთვნის ქება და დიდება. მოჰმადლე მუჰამმადს და მის ოჯახს ბარაქა, ისე როგორც მიჰმადლე იბრაჰიმს და მის ოჯახს, ჭეშმარიტად, შენ ხარ ქებული და დიდებული». (ალლაჰუმმა სალლი 'ალაა მუჰამმად, ვა 'ალაა აალი მუჰამმად, ქამაა სალლაითა 'ალაა იბრააჰიიმა ვა 'ალაა აალი იბრააჰიიმა ინნაქა ჰამიიდუნ მაჯიიდ, ვა ბაარიქ 'ალაა მუჰამმადინ ვა 'ალაა აალი მუჰამმად, ქამაა ბაარაქთა 'ალაა იბრააჰიმა ვა 'ალაა აალი იბრააჰიმა ინნაქა ჰამიიდუნ მაჯიიდ).

19- შემდეგ თაშაჰჰუდის ბოლო ნაწილში ღმერთს მიეკედლება ჯოჯოხეთის სასჯელისგან, საფლავის სასჯელისგან, სიცოცხლის და სიკვდილის განსაცდელისგან და მესია დაჯჯალის ცდუნებისგან. შემდეგ შეევედრება იმ ვედრებით, რაც არის გადმოცემული ყურანში და სუნნაში.

20- შემდეგ მიესალმება მარჯვენა მხარეს და ამბობს:

«السَّلاَمُ عَلَيْكُمْ وَرَحْمَةُ اللَّهِ».

«ასსალამუ ალეიქუმ ვა რაჰმათულლაჰ»,

(ალლაჰის მშვიდობა და წყალობა იყოს თქვენზე). ასევე მარცხენა მხარეს; სალამის მიცემას დაიწყებს მაშინ, როცა სახე ყიბლას მხარეს აქვს მიბრუნებული, და დაასრულებს მაშინ, როცა თავის მიბრუნებას დაასრულებს.

მერვე: ლოცვის დროს მოუწონარი ქმედებები:

1- საჭიროების გარეშე იქეთ-აქეთ მზერა.

2- ზეცისკენ ყურება.

3- თვალების დახუჭვა საჭიროების გარეშე.

4- სუჯუდის დროს იდაყვების მიწაზე დალაგება.

5- პირისახის დაფარვა საჭიროების გარეშე.

6- ლოცვა, საპირფარეშოს მოთხოვნილობების საჭიროების შემთხვევაში, ან გაშლილი სუფრის შემთხვევაში ლოცვა, როცა ადამიანი მშიერია.

7- შუბლის ან ცხვირის მოწმენდა იმ ნივთებისგან, რაც სუჯუდის დროს იატაკიდან აჰყვა ადამიანს, ლოცვის დასრულების შემდეგ მათი მოწმენდა პრობლემას არ წარმოადგენს.

8- ფეხზე დგომის დროს, კედელზე ან სხვა რაიმეზე მიყრდნობა საჭიროების გარეშე.

მეცხრე: ლოცვის მომშლელები:

1- რაიმეს ჭამა ან დალევა.

2- ლოცვის გარდა სხვა რაიმეზე საუბარი.

3- ხმამაღალი სიცილი.

4- ლოცვის ფუძეების ან სავალდებულო პირობების შეგნებულად გამოტოვება.

5- შეგნებულად რაიმეს დამატება ან ზედმეტი მუხლის ლოცვა.

6- შეგნებულად იმამზე ადრე სალამის მიცემა.

7- თანმიმდევრობით ხშირი მოძრაობა, რომელიც ლოცვას არ მიეკუთვნება, საჭიროების გარეშე.

8- ისეთი რამის გაკეთება, რომელიც ლოცვის რომელიმე პირობას ეწინააღმდეგება; მაგალითად: აბდესის მოშლა, ავრათის* შეგნებულად გამოჩენა, სხეულის მიტრიალება ყიბლადან იძულებული მდგომარეობის გარეშე, განზრახვის შეწყვეტა.33

მეათე: გამოსასწორებელი საჯდა:

საჰვ, ნიშნავს დავიწყებას: შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მსვიდობა მას) დაავიწყდა ლოცვის დროს; რადგან დავიწყება ადამიანის ბუნების ნაწილია, მისი დავიწყება უზენაესი ალლაჰის სრული წყალობა იყო მისი თემისთვის, და ისლამური რელიგიის სრულყოფა, რათა მიებაძათ მისთვის იმაში, რასაც მათ დაუდგენდა შარიათში.

მიზეზები, რომლის დროსაც გამოსასწორებელი საჯდა იქნა დაშვებული:

1- პირველი მდგომარეობა:

ლოცვაზე რაიმის დამატება, ეს იქნება ქმედების თუ სიტყვების დამატება:

ა- ქმედებების დამატება: ეს დამატებული ქმედება თუ ლოცვის სახეობიდან არის: მაგალითად ფეხზე ადგომა დაჯდომის ნაცვლად, ან დაჯდომა ფეხზე წამოდგომის ნაცვლად, ან ზედმეტი სუჯუდის ან რუქუ'ის შესრულება, ეს ყველაფერი თუ დავიწყებით გააკეთა, შეასრულებს გამოსასწორებელ საჯდას.

ბ- სიტყვების დამატება: მაგალითად რუქუ'ის ან სუჯუდის დროს ყურანის კითხვა,

თუ ასე მოიქცევა; მაშინ მისთვის დავიწყების საჯდას შესრულება არის სასურველი.

2- მეორე მდგომარეობა:

ლოცვის დროს დავიწყებით რაიმეს დაკლება, ეს შეიძლება ორ შემთხვევაში მოხდეს:

ა- რომელიმე საფუძველის გამოტოვება: ეს საფუძველი თუ პირველი გამხსნელი თაქბირია, ლოცვა შესრულებულად არ ითვლება, ამ დროს დავიწყების საჯდას შესრულება არ გამოასწორებს მდგომარეობას. თუ სხვა რომელიმე საფუძველია პირველი თაქბირის გარდა, მაგალითად რუქუ'ი ან სუჯუდი, თუ მლოცველს გაახსენდება შემდეგ მუხლზე ყურანის წაკითხვამდე; მაშინ მას ევალდებულება მისი გამეორება, და შეასრულებს მას (გამოტოვებული რაც ქონდა) და მას შემდეგ გააგრძელებს და დაასრულებს ლოცვას.

ხოლო თუ გამოტოვებული ნაწილი გაახსენდება, შემდეგ მუხლზე ყურანის წაკითხვის შემდეგ, ის მუხლი რომელზეც გამოტოვა რომელიმე საფუძველი მიუღებლად ეთვლება, და მის ადგილას იკავებს მის შემდეგი მუხლი.

ბ- რომელიმე პირობის გამოტოვება: მაგალითად: პირველი თაშაჰუდის დავიწყება, ან თასბიჰის დავიწყება რუქუ'ის დროს. ამ მდგომარეობაში სრულდება დავიწყების საჯდა.

3- მესამე მდგომარეობა: ეჭვი:

მაგალითად: თუ დაეჭვდება ადამიანი რამდენი მუხლი ილოცა შუადღის ლოცვის დროს სამი თუ ოთხი, ასეთ მდგომარეობაში:

ა- თუ გაახსენდება რამდენი აქვს ნალოცი, იმოქმედებს იმის მიხედვით და შეასრულებს დავიწყების საჯდას.

ბ- და თუ ვერ გაიხსენა რამდენი აქვს ნალოცი; რომელიც უფრო მეტად ჰგონია იმას გადაწყვეტს და შეასრულებს დავიწყების საჯდას.

თუ მას ეჭვი გაუჩნდება ლოცვის შემდეგ, ან ზოგადად ხშირი ეჭვები აწუხებს, მან ამ ეჭვებს ყურადღება არ უნდა მიაქციოს.

სარგებელი: დავიწყების საჯდა სრულდება სალამის მიცემამდე: თუ რაიმე გამოტოვა ლოცვაზე, ან აქვს ეჭვი და ვერ იხსენებს ზუსტად როგორ ილოცა. და სრულდება სალამის მიცემის შემდეგ: თუ რაიმე დაამატა ლოცვაზე, ან ჰქონდა ეჭვი და შემდეგ გაახსენდა თუ რა შეცდომა დაუშვა. ამ საკითხში არსებობს სიმსუბუქე უზენაესი ალლაჰის ნებით.

მეთერთმეტე: ლოცვისთვის მოუწონარი დროები:

სწორი მიდგომა არის ის, რომ ნებისმიერ დროს ლოცვის შესრულება შეიძლება, მაგრამ შარიათში მოვიდა თექსტები, რომელიც კრძალავს ლოცვას ზოგიერთ დროებში, ესენია:

1- დილის ლოცვის შემდეგ მზის ამოსვლამდე, მზე დედამიწიდან უნდა ამაღლდეს ერთი შუბის სიმახლეზე ხედვის არეალში.

2- როდესაც მზე იმყოფება ზენიტში, სანამ გადაიხრება, ეს არის ყველაზე ხანმოკლე აკრძალვის პერიოდი.

3- ნაშუადღევის ლოცვის შემდეგ, სანამ მზე ჩავა, ეს არის ყველაზე ხანგრძლივი აკრძალვის პერიოდი.

ლოცვები, რომლის შესრულებაც შეიძლება აკრძალულ დროებში:

1- გაცდენილი სავალდებულო ლოცვების ანაზღაურება:

2- რაიმე მიზეზის გამო ნალოცი ლოცვა; მაგალითად: მეჩეთის მისასალმებელი ლოცვა, ტავაფის დასრულების შემდეგ ორი მუხლის ლოცვა, მზის დაბნელების დროს შესასრულებული ლოცვა, ჯანაზას ლოცვა.

3- დილის ლოცვის სუნნას შესრულება, (თუ გამოტოვებული იქნა) დილის ლოცვის შემდეგ.

მეთორმეტე: ჯგუფური ლოცვა:

ეს ისლამის დიდი და აშკარა ნიშნებიდან ერთ-ერთი ნიშანია, ეს არის მეჩეთში შესრულებული ჯგუფური ლოცვა. მუსლიმები ერთსულოვნად თანხმდებიან, რომ ხუთი სავალდებულო ლოცვის ჯამაათთან ერთად მეჩეთში შესრულება ყველაზე აშკარა ღვთისმსახურება და ყველაზე დიდი სიახლოვეა ღმერთთან, და ის არის ისლამის ყველაზე დიდი ნიშანთაგანი.

1- ჯგუფური ლოცვის დადგენილება:

შესაძლებლობის მქონე მამაკაცთათვის, ხუთი დროის ჯგუფური ლოცვის მეჩეთში შესრულება არის სავალდებულო. როგორც ადგილზე ყოფნისას, ასევე მოგზაურობაშიც, უსაფრთხოების თუ შიშის დროს, მისი შესრულება ყველასათვის ინდივიდუალური აუცილებლობაა.

ჯგუფური ლოცვის ვალდებულებაზე მიუთითებს: ყურანი და სუნნა, ასევე მუსლიმთა ქმედება ყველა საუკუნეში, თაობიდან თაობაზე.

ყურანიდან უზენაესი ალლაჰის სიტყვები:

﴿وَإِذَا كُنتَ فِيهِمۡ فَأَقَمۡتَ لَهُمُ ٱلصَّلَوٰةَ فَلۡتَقُمۡ طَآئِفَةٞ مِّنۡهُم مَّعَكَ...﴾ [النساء: 102]

{და როცა შენ ხარ მათთან და წარუძღვები მათ ლოცვაზე, მაშ ილოცოს მათგან ერთმა ჯგუფმა შენთან ერთად} [ან-ნისა: 102]. ეს აიათი მიუთითებს ჯგუფური ლოცვის ვალდებულებაზე. რადგანაც მუსლიმებს არ ჰქონიათ ნებართვა ჯგუფურად ლოცვის მიტოვებაზე საფრთხის დროს. მისი ჯგუფურად შესრულება სავალდებულო რომ არ ყოფილიყო, უპირველესი საპატიო მიზეზი მისი მიტოვების იქნებოდა საფრთხის დროს. ჯგუფური ლოცვის მიტოვება და სიზარმაცის გამოჩენა მასზე დასასწრებად არის მუნაფიყთა* ყველაზე მკაფიო თვისება.34

სუნნაში არის ძალიან ბევრი ჰადისი მოცემული, მათგან:

საჰიჰ მუსლიმში არის გადმოცემული,

أَنَّ رَجُلًا أَعْمَى قَالَ: يَا رَسُولَ اللَّهِ، لَيْسَ لِي قَائِدٌ يَقُودُنِي إِلَى الْمَسْجِدِ، فَسَأَلَهُ أَنْ يُرَخِّصَ لَهُ أَنْ يُصَلِّيَ فِي بَيْتِهِ، فَرَخَّصَ لَهُ، فَلَمَّا وَلَّى دَعَاهُ فَقَالَ: «هَلْ تَسْمَعُ النِّدَاءَ؟» قَالَ: نَعَمْ، قَالَ: «فَأَجِبْ».

რომ შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოვიდა ერთი ბრმა კაცი და უთხრა: ო, ალლაჰის შუამავალო, მე არ მყავს არავინ ვინც მეჩეთამდე მომიყვანდა, და სთხოვა ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომ მისთვის ნებართვა მიეცა ლოცვა სახლში შეესრულებინა, და მან მისცა მას ნებართვა. როცა გაბრუნდა და წასვლა დააპირა, დაუძახა მას და უთხრა: «გესმის ლოცვისკენ მოწოდება(აზანი)?» მან თქვა: დიახ, შუამავალმა უთხრა: «მაშინ უპასუხე მას».35

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამ კაცს მეჩეთში მოსვლა და ჯგუფთან ერთად ლოცვა უბრძანა, უთხრა რომ მოწოდებაზე პასუხი გაეცა და მეჩეთში მისულიყო, მიუხედავად იმისა, რომ ის კაცი იყო ბრმა და შესაბამისად რთული იყო მისთვის მეჩეთში მისვლა. ეს ყველაფერი ჯგუფური ლოცვის აუცილებლობაზე მიუთითებს.

2- რაოდენობა, რომელიც ჯგუფთან ერთად ნალოცად ჩაითვლება:

ჯამაათან ერთად ნალოცად ჩაითვლება, თუ მლოცველი ერთ მუხლს მაინც შეასრულებს იმამთან ერთად, შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვებიდან:

«مَنْ أَدْرَكَ رَكْعَةً مِنَ الصَّلَاةِ فَقَدْ أَدْرَكَ الصَّلَاةَ».

«ვინც მოასწრო ერთი მუხლის ლოცვის შესრულება, ჭეშმარიტად მან მოასწრო ლოცვის შესრულება»36.

3- ოდენობა რისი შესრულებითაც ერთი მუხლი ნალოცად ჩაითვლება:

ერთი მუხლი ნალოცად ჩაითვლება, თუ რუქუ'ს ლოცვა მოესწრება, ვინც დააგვიანა ლოცვაზე და ნახა, რომ იმამი უკვე რუქუ'ზეა*: მან პირველი ლოცვის გამხსნელი თაქბირი უნდა შეასრულოს წელში გამართულმა, შემდეგ წელში მოხრასთან ერთად წარმოთქვას თაქბირი კიდევ ერთხელ და დავიდეს რუქუ'ზე,37 მაგრამ თუ მხოლოდ ერთხელ წარმოთქვამს თაქბირს პირველი გამხსნელი თაქბირისთვის ესეც ჩაეთვლება და მისი რუქუ'ი მიღებული იქნება.

4- საპატიო მიზეზები, რომლებიც ადამიანს აძლევს ნებართვას ჯგუფური ლოცვის გაცდენის:

1- ისეთი ავადმყოფობა, რომლის დროსაც ჯამაათან და პარასკევის ლოცვაზე მისვლა არ შეუძლია.

2- საპირფარეშოს ძლიერი მოთხოვნილება; რომლის შეკავების დროსაც ის დაკარგავს სიმშვიდეს ლოცვაზე, და ასევე მასში არის ზარალი ორგანიზმისთვის.

3- როდესაც საკვები არის მზად და ადამიანი ძალიან მშიერია, ან ძლიერი სურვილი გაუჩნდა საკვების მირთმევის, მაგრამ ეს წესად არ უნდა იქნეს დადგენილი და არ უნდა მოხდეს მისი ხრიკად გამოყენება, რომ ადამიანმა დააგვიანოს ჯგუფურ ლოცვაზე მისვლა.

4- რეალური საფრთხე, რომელიც ემუქრება მის სიცოცხლეს, ქონებას, ან სხვა რაიმეს.

მეცამეტე: შიშის დროს ლოცვა:

საფრთხეში ყოფნისას ლოცვა ნებადართულია ნებისმიერი დასაშვები ომის დროს; მაგალითად: ურწმუნოებთან ომი, აჯანყებულებთან და ზღვარგადასულებთან ომი; როგორც თქვა უზენაესმა:

﴿...إِنۡ خِفۡتُمۡ أَن يَفۡتِنَكُمُ ٱلَّذِينَ كَفَرُوٓاْ...﴾ [النساء: 101]

{...თუკი მათ თავდასხმას შიშობთ, რომელთაც არ ირწმუნეს...} [ან-ნისა: 101]. ასევე შეიძლება შედარება მათზე, ვისთანაც დასაშვებია ბრძოლა.

საფრთხის დროს ლოცვის შესრულება ნებადართულია ორი პირობით:

1) მტერი უნდა იყოს ის, ვისთანაც ნებადართულია ბრძოლა.

2) და მაშინ, როცა მოსალოდნელია მათი თავდასხმა მუსლიმებზე ლოცვის დროს.

საფრთხის დროს ლოცვის ფორმა:

მას სხვადასხვა ფორმა გააჩნია, მათგან ყველაზე ცნობილია ის, რაც არის გადმოცემული საჰლის ჰადისში (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი):

أَنَّ طَائِفَةً صَفَّتْ مَعَ النَّبِي ﷺ، وَطَائِفَةً وِجَاهَ العَدُوِّ، فَصَلَّى بِالَّتِي مَعَهُ رَكْعَةً، ثُمَّ ثَبَتَ قَائِمًا، وَأَتَمُّوا لِأَنْفُسِهِمْ، ثُمَّ انْصَرَفُوا، وَصَفُّوا وِجَاهَ العَدُوِّ، وَجَاءَتِ الطَّائِفَةُ الأُخْرَى، فَصَلَّى بِهِمُ الرَّكْعَةَ الَّتِي بَقِيَتْ مِنْ صَلَاتِهِ، ثُمَّ ثَبَتَ جَالِسًا، وَأَتَمُّوا لِأَنْفُسِهِمْ، ثُمَّ سَلَّمَ بِهِمْ.

 

«საჰაბების ერთი ჯგუფი მწკრივებად მოეწყო შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), ხოლო მეორე ჯგუფი იდგა მტრის წინაშე, ისინი რომლებიც შუამავალთან ერთად იყვნენ, ილოცეს მასთან ერთად ერთი მუხლი, შემდეგ შუამავალი ფეხზე გაჩერდა, საჰაბების ჯგუფმა კი გააგრძელა ლოცვა და დაასრულეს ის, შემდეგ გაეშურნენ და მტრის წინ მოეწყვნენ მწკრივად, ხოლო მეორე ჯგუფი, რომელიც მანამდე იდგა მტრის წინ დაიხიეს მათი პოზიციიდან, მოვიდნენ შუამავალთან და შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მათთან ერთად შეასრულა დარჩენილი მეორე მუხლი, როდესაც სუჯუდზე დავიდნენ შუამავალი გაჩერდა, დამჯდარი საჰაბები წამოდგნენ, მეორე მუხლიც ილოცეს და შემდეგ მიესალმა შუამავალი (დაასრულა ლოცვა)»38.

საფრთხის დროს შესრულებული ლოცვიდან ვიღებთ შემდეგ სარგებელს:

1- ისლამში ლოცვის მნიშვნელობა, ჯგუფურად ლოცვის მნიშვნელობა, რადგან საომარი მოქმედებების დროსაც კი არ შეიძლება ჯგუფური ლოცვის გაცდენა.

2- ისლამური თემის დაკნინების უარყოფა, შარიათის სიძვირფასე და ვალდებულების ქონა ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას.

3- ისლამური შარიათის სრულყოფილება, რადგან მას აქვს ყველა სიტუაციისთვის შესაბამისი დებულებები.

მეთოთხმეტე: პარასკევის ლოცვა:

პირველი: მისი დადგენილება:

მისი ლოცვა სავალდებულოა ყოველი მუსლიმი მამაკაცისთვის, რომელიც არის სრულწლოვანი, გონიერი, ადგილობრივი და არ გააჩნია გაცდენისთვის საპატიო მიზეზი.

თქვა უზენაესმა ალლაჰმა:

﴿يَٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوٓاْ إِذَا نُودِيَ لِلصَّلَوٰةِ مِن يَوۡمِ ٱلۡجُمُعَةِ فَٱسۡعَوۡاْ إِلَىٰ ذِكۡرِ ٱللَّهِ وَذَرُواْ ٱلۡبَيۡعَۚ ذَٰلِكُمۡ خَيۡرٞ لَّكُمۡ إِن كُنتُمۡ تَعۡلَمُونَ9 [الجمعة: 9]

«ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, არ მოგაცდინოთ თქვენ თქვენმა ქონებამ და შვილებმა ალლაჰის მოხსენიებისგან, რამეთუ ვინც იქმნს ამას, სწორედ ისინი არიან წაწყმედილნი». [ალ-ჯუმა:9].

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«لَيَنْتَهِيَنَّ أَقْوَامٌ عَنْ وَدْعِهِمُ الْجُمُعَاتِ، أَوْ لَيَخْتِمَنَّ اللَّهُ عَلَى قُلُوبِهِمْ، ثُمَّ لَيَكُونُنَّ مِنَ الْغَافِلِينَ».

«ადამიანებმა უარი უნდა თქვან ჯუმას (პარასკევის) ლოცვაზე წასვლაზე თავის არიდებაზე, თორემ ალლაჰი ბეჭედს დაასვამს მათ გულებს, და მაშინ ისინი დაუდევართაგან გახდებიან»39.

მესამე: პარასკევის ლოცვის პირობები:

1- დრო: მისი დრო შუადღის ლოცვის დროს ემთხვევა. მისი ლოცვა მიუღებელია დროის მოსვლამდე და დროის ამოწურვის შემდეგ.

2- უნდა ესწრებოდეს ჯამაათი, ყველაზე მცირე ჯამაათი სამი კაცისგან შედგება, მარტო ან ორი ადამიანი მას ვერ შეასრულებს.

3- მლოცველები უნდა იყვნენ ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებიც დასახლებული არიან საცხოვრებლად, როგორც გავრცელებულია იმ ტერიტორიისთვის, სულერთია საცხოვრებლები იქნება თანამედროვე შენობები რკინა ბეტონის, ან ქვის, ან კი ტალახის მიწურები და სხვა, აქედან გამომდინარე, მისი ლოცვა მიუღებელია მათთვის, ვინც ცხოვრობს მომთაბარედ კარვებში ან ფაცხებში, რომლებიც არ არიან ერთ ადგილას დამკვიდრებულნი, არამედ გადადიან ერთი ადგილიდან მეორე ადგილას, მიჰყვებიან საძოვრებს თავიანთი საქონლისთვის.

4- ლოცვამდე წაკითხული უნდა იქნას ორი ხუტბა*, ის იმიტომ, რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყოველთვის კითხულობდა მათ.40

მესამე: პარასკევის ორი ქადაგების საფუძვლები:

1- ალლაჰის განდიდება და ორი დამოწმება.

2- შუამავლის დალოცვა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას).

3- ალლაჰის შიშისკენ მოწოდება.

4- ყურანიდან რამოდენიმე აიათის წაკითხვა.

5- შეგონება.

მეოთხე: პარასკევის ქადაგების სასურველი ქმედებები:

1- მინბარზე ხუტბას გაკეთება.

2- ორ ხუტბას შორის პაუზა, მცირე ჩამოჯდომით. 3- ქადაგების დროს მუსლიმების და მუსლიმი მმართველებისთვის ვედრება.

4- ქადაგებების მოკლედ წაკითხვა.

5- მქადაგებლის მიერ საზოგადოებაზე მისალმება, როდესაც მინბარზე შედგება.

მეხუთე: პარასკევ დღეს მოსაწონი ქმედებები:

1- სივაქის* გამოყენება.41

3- სასიამოვნო სუნამოს გამოყენება, თუ შეძლებს.

3- დღის პირველ საათებში პარასკევის ლოცვაზე ადრიანად წასვლა.

4- მეჩეთში ქვეითად მისვლა, ტრანსპორტის გარეშე.

5- იმამთან ახლოს მისვლა.

6- ვედრება.

7 - სურა ალ-ქაჰფის კითხვა.

8- მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დალოცვა.

მეექვსე: რა ეკრძალება მას, ვინც მოვიდა პარასკევის ლოცვაზე:

1- მას ეკრძალება საუბარი მაშინ, როცა იმამი ქადაგებას კითხულობს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«إِذَا قُلْتَ لِصَاحِبِكَ يَوْمَ الْجُمُعَةِ: أَنصِتْ، وَالْإِمَامُ يَخْطُبُ، فَقَدْ لَغُوتَ».

«თუ პარასკევს, როდესაც იმამი ქადაგებას კითხულობს, შენ გვერდით მყოფ ადამიანს, რომელიც ქადაგების დროს საუბრობდა, ეტყვი: 'გაჩუმდი!' — მაშინ თვითონაც ჩაითვლები, როგორც ის, ვინც უადგილოდ ისაუბრა»42. ანუ: ისაუბრე უადგილოდ: უადგილო საუბარი ცოდვაა.

2- მას ეკრძალება ადამიანების შეწუხება, მათზე ფეხის გადაბიჯება, გარდა იმ შემთხვევაში, თუ ის იმამია და წინ უნდა გავიდეს, ან კი სხვა გზა არ არის თავისუფალ ადგილთან მისასვლელად.

ოდენობა, რისი ლოცვის შემთხვევაშიც პარასკევის ლოცვა მიღებულად ჩაითვლება:

ვინც მოასწრებს პარასკევის ლოცვაზე მეორე მუხლის რუქუ'ის ლოცვას იმამთან ერთად; მას პარასკევის ლოცვა ჩაეთვლება, შემდეგ აანაზღაურებს დაგვიანებულ მუხლს. ხოლო მეორე მუხლის რუქუ'ს თუ ვერ მიუსწრებს; მას პარასკევის ლოცვა გაცდენილად ეთვლება, მან უნდა ილოცოს შუადღის ლოცვა ოთხი მუხლი. ასევე იმისთვისაც, ვინც გააცდენს პარასკევის ლოცვას ძილის ან სხვა მიზეზის გამო; მან უნდა ილოცოს შუადღის ლოცვა.

მეთხუთმეტე: საპატიო მიზეზის მქონე ადამიანთა ლოცვა:

პირველი: ავადმყოფის ლოცვა:

პირველი: აუცილებელია ავადმყოფმა შეასრულოს ლოცვა თავისი შესაძლებლობის მიხედვით. არ შეუძლია მას ლოცვის გადადება ლოცვის დროზე მეტად, როდესაც საღ აზრზე იმყოფება.

მეორე: როგორ ლოცულობს ავადმყოფი?

1- აუცილებელია ავადმყოფმა ლოცვა შეასრულოს ფეხზე მდგომი თუ ამის შესაძლებლობა გააჩნია მას, და ეს მას არ ურთულდება ან რაიმე ზიანს არ აყენებს მას, უნდა შეასრულოს რუქუ'ი და საჯდა.

2- და თუ მას რაიმე სახის ზიანი ადგება რუქუ'ის და სუჯუდის შესრულების დროს, როდესაც ფეხზე დგომა შეუძლია, მაშინ მან რუქუ'ისთვის მინიშნება უნდა გააკეთოს ცოტათი დახრით ფეხზე მდგომმა, და სუჯუდისთვის მინიშნება უნდა გააკეთოს შედარებით უფრო მეტად მოხრით მჯდომიარემ.

3- და თუ ფეხზე დგომა არ შეუძლია, მაშინ ილოცებს დამჯდარი, სუნნაა, თუ ადამიანი დამჯდარია სალოცავ ადგილას, და რუქუ'ის შესასრულებლად ცოტა დაიხრება წინ, ხოლო სუჯუდს შეასრულებს ჩვეულებრივად მიწაზე, ხოლო თუ არ შეუძლია სუჯუდსაც მინიშნებით შეასრულებს, მაგრამ შედარებით უფრო მეტად დაიხრება ვიდრე რუქუ'ზე.

4- და თუ ეს არ შეუძლია დამჯდარი ილოცებს; ან გვერდზე წამოწოლილი ისე, რომ სახე ყიბლას მიმართულებით ჰქონდეს. მარჯვენა მხარეზე დაწოლა უკეთესია თუ ეს შეუძლია, რუქუ'ის და სუჯუდის დროს მინიშნებებს გააკეთებს.

5- თუ გვერდზე დაწოლით არ შეუძლია ლოცვა, მაშინ ილოცებს ჩვევლებრივად ზურგზე წამოწოლილი, ფეხები ექნება ყიბლას მხარეს გაშლილი, რუქუ'ს და სუჯუდს მინიშნებით შეასრულებს.

6- თუ ადამიანს არ შეუძლია სხეულით დახრა და რუქუ'ის და სუჯუდის იმიტაცია; მაშინ მხოლოდ თავს დახრის, ხოლო თუ თავის დახრაც არ შეუძლია, მაშინ მას ეხსნება დახრის იმიტაციის შესრულება და მხოლოდ გულში გავლით შეასრულებს ლოცვის ყველა ქმედებას, ის გულში განიზრახავს ლოცვის ყველა ქმედებას, რუქუ;ს, სუჯუდს, დაჯდომას გაუნძვრევლად თავის პოზიციაში, ასევე შეასრულებს სხვა ვედრებებს (აზქარებს).

7- ავადმყოფი ლოცვის იმ პირობებს ასრულებს, რომლის შესრულების ძალაც შესწევს, მაგალითად: ყიბლას მიმართულებით გაჩერება, აბდესის წყლით აღება, ან თაიმუმის გაკეთება, სიბინძურეებიდან გასუფთავება, ამ ყველაფრიდან თუ რომელიმეს გაკეთება არ შეუძლია, მას ეხსნება ვალდებულება, და ლოცვას შეასრულებს მდგომარეობის მიხედვით, ლოცვის გადადება არ შეუძლია.

8- რუქუ'ის და ფეხზე დგომის დროებში ავადმყოფი ადამიანი მუხლებზე რომ დაჯდეს არის სუნნა, ხოლო სხვა მომენტებში წინ გაშლილი ფეხებით ჯდომა.

მეორე: მგზავრის ლოცვა:

1- საპატიო მიზეზის მქონე ხალხი: მგზავრი, მისთვის ნებადართულია ოთხმუხლიანი ლოცვების შემოკლება და ორ მუხლად ლოცვა, უზენაესი ალლაჰის სიტყვებიდან გამომდინარე:

﴿وَإِذَا ضَرَبۡتُمۡ فِي ٱلۡأَرۡضِ فَلَيۡسَ عَلَيۡكُمۡ جُنَاحٌ أَن تَقۡصُرُواْ مِنَ ٱلصَّلَوٰةِ...﴾ [النساء: 101]

{და როცა ქვეყნად სამოგზაუროდ გაეშურებით, ცოდვა არ დაგედებათ, ლოცვა რომ შეამოკლოთ...} [ან-ნისა: 101].

ანას იბნ მაალიქმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა:

«خَرَجْنَا مَعَ النَّبِيِّ ﷺ مِنَ الْمَدِينَةِ إِلَى مَكَّةَ، فَكَانَ يُصَلِّي رَكْعَتَيْنِ رَكْعَتَيْنِ، حَتَّى رَجَعْنَا إِلَى الْمَدِينَةِ».

«ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად გავემგზავრეთ მედინიდან მექქისკენ, და ის ასრულებდა ლოცვებს ორ-ორი რაქათით, სანამ არ დავბრუნდით მედინაში»43.

მგზავრს შეუძლია შემოკლება დაიწყოს, როდესაც მისი საცხოვრებელი ქალაქის დასახლებულ პუნქტს გასცდება; რადგან ალლაჰმა ნებადართულად ჰყო ლოცვის შემოკლება მისთვის, ვინც სამოგზაუროდ მიემგზავრება, და სანამ არ გასცდება თავის დასახლებას, ის არ ითვლება არც მგზავრად და არც მოგზაურად, რადგან შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამოკლებდა ლოცვებს, როცა გავიდოდა გასამგზავრებლად.

2- მანძილი, რომლის გავლასაც აპირებს მგზავრი თავის მოგზაურობაში და მას შეუძლია შეამოკლოს ლოცვები, ეს მანძილი დაახლოებით 80 კილომეტრს შეადგენს.

3- მგზავრს უკანა გზაზეც შეუძლია ლოცვის შემოკლება, სანამ თავის საცხოვრებელ პუნქტში არ მიაღწევს, რომლიდანაც დაიწყო მგზავრობა.

4- როდესაც მგზავრი რომელიმე დასახლებულ პუნქტამდე მიაღწევს და გადაწყვეტს იქ დაბინავებას; მას აქვს სამი არჩევანის უფლება:

ა) თუ აქვს განზრახვა ოთხ დღეზე მეტხანს დარჩენის; აუცილებელია მან პირველივე დღიდანვე სრულიად შეასრულოს ლოცვები, მას არ შეუძლია მგზავრობის ნებართვით ისარგებლოს.

ბ) თუ აქვს განზრახვა ოთხი დღის გატარების ან ნაკლების: შეუძლია მას ლოცვების შემოკლება და მგზავრობის ნებართვით სარგებლობა.

გ) თუ მას არ აქვს განზრახული რაიმე ოდენობის დღეების გატარება, არამედ შესაძლებელია მხოლოდ ერთი დღე გაჩერდეს ან შეიძლება ათი დღე გაატაროს იქ, მდგომარეობის მიხედვით, ან მას აქვს რაიმე სამედიცინო დანიშნულება ან შეხვედრა, და როგორც კი მორჩება ის მიზეზი, რის გამოც ამ ქალაქში იმყოფება მაშინვე დაბრუნდება მშობლიურ ქვეყანაში ან ქალქში; ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს შეუძლია შეამოკლოს ლოცვები და ისარგებლოს მგზავრობის ნებართვით, სანამ არ დაბრუნდება სამშობლოში, თუნდაც მისი იქ დარჩენის პერიოდი აღემატებოდეს ოთხ დღეს.

5- თუ მგზავრი ადგილობრივი იმამის უკან ლოცულობს; აუცილებელია მან მთლიანად შეასრულოს ლოცვა, თუნდაც მხოლოდ ბოლო თაშაჰუდზე შეუერთდეს იმამს ლოცვაზე.

6- თუ ადგილობრივი შეასრულებს ლოცვას მგზავრის უკან, რომელიც ამოკლებს ლოცვას; ადგილობრივი ვალდებულია სრულიად შეასრულოს ლოცვა იმამის მისალმების შემდეგ.

მეთექვსმეტე: სადღესასწაულო ლოცვები:

მუსლიმთა დღესასწაულები ღვთიური დღესასწაულებია, რომლებიც უზენაესმა ალლაჰმა დაადგინა, და არ დაუდგენიათ თავად მუსლიმებს. მუსლიმებს მხოლოდ ორი დღესასწაული აქვთ, ესენია: 'იდ ალ-ფიტრი*, და 'იდ ალ-ადჰა.*44 განსხვავებით ურწმუნოთა დღესასწაულებისგან, იმ გამოგონილი დღესასწაულებისგან, რომელიც არ დაუდგენია და არ უბრძანებია უზენაეს ალლაჰს, არამედ ხალხმა თავად გამოიგონეს ისინი.

სადღესასწაულო ლოცვების დადგენილება:

არის ფარდი ქიფაია(ინდივიდუალური ვალდებულება), რომელსაც შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყოველთვის ასრულებდა, ასევე მის შემდეგ მართმორწმუნე ხალიფებიც ყოველთვის ასრულებდნენ (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი). ის არის ისლამის აშკარა ნიშნებიდან.

სადღესასწაულო ლოცვების დრო: სადღესასწაულო ლოცვის დრო იწყება მზის ამოსვლიდან, როდესაც ის შუბის სიმაღლეზე ამაღლდება ჰორიზონტზე, ანუ; მზის ამოსვლიდან დაახლოებით 15 წუთის შემდეგ, და მთავრდება მზის ზენიტში ასვლის დროს.

სადღესასწაულო ლოცვების ფორმა:

1- იტყვის პირველ გამხსნელ თაქბირს პირველ მუხლზე, შემდეგ წაიკითხავს გამხსნელ ვედრებას, შემდეგ წარმოთქვამს თაქბირს ექვსჯერ, ხელებს წამოწევს ყველა თაქბირის დროს, ალლაჰს განადიდებს და დალოცავს შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყოველ თაქბირს შორის, შემდეგ მიეკედლება ალლაჰს განდევნილი ეშმაკისგან, წარმოთქვამს ალლაჰის სახელს და წაიკითხავს ყურანს.

2- როდესაც მეორე მუხლზე წამოდგება ხუთჯერ იტყვის თაქბირს, შემდეგ მიეკედლება ალლაჰ და წარმოთქვამს ალლაჰის სახელს, და წაიკითხავს ყურანს, საურველია პირველ მუხლზე სურა ალ-ფათიჰას შემდეგ წაიკითხოს სურა ალ-ა'ალა, მეორე მუხლზე კი სურა ალ-ღააშია.

3- როდესაც იმამი მიესალმება; ავა მიმბარზე და წაიკითხავს ორ ქადაგებას, მათ შორის მცირეხნიანი პაუზით ჩამოჯდება, როგორც კეთდება პარასკევის ქადაგებაზე.

დღესასწაულის სუნნათები:

ა- ბანაობა.

ბ- სუფთად ჩაცმა და სუნამოს გამოყენება.

გ- ლოცვაზე წასვლის წინ ტკბილეულის მირთმევა 'იდ ალ-ფიტრის დროს, ხოლო ლოცვიდან დაბრუნების შემდეგ ყურბანის ხორცის მირთმევა, თუ მას ჰყავს შესაწირი 'იდ ალ-ადჰას დროს.

დ- ქვეითად წასვლა.

ე- ერთი გზით წასვლა და მეორე გზით დაბრუნება.

ვ- მლოცველისთვის ნაადრევად მეჩეთში მისვლა, იმამის გარდა.

თაქბირები:

სადღესასწაულო ლოცვების ღამეს თაქბირების წარმოთქმა სუნაა; ასევე ზუ-ლ-ჰიჯჯას თვის პირველი ათი დღე, და თაშრიყის* დღეებში, ისინი ორი კატეგორიად იყოფა:45

პირველი კატეგორია: ზოგადი თაქბირები: რომლის დროც არ არის განსაზღვრული.

1- 'იდ ალ-ფიტრზე: იწყება ბაირამის ღამეს მზის ჩასვლიდან და მთავრდება ბაირამის ლოცვის დაწყებისას.

2- 'იდ ალ-ადჰაზე: იწყება ბაირამის ღამეს მზის ჩასვლიდან და გრძელდება ბაირამის მეოთხე დღემდე მზის ჩასვლამდე.

იწყება ზულ-ჰიჯჯას თვის მეცხრე რიცხვის საღამოს მზის ჩასვლიდან და მთავრდება მეცამეტე რიცხვში მზის ჩასვლისას.

მეორე კატეგორია: განსაზღვრული თაქბირები: ესენია სავალდებულო ლოცვების შემდეგ განსაზღვრული თაქბირები.

1- იმ პირისთვის, ვინც არ იმყოფება მექქაში და არ ასრულებს ჰაჯობას: არაფა დღის დილის ლოცვიდან და მთავრდება ბაირამის მეოთხე დღეს ნაშუადღევის ლოცვის შემდეგ.

2- მისთვის, ვინც ჰაჯობას ასრულებს: ბაირამის დღეს შუადღის ლოცვის შემდეგ და მთავრდება ბაირამის მეოთხე დღეს ნაშუადღევის ლოცვის შემდეგ.

მეჩვიდმეტე: მზის დაბნელების ლოცვა:

1) მზის და მთავრის დაბნელების მნიშვნელობა:

მთვარის დაბნელება: ეს არის მთვარის სინათლის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბნელება ღამეში.

მზის დაბნელება: ეს არის მზის სინათლის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბნელება დღისით.

მზის დაბნელების ლოცვის დადგენილება:

მტკიცე სუნნა, ამაზე მიუთითებს შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ქმედება, რადგანაც მან ილოცა ის, როდესაც დაბნელდა მზე მის ეპოქაში. ასევე ამაზე მიუთითებს მისი ბრძანებაც, და სწავლულები ერთსულოვნად თანხმდებიან მის კანონიერებაზე.

მისი დრო:

როდესაც დაიწყება მზის ან მთავრის დაბნელება, სანამ არ შეწყდება, ანუ ეს არის მზის ან მთავრის დაბნელების შეწყვეტა.

მისი ფორმა:

ის ორი მუხლისგან შედგება, მასზე ყურანი ხმამაღლა იკითხება, მისი ფორმა შემდეგია:

ა- გამხსნელი თაქბირი, შემდეგ გამხსნელი ვედრების წაკითხვა, შემდეგ ალლაჰზე მიკედლება და ალლაჰის სახელით დაწყება, შემდეგ იკითხება სურა ალ-ფათიჰა, შემდეგ იკითხება გრძელი სურა.

ბ- შემდეგ სრულდება გრძელი რუქუ'ი.

გ- შემდეგ წამოდგება რუქუ'იდან, და წარმოითქმება: (სამი'ა ალლაჰუ ლიმან ჰამიდაჰ) შემდეგ წაიკითხავს სურა ალ-ფათიჰას, შემდეგ წაიკითხავს რომელიმე გრძელ სურას, შედარებით მოკლეს, ვიდრე პირველად წაიკითხა.

დ- შემდეგ სრულდება გრძელი რუქუ'ი, მაგრამ შედარებით მოკლე, ვიდრე იყო პირველი.

ე- შემდეგ წამოდგება რუქუ'იდან, და წარმოითქმება: (სამი'ა ალლაჰუ ლიმან ჰამიდაჰ).

ვ- შემდეგ შეასრულებს ორ გრძელ საჯდას.

ზ- შემდეგ წამოდგება მეორე მუხლის სალოცავად, მასაც ილოცებს ისე, როგორც ილოცა პირველი მუხლი, მაგრამ უფრო მოკლედ ვიდრე პირველი მუხლი ილოცა.

მისი სუნნათები:

ა) მასზე მოწოდება სიტყვებით (ლოცვა ჯგუფურია).

ბ) ილოცება ჯამაათთან ერთად.

გ) ლოცვის გაგრძელება ფეხზე დგომისას, რუქუ'ის და სუჯუდის დროს.

დ) მეორე მუხლის შედარებით მოკლედ ლოცვა ვიდრე პირველის.

ე) ლოცვის შემდეგ შეგონება, ღვთისმორჩილებისკენ მოწოდება და ცოდვების მიტოვება.

ვ) ბევრი ვედრება, მუდარა, მონანიება და მოწყალება.

მეთვრამეტე: წვიმის ლოცვა:

1) წვიმის ლოცვა; ეს არის უზენაესი ალლაჰიდან წვიმის თხოვნა, რომ გარდოავლინოს წვიმა გვალვის დროს.

როდის არის ნებადართული წვიმის ლოცვა:

წვიმის ლოცვა ნებადართულია გვალვების პერიოდში, როდესაც აღარ წვიმს, და წვიმის შეწყვეტის გამო ადამიანები ზარალდებიან, მაშინ მათ სხვა გზა აღარ დარჩენიათ, გარდა თავიანთ ღმერთზე ვედრებისა, რომ გამოუგზავნოს მათ წვიმა, პატიებას სთხოვენ მას და ევედრებიან სხვადასხვა ფორმით.

ა- ზოგჯერ ლოცვით, ჯგუფურად ან ინდივუდუალურად.

ბ- ზოგჯერ პარასკევის ქადაგების დროს ვედრებით, ხატიბი აკეთებს ვედრებას და მლოცველები უერთდებიან მას ვედრებაში.

გ- ზოგჯერ კი მხოლოდ ვედრებით ნებისმიერ დროს, ლოცვის და პარასკევის ქადაგების გარეშე.

წვიმის ლოცვის დადგენილება:

ის არის მტკიცე სუნნა მიზეზის არსებობის შემთხვევაში, შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ქმედებიდან გამომდინარე, როგორც არის გადმოცემული აბდულლაჰ ბინ ზაიდის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ჰადისში, რომ მან თქვა:

«خَرَجَ النَّبِيُّ ﷺ إِلَى الْمُصَلَّى، فَاسْتَسْقَى، وَاسْتَقْبَلَ الْقِبْلَةَ، وَقَلَبَ رِدَاءَهُ، وَصَلَّى رَكْعَتَيْنِ».

«შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გამოვიდა სამლოცველოში, შეასრულა წვიმისთვის ვედრება, მიტრიალდა ყიბლას მიმართულებით, გამოატრიალა მისი მოსასხამი, და ილოცა ორი მუხლი»46.

წვიმის ლოცვის ფორმა:

წვიმის ლოცვის ფორმა თავისი ფრომით ისეთივეა, როგორც სადღესასწაულო ლოცვა. სასურველია მისი შესრულება სამლოცველოში, როგორც სადღესასწაულო ლოცვის, მისი დადგენილებები ისეთივეა, როგორც სადღესასწაულო ლოცვის დადგენილებები; მუხლების რაოდენობა, ხმამაღალი კითხვა, ასევე ილოცება ქადაგების გაკეთებამდე, ასევე დამატებითი თაქბირები პირველ და მეორე მუხლზე კითხვის დაწყებამდე. როგორც ვნახეთ განმარტება სადღესასწაულო ლოცვების. მას აქვს მხოლოდ ერთი ქადაგება.

მეცხრამეტე: ჯანაზის დადგენილებები

პირველი: მომაკვდავის დადგენილებები:

1- ვინც მომაკვდავთან იმყოფება სუნნაა, რომ მას თალყინი* გაუკეთოს: "ლაა ილააჰა ილლა ლააჰ". (შეახსენოს: არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა).

2- მომაკვდავი ადამიანის ყიბლას მიმართულებით შეტრიალება სუნნაა.

3- სასურველია მომაკვდავის თვალების დახუჭვა.

4- გარდაცვალების შემდეგ მიცვალებულზე სამოსის გადაფარება სუნნაა.

5- აუცილებელია მისი დასამარხად მომზადება უმოკლეს დროში.

6- აუცილებელია მისი დარჩენილი ვალების სწრაფად გასტუმრება.

7- მიცვალებულის განბანვა და ქაფანში შეხვევა არის სავალდებული (ფარდი ქიფაია).

მეორე: მიცვალებულზე შესასრულებელი ლოცვის დადგენილებები:

მისი დაგენილება: ფარდი ქიფაია*.

მისი პირობები:

1 - ყიბლისკენ მიბრუნება.

2 - აურათის დაფარვა (სასირცხვო ადგილები).

3- სიბინძურისგან განწმენდა.

4- მლოცველის და ვისზეც სრულდება ლოცვა (გარდაცვლილის) სისუფთავე.

5- მლოცველი და გარდაცვლილი უნდა იყვნენ მუსლიმები.

6- ჯანაზაზე დასწრება თუ იმავე ქვეყანაშია.

7- მლოცველი უნდა იყოს ზრდასრული.

მისი საფუძვლები:

1) ლოცვის დროს ფეხზე დგომა.

2) ოთხი თაქბირი.

3) სურა ალ-ფათიჰას კითხვა.

4) შუამავლის დალოცვა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას).

5) მიცვალებულისთვის დუა (ვედრება).

6) თანმიმდევრობა.

7) მისალმება.

მისი სუნნათები:

1) ხელების წამოწევა ყველა თაქბირის დროს.

2) ღმერთზე მიკედლება.

3) საკუთარი თავისთვის და ყველა მუსლიმისთვის ვედრება.

4) კითხვის დროს ჩუმად წაკითხვა.

5) მეოთხე თაქბირის შემდეგ მისალმებამდე ცოტა ხნით შეჩერება.

6) მარჯვენა ხელის მარცხენაზე დადება და მათი მკერდზე განთავსება.

7) მისალმების დროს მარჯვნივ თავის მიბრუნება.

მისი ფორმა:

იმამი გარდაცვლილი მამაკაცის მკერდის გასწვრივ ჩერდება, ხოლო ქალის შუაში, წამორთქვამს პირველ თაქბირს, შემდეგ მიეკედლება ღმერთს, წაიკითხავს გამხსნელ ვედრებას, შემდეგ წარმოთქვამს ალლაჰის სახელს და წაიკითხავს სურა ალ-ფათიჰას.

შემდეგ წარმოთქვამს თაქბირს და დალოცავს შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), შემდეგ ისევ წარმოთქვამს თაქბირს, და შეევედრება გარდაცვლილისთვის, ისე როგორც გადმოცემულია სუნნაში. როგორიცაა შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვები:

«اللَّهُمَّ اغْفِرْ لِحَيِّنَا وَمَيِّتِنَا، وَصَغِيرِنَا وَكَبِيرِنَا، وَذَكَرِنَا وَأُنثَانَا، وَشَاهِدِنَا وَغَائِبِنَا، اللَّهُمَّ مَنْ أَحْيَيْتَهُ مِنَّا فَأَحْيِهِ عَلَى الإِيمَانِ، وَمَنْ تَوَفَّيْتَهُ مِنَّا فَتَوَفَّهُ عَلَى الإِسْلَامِ، اللَّهُمَّ لَا تَحْرِمْنَا أَجْرَهُ، وَلَا تُضِلَّنَا بَعْدَهُ».

«ღმერთო ჩემო, მიუტევე ჩვენგან ცოცხალს და გარდაცვლილს, დიდს და პატარას, ქალს და კაცს, აქ მყოფს და აქ არ მყოფს. ღმერთო ჩემო, ვისაც აცოცხლებ ჩვენგან - აცოცხლე ის რწმენაზე, და ვისაც მოაკვდინებ ჩვენგან - მოაკვდინე ის ისლამზე, ღმერთო ჩემო, არ დაგვიკარგო ჩვენც მადლი და არ აგვაცდინო სწორ გზას»47.

ასევე მისი სიტყვები:

«اللَّهُمَّ اغْفِرْ لَهُ وَارْحَمْهُ، وَعَافِهِ وَاعْفُ عَنْهُ، وَأَكْرِمْ نُزُلَهُ، وَوَسِّعْ مَدْخَلَهُ، وَاغْسِلْهُ بِالْمَاءِ وَالثَّلْجِ وَالْبَرَدِ، وَنَقِّهِ مِنَ الْخَطَايَا كَمَا نَقَّيْتَ الثَّوْبَ الْأَبْيَضَ مِنَ الدَّنَسِ، وَأَبْدِلْهُ دَارًا خَيْرًا مِنْ دَارِهِ، وَأَهْلًا خَيْرًا مِنْ أَهْلِهِ، وَزَوْجًا خَيْرًا مِنْ زَوْجِهِ، وَأَدْخِلْهُ الْجَنَّةَ، وَأَعِذْهُ مِنْ عَذَابِ الْقَبْرِ، وَمِنْ عَذَابِ النَّارِ».

«ღმერთო ჩემო, აპატიე მას, შეიწყალე ის, იხსენი ის, მიუტევე მას, დაასაჩუქრე კარგი განსასვენებლით, გააფართოვე მისი შესასვლელი, განწმინდე ის სუფთა წყლით, ქათქათა თოვლით და ყინულით, გაწმინდე ის ცოდვებისგან, როგორც იწმინდება თეთრი ტანისამოსი სიბინძურისგან, შეცვალე მისი საცხოვრებელი უფრო უკეთესით ვიდრე იყო, მისი ოჯახი უფრო უკეთესით ვიდრე იყო, მისი მეუღლე უფრო უკეთესით ვიდრე იყო, შეიყვანე ის სამოთხეში, დაიფარე ის საფლავისა და ცეცხლის სასჯელისაგან»48 შემდეგ წარმოთქვამენ მეოთხე თაქბირს და ერთ სალამს აძლევენ მარჯვენა მხარეს.

ნაწილი მესამე: ზაქათი:

1- ზაქათის მნიშვნელობა და მისი ადგილის განმარტება:

ზაქათი ლექსიკურად: ზრდას და მატებას ნიშნავს.

ზაქათი ტერმინოლოგიურად: ეს არის რელიგიურად ქონების განსაზღვრული ნაწილი, რომელიც გაეცემა განსაზღვრული კატეგორიის ხალხისთვის.

ის არის ისლამის საფუძვლებიდან მესამე საფუძველი, ის ყურანში არის ლოცვასთან გატოლებული ოთხმოცდაორ ადგილას, რაც მის სიძვირფასეზე მიუთითებს.

თქვა დიდებულმა:

﴿وَأَقِيمُواْ ٱلصَّلَوٰةَ وَءَاتُواْ ٱلزَّكَوٰةَ...﴾ [البقرة: 43]

{აღასრულეთ ლოცვა, და გაიღეთ ზაქათი...} [ალ-ბაყარა: 43].

და თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):

«بُنِيَ الإِسْلَامُ عَلَى خَمْسٍ: شَهَادَةِ أَنْ لَا إِلٰهَ إِلَّا اللَّـهُ، وَأَنَّ مُحَمَّدًا رَسُولُ اللَّـهِ، وَإِقَامِ الصَّلَاةِ، وَإِيتَاءِ الزَّكَاةِ، وَحَجِّ الْبَيْتِ، وَصَوْمِ رَمَضَانَ».

«ისლამი დაფუძნებულ იქმნა ხუთ საფუძველზე: დამოწმება იმისა, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის შუამავალია, ხუთჯერადი ლოცვა, ზაქათის გადახდა, ჰაჯობის შესრულება ქააბაში და მარხვა რამადანის თვეში»49.

მუსლიმები ერთსულოვნად თანხმდებიან მის აუცილებლობაზე. თანხმდებიან იმაზე, რომ ვინც მის სავალდებულობას უარყოფს ის ურწმუნო ხდება, და ბრძოლა მათთან, ვინც მის გაცემას უარყოფს.

2- ზაქათის ვალდებულებისთვის საჭირო პირობები:

ა) თავისუფლება: ის არ არის სავალდებულო მონაზე; რადგან მას არ გააჩნია ქონება, რასაც ის ფლობს, ყველაფერი მისი ბატონისა, ზაქათის გადახდაც მის ბატონს ევალება.

ბ) ისლამი: ურწმუნოსთვის სავალდებულო არ არის; რადგან ზაქათის გადახდა არის ღვთისმსახურება და ღვთის სიახლოვე, ურწმუნოს კი არ გააჩნია არც ღვთისმსახურება და არც ღვთის სიახლოვე.

გ) ნისაბის* ოდენობის ქონება: არ არის სავალდებულო მისთვის, ვისაც ნისაბზე ნაკლები აქვს, ეს არის ქონების განსაზღვრული რაოდენობა.50

დ) სრული მფლობელობა: ქონება უნდა იყოს პიროვნების საკუთრებაში სრულიად და აბსოლუტურად, ზაქათის გადახდა არ არის სავალდებულო იმ ქონებისთვის, რომელიც სრულიად მფლობელობაში არ არის, მაგალითად ვალი.

ე) ქონების ფლობა ერთი სრული წლის განმავლობაში: გადმოცემულია აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი):

«لَا زَكَاةَ فِي مَالٍ حَتَّى يَحُولَ عَلَيْهِ الْحَوْلُ».

«არ ეკუთვნის ქონებას ზაქათი, სანამ ერთი სრული წელი არ შესრულდება»51.

3- ქონება, რომელიც საჭიროებს ზაქათის გადახდას:

პირველი: შინაური პირუტყვი,

ესენია აქლემი, ძროხა, და ცხვარი, ამ შინაური საქონლისთვის ზაქათის გადახდა ორი პირობით არის სავალდებულო:

1- თუ ინახვს რძისთვის და გასამრავლებლად, და არა სამუშაოსთვის.

2- უნდა ხდებოდეს საქონლის მოწყემსვა, არ არის ზაქათი იმ პირუტყვისთვის, რომელიც იკვებება ბაგურ კვებაზე, ხდება მისთვის საკვების შეძენა თივის ან სხვა რაიმის სახით. არ ეკუთვის იმ პირუტყვს ზაქათი, რომლის საძორვარზე გაშვება ხდება წლის მცირე ნაწილას, არა სრული წელი, არც უმეტესი ნაწილი.

4- შინაური პირიტყვის ნისაბი*:52

1- აქლემის ზაქათი:

როცა პირობები არსებობს; ყველა მეხუთე აქლემზე სავალდებულოა ერთი ცხვარი, ათ აქლემზე ორი ცხვარი, თხუთმეტ აქლემზე სამი ცხვარი, ოც აქლემზე ოთხი ცხვარი. როგორც მიუთითებს ამაზე სუნნა და მუსლიმთა ერთსულოვანი აზრი. თუ მათი რაოდენობა მიაღწევს ოცდახუთს და მათში არის დედალი აქლემი ერთი წლის, ეს არის რომელსაც შეუსრულდა ერთი წელი და დაიწყო მეორე წელი, და თუ ფარაში არ არის ასეთი მაშინ მის ადგილზე გაიცემა მამალი ორი წლის აქლემი.

ხოლო თუ აქლემების რაოდენობა მიაღწევს ოცდათექვსმეტს, მაშინ აუცილებელია ორი წლის დედალი აქლემის გაცემა.

თუ აქლემების რაოდენობა მიაღწევს ორმოცდაექვს; აუცილებელია სამი წლის დედალი აქლემის გაცემა.

თუ აქლემების რაოდენობა სამოცდაერთს მიაღწევს; სავალდებულოა ოთხი წლის დედალი აქლემის გაცემა.

თუ აქლემების ჯოგი სამოცდათექვსმეტს მიაღწევს; მაშინ ორი ორწლიანი დედალი აქლემის გაცემაა აუცილებელი.

თუ აქლემების ჯოგის რაოდენობა ოთხმოცდათერთმეტს მიაღწევს; მაშინ ორი სამწლიანი დედალი აქლემის გაცემაა აუცილებელი.

ხოლო აქლემთა ჯოგის რაოდენობა თუ ას ოცს ერთიც გადასცდება, მაშინ აუცილებელია სამი ორწლიანი დედალი აქლემის გაცემა, ამის შემდეგ ყოველ ორმოც ნამატ აქლემზე ერთი ორწლიანი დედალი აქლემი, ხოლო ყოველ ორმოცდაათზე ერთი სამწლიანი დედალი აქლემი.

2- ძროხის ზაქათი:

ზაქათის გადახდა აუცილებელია თუ იქნება პირობები, თუ ჯოგი მიაღწევს ოცდაათს; მაშინ ერთი ერთწლიანი დედალი ან მამალი ხბოს გადახდა.

ოცდაათზე ნაკლებს არ ეკუთვნის ზაქათი.

თუ ჯოგის ოდენობა ორმოცს მიაღწევს; მაშინ აუცლებელია ორწლიანი დედალი ძროხის გადახდა.

თუ ჯოგის ოდენობა ორმოცს აღემატება; ყოველ ოცდაათ ნამატზე აუცილებელია ერთი მამალი ან დედალი ხბოს გადახდა, ხოლო ყოველ ორმოცზე ერთი ორწლიანი დედალი ძროხა.

3- ცხვრის ზაქათი:

ფარის რაოდენობა თუ მიაღწევს ორმოცს, სულერთია იქნებიან ცხვრები თუ თხები, აუცილებელია ერთი მამალი ვერძის გადახდა ან ერთი დედალი თხის.

ცხვრის ფარის რაოდენობა თუ ორმოცზე ნაკლები იქნება აუცილებელი არ არის ზაქათის გადახდა. ფარის რაოდენობა თუ ასოცდაერთს მიაღწევს მაშინ აუცილებელია ორი ცხვარის გადახდა. თუ მიაღწევს ორასერთს (201) მაშინ სამი ცხვარის გადახდაა აუცილებელი.

ამ ოდენობის შემდეგ ზაქათის ვალდებულება განისაზღვრება შემდეგნაირად; ყველა ას თავზე ერთი ცხვარი, ანუ თუ იქნება ოთხასი ცხვარი ორთი ცხვარის გადახდა და ასე შემდეგ.

მესამე: ზაქათის გადახდა იმაზე, რაც მიწიდან ვიღებთ:

მიწაზე მიღებული ქონება ორგვარია:

1) მარცვლეული და ნაყოფი.

2) ძვირფასი ლითონები ან ქვები.

პირველი სახეობა: მარცვლეული და ნაყოფი:

სავალდებულოა ზაქათი მარცვლეულისთვის; მაგალითად: პური, ქერი და ბრინჯი. და ნაყოფის; მაგალითად: ხურმა და ქიშმიში. სხვა სახის მარცვლეულებზე (ბოსტნეული) არ არის სავალდებულო ზაქათის გადახდა; მაგალითად: მწვანილეული და ბოსტნეული.

მარცვლეულის და ნაყოფის ზაქათის გადახდის აუცილებლობის პირობები:

1) უნდა ხდებოდეს მისი შენახვა (დასაწყობება): არ არის იმის ზაქათი, რისი დასაწყობებაც არ ხდება, როგორიცაა ხილი და ბოსტნეული.

2) უნდა იყოს საზომი: არ აქვს ზაქათი იმას, რაც იყიდება ცალობით ან კილოგრამობით; მაგალითად: საზამთრო, ხახვი, ბროწეული და სხვა.

3) უნდა მიაღწიოს ნისაბის ოდენობას: ეს არის ხუთი ავსუყი*, ამაზე ნაკლები ოდენობის ნაყოფს არ ეკუთვნის ზაქათი.

4) ნისაბის ოდენობას უნდა ფლობდეს, ზაქათის გაცემის აუცილებლობის დროს.

ვინც მიიღებს ნაყოფს მას შემდეგ, რაც გავა ზაქათის აუცილებლობის დრო მას აღარ ეკუთვნის ზაქათი, როგორც მაგალითად, რომ იყიდოს მას შემდეგ ან აჩუქონ მას მისი მოკრეფის შემდეგ.

ზაქათის გადახდის დრო:

ზაქათი სავალდებულოა მარცვლეულსა და ხილზე, როდესაც მათი სიმწიფე იწყება. სიმწიფის ნიშნები შემდეგია:

ა- მარცვლეულში: როცა გაიზრდება მარცვალი, გამკვრივდება და გამაგრდება.

ბ- ხურმის/ფინიკის ხეხილის ნაყოფში: როცა გაწითლდება ან გაყვითლდება.

გ- ყურძენში: როცა დარბილდება და დატკბება.

ნისაბი:

მარცვლეულის და ნაყოფის ნისაბი შეადგენს დაახლოებით 900 კილოგრამს. ერთი ვასაყი არის სამოცი სა'ი, ამგვარად, ნისაბი (ზაქათის მინიმალური ზღვარი) შეადგენს სამას სა'ს (შუამავლის დროის საზომ ერთეულს), რაც შეესაბამება დაახლოებით 900 კილოგრამს.

გასაცემი სავალდებულო ზაქათის ოდენობა:

ზაქათის გაცემა სავალდებულოა ერთი მეათედი იმ მოსავლისგან, რომელიც იზრდება ისე, რომ მორწყვას არ სჭირდება ხარჯი ან ძალისხმევა — მაგალითად, როცა მოსავალი ირწყვება წვიმის წყლით ან ბუნებრივი წყაროებით.

ხოლო ერთი მეოცედის (1/20) მიცემა სავალდებულოა იმ მოსავლისთვის, რომლის მორწყვაც ხარჯსა და ძალისხმევას მოითხოვს — მაგალითად, როცა ის ირწყვება ჭებიდან ან მდინარეებიდან ამოღებული წყლით, ცხოველების ან თანამედროვე მოწყობილობების გამოყენებით.

მეორე სახეობა: მიწიდან ამოღებული ძვირფასი ლითონები და ქვები:

მიწიდან ამოღებული ქონების სახეობები: ძვირფასი ლითონი და ქვები, ესენია რისი ამოღებაც ხდება მიწიდან, არა მიწიერი სახეობებისა; მაგალითად: ოქრო, ვერცხლი, ლითონი და ძვირფასი ქვები.

მათი ზაქათის გაცემის დრო:

როდესაც მოხდება მათი ამოღება და მოპოვება; მაშინვე უნდა მოხდეს მათი ზაქათის გაცემა, არ არის სავალდებულო ერთი წელის გასვლა. მათი ნისაბი შეადგენს ოქროს და ვერცხლის ნისაბს, გაიცემა მათი ღირებულების მეათედის მეოთხედი ნაწილი.

მესამე: ძვირფასეულობის ზაქათი:

ძვირფასეულობა არის: ოქრო, ვერცხლი და ფულადი კუპიურა, მათი ზაქათის გადახდა სავალდებულოა. ამის მტკიცებულება არის უზენაესის სიტყვები:

﴿وَالَّذِينَ يَكْنِزُونَ الذَّهَبَ وَالْفِضَّةَ وَلَا يُنْفِقُونَهَا فِي سَبِيلِ اللَّهِ فَبَشِّرْهُمْ بِعَذَابٍ أَلِيمٍ 34 [التوبة: 34]

{ისინიც, ვინც აგროვებენ ოქროსა და ვერცხლს და არ ხარჯავენ მას ალლაჰის გზაზე, მაშ ახარე მათ მტანჯველი სასჯელი}. [ათ-თავბა: 34].

ჰადისში გადმოცემულია:

«مَا مِنْ صَاحِبِ ذَهَبٍ وَلَا فِضَّةٍ لَا يُؤَدِّي فِيهَا حَقَّهَا؛ إِلَّا إِذَا كَانَ يَوْمَ الْقِيَامَةِ صُفِّحَتْ لَهُ صَفَائِحُ مِنْ نَارٍ».

«არ არსებობს ოქროსა თუ ვერცხლის მფლობელი, რომელიც არ გასცემს მათზე ზაქათს, რომ აღდგომის დღეს მისთვის არ იქნას გადადნობილი ფირფიტები ცეცხლისაგან»[ 44].53

სწავლულები თანხმდებიან, რომ სავალდებულოა ოქროს, ვერცხლის და ფულადი კუპიურის, რომელსაც აქვს ოქროს და ვერცხლის დადგენილება, ზაქათის გადახდა; რადგან ფულმა ჩაანაცვლა მათი გამოყენება ნაღდი ანგარიშსწორების დროს.

ძვირფასეულობის ნისაბი და მისგან გასაცემი ზაქათის ოდენობა:

ის არის ოქროს და ვერცხლის ნისაბი: რადგან ისინი სიმდიდრედ ითვლება, და მათგან რომელიმეს ოდენობამ თუ მიაღწია ნისაბს, სავალდებულოა მათზე ზაქათის გაცემა, დღეისათვის ფულადი კუპიურის ნისაბის გამოთვლა ძირითადად ვერცხლით ხდება; რადგან ის უფრო იაფია ოქროსთან შედარებით და მასზე ადრე აღწევს ნისაბის ზღვარს, თუ მუსლიმი ფლობს დაახლოებით 595 გრამი ვერცხლის ოდენობის ღირებულების ფულს, და ეს თანხა მას სრული წელის განმავლობაში აქვს, ვალდებულია ზაქათი გადაიხადოს. ვერცხლის ღირებულება დროთა განამავლობაში იცვლება, ვისაც აქვს ცოტა თანხა და არ იცის მიაღწია თუ არა მისმა თანხამ ნისაბის ოდენობას, მან უნდა იკითხოს ვაჭრებთან ერთი გრამი ვერცხლის საფასური, შემდეგ გაამრავლოს ის 595-ზე და მიღებული შედეგი არის ნისაბი.

სარგებელი: ვისაც სურს, რომ გასცეს ფულის ზაქათი: ნისაბის ოდენობას გაყოფს ორმოცზე და მიღებული შედეგი არის ზაქათად გასაცემი თანხის რაოდენობა.

(20000÷40=500)

მეოთხე: სავაჭრო საქონელის ზაქათი:

ეს არის სავაჭრო საქონელი, რომელსაც ყიდულობს და ყიდის მოგების მიზნით. სავაჭრო საქონელში შედის ყველა სახის ქონება, გარდა ფულისა; როგორიცაა: ავტომობილები, ტანსაცმელი, ქსოვილი, ლითონი, ავეჯი და სხვა საქონელი, რაც გამოიყენება სავაჭროდ.

სავაჭრო საქონელის ზაქათის აუცილებლობის პირობები:

1- რეალურად უნდა ფლობდეს მას თავისი გამომუშავებით; როგორიცაა გაყიდვა, გაქირავება და სხვა სახის შემოსავლები.

2- უნდა ფლობდეს მას ვაჭრობის განზრახვით; ანუ მას უნდა ჰქონდეს მიზანი შემოსავლის მიღება, რადგან ქმედებები განზრახვით ფასდება, ვაჭრობა საქმეა და აუცილებელია მასთან ერთად განზრახვა როგორც სხვა საქმეებში.

3- მან უნდა მიაღწიოს ნისაბის ოდენობას, ერთ-ერთი კუპიურის ექვივალენტში.

4- ერთი სრული წელი უნდა გავიდეს.

როგორ უნდა მოხდეს სავაჭრო საქონელის ზაქათის გაცემა:

ერთი სრული წლის გასვლის შემდეგ შეფასდება საქონელი რომელიმე ფულის მიხედვით ოქროს ან ვერცხლის, როცა იქნება შეფასებული რომელიმეს მიხედვით და მიაღწევს მისი ღირებულება ნისაბის ოდენობას, უნდა მოხდეს ზაქათის გაცემა მეათედის მეოთხე ნაწილის მისი ღირებულებიდან.

მეხუთე: ალ-ფიტრის ზაქათი:

ეს არის სავალდებულო მოწყალება რამადანის თვის დასასრულს, ის სავალდებულო გახდა ჰიჯრის მეორე წელს.

მისი დადგენილება:

ფიტრის ზაქათი სავალდებულოა ყოველი მუსლიმისთვის, ვისაც დღესასწაულის დღესა და ღამით აქვს საკვები, რომელიც აღემატება მისა და მისი ოჯახის საჭიროებას. სავალდებულოა ყველა მუსლიმისთვის: კაცზეც და ქალზეც, დიდზეც და პატარაზეც, თავისუფალზეც და მონაზეც. ჰადისში გადმოცემულია:

«فَرَضَ رَسُولُ اللَّهِ ﷺ زَكَاةَ الْفِطْرِ عَلَى الْعَبْدِ وَالْحُرِّ، وَالذَّكَرِ وَالْأُنثَى، وَالصَّغِيرِ وَالْكَبِيرِ، مِنَ الْمُسْلِمِينَ».

«ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სავალდებულოდ დაადგინა ფიტრის მოწყალების გაცემა, ყველა მუსლიმისთვის მონის თუ თავისუფალის, მამაკაცის თუ ქალისთვის, დიდის თუ პატარისთვის»54. დაადგინა ნიშნავს: დააკისრა და სავალდებულოდ გახადა.

მისი დადგინების სიბრძნე:

იბნ აბბასმა (ალლაჰის იყოს მისით კმაყოფილი) თქვა:

«فَرَضَ رَسُولُ اللَّهِ ﷺ زَكَاةَ الْفِطْرِ؛ طُهْرَةً لِلصَّائِمِ مِنَ اللَّغْوِ وَالرَّفَثِ، وَطُعْمَةً لِلْمَسَاكِينِ».

«ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სავალდებულოდ დაადგინა ფიტრის მოწყალება; მარხულის განსაწმენდად ბილწსიტყვაობის და შეცდომებისგან, და უპოვართა დასანაყრებლად»55.

როდის არის სავალდებულო და გაცემის დრო:

ფიტრის ზაქათის გაცემა სავალდებულოა ბაირამის ღამეს მზის ჩასვლიდან. საურველია მისი გაცემა ბაირამის დღეს, ბაირამის ლოცვაზე წასვლის წინ. მისი გადადება ბაირამის ლოცვის შემდეგ არ შეიძლება. და თუ მოხდება მისი გადადება ბაირამის ლოცვის შემდეგ; აუცილებელია მისი გადახდა, როგორც გაცდენილი, და ადამიანი ამ შემთხვევაში არის ცოდვილი, რადგან მისი გაცემა გადააცილა დადგენილ დროს.

მისი გაცემა შესაძლებელია წინასწარ ბაირამამდე ერთი ან ორი დღით ადრე.

მისი ოდენობა და რისი გაცემა შეიძლება:

ერთი სა' საკვები, რომელითაც იკვებება ძირითადად იმ ქვეყნის მოსახლეობა, როგორიცაა: ბრინჯი, ფინიკი, ხორბალი ან სხვა. საა'ის მოცულობა: საა'ი არის დაახლოებით სამი კილოგრამი. არ შეიძლება ზაქათულ-ფიტრის ფულად გაცემა — ანუ მისი ნაცვლად ფულის გადახდა — რადგან ეს წინააღმდეგობაშია მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბრძანებასთან.

ზაქათის გაცემის წესი და მისი ადრესატები:

მისი გაცემის დრო:

ზაქათის გადახდა სავალდებულოა მაშინვე, როდესაც მისი გაცემის დრო დადგება. მისი გადადება არ შეიძლება, გარდა იძულებულ მდგომარეობისა; მაგალითად: ქონება თუ აქვს უცხო ქვეყანაში და ვერავის ნახულობს ადამიანი, რომ ანდოს მისი ქონება.

გაცემის ადგილი:

ზაქათის გაცემა უმჯობესია იმ ქვეყანაში, სადაც ქონება აქვს, იმ ქვეყნიდან, სადაც არის ქონება მისი სხვა ქვეყანაში გაგზავნა შესაძლებელია შემდეგი მდგომარეობების დროს:

ა- თუ იმ ქვეყანაში ზაქათის მიღებაზე არავინაა დამოკიდებული.

ბ- თუ ადამიანს ჰყავს უპოვარი ახლობელი სხვა ქვეყანაში.

გ- თუ არსებობს რაიმე რელიგიური სარგებელი, რომელიც საჭიროებს სხვა ქვეყანაში გაგზავნას, მაგალითად: გაგზავნა ისეთ ქვეყნებში, სადაც ცხოვრობენ მუსლიმები, რომლებსაც თავს დაატყდათ შიმშილობა და წყალდიდობა.

გიჟის ან არასრულწლოვანის ქონებიდან სავალდებულოა ზაქათის გადახდა: ზოგადი არგუმენტებიდან გამომდინარე, მათი ქონებიდან ზაქათის გადახდის პასუხისმგებლობას მათ ქონებაზე პასუხისმგებელი პირი ტვირთულობს. ზაქათის გადახდა მხოლოდ განზრახვით შეიძლება, შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) სიტყვებიდან:

«إِنَّمَا الْأَعْمَالُ بِالنِّيَّاتِ».

«ჭეშმარიტად საქმეები ფასდება განზრახვით»56.

ვის ეკუთვნის ზაქათი:

რვა კატეგორიის ხალხი, რომლებზეც ხდება ზაქათის მიცემა:

პირველი კატეგორია: ღარიბები:

ესენი არიან, ვისაც არ გააჩნია ცხოვრებისთვის მინიმალური  პირობები, საცხოვრებელი, საკვები და ჩასაცმელი, მათზე მიცემული ზაქათის ოდენობა შეადგენს იმდენს, რამდენიც საკმარისი იქნება მათთვის და მათი ოჯახის გამოსაკვებად მთელი წელი.

მეორე კატეგორია: უპოვრები:

ესენი არიან, ვისაც გააჩნიათ ქონების რაღაც ნაწილი, მაგრამ არა სრულფასოვანი, მაგალითად: ვისაც აქვს ხელფასი, მაგრამ მისთვის მთელი წლის განმავლობაში არასაკმარისია.

მათზე მიცემული ზაქათის ოდენობა შეადგენს: იმდენს, რამდენიც საკმარისი იქნება მისთვის და მისი ოჯახის გამოსაკვებად მთელი წელი.

მესამე კატეგორია: ზაქათის ამკრეფები:

ესენი არიან, ვისაც მმართველი ავალდებულებს ზაქათის აკრეფას, ან ინახავენ ზაქათს ან კიდევ ანაწილებენ გაჭირვებულებთან.

მათზე მიცემული ზაქათის ოდენობა შეადგენს: მათი გაწეული სამუშაოს მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ მათ არ აქვთ ხელფასი სახელმწიფოს მხრიდან.

მეოთხე კატეგორია: ისინი ვისი გულების მოგებაც შეიძლება:

და ისინი (ზაქათის მიმღებნი) არიან ის ადამიანები, ვისგანაც იმედი არსებობს, რომ ზაქათის მეშვეობით ან მიიღებენ ისლამს, ან გაძლიერდება მათი რწმენა, ან კი შეაჩერებენ თავის ბოროტებას მუსლიმებზე.

მათზე მიცემული ზაქათის ოდენობა შეადგენს იმდენს, რამდენიც საჭიროა მათი გულების მოსაგებად.

მეხუთე კატეგორია: მონები:

მათში იგულისხმება: ტყვეობაში და მონობაში მყოფი ხალხის გათავისუფლება.

ალ-მუქაათაბ არის მონა, რომელმაც თავისი თავი გამოისყიდა პატრონისგან (შეთანხმებით, რომ გადაუხდის თანხას თავისუფლების სანაცვლოდ). ამ კატეგორიაში შედის ასევე მუსლიმი ტყვეების გამოსყიდვა ომის დროს.

მეექვსე კატეგორია: ვალში მყოფნი, მათი ორი კატეგორა არსებობს:

პირველი: ის, ვისაც აქვს ვალი თავისი პირადი საჭიროების გამო და ვერ პოულობს საშუალებას, რომ ეს ვალი დაფაროს. მას მიეცემა იმდენი, რაც მისი ვალის გასასტუმრებლად საკმარისია.

მეორე: ვისაც აქვს ვალი ორი დაპირისპირებული მხარის დაზავების გამო, მას ეძლევა იმდენი, რამდენიც მის ვალს ფარავს — თუნდაც იყოს მდიდარი.

მეშვიდე კატეგორია: ალლაჰის გზაზე მებრძოლნი.

ესენი არიან, ვინც იბრძვიან ალლაჰის გზაზე.

მათზე მიცემული ზაქათის ოდენობა შეადგენს იმდენს, რაც საკმარისია მათთვის, რომ აწარმოონ ჯიჰადი ალლაჰის გზაზე; ეს იქნება ტრანსპორტი, იარაღი, საკვები და სხვა.

მერვე კატეგორია: მოგზაური:

ეს არის მგზავრი, რომელსაც ამოეწურა თანხა, ან გაქურდეს ის და ვერ პოულობს ვერაფერს, რითიც შეძლებს თავის სამშობლოში დაბრუნებას.

მათზე მიცემული ზაქათის ოდენობა შეადგენს იმდენს, რაც საკმარისია მათ სამშობლოში დასაბრუნებლად, თუნდაც ისინი თავიანთ სამშობლოში მდიდრები იყვნენ.

მეათე ნაწილი: მარხვა:

მარხვა არის:

უზენაესი ალლაჰისადმი მორჩილების გამოხატვა მარხვის საშუალებით — ანუ თავშეკავება მარხვის დამრღვევისგან ფაჯრის გამოჩენიდან მზის ჩასვლამდე.

ის არის ისლამის საფუძვლებიდან ერთ-ერთი. და უზენაესი ალლაჰის მიერ სავალდებულოდ დადგენილი ვალდებულებებიდან ერთ-ერთი. ეს არის ის საკითხი, რომლის ცოდნაც სავალდებულოა ყოველი მუსლიმისთვის. რაზეც მიუთითებს ყურანი, სუნნა და მუსლიმთა ერთსულოვანი აზრი.

თქვა დიდებულმა:

﴿‌شَهۡرُ رَمَضَانَ ٱلَّذِيٓ أُنزِلَ فِيهِ ٱلۡقُرۡءَانُ هُدٗى لِّلنَّاسِ وَبَيِّنَٰتٖ مِّنَ ٱلۡهُدَىٰ وَٱلۡفُرۡقَانِۚ فَمَن شَهِدَ مِنكُمُ ٱلشَّهۡرَ فَلۡيَصُمۡهُ...﴾ [البقرة: 185]

{რამადანის თვეა, რომელშიც ზემოვლინებული იქნა ყურანი ჭეშმარიტ გზად ხალხისათვის, და ცხად ცნობარად ჭეშმარიტი გზის და ბათილის განმასხვავებლად. და თქვენგან ვინც იხილოს ეს თვე, იმარხულოს მასში} [ალ-ბაყარა: 185].

რამადანის მარხვის აუცილებლობა და სავალდებულო პირობები:

1- ისლამი; არ მიიღება ის ურწმუნოსგან.

2- ზრდასრულობა, არ არის სავალდებულო არასრულწლოვანისთვის. მარხვა სწორია გონებადამკვიდრებული ბავშვის მხრიდან, და ეს მისთვის ნაფილაა (ნებაყოფლობითი ღვთისმსახურება).

3- გონება, არ არის სავალდებულო მარხვა გიჟისთვის, და არც მიიღება მისგან; განზრახვის არქონის გამო.

4- მარხვის შესაძლებლობა. არ არის სავალდებულო ავადმყოფისთვის, რომელსაც მარხვა არ შეუძლია. არც მგზავრისთვის, ის აანაზღაურებს საპატიო მიზეზის დასრულების შემდეგ: ავადმყოფობა და მგზავრობა. მარხვის მიღებისთვის ქალს პირობა აქვს: მენსტრუალური ან მშობიარობის შემდგომი სისხლდენის შეწყვეტა.

რამადანის თვის დადგომა დგინდება შემდეგი ორი პირობით, ესენია:

ა- რამადანის თვის მთვარის ხილვა, შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვებიდან:

«صُومُوا لِرُؤْيَتِهِ، وَأفْطِرُوا لِرُؤْيَتِهِ».

«იმარხეთ, როცა დაინახავთ მთვარეს, და შეწყვიტეთ მარხვა, როცა დაინახავთ მას»57.

ბ- შაʿბანის თვის 30 დღემდე შევსება, როცა რამადანის ახალი მთვარის ნახვა ვერ ხერხდება — მაგალითად, ღრუბლების, მტვრის ან მსგავსი დაბრკოლების გამო. ეს ეფუძნება მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ნათქვამს:

«فَإِنْ غُمَّ عَلَيْكُمْ؛ فَأَكْمِلُوا عِدَّةَ شَعْبَانَ ثَلاثِينَ يَوْمًا».

«თუ ღრუბელმა შეგიშალათ ხელი; მაშინ სრულიად შეავსეთ შა'აბანის თვის რიცხვები ოცდაათი დღით»58.

განზრახვა მარხვისთვის:

როგორც სხვა ღვთისმსახურებები, ასევე მარხვაც არ მიიღება განზრახვის გარეშე, სავალდებულო მარხვისთვის განზრახვის დრო განსხვავდება სხვა მარხვებისაგან, ამის განმარტება შემდეგია:

პირველი: სავალდებულო მარხვა, როგორიცაა: რამადანის მარხვა, ან გაცდენილი მარხვის ანაზღაურება, ან დაფიცებულის მარხვა, მათთვის განზრახვის გაკეთება სავალდებულოა ღამით გარიჟრაჟამდე, შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვებიდან:

«مَن لَمْ يُبَيِّتْ الصِّيَامَ مِنَ اللَّيْلِ فَلَا صِيَامَ لَهُ».

«ვიც არ გააკეთებს განზრახვას მარხვისთვის ღამე, მას არ აქვს მარხვა»59.

მეორე: ნებაყოფილობითი მარხვა: შეუძლია ადამიანს, რომ გააკეთოს განზრახვა დღისით, ერთი პირობით, რომ მას არაფერი გაუკეთებია მარხვის მომშლელებიდან გარიჟრაჟის შემდეგ.

მარხვის მომშლელები:

პირველი: სექსუალური კავშირი: როცა ადამიანი ჩაიდენს ამ აქტს ირღვევა მისი მარხვა, და ევალდებულება მას იმ დღის მარხვის ანაზღაურება, რომელიც მოშალა, მას ევალდებულება ასევე გამოსასყიდის გადახდა, ეს არის: მონის გათავისუფლება, თუ ვერ იპოვის, მაშინ უნდა იმარხოს ორი თვე შეუწყვეტლად, და თუ არ შეუძლია, არ აქვს ამის ძალა შარიათული საპატიო მიზეზის გამო, მან უნდა დააპუროს სამოცი უპოვარი, ყველა უპოვარს უნდა მისცეს ნახევარი სა'ი საჭმელი იმ ქვეყანაში გავრცელებული საკვებიდან.

მეორე: სპერმის გამოსვლა: კოცნის, შეხების, მასტურბაციის, ან ხშირი შეხედვის მიზეზის გამო, მან უნდა აანაზღაუროს ის დღე, რომელიც გატეხა გამოსასყიდის გარეშე; რადგან გამოსასყიდი მხოლოდ სექსუალურ კავშირს ეხება. ხოლი მძინარე ადამიანი, თუ ნახავს სიზმარს და გამოვა სპერმა, მას არ ეშლება მარხვა; რადგან ეს მისი არჩევანი არ ყოფილა, ამიტომ იბანავებს და გასუფთავდება ჯუნუბობისგან.

მესამე: შეგნებულად ჭამა და დალევა: თქვა უზენაესმა ალლაჰმა:

﴿...وَكُلُواْ وَٱشۡرَبُواْ حَتَّىٰ يَتَبَيَّنَ لَكُمُ ٱلۡخَيۡطُ ٱلۡأَبۡيَضُ مِنَ ٱلۡخَيۡطِ ٱلۡأَسۡوَدِ مِنَ ٱلۡفَجۡرِۖ ثُمَّ أَتِمُّواْ ٱلصِّيَامَ إِلَى ٱلَّيۡلِ...﴾ [البقرة: 187]

{ჭამეთ და სვით, ვიდრე განთიადისას თეთრი ძაფი განირჩევოდეს შავი ძაფისგან. მერე სრულჰქმენით მარხვა ღამემდე} [ალ-ბაყარა: 187].

ვინც დავიწყებით დალია ან შეჭამა, მას ცოდვა არ დაეწერება; ჰადისში გადმოცემულია:

«مَن نَسِيَ وَهُوَ صَائِمٌ، فَأَكَلَ أَوْ شَرِبَ، فَلْيُتِمَّ صَوْمَهُ، فَإِنَّمَا أَطْعَمَهُ اللَّهُ وَسَقَاهُ».

«მარხული ადამიანი დავიწყებით თუ მიირთმევს ან დალევს, მან მარხვა გააგრძელოს, რადგან ჭეშმარიტად, მას ალლაჰმა აჭამა და დაალევინა»60.

მეოთხე: შეგნებულად პირღებინება, ხოლო ვინც აღებინებს პირს უნებლიეთ არჩევანის გარეშე, ეს მის მარხვაზე არ იმოქმედებს, შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვებიდან:

«مَنْ ذَرَعَهُ الْقَيءُ فَلَيْسَ عَلَيْهِ قَضَاءٌ، وَمَن اسْتَقَاءَ عَمْدًا فَلْيَقْضِ».

«ვისაც უნებლიეთ აღებინა, მისთვის მარხვის ანაზღაურება სავალდებულო არ არის; ხოლო ვინც განზრახ აღებინებს, მას მარხვის ანაზღაურება ევალება»61.

მეხუთე: სხეულიდან სისხლის გამოდენა; ჰიჯამა, ან სისხლის აღება, ან კი სისხლის გაცემა ავადმყოფზე გადასასხმელად; ეს ყველაფერი მარხვას შლის. ხოლო მცირე რაოდენობით სისხლის აღება, რომელიც გამოიყენება სისხლის ანალიზისთვის, მარხვაზე არ მოქმედებს, ასევე სისხლის გამოდენა უნებლიედ არჩევანის გარეშე; როგორიცაა: ცხვირიდან სისხლის გამოდენა, ან ჯრილობიდან გამოსვლა, ან კბილის ამოღება; ეს ყველაფერი მარხვაზე არ მოქმედებს.

ვის შეუძლია მარხვის შეწყვეტა რამადანის თვეში:

პირველი კატეგორია: ვისაც შეუძლია რამადანში მარხვის შეწყვეტა და აუცილებელია მათთვის შემდეგ მისი ანაზღაურება, ესენი არიან:

პირველი: ავადმყოფი, რომლის გამოჯანმრთელება მოსალოდნელია, და რომელიც ზარალდება მარხვით ან მარხვა უჭირს.

მეორე: მოგზაური — იქნება ეს მოგზაურობა ძნელი მისთვის თუ არა.

ამ ორის მტკიცებულება არის უზენაესის სიტყვები:

﴿...وَمَن كَانَ مَرِيضًا أَوۡ عَلَىٰ سَفَرٖ فَعِدَّةٞ مِّنۡ أَيَّامٍ أُخَرَ...﴾ [البقرة: 185]

{და ვინც ავად იყოს ან მგზავრობაში, ამდენივე სხვა დღეებში.} [ალ-ბაყარა: 185].

მესამე: ორსული ან მეძუძური ქალი — თუ მარხვა უჭირთ, ან საზიანოა მათთვის ან მათი შვილისთვის, ისინი ავადმყოფის დადგენილების ქვეშ შედიან. ამგვარად, მათთვის დაშვებულია მარხვის დატოვება. მაგრამ სავალდებულოა სხვა დროს აანაზღაურონ მარხვა.

მეოთხე: მენსტრუაციის ან მშობიარობის შემდგომი სისხლდენის პერიოდში მყოფი ქალი, ამ მდგომარეობაში მყოფ ქალებისთვის სავალდებულოა მარხვის შეწყვეტა, არ შეიძლება მათთვის მარხვა, და მათ უნდა აანაზღაურონ მარხვა სხვა დღეებში.

მეორე კატეგორია: ვისთვის არის ნებადართული მარხვის შეწყვეტა, და სავალდებულოა მათზე გამოსასყიდი და არა ანაზღაურება, ესენი არიან:

პირველი: ავადმყოფი, რომლის გამოჯანმრთელება შეუძლებელია.

მეორე: ხანდაზმული ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია მარხვა.

ამ კატეგორიის ხალხი შეწყვეტენ მარხვას, და ყოველი დღისთვის რამადანის თვეში დააპურებენ ერთ უპოვარს, ხოლო ხანდაზმული ადამიანი, რომელიც მიაღწევს იმ მდგომარეობას, როცა კარგავს გონიერებას, მას ეხსნება ვალდებულება, ის შეწყვეტს მარხვას და მას არ ევალდებულება არაფერი.

ანაზღაურების დრო და დაგვიანების დადგენილება:

რამადანში გაცდენილი მარხვის ანაზღაურება სავალდებულოა შემდეგი რამადანის თვის მოსვლამდე, უკეთესია ნაადრევად მოხდეს ანაზღაურება, ასანაზღაურებელი დღეების შემდეგი რამადანის თვეზე იქით გადაწევა არ შეიძლება. აიშასაგან გადმოცემულია (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ თქვა:

«كَانَ يَكُونُ عَلَيَّ الصَّوْمُ مِنْ رَمَضَانَ، فَمَا أَسْتَطِيعُ أَنْ أَقْضِيَ إِلَّا فِي شَعْبَانَ لِمَكَانِ رَسُولِ اللهِﷺ».

«ხშირად მქონდა გამოტოვებული მარხვის დღეები და მხოლოდ შა‘ბანში (მომდევნო რამადანის წინ) ვახერხებდი მათ ანაზღაურებას»62.

ვინც მომდევნო მარხვის შემდეგ გადადებს ასანაზღაურებელ მარხვას, მისი მდგომარეობა ორგვარია:

1- თუ მარხვის გადადება მოხდა შარიათით დასაშვები საბაბით, მაგალითად: ავადმყოფობა გაგრძელდა შემდეგ რამადანამდე, მაშინ მას ევალება მხოლოდ ანაზღაურება.

2- თუ მარხვის გადადება მოხდა შარიათის დასაშვები საბაბის გარეშე, მაშინ ადამიანი ცოდვას ჩაიდენს გადადებით, და მას ევალება მონანიება, ანაზღაურება და ყოველ ერთ დღეზე ერთი ღარიბის გამოკვება.

ნებაყოფილობითი მარხვა მისთვის, ვისაც აქვს ასანაზღაურებელი მარხვა:

ვისაც აქვს ასანაზღაურებელი მარხვა დარჩენილი რამადანის თვიდან; უმჯობესია მან აანაზღაუროს გამოტოვებული მარხვა, სანამ ნებაყოფილობით მარხვას დაიწყებს, მაგრამ ნებაყოფილობითი მარხვა თუ არის, რომელსაც ამოეწურება დრო - მაგალითად: არაფა, ან აშურას მარხვა-; შეუძლია იმარხოს ასანაზღაურებელ მარხვამდე; რადგან ასანაზღაურებელ მარხვას აქვს დიდი პერიოდი, ხოლო აშურა და არაფა მარხვა გაუცდება, მაგრამ შავალის თვის ექვსი დღე მხოლოდ ასანაზღაურებელი მარხვის შემდეგ შეუძლია იმარხოს.

როდის იკრძალება მარხვა:

1- აკრძალულია მარხვა 'იდ ალ-ფიტრის (რამადან ბაირამი) და 'იდ ალ-ადჰას (ყურბან ბაირამი) დღეს.

2- ზულ-ჰიჯჯას თვის 11, 12, 13, რიცხვებში.

(აიამუ თაშრიყ, ყურბან ბაირამის მეორე მესამე და მეოთხე დღეები). გარდა თამათუ'ის* ან ყირანის* განზრახვით ჰაჯობის შემსრულებლისთვის, რომელიც ვერ შეძლებს მსხვერპლის შეწირვას,63 თაშრიყის დღეებია: ზულ-ჰიჯჯას მეთერთმეტე, მეთორმეტე და მეცამეთე დღეები.

3- საეჭვო დღის მარხვა საეჭვო დღიდან, ეს არის შა'ბანის თვის ოცდამეათე დღე, თუ ღამე იქნება ღრუბლიანი ან ნისლიანი უნდა შეასრულოს სრული 30 დღე მთვარის დანახვის გარეშე.

როდის არის მარხვა მოუწონარი:

ა- რაჯაბის თვის მარხვისთვის გამოყოფა. ბ- პარასკევის დღის მარხვისთვის გამოყოფა, აკრძალულია მსგავსი ქმედება, თუ იმარხებს მანამდე ერთი დღით ადრე ან მის შემდეგ კიდევ ერთი დღე, მაშინ აკრძალვა არ მოქმედებს.

როდის არის მარხვა სუნნათი:

ა- შავვალის თვეში ექვსი დღის მარხვა, ბ- ზულ-ჰიჯჯას თვის მეცხრე დღის მარხვა, უფრო დაზუსტებით არაფა დღის მარხვა, გარდა ჰაჯებისთვის, ჰაჯობაზე მყოფისთვის მარხვა არ არის სუნნა, არაფა დღის მარხვა გამოსასყიდია ორი წლის ცოდვების. გ- ყოველ თვეში სამი დღის მარხვა, უმჯობესია რომ იყოს „თეთრი“ დღეები, ანუ: ჰიჯრის კალენდრის მიხედვით მე -13 , მე -14 და მე -15 დღეები, დ- ყოველ კვირაში ორშაბათის და ხუთშაბათის მარხვა, რადგან მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მარხულობდა ამ დღეებს; მან გავმცნო, რომ ამ დღეებში მთელი კვირის ნამოქმედარი კარგი ქმედებები ამაღლდება ღმერთთან.

ნებაყოფლობითი მარხვა:

ა- დაუდ შუამავლის მარხვა (მშვიდობა მას), ის ერთი დღე მარხულობდა ერთი დღე - არა.

ბ- ალლაჰის თვის, მუჰარრამის მარხვა, ის არის საუკეთესო თვე რომელშიც სასურველია მარხვა, ვადასტურებ: აშურა დღის მარხვას, ეს არის მუჰარამის თვის მეათე დღე, მასთან ერთად იმარხება მეცხრე დღეც: შუამავალის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვებიდან:

«لَئِنْ بَقِيتُ إِلَى قَابِلٍ لَأَصُومَنَّ التَّاسِعَ».

«თუ მომავალ წელს ცოცხალი ვიქნები, უეჭველი მეცხრე დღესაც ვიმარხებ»64. ის არის წინა წლის ცოდვების გამოსასყიდი.

მეხუთე ნაწილი: ჰაჯობა და უმრა

ჰაჯობის მნიშვნელობა ლექსიკურად: გამგზავრება მიზანმიმართულად. ტერმინოლოგიურად: ალლაჰის ნაკრძალი სახლის და წმინდა ადგილების მონახულება კონკრეტულ დროში, განსაზღვრული რიტუალების შესრულებით.

უმრა: ლექსიკურად: მონახულება.

ტერმინოლოგიურად: ალლაჰის ნაკრძალი სახლის მონახულება ნებისმიერ დროს, განსაზღვრული რიტუალების შესასრულებლად.

ჰაჯობა ისლამის ერთ-ერთი საფუძველი და უდიდესი ნიშანია. ის სავალდებულო გახდა ჰიჯრის მეცხრე წელს. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მხოლოდ ერთხელ შეასრულა ჰაჯობა; ეს იყო გამოსამშვიდობებელი ჰაჯობა.

სიცოცხლეში ერთხელ სავალდებულოა ჰაჯობა მისთვის, ვისაც ამის შესრულება შეუძლია, ხოლო ამაზე მეტი არის ნებაყოფილობითი. ხოლო უმრა სავალდებულო მრავალი სწავლულთა აზრით, შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვებიდან როდესაც მას ჰკითხეს: ქალები ასრულებენ ჯიჰადს? თქვა:

«نَعَمْ، عَلَيْهِنَّ جِهَادٌ لَا قِتَالَ فِيهِ: الْحَجُّ وَالْعُمْرَةُ».

«დიახ, მათ აქვთ ჯიჰადი, რომელშიც არ არის ბრძოლა: და ეს არის ჰაჯობა და უმრა»65.

ჰაჯობის და უმრას ვალდებულებისთვის საჭირო პირობები:

1- ისლამი.

2- გონება.

3- ზრდასრულობა.

4- თავისუფლება.

5- შესაძლებლობა.

ქალს ემატება მეექვსე პირობა; ეს არის მაჰრამის* არსებობა, რომელიც გაემგზავრება მასთან ერთად ჰაჯობის შესასრულებლად, რადგან ქალისთვის არ შეიძლება მარტო მოგზაურობა მაჰრამის გარეშე, არც ჰაჯობისთვის და არც სხვა დროს. შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვებიდან:

«لَا تُسَافِرُ الْمَرْأَةُ إِلَّا مَعَ ذِي مَحْرَمٍ، وَلَا يَدْخُلُ عَلَيْهَا رَجُلٌ إِلَّا وَمَعَهَا مَحْرَمٌ».

«არ იმოგზაუროს ქალმა გარდა მაჰრამის ერთად, არ შევიდეს მათთან სახლში უცხო მამაკაცი, გარდა მაშინ, როცა მასთან ერთად მაჰრამი იმყოფება»66.

ქალის მაჰრამად ითვლება: ქალის ქმარი და ის ყველა პირი, ვისთანაც ქალის ქორწინება მუდმივად აკრძალულია; ნათესაური კავშირის გამო, როგორიცაა: ძმა, მამა, ბიძა, ძმისშვილი, ან ბიძა დედის მხრიდან, ან სხვა მიზეზის გამო: მაგალითად: ძუძუმტე ძმა, ან სხვა ნათესაური კავშირი; მაგალითად: დედამისის ქმარი, ან ქმრის ვაჟიშვილი.

შესაძლებლობა ნიშნავს: ფინანსური და ფიზიკური შესაძლებლობა, რომ შეძლოს ტრანსპორტირება და გაუძლოს მგზავრობას, და ჰქონდეს თანხა, რომელიც საკმარისი იქნება გამგზავრების და უკან დაბრუნებისათვის, და ასევე უნდა დაუტოვოს ოჯახს, ვისი გამოკვებაც ევალდებულება, იმდენი, რამდენიც საკმარისი იქნება მათთვის მის დაბრუნებამდე.

უნდა იყოს ჰაჯობის მოგზაურობა უსაფრთხო მისი სიცოცხლის და ქონებისთვის.

ვისაც აქვს ფინანსური შესაძლებლობა და არ უწყობს ჯანმრთელობა ხელს, თუ არის უფროსი ხანში შესული ან ავადმყოფი სამუდამო ავადმყოფობით, რომლის გამოკეთებაც შეუძლებელია; აუცილებელია ვინმემ შეასრულოს მის ნაცვლად ჰაჯობა და უმრა.

ვინც ასრულებს მის ნაცვლად ჰაჯობას და უმრას მას აქვს ორი პირობა:

1- უნდა იყოს იმ კატეგორიის ხალხისგან, ვისგანაც სავალდებულო ჰაჯობის შესრულება მიიღება, ეს არის მუსლიმი, ზრდასრული და გონებასრული ადამიანი.

2- მას შესრულებული უნდა ჰქონდეს ჰაჯობა თავისთვის.

იჰრამში შესვლის ადგილები (მიიყათი):

ალ-მავაყით: მხოლობითი მიიყათ, ლექსიკურად: საზღვარი. ტერმინოლოგიურიად: ღვთისმსახურების ადგილი ან მისი დრო.

ჰაჯობას აქვს განსაზღვრული დროები და ადგილები:

ა- განსაზღვრული დროები: ისინი ახსენა უზენაესმა ალლაჰმა თავის სიტყვებში:

﴿ٱلۡحَجُّ أَشۡهُرٞ مَّعۡلُومَٰتٞۚ فَمَن فَرَضَ فِيهِنَّ ٱلۡحَجَّ...﴾ [البقرة: 197]

{ჰაჯობა განსაზღვრულ თვეებშია, და ვინც ამ დროებში შეასრულებს ჰაჯობას...} [ალ-ბაყარა: 197].

ეს თვეებია: შავვალი, ზულ-ყა'და, და ზულ-ჰიჯჯას ათი დღე.

ბ- განსაზღვრული ადგილები: ესენია საზღვრები, რომლის გადალახვა არ შეუძლია მექქასკენ მიმავალ ჰაჯჯს იჰრამში შესვლის გარეშე. ესენია:

1- ზულ ჰულაიფა: მედინას მცხოვრებთა მიიყათი.

2- ალ-ჯუჰფა: მაროკოს, ეგვიპტის და შამის ხალხთა მიიყათი.

3- ყარნულ მანაზილ: დღეს ის ცნობილია, როგორც ას-საილი; ნაჯდის ხალხის მიიყათი.

4- ზათუ 'ირყ: ერაყელი ხალხის მიიყათი.

5- იალამლამა: იემენელი ხალხის მიიყათი.

ვინც ამ ჩამოთვლილი ხალხის კატეგორიებს არ მიეკუთვნება; მისი მიიყათი არის მისი მდებარეობა და იქიდან უნდა შევიდეს იჰრამში ჰაჯობის ან უმრისთვის. ვინც ცხოვრობს მექქაში; ისინი მექქაშივე შედიან იჰრამში, მათ არ სჭირდებათ მიიყათებზე გასვლა იჰრამში შესასვლელად. ხოლო უმრასთვის: ისინი უნდა გავიდნენ "ჰილლის" ტერიტორიაზე (მექქის საზღვრებს გარეთ) და იქიდან შევიდნენ იჰრამში. და ვინც მოისურვებს ჰაჯობის ან უმრას შესრულებას, აუცილებელია, რომ ის შევიდეს იჰრამის მდგომარეობაში იმ ადგილებიდან, რომლებიც განუსაზღვრა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას). ესენია იჰრამის სივრცითი ადგილები, რომელთა განმარტებაც უკვე იყო მოცემული. ვისაც სურს ჰაჯობის ან უმრას შესრულება მას არ შეუძლია გადაკვეთოს ეს საზღვრები იჰრამის გარეშე.

ყველა, ვინც გადაკვეთს აღნიშნულ მიიყათებს (მიუხედავად იმისა, რომ არ არის მათი მკვიდრი), ვალდებულია იჰრამში შევიდეს სწორედ იქიდან.

ზ- ვისი გზაც მექქასკენ არ გადის არც ერთ ზემოხსენებულ მიიყათზე — იქნება ეს ხმელეთით, ზღვით თუ ჰაერით — ის ვალდებულია, შევიდეს იჰრამის მდგომარეობაში მაშინ, როცა გასწორდება მისთვის უახლოეს მიიყათთან. უმარ იბნ ალ-ხატტაბის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) სიტყვებიდან: «შეხედეთ რა გესაზღვრებათ მათგან თქვენს გზაზე»67.

ვინც თვითმფრინავით მიემგზავრება უმრას ან ჰაჯობის რიტუალის შესასრულებლად, აუცილებელია მისთვის მაშინ შევიდეს იჰრამში, როდესაც თვითმფრინავი გაუსწორდება რომელიმე მიიყათს, და არ ეძლევა ნება, რომ გადადოს იჰრამის მდგომარეობაში შესვლა მანამ, სანამ თვითმფრინავი დაეშვება აეროპორტში.

იჰრამი:

ეს არის ერთ-ერთ რიტუალში შესვლის განზრახვა; ჰაჯობის დროს: ჰაჯობის რიტუალში შესვლის განზრახვა, უმრას დროს: უმრას რიტუალში შესვლის განზრახვა. ადამიანი მუჰრიმად* არ ჩაითვლება თუ ჰაჯობის ან უმრას რიტუალში შესვლას არ განიზრახავს. მხოლოდ იჰრამის სამოსის ჩაცმით განზრახვის გარეშე ადამიანი მუჰრიმად არ ჩაითვლება.

იჰრამის სასურველი ქმედებები:

1- იჰრამში შესვლამდე მთლიანი სხეულის დაბანა.

2- სასიამოვნო სუნამოს გამოყენება სხეულზე იჰრამში შესვლამდე და არა იჰრამის სამოსზე.

3- იჰრამის სამოსად ორი თეთრი ნაჭერის გამოყენება იზარი* და რიდა* და ჩუსტები.68

4-იჰრამში უნდა შევიდეს მაშინ, როცა იმყოფება მჯდომარე (ტრანსპორტში)მდგომარეობაში და მიმართულია ყიბლას მიმართულებით.

ღვთისმსახურების სახეობები:

მუჰრიმს შეუძლია აირჩიოს (ჰაჯობის) სამი სახეობის რიტუალიდან ერთ-ერთი, რომელიც უნდა, ესენია:

1- ათ-თამათთუ' ნიშნავს — ადამიანი იჰრამში შევა უმრათისთვის ჰაჯის თვეების განმავლობაში (ანუ შავვალის დასაწყისიდან დაწყებული), დაასრულებს უმრას, შემდეგ კი იმავე წელში ხელახლა შევა იჰრამში ჰაჯობისთვის.

2- ალ-იფრად; ეს ნიშნავს, როდესაც ადამიანი მხოლოდ ჰაჯობისთვის შევა იჰრამში, და ის დარჩება იჰრამში მანამ, სანამ არ დაასრულებს ჰაჯობის რიტუალს.

3- ალ-ყირან; ეს ნიშნავს როდესაც ადამიანი იჰრამში შედის ჰაჯობისთვის და უმრისთვის ერთდროულად, ან შევა უმრასთვის იჰრამში, შემდეგ კი ჰაჯობის განზრახვასაც გააკეთებს, სანამ დაიწყებს უმრას ტავაფს, აკეთებს განზრახვას ჰაჯობისთვის და უმრასთვის მიიყათიდან, ან სანამ უმრასთვის ტავაფის გაკეთებას დაიწყებს მანამდე, და შემდეგ ორივესთვის ერთად ასრულებს ტავაფს და სა'ს*.69

ვინც ასრულებს თამათუ'ს ან ყირანს, მას ევალება მსხვერპლის შეწირვა, თუ ის არ ცხოვრობს მასჯიდი ჰარამის ტერიტორიაზე.

ამ სამ კატეგორიას შორის საუკეთესო არის: ათ'თამათუ; რადგან შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავის მეგობრებს უბრძანა მისი შესრულება70. შემდეგ ალ-ყირანი; რადგან ის არის ჰაჯობა და უმრა, შემდეგ კი ალ-იფრადი.

გ- თუ შევა იჰრამში ამ სამიდან რომელიმესთვის; მაშინ იჰრამში შესვლის შემდეგ ამბობს ლაბბაიქს, ანუ ამბობს:

«لَبَّيْكَ اللَّهُمَّ لَبَّيْكَ، لَبَّيْكَ لَا شَرِيكَ لَكَ لَبَّيْكَ، إِنَّ الْحَمْدَ وَالنِّعْمَةَ لَكَ وَالْمُلْكَ لَا شَرِيكَ لَكَ».

«შენ წინაშე ვარ, ო ალლაჰ, შენს წინაშე ვარ! შენსწინ ვარ, შენ არ გყავს თანამოზიარე, შენს წინ ვარ! უდიდესი ქება, წყალობა და მეუფება შენ გეკუთვნის, შენ არ გყავს თანამოზიარე»71.

თალბიას ვედრების წაკითხვა არის სუნნა, სასურველია მისი ხშირად გამეორება, მამაკაცემი მას ხმამაღლა, ხოლო ქალები ხმადაბლა იმეორებენ.

თალბიას დრო: მისი დრო იწყება იჰრამში შესვლით და მთავრდება შემდეგ დროს:

პირველი: მას წყევტს მომლოცველი ტავაფის დაწყების წინ.

მეორე: ჰაჯობის შემსრულებელი კი მაშინ, როდესაც ჯამარათუ ალ-აყაბაში იწყებს ქვების სროლას ბაირამის პირველ დღეს.

იჰრამის აკრძალვები:

პირველი აკრძალვა: თმის გაპარსვა, შეჭრა ან მოწყვეტა — სხეულის ნებისმიერ ნაწილზე.

მეორე აკრძალვა: ფრჩხილების მოჭრა ხელის ან ფეხის თითებიდან საპატიო მიზეზის გარეშე, თუ თავისით მოტყდება ფრჩხილი და მას მოიშორებს ამას გამოსასყიდი არ სჭირდება.

მესამე აკრძალვა: მამაკაცისთვის თავსახურავით თავის დაფარვა, მაგალითად: ქუდით ან შარფით.

მეოთხე აკრძალვა: მამაკაცის მიერ სხეულის მთლიანად ან რაღაც ნაწილზე რაიმე ნაქსოვის ჩაცმა; მაგალითად: პერანგი, შარვალი ან თავსაფარი. ნაქსოვი: ნაქსოვად ითვლება, რაც არის სხეულის რომელიმე ნაწილის შესაბამისად შესრულებული მაგალითად: ფეხსაცმელი, ხელთათმანი, წინდები. ხოლო ქალს შეუძლია ჩაიცვას ის ტანსაცმელი, რომელიც მას სურს იჰრამში ყოფნის დროს, რომელიც სჭირდება სხეულის დასაფარავად, გარდა იმისა, რომ მან არ უნდა ჩაიცვას ბურკა და ნიყაბი, სახეს დაიფარავს სხვა რამით ხიმარით ან ჯილბაბით, თუ მას უცხო მამაკაცები შეხვდებიან. არ იცვამს ხელთათმანებს ხელებზე.

მეხუთე აკრძალვა: სუნამო: იმიტომ, რომ მუჰრიმს ევალება შორს იყოს ამქვეყნიური ფუფუნების, სილამაზეების და სიამოვნებებისგან და ორიენტირებული იყოს იმქვეყანაზე.

მეექვსე აკრძალვა: ხმელეთის ნადირის მოკვლა და დაჭერა — მუჰრიმისთვის აკრძალულია ხმელეთის ნადირის დაჭერა, მოკვლა, დახმარება მის დაჭერაში ან დაკვლა.

მუჰრიმს ეკრძალება ნანადირევის ჭამა, ან იმის რაც მისთვის მოინადირეს, ან თვითონაც დაეხმარა მონადირებაში; რადგან ნანადირევი მისთვის ისეთივეა, როგორც ლეშის ჭამა.

ხოლო ზღვის ნადირი მუჰრიმისთვის აკრძალული არ არის — მას შეუძლია დაიჭიროს იგი. ასევე, მუჰრიმისთვის არ არის აკრძალული შინაური ცხოველების დაკვლა, როგორიცაა ქათამი ან პირუტყვი, რადგან ისინი ნადირს არ მიეკუთვნება.

მეშვიდე აკრძალვა: ქორწინების კონტრაქტის დადება — იქნება ეს საკუთარი თავისთვის თუ სხვისთვის, ან ქორწინებაზე მოწმედ ყოფნა.

მერვე აკრძალვა: სექსუალური კავშირი; ვისაც ექნება სექსუალური კავშირი მეუღლესთან პირველი იჰრამიდან გამოსვლამდე (როდესაც მორჩება ტავაფს, საფასა და მერვას გორაკებს შორის მიმოსვლას, შეიჭრის თმას და გაიხდის იჰრამს); მისი ის ღვთისმსახურება მოიშლება, აუცილებელია გააგრძელოს და დაასრულოს დარჩენილი რიტუალები, გამოტოვებულს აანაზღაურებს მომდევნო წელს, და მას ევალდებულება გამოსასყიდის შეწირვა. ხოლო თუ ეს მოხდება პირველი იჰრამიდან გამოსვლის შემდეგ; მისი ღვთისმსახურება არ მოიშლება, მაგრამ ევალდებულება შესაწირის შეწირვა.

ამ საკითხში ქალისთვისაც იგივეა, როგორც მამაკაცისთვის, თუ ქალის ნებასურვილიც იყო მასში.

მეცხრე აკრძალვა: ქალთან მიახლოვება სქესობრივი ორგანოების შეხების გარეშე. მომლოცველისთვის (მუჰრიმისთვის) დაუშვებელია ქალთან ინტიმური სიახლოვე, რადგან ეს მიგვიყვანს აკრძალულ სქესობრივ კავშირში ჩავარდნამდე. აქ „მოახლოებით“ (მუბაშარათი) იგულისხმება ქალთან ვნებით შეხება.

უმრა:

ა- უმრას საფუძვლები:

1 - იჰრამი.

2- ქააბას გარშემო ტავაფი.

3- სა'ი (საფასა და მარვას შორის მიმოსვლა).

ბ- უმრას ვალდებულებები:

1- დადგენილი მიიყათიდან იჰრამში შესვლა.

2- თმების გადაპარსვა ან დამოკლება.

გ- უმრას ფორმა:

პირველი, რასაც მომლოცველი (მუ`თამირი) იწყებს, არის ტავაფი — იგი აკეთებს შვიდ წრეს ქააბას გარშემო, იწყებს შავი ქვის (ალ-ჰაჯარ ალ-ასვად) მარჯვნიდან და ამავე ადგილს ასრულებს. ტავაფის დროს უნდა ჰქონდეს აბდესი და დაფარული ჰქონდეს ავრათი, მამაკაცის ავრათად ითვლება ჭიპიდან მუხლებამდე, მთელი ტავაფის განმავლობაში მარჯვენა მხარის გამოჩენა სუნნაა; მოიხსნის საფარველს, ამოიტარებს იღლიაში და გამოაჩენს მარჯვენა მხარს, იჰრამის კუთხეებს მარცხენა იღლიის დაბლა მოათავსებს, როდესაც დაასრულებს მეშვიდე წრეს; მხრის გამოჩენა აღარ არის საჭირო და ისევ დაიფარავს მხარს იჰრამით.

გაჩერდება შავი ქვის გასწვრივ, თუ შესაძლებლობა მიეცემა აკოცებს მას, თუ არა და მარჯვენა ხელით შეეხება შორიდან თუ შეძლებს და შემდეგ აკოცებს ხელს, ხოლო თუ ხელითაც ვერ შეძლებს შეხებას შორიდან მარჯვენა ხელის აწევით მიანიშნებს მისკენ სიტყვებით: ''ალლაჰუ აქბარ'' ერთხელ, არ კოცნის ხელს და არ ჩერდება, შემდეგ გააგრძელებს ტავაფს; ქააბა მის მარცხენა მხარეს უნდა იყოს, პირველი სამი წრის შესრულებისას მსუბუქად სირბილი სუნნაა, მსუბუქ სირბილში იგულისხმება: მოკლე ნაბიჯებით სწრაფი სიარული.

ტავაფის დროს როდესაც ის გაუსწორდება ალ-რუქნუ ალ-იამანს -ეს არის ქააბას მეოთხე კუთხე- თუ შეძლებს მარჯვენა ხელით შეხებას თაქბირის წარმოთქმის და ხელზე კოცნის გარეშე, და თუ ვერ შეძლო შეხება გააგრძელებს ტავაფს ხელით მინიშნების და თაქბირის გარეშე, რუქნუ ალ-იამანსა და შავ ქვას შორის ამბობს:

﴿...رَبَّنَآ ءَاتِنَا فِي ٱلدُّنۡيَا حَسَنَةٗ وَفِي ٱلۡأٓخِرَةِ حَسَنَةٗ وَقِنَا عَذَابَ ٱلنَّارِ﴾ [البقرة: 201]

«ღმერთო ჩვენო, მოგვმადლე სიკეთე ამქვეყნად და სიკეთე – იმქვეყნადაც, და დაგვიფარე სატანჯველისგან ცეცხლისა» [ალ-ბაყარა: 201].

როცა მორჩება ტავაფს; ილოცებს ორ მუხლს მაყამი იბრაჰიმის უკან, თუ ამის შესაძლებლობა ექნება, თუ არა და მესჯიდ ჰარამის ნებისმიერ ადგილას ილოცებს. პირველ მუხლზე სურა ალ-ფათიჰას წაკითხვის შემდეგ სურა ალ-ქააფირუნის წაკითხვა სუნნაა, ხოლო მეორე მუხლზე სურა ალ-ფაათიჰას წაკითხვის შემდეგ სურა ალ-იხლასის წაკითხვა. შემდეგ გადაინაცვლებს საფასა და მარვას გორაკებს შორის და შეასრულებს შვიდ წრეს; გასვლა წრედ ითვლება უკან დაბრუნებაც წრედ.

წრეს დაიწყებს საფას მთიდან, ჩერდება მასთან, შეეცდება გაჩერდეს შემაღლებულ ადგილას, საფას გორაკის შემაღლებულ ადგილზე გაჩერება უმჯობესია, თუ ამის შესაძლებლობა ექნება, ამ პერიოდში წაიკითხავს უზენაესი ალლაჰის სიტყვებს:

﴿‌إِنَّ ٱلصَّفَا وَٱلۡمَرۡوَةَ مِن شَعَآئِرِ ٱللَّهِ...﴾ [البقرة: 158]

{უეჭველად, ას-საფა და მარვა ალლაჰის ნიშნებიდანაა} [ალ-ბაყარა: 158].

სასურველია დადგეს ყიბლას მიმართულებით, შეაქოს ალლაჰი, განადიდოს და თქვას:

«لَا إِلٰهَ إِلَّا اللَّهُ، وَاللَّهُ أَكْبَرُ، لَا إِلٰهَ إِلَّا اللَّهُ وَحْدَهُ لَا شَرِيكَ لَهُ، لَهُ الْمُلْكُ وَلَهُ الْحَمْدُ، يُحْيِي وَيُمِيتُ، وَهُوَ عَلَى كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ، لَا إِلٰهَ إِلَّا اللَّهُ وَحْدَهُ، أَنْجَزَ وَعْدَهُ، وَنَصَرَ عَبْدَهُ، وَهَزَمَ الْأَحْزَابَ وَحْدَهُ».

«ლა ილააჰა ილლა ალლაჰ, ალლაჰუ აქბარ, ლა ილლაჰა ილლა ალლაჰ, ვაჰდაჰუ ლა შარიქა ლაჰ, ლაჰულ მულქ ვა ლაჰულ ჰამდ, იუჰი ვა იუმით, ვა ჰუა ალა ქულლი შაი'ინ ყადირ.

ლა ილაჰა ილლა ალლაჰ ვაჰდაჰუ, ანჯაზა ვა'დაჰუ, ვა ნასარა აბდაჰუ, ვა ჰაზამალ აჰზააბა ვაჰდაჰუ».

«არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა, ალლაჰი უდიდესია არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა, ერთადერთისა, რომელსაც არ ჰყავს თანაზიარი, მას ეკუთვნის მეუფება და დიდება, აცოცხლებს და აკვდინებს, და ის ყოვლისშემძლეა,

არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა ის ერთადერთია, მან აასრულა თავისი დაპირება, დაეხმარა თავის მსახურს და მარტო დაამარცხა მტრის ჯარები».72 შემდეგ შეევედრება რაც უნდა, წამოსწევს ხელებს, შემდეგ კი წაიკითხავს ისევ მაღლა მოცემულ ვედრებას სამჯერ, ამის შემდეც ჩამოვა მაღლობიდან და გაეშურება მარვას გორაკისკენ, სანამ პირველ ნიშანს არ მიაღწევს, როცა მიაღწევს პირველ ნიშანს, მამაკაცები აუჩქარებენ სვლას, სანამ მეორე ნიშანს არ მიაღწევენ, ხოლო ქალისთვის არ არის ნებადართული ნიშნებს შორის სვლის აჩქარება, რადგან ქალი არის ავრათი*, მისთვის მხოლოდ ჩვევლებრივი მოძრაობაა დაშვებული მთელი სა'ას განმავლობაში, შემდეგ მივა მარვას გორაკთან და გაჩერდება, მის მაღლობზე ასვლა უმჯობესია, თუ ამის შესაძლებლობა მიეცემა, იმას ამბობს და ისე იქცევა როგორც საფას გორაკზე გააკეთა, გარდა აიათის წაკითხვისა, ეს არის ალლაჰის სიტყვები:

﴿‌إِنَّ ٱلصَّفَا وَٱلۡمَرۡوَةَ مِن شَعَآئِرِ ٱللَّهِ...﴾ [البقرة: 158]

{უეჭველად, ას-საფა და მარვა ალლაჰის ნიშნებიდანაა} ამის წაკითხვა ხდება მხოლოდ საფას გორაკზე ასვლისას, პირველ წრეზე, შემდეგ ჩამოვა და გაეშურება სავალი ნაწილისკენ, და აჩქარდება იმ ნაწილში, სადაც აჩქარებაა საწირო და მივა საფას გორაკზე, ასე მოიქცევა შვიდჯერ, წასვლა ერთი წრე წამოსვლა ერთი წრე. სასურველია სა'ის დროს ხშირად წარმოთქვას ვედრებები და ახსენოს ალლაჰი რამდენსაც შეძლებს, უნდა იყოს განწმენდილი დიდი და პატარა სიბინძურეებისგან, უაბდესოდ თუ გააკეთებს სა'ის მიმოსვლას, ესეც ჩაეთვლება, ასევე ქალს თუ დაეწყება მენსტრუაცია ან სისხლდენა ტავაფის შემდეგ შეუძლია გააკეთოს სა'ი, მასაც ჩაეთვლება; რადგან სა'ის გასაკეთებლად სისუფთავე არ არის პირობა, არამედ სასურველია.

შემდეგ როცა დაასრულებს სა'ს, გადაიპარსავს თმებს ან დაიმოკლებს, მამაკაცებისთვის თმების გადაპარსვა უმჯობესია.

და ასე დაასრულებს უმრას ყველა რიტუალს.

ჰაჯობა:

ა- ჰაჯობის საფუძვლები:

1 - იჰრამი.

2 - არაფათზე გაჩერება.

3 - იფადას ტავაფი (პირველი ტავაფი).

3- სა'ი (საფასა და მარვას შორის მიმოსვლა).

ჰაჯობის ვალდებულებები:

1- დადგენილი მიიყათიდან იჰრამში შესვლა.

2- ზულ-ჰიჯჯის თვის მეცხრე დღეს არაფატის მთაზე გაჩერება მზის ჩასვლამდე, მისთვის ვინც დღისით გაჩერდა იქ.

3- ზულ-ჰიჯჯას თვის მეათე საღამოს (ცხრა რიცხვში საღამოს) მუზდალიფას დაბლობში ღამის პირველი ნახევრის გათევა.

4- თაშრიყის დღეების ღამეებში მინას ტერიტორიაზე ღამის თევა.

5- ჯამარათში ქვების სროლა.

6- თმების გადაპარსვა ან დამოკლება.

7- გამოსამშვიდობებელი ტავაფი (ტავაფ ალ-ვადა').

გ- ჰაჯობის ფორმა:

როდესაც მუსლიმი მიაღწევს მიყათში მხოლოდ ჰაჯობისთვის გააკეთებს თალბიას, თუ მას აქვს შეზღუდული დრო, როცა ჩავა მექქაში შეასრულებს ტავაფს და სა'ს, ამის შემდეგ ის დარჩება იჰრამში შემოსილი, სანამ მეცხრე დღეს დილით არაფა დღეს არ გაემართება არაფატის მთისკენ, ის იქ დარჩება მზის ჩასვლამდე,

შემდეგ გაემართება იქიდან თალბიას ვედრების კითხვით მუზდალიფასკენ, და დარჩება იქ დილის ლოცვამდე, როდესაც ილოცებს დილის ლოცვას აკეთებს ზიქრს (ახსენებს ღმერთს), კითხულობს თალბიას ვედრებას, აკეთებს ვედრებას, სანამ საკმაოდ არ შეიმჩნევა ჰორიზონტზე სიყვითლე.

როდესაც გაყვითლდება ჰორიზონტი გაეშურება მინას დაბლობისაკენ მზის ამოსვლამდე, შემდეგ ისვრის ალ-უყბას ჯამარათში შვიდ ქვას, შემდეგ გადაიპარსავს ან შეიჭრის თმებს, გადაპარსვა უმჯობესია.

შემდეგ შეასრულებს პირველ ტავაფს, მისთვის პირველი სა'ი საკმარისია, ასე დასრულდება მისი ჰაჯობა და შეუძლია სრულიად გამოვიდეს იჰრამიდან.

მას მხოლოდ დარჩენილი აქვს ჯამარათში ქვების სროლა, ზულ-ჰიჯჯას მეთერთმეტე და მეთორმეტე დღეებში, და თუ ის ჩქარობს: ის სამივე ჯამარათში ისვრის ქვებს, ყველა ჯამარათში შვიდ ქვას ისვრის, ყველა გასროლილ ქვასთან ერთად წარმოთქვამს თაქბირს, იწყებს ყველაზე პატარისგან, ეს არის ალ-ხაიფის მეჩეთის შემდეგ მყოფი, შემდეგ საშუალო, შემდეგ ჯამარათულ უყბა და ეს არის ბოლო, ყველა ჯამარათში ისვრის შვიდ ქვას. თუ მას სურს დაგვიანება მეთორმეტე დღის მერე; მეცამეტე დღეს ისვრის მსგავსად, როგორც ისროლა მეთერთმეტე და მეთორმეტე დღეებში.

ქვების სროლის დრო არის: მზის ზენიტიდან გადახრის შემდეგ, სამივე დღისთვის.

თუ ის მექქადან მეთორმეტე დღეს გაემგზავრება მზის ჩასვლამდე არ არის პრობლემა, ხოლო თუ დარჩება და მეცამეტე დღეს მზის ზენიტიდან გადახრის შემდეგ კიდევ ისვრის უკეთესია, როგორც თქვა უზენაესმა ალლაჰმა:

﴿‌...فَمَن تَعَجَّلَ فِي يَوۡمَيۡنِ فَلَآ إِثۡمَ عَلَيۡهِ وَمَن تَأَخَّرَ فَلَآ إِثۡمَ عَلَيۡهِۖ لِمَنِ ٱتَّقَىٰ...﴾ [البقرة: 203]

{ვინც იჩქაროს და ორ დღეში დაასრულოს (მინაში აღსავლენი ღვთისმსახურებანი), მას ცოდვად არ დაედოს, და ვინც გადადოს (მესამე დღისთვის), არც მას დაედოს ცოდვად. ეს მისთვის, ვისაც შიში აქვს ალლაჰისა}

[ალ-ბაყარა: 203].

თუ სურს გამგზავრება, შეასრულებს ტავაფულ ვადა'ს (გამოსამშვიდობებელ ტავაფს) შვიდ წრეს, სა'ის გარეშე.

თუ მას არ ჰყავს საკლავი უმჯობესია, რომ თამათ'უ უმრასთვის შევიდეს იჰრამში, შემდეგ მერვე დღეს გააკეთებს თალბიას ჰაჯობისათვის, და შეასრულებს იმ რიტუალებს რაც მაღლა იყო მოცემული, და თუ ის ჰაჯობის და უმრასათვის ერთდროულად შევა იჰრამში არ არის პრობლემა, ამას ყირანი ეწოდება, ეს არის ჰაჯობის სახეობა, როდესაც ჰაჯობის და უმრასთვის ერთდროულად შედის იჰრამში ადამიანი, მისთვის ერთი ტავაფი და ერთი სა'ი საკმარისია.

თავი მესამე:

გარიგებასთან(ურთიერთკავშირებთან) დაკავშირებული საკითხები

სწავლულებმა განმარტეს (ალლაჰმა შეიწყალოს ისინი) სავალდებულო ცოდნა, რომლის ცოდნაც სავალდებულოა ყველასათვის, მათ ისაუბრეს იმ ოდენობაზე, რომლის ცოდნაც სავალდებულოა ყოველი მუსლიმისთვის, და ახსენეს, რომ ყიდვა-გაყიდვის დადგენილებების შესწავლა, აუცილებელია ყველასათვის ვინც დაკავებულია ვაჭრობით, რათა არ აღმოჩნდეს აკრძალულში ან პროცენტში ისე, რომ ვერც ხვდებოდეს ამას, ზოგიერთი საჰაბისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) გადმოცემულია, რაც ამ ყველაფერს ამყარებს.

უმარ იბნ ალ-ხატტაბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომელმაც თქვა: «არავის შეუძლია ვაჭრობა ჩვენს ბაზარში, გარდა იმ ადამიანის, ვინც ფიქჰში (რელიგიის საკითხებში) განსწავლულია»73.

ალი იბნ აბუ ტაალიბმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: «ვინც ივაჭრა, სანამ რელიგიურ დოგმებს ისწავლიდა; გაერია მევახშეობაში, შემდეგ გაერია, შემდეგ გაერია. ანუ: პროცენტში აღმოჩნდა»74.

იბნ აბიდინი გადმოსცემს ალ-ალამისგან: «სავალდებულოა ყველა ზრდასრულ მამაკაცზე და ქალზე, მის შემდეგ რაც რწმენას და რელიგიის საფუძვლებს შეისწვლის, რომ შეისწავლოს აბდესის, განბანვის, ლოცვის, მარხვის, ზაქათის (მას ვისაც აქვს სიმდიდრე), ჰაჯობის (ვისზეც სავალდებულოა შესრულება), ყიდვა-გაყიდვის და ვაჭრობის წესები, რათა თავი დაიცვას საეჭვო და აკრძალული საქმეებიდან ყველა ურთიერთობაში, ასევე ყველა პროფესიის ხალხმა, ყველა ვინც რაიმე სფეროშია დაკავებული ვალდებულია რომ იცოდეს ის, და მისი დადგენილებები, რათა თავი აარიდოს მასში აკრძალულ ქმედებებს»75.

იმამი ან-ნავავიმ (ალლაჰმა შეიწყალოს ის) თქვა: «ვაჭრობა, ქორწინება და მათი მსგავსი ქმედებები, რომლებიც არ არის სავალდებულო, მაგრამ ვინც აპირებს ვაჭრობას ან დაქორწინებას, ეკრძალება მას მათი წამოწყება, სანამ არ გაერკვევა მათში და არ ისწავლის მათ პირობებს»76.

წარმოგიდგენთ ზოგიერთ წესს, რომელიც ეხება ფინანსურ ურთიერთობებს, რომელიც დაწესებულია ისლამური შარიათის მიხედვით:

1- ნებადართულია ყველაფერი, რაშიც არსებობს სრული სარგებელი ან უმეტესი; მაგალითად ნებადართული საქონლის ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება და შუფ'ა.77.

2- ნებადართულია ყველაფერი, რაშიც არის დაზღვეული და დაცული ადამიანების უფლებები; როგორიც არის: იპოთეკა და ხელშეკრულებები.

3- ნებადართულია ყველაფერი, რაშიც არის სარგელები ორივე მხარისთვის; მაგალითად: შეთანხმების შეწყვეტა, არჩევანი და პირობების წამოყენება ყიდვა-გაყიდვაში.

4- აკრძალულია ყველაფერი, რაც შეიცავს ადამიანების მიმართ უსამართლობას, და ხალხის ქონების მითვისებას უსამართლოდ; როგორიცაა: მევახშეობა, ძარცვა და უსამართლოდ სავაჭრო საქონლის გადანახვა ფასის მატების მიზნით.

5- შარიათით დაშვებულია ყველაფერი, რაც კეთილზე თანამშრომლობას მოიცავს — როგორიცაა: სესხი (ალ-ყარდ), უსასყიდლო სესხება (ალ-‘არია) და მინდობილი შენახვა (ალ-ვადი‘ა)

6- აკრძალულია ყველაფერი, რაც შეიცავს ქონების მითვისებას ყოველგვარი სამუშაოს, სარგებლის და გარჯის გარეშე; როგორიცაა: უძრავი ქონება და მევახშეობა (პროცენტი).

7- აკრძალულია ყველა ურთიერთობა, რომელიც არის დაფუძნებული სიცრუეზე და თაღლითობაზე; მაგალითად: პიროვნების მიერ იმის გაყიდვა, რაც მის საკუთრებაში არაა და გაურკვეველი ნივთების გაყიდვა.

8- აკრძალულია ყველაფერი, რაშიც არის ტყუილი ჰარამისკენ (აკრძალულისკენ) წამყვანი; მაგალითად: ალ 'იინას ფორმით გაყიდვა,78.

9- აკრძალულია, რაც ხელს უშლის ალლაჰის მორჩილებაში; მაგალითად: პარასკევის ლოცვაზე მეორედ მოხმობის შემდეგ ვაჭრობა.

10- აკრძალვა ყველაფრის, რაშიც არის ზიანი, ან გამოიწვევს მტრობას მუსლიმებს შორის; როგორიცაა: აკრძალული რამეების გაყიდვა, და პიროვნებამ მის სულიერ ძმას ხელი შეუშალოს გაყიდვაში ან მისი კლიენტები მიიზიდოს.

როდესაც მუსლიმმა არ იცის რომელიმე საკითხის დადგენილება; მის შესახებ სწავლულებს უნდა შეეკითხოს, არ უნდა წამოიწყოს ის საქმე, სანამ მისი შარიათული დადგენილების შესახებ არ გაიგებს, როგორც თქვა უზენაესმა:

﴿‌...فَاسْأَلُوا ‌أَهْلَ ‌الذِّكْرِ إِنْ كُنْتُمْ لَا تَعْلَمُونَ﴾ [النحل: 43]

{მაშ, ჰკითხეთ მცოდნე ხალხს, თუ თქვენ არ იცით} [ან-ნაჰლ: 43].

ეს არის ის, რისი შეგროვების შესაძლებლობაც მომეცა. ალლაჰია პასუხისმგეველი, რომ მოგვანიჭოს სასარგებლო ცოდნა და კეთილი საქმე, წეშმარიტად ის გულუხვი და მწყალობელია. ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა ჩვენს შუამავალს მუჰამმადს, მის ოჯახს და მეგობრებს, მხურვალე და მრავალი მისალმება.

 

 

 

 

***

Index

 

შესავალი 3

თავი პირველი: 4

მრწამსთან დაკავშირებული საკითხები 4

ნაწილი პირველი: ისლამის მნიშვნელობა და მისი საფუძვლები: 4

ერთღმერთიანობის მნიშვნელობა: 5

მნიშვნელობა ''არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა'' : 7

რაც შეეხება "ლაა ილააჰა ილლაა ალააჰ" - არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა - პირობები არის: 8

დამოწმების მნიშვნელობა, რომ ჭეშმარიტად მუჰამმადი ალლაჰის შუამავალია: 11

ნაწილი მეორე: წრმენის მნიშვნელობა და მისი საფუძვლები: 13

1. ალლაჰის რწმენა მოიცავს სამ რამეს: 15

1) მისი ღვთაებრიობის რწმენა: 15

2) რწმენა მისი ღვთაებრიობისა: 18

3) ღმერთის სახელ-თვისებების რწმენა: 22

2) ანგელოზების რწმენა: 32

3) წიგნების რწმენა: 34

4) შუამავლების რწმენა (მშვიდობა მათ): 36

5) უკანასკნელი დღის რწმენა: 37

- აღსდგომის რწმენა: 38

- განკითხვის და საზღაურის რწმენა: 39

- სამოთხის და ჯოჯოხეთის რწმენა: 39

6) ბედისწერის რწმენა თავისი კარგით და ცუდით: 40

ნაწილი მესამე: 42

(იჰსანი) გულწრფელობა: 42

ნაწილი მეოთხე: მოკლე შინაარსი სუნნას და ჯამაათის(ერთობის მიმდევართა) საფუძველიდან: 44

თავი მეორე: თაყვანისცემასთან დაკავშირებული საკითხები 46

ნაწილი პირველი: სისუფთავე: 46

პირველი: წყლის სახეობები: 46

მეორე: სიბინძურე: 47

მესამე: რისი გაკეთება ეკრძალება მუსლიმს განბანვის გარეშე. 51

მეოთხე: საჭირო ოთახის (საპირფარეშო) ეთიკა: 54

მეხუთე: გასუფთავების წესები: 56

მეექვსე: აბდესის დადგენილებები: 57

მეშვიდე: ტყავის წინდების და ნასკების გაწმენდა (მასჰი). 60

მერვე: თეიმუმის დადგენილებები: 63

მეცხრე: მენსტრუაციისა და მშობიარობის შემდგომი სისხლდენის დადგენილებები: 67

მეორე ნაწილი: ლოცვა: 70

პირველი: აზანის და იყამას დადგენილებები: 70

მეორე: ლოცვის სტატუსი და მადლიანობა: 75

მესამე: ლოცვის პირობები: 78

მეოთხე: ლოცვის საფუძვლები: 81

მეხუთე: ლოცვის ვალდებულები: 89

მეექვსე: ლოცვის სუნნათები: 91

მეშვიდე: ლოცვის ფორმა: 94

მერვე: ლოცვის დროს მოუწონარი ქმედებები: 103

მეცხრე: ლოცვის მომშლელები: 104

მეათე: გამოსასწორებელი საჯდა: 105

მეთერთმეტე: ლოცვისთვის მოუწონარი დროები: 108

მეთორმეტე: ჯგუფური ლოცვა: 110

მეცამეტე: შიშის დროს ლოცვა: 115

საფრთხის დროს ლოცვის ფორმა: 116

მეთოთხმეტე: პარასკევის ლოცვა: 117

მეხუთე: პარასკევ დღეს მოსაწონი ქმედებები: 121

ოდენობა, რისი ლოცვის შემთხვევაშიც პარასკევის ლოცვა მიღებულად ჩაითვლება: 122

მეთხუთმეტე: საპატიო მიზეზის მქონე ადამიანთა ლოცვა: 123

მეთექვსმეტე: სადღესასწაულო ლოცვები: 129

მეჩვიდმეტე: მზის დაბნელების ლოცვა: 133

მეთვრამეტე: წვიმის ლოცვა: 136

მეცხრამეტე: ჯანაზის დადგენილებები 138

ნაწილი მესამე: ზაქათი: 143

1- ზაქათის მნიშვნელობა და მისი ადგილის განმარტება: 143

2- ზაქათის ვალდებულებისთვის საჭირო პირობები: 144

3- ქონება, რომელიც საჭიროებს ზაქათის გადახდას: 146

მეათე ნაწილი: მარხვა: 164

რამადანის მარხვის აუცილებლობა და სავალდებულო პირობები: 166

მეხუთე ნაწილი: ჰაჯობა და უმრა 178

ჰაჯობის და უმრას ვალდებულებისთვის საჭირო პირობები: 179

იჰრამში შესვლის ადგილები (მიიყათი): 182

იჰრამი: 185

უმრა: 192

ჰაჯობა: 198

თავი მესამე: 202

გარიგებასთან(ურთიერთკავშირებთან) დაკავშირებული საკითხები 202

 

 

 

***


ჰადისს გადმოსცემს აჰმად იბნ ჰანბალი თავის მუსნადში ნომრით: (6072) და ათ-თირმიზი ნომრით: (1535), და თქვა: ეს არის კარგი ჰადისი.

გადმოსცა ალ-ბუხარიმ ალ-ადაბ ალ-მუფრად (716), აჰმადმა თავის მუსნადში (19606), დიაუ ალ-მაყდისიმ ალ-აჰადიის ალ-მუხთაარში (1/150), და ალბაანი მიიჩნევს სანდოდ'' საჰიჰ ალ-ჯამი ალ-საღირში'' (3731).

გადმოსცა მუსლიმმა ნომრით: (121), და აჰმადმა თავის მუსნადში ნომრით: (10434).

მაზი: არის ძალიან თხევადი სითხე, რომელსაც არ აქვს შეფერილობა, გამოდის სასქესო ორგანოდან შეხების ან სექსუალურ აქტზე ფიქრის ან სურვილის დროს, ან ყურების, ან სხვა მსგავსი შემთხვევების დროს, ის გამოდის წვეთების სახით, შესაძლებელია ადამიანმა ვერც იგრძნოს მისი გამოსვლა. ვადი: ის არის თეთრი და ბლანტი სითხე, რომელიც გამოდის შარდის შემდეგ, ან რაიმე მძიმეს აწევის შემთხვევაში.

გადმოსცა მუსლიმმა ნომრით: (224).

გადმოსცა მალიქმა ალ-მუვატტაში ნომრით: (680 და 219), ად-დარიმიმ ნომრით (312), აბდურაზზაყმა მუსანაფში ნომრით: (1328), იმამ ალბანი სანდოდ მიიჩნევს ჰადისს 'ირვაა ღალილში' ნომრით (122).

გადმოსცა აჰმადმა ნომრით: (15423), ან-ნასაიმ ნომრით: (12808), იმამ ალბანი სანდოდ მიიჩნევს ჰადისს 'ირვაა ღალილში' ნომრით: (121).

გადმოსცა იბნი მაჯამ ნომრით: (594), და იბნ ჰიბბაანმა ნომრით: (799), იმამ ალბანი ჰადისს სუსტად მიიჩნევს ''და'იფი სუნან თირმიზში'' ნომრით: (146).

გადმოსცემს ალ-ბუხარი ნომრით: (142), და მუსლიმი ნომრით:(122).

გადმოსცემს ალ-ბუხარი ნომრით: (7288), და მუსლიმი ნომრით: (6066).

პატივცემული შეიხი აბდულაზიზ ბინ ბააზ, ალლაჰმა შეიწყალოს ის, ამბობს ნაშრომში მაჯმუუ'ალ ფათავაში (29/141): (ბაიჰაყიმ ჯაბირისგან კარგი ჯაჭვით გადმოცემული სიტყვები დაამატა მას: ''ჭეშმარიტად შენ არ არღვევ აღთქმას''.

გადმოსცა ათ-თირმიზიმ ნომრით: (2635).

გადმოსცა მუსლიმმა ნომრით: (82).

გადმოსცა ათ-თირმიზიმ (265), იმამ ალ-ალბანი სანდოდ მიიჩნევს ''საჰიჰ ათ-თარღიბ ვა ათ-თარჰიბ''.

გადმოსცემს ალ-ბუხარი ნომრით: (1117).

გადმოსცემს ალ-ბუხარი ნომრით: (6251), და მუსლიმი ნომრით: (884).

გადმოსცემს ალ-ბუხარი ნომრით: (756), და მუსლიმი ნომრით: (872).

გადმოსცემს ალ-ბუხარი ნომრით: (793), და მუსლიმი ნომრით: (398).

გადმოსცემს ალ-ბუხარი ნომრით: (812), და მუსლიმი ნომრით: (490).

გადმოსცა მუსლიმმა (498).

გადმოსცემს ალ-ბუხარი ნომრით: (724), და მუსლიმი ნომრით: (398).

გადმოსცემს ალ-ბუხარი (797), და მუსლიმი (402).

გადმოსცა ათ-თირმიზიმ ნომრით: (839).

გადმოსცემს ალ-ბუხარი ნომრით: (6008).

გადმოსცემს ალ-ბუხარი ნომრით: (1110).

გადმოსცემს ალ-ბუხარი ნომრით: (835).

გადმოსცემს ალ-ბუხარი ნომრით: (743), და მუსლიმი ნომრით: (399).

გადმოსცა ათ-თირმიზიმ ნომრით: (266).

გადმოსცა მუსლიმმა ნომრით: (588).

გადმოსცა აბუ დაუდმა ნომრით (5168).

გადმოსცა ათ-თირმიზიმ ნომრით: (284).

*ავრათი: რჯულით აკრძალული ადგილები.

* ორპირთა

გადმოსცა მუსლიმმა ნომრით: (1484).

გადმოსცემს ალ-ბუხარი ნომრით: (609), და მუსლიმი ნომრით: (602).

*ანუ უკვე წელში მოხრილია.

გადმოსცემს ალ-ბუხარი ნომრით: (4130), და მუსლიმი ნომრით: (842).

გადმოსცა მუსლიმმა ნომრით: (865).

*პარასკევის ქადაგება.

* სივაქი: კბილის ჯაგრისად გამოსაყენებელი ჯოხი.

გადმოსცემს ალ-ბუხარი ნომრით: (934), და მუსლიმი ნომრით: (851).

გადმოსცემს ალ-ბუხარი ნომრით: (1081), და მუსლიმი ნომრით: (693).

* რამადან ბაირამი. * ყურბან ბაირამი.

*ყურბან ბაირამის მეორე მესამე და მეოთხე დღეები. ზულ-ჰიჯჯას თვის 11, 12, 13, რიცხვები.

გადმოსცემს ალ-ბუხარი ნომრით: (1012), და მუსლიმი ნომრით: (894).

გადმოსცა აბუ დაუდმა ნომრით (3201) და ათ-თირმიზიმ ნომრით (1024), და თქვა, რომ ჰადისი არის სანდო კარგი,

გადმოსცა მუსლიმმა ნომრით: (962).

გადმოსცემს ალ-ბუხარი ნომრით: (8), და მუსლიმი ნომრით: (111).

* ქონების განსაზღვრული ოდენობა, რომლის მოხვეჭის შემდეგაც სავალდებულო ხდება ზაქათის გადახდა.

გადმოსცემს იბნ მააჯა ნომრით (1792), და ათ-თირმიზი ნომრით: (63) ან (631).

*ოდენობა, რომლის დროსაც ზაქათის გადახდა სავლდებულოა.

გადმოსცემს ალ-ბუხარი ნომრით: (1402), და მუსლიმი ნომრით: (2287).

გადმოსცემს ალ-ბუხარი ნომრით: (1432), და მუსლიმი ნომრით: (984).

გადმოსცა აბუ დაუდმა (1609), და იბნ მააჯამ (1827), იმამ ალბანი სანდოდ მიიჩნევს ჰადისს ''საჰიჰ აბუ დაუდ''. ნომრით: (1609).

გადმოსცემს ალ-ბუხარი ნომრით: (1), და მუსლიმი ნომრით: (1907).

გადმოსცემს ალ-ბუხარი ნომრით: (1810), და მუსლიმი ნომრით: (1086).

გადმოსცემს ალ-ბუხარი ნომრით: (1909).

გადმოსცა აჰმადმა ნომრით: (25457), აბუ დაუდმა ნომრით: (2454), ან-ნასაიმ ნომრით: (2331), ამ სიტყვებით, ჰაფსასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი).

გადმოსცემს ალ-ბუხარი ნომრით: (6669), და მუსლიმი ნომრით: (2709).

გადმოსცა აბუ დაუდმა ნომრით: (2380), და ათ-თირმიზიმ ნომრით: (719), და იბნ მააჯამ ნომრით: (676).

გადმოსცემს ალ-ბუხარი ნომრით: (1849), და მუსლიმი ნომრით: (1846).

* ჰაჯ ათ'თამათუ - ჰაჯობის სახეობა.* ჰაჯ ალ'ყირან - ჰაჯობის სახეობა.

გადმოსცა მუსლიმმა ნომრით: (1134).

გადმოსცა აჰმადმა ნომრით (25198), ან-ნასაიმ ნომრით: (2627), და იბნ მააჯამ ნომრით: (2901), აიშასგან, ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი.

გადმოსცემს ალ-ბუხარი ნომრით: (1862), და მუსლიმი ნომრით: (1341).

გადმოსცემს ალ-ბუხარი ნომრით: (1531).

* იზარი: წელსქვევით შემოსახვევი თეთრი ნაჭერი.* რიდა: მხრებზე მოსაფარებელი თეთრი ნაჭერი.

* სა'ა: საფასა და მარვას გორაკებს შორის მიმოსვლა.

გადმოსცა მუსლიმმა ნომრით: (1211).

გადმოსცემს ალ-ბუხარი ნომრით: (1549).

გადმოსცა მუსლიმმა ნომრით: (1218).

გადმოსცემს ათ-თირმიზი ნომრით: (487), თქვა: კარგი ჰადისი, უცხო ფორმით. ალბანი ჰადისს კარგად მიიჩნევს.

იხილეთ: ''მუღნი ალ-მუჰთაჯ'' (2/22).

იხილეთ: ''ჰაშია იბნ ააბიდინ'' (1/42).

იხილეთ: ალ-მაჯმუ' (1/50).

შუფ'ა: პარტნიორის მიერ თავისი პარტნიორის წილის უკან დაბრუნების შესაძლებლობა, იმ მესამე პირისგან, ვინც შეიძინა ფულადი ანაზღაურებით.

'ინას ფორმით გაყიდვა: ადამიანმა რომ გაყიდოს საქონელი გარკვეულ თანხაზე ნისიად, შემდეგ კი მყიდველიდან იყიდოს უკან იგივე საქონელი უფრო ნაკლები თანხით ხელზე.

გადმოსცემს ალ-ბუხარი ნომრით: (8).