الوسائل المفيدة للحياة السعيدة (جورجي)

أما بعد: فإن راحة القلب، وطمأنينته وسروره وزوال همومه وغمومه، هو المطلب لكل أحد، وبه تحصل الحياة الطيبة، ويتم السرور والابتهاج، ولذلك أسباب دينية، وأسباب طبيعية، وأسباب عملية، ولا يمكن اجتماعها كلها إلا للمؤمنين، وأما من سواهم، فإنها وإن حصلت لهم من وجه وسبب يجاهد عقلاؤهم عليه، فاتتهم من وجوه أنفع وأثبت وأحسن حالاً ومآلاً. ولكني سأذكر برسالتي هذه ما يحضرني من الأسباب لهذا المطلب الأعلى، الذي يسعى له كل أحد. فمنهم من أصاب كثيراً منها فعاش عيشة هنيئة، وحيى حياة طيبة، ومنهم من أخفق فيها كلها فعاش عيشة الشقاء، وحيي حياة التعساء. ومنهم من هو بين بين، بحسب ما وفق له. والله الموفق المستعان به على كل خير، وعلى دفع كل شر.

  • earth ენა
    (جورجي)
  • earth ავტორი:
    الشيخ عبدالرحمن بن ناصر السعدي

სხვა ნათარგმნები 71

ta تاميلي- தமிழ் bn بنغالي- বাংলা tr تركي- Türkçe zh صيني- 中文 ha هوسا- Hausa ar عربي- العربية ur أردو- اردو hi هندي- हिन्दी ms ملايو- Melayu en إنجليزي- English ps بشتو- بشتو fr فرنسي- Français ru روسي- Русский sw سواحيلي- Kiswahili fa فارسي- فارسي uz أوزبكي- Ўзбек id إندونيسي- Indonesia tl فلبيني تجالوج- Tagalog gu غوجاراتية- ગુજરાતી te تلغو- తెలుగు si سنهالي- සිංහල as آسامي- অসমীয়া es إسباني- español bs بوسني- bosanski pt برتغالي- português ro روماني- română rw كينيارواندا- Kinyarwanda pl بولندي- polski ml مليالم- മലയാളം mg ملاغاشي- Malagasy lt ليتواني- lietuvių am أمهري- አማርኛ ka جورجي- ქართული ku كردي- Kurdî kn كنادي- ಕನ್ನಡ it إيطالي- italiano cs تشيكي- čeština prs دري- فارسی دری sr صربي- Српски lo لاو- ພາສາລາວ dv ديفهي- ދިވެހި dyo جوالا- Jóola snk سوننكي- Soninke ky قرغيزي- Кыргызча nl هولندي- Nederlands pa بنجابي- ਪੰਜਾਬੀ th تايلندي- ไทย mk مقدوني- македонски vi فيتنامي- Tiếng Việt ceb بيسايا- Bisaya hu هنجاري مجري- magyar ne نيبالي- नेपाली yo يوربا- Èdè Yorùbá km خميرية- ភាសាខ្មែរ my بورمي- ဗမာ bg بلغاري- български sl سلوفيني- slovenščina uk أوكراني- українська sv سويدي- svenska sn الشونا- Shona mfe كريولي- créole ko كوري- 한국어 mos موري- Mõõré af أفريقاني- Afrikaans zu زولو- isiZulu ig إيجبو- Igbo tg طاجيكي- тоҷикӣ ny شيشيوا- Chichewa ki كيكويو- Gĩkũyũ mnk مندنكا- Mandinka wo ولوف- Wollof
PHPWord

 

 

 

الوَسَائِلُ المُفِيْدَةُ لِلحَيَاةِ السَّعِيْدَةِ

 

სარგებლიანი საშუალებები ბედნიერი ცხოვრებისთვის

 

 

الشَّيْخُ عَبْدُ الرَّحمَنِ بْنُ نَاصِرٍ السَّعْدِيُّ

رَحِمَهُ اللهُ

ავტორი

შეიხ აბდურრაჰმან იბნუ ნასირ ას-საადი (ალლაჰმა შეიწყალოს)

 

 


بِسْمِ اللهِ الرَّحمَنِ الرَّحِيمِ

ავტორის წინასიტყვაობა

ქება-დიდება მას ვისაც ეკუთვნის დიდება სრულად, ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა, რომელსაც არ ჰყავს თანამოზიარე, და ვამოწმებ, რომ მუჰამმადი მისი მონა და მოციქულია, ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას, მის ოჯახს და მის საჰაბებს.

ამის შემდეგ: გულის სიმშვიდე, მისი ჰარმონია და სიხარული, მწუხარებისა და წუხილის გაქრობა არის ის, რისკენაც ყველა ადამიანი ისწრაფვის. ამასთან ერთად მოდის კეთილდღეობით სავსე ცხოვრება, სრული ბედნიერება და სიხარული. ამისთვის არსებობს რელიგიური, ბუნებრივი და პრაქტიკული მიზეზები, და მათი სრული ერთიანობა მხოლოდ მორწმუნეთათვისაა შესაძლებელი. რაც შეეხება დანარჩენებს, თუნდაც ისინი გარკვეული ძალისხმევით ამ ყველაფერს ერთი მხრიდან აღწევდნენ, მათ მაინც არ მიუწვდებათ ხელი უფრო სასარგებლო, სტაბილურ და ხელსაყრელ გზებზე, ასევე უკეთეს მდგომარეობებსა და შედეგებზე.

თუმცა, ამ წერილში ვახსენებ იმ მიზეზებს, რაც მახსენდება ამ უმაღლესი მიზნისთვის, რისკენაც ყველა ისწრაფვის.

მათ შორის ზოგმა დიდ წარმატებას მიაღწია, ბედნიერად იცხოვრა და კარგი ცხოვრება განვლო, ზოგი კი ყველა ამ საკითხში დამარცხდა, უბედურებაში გაატარა ცხოვრება და ტანჯვა განიცადა. არიან ისეთებიც, ვინც შუაში იმყოფებიან, იმის მიხედვით, თუ რა წარმატებებს მიაღწიეს. და მხოლოდ ალლაჰია, ვინც წარმატებას აძლევს და მხოლოდ მისგან უნდა ველოდოთ დახმარებას ყოველი სიკეთისთვის და ყოველი ბოროტებისგან თავის დაღწევისთვის.

თავი პირველი

1. ამის (ბედნიერების) ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი და მისი საფუძველი არის რწმენა და კეთილი საქმეები. როგორც ბრძანა უზენაესმა:

﴿مَنۡ عَمِلَ صَٰلِحٗا مِّن ذَكَرٍ أَوۡ أُنثَىٰ وَهُوَ مُؤۡمِنٞ فَلَنُحۡيِيَنَّهُۥ حَيَوٰةٗ طَيِّبَةٗۖ وَلَنَجۡزِيَنَّهُمۡ أَجۡرَهُم بِأَحۡسَنِ مَا كَانُواْ يَعۡمَلُونَ 97﴾ [النحل: 97] .

"ვინც მართალი საქმე აკეთა, კაცმა თუ ქალმა, და თან მორწმუნეც იყო, უსათუოდ ვაცხოვრებთ მათ კეთილი ცხოვრებით, და მივაგებთ ჯილდოს იმაზე უკეთესს, რასაც

აკეთებდნენ". [ სურა ან-ნაჰლ: 97]

უზენაესმა გვამცნო და აღუთქვა, რომ ვისაც რწმენა და კეთილი საქმეები აქვს გაერთიანებული, ამქვეყნად ბედნიერ ცხოვრებას მოიპოვებს და მომდევნო სიცოცხლეში კეთილ საზღაურს მიიღებს.

ამას აქვს ნათელი მიზეზი: ჭეშმარიტი რწმენის მქონე მორწმუნეები, რომლებიც ასრულებენ კეთილ საქმეებს, რომლებიც აუმჯობესებენ გულებს, ზნეობას, ამქვეყნად და მომდევნო ცხოვრებაში, ფლობენ საფუძვლებს, რომლებიც ეხმარებათ, მიიღონ ყველა ის მიზეზი, რაც მათ სიხარულსა და ბედნიერებას ანიჭებს, ასევე ის მიზეზები, რაც შფოთვას, წუხილსა და მწუხარებას იწვევს.

ისინი იღებენ სასიამოვნო და სასიხარულო მოვლენებს აღიარებით, მადლიერებით და მათი გამოყენებით სასიკეთოდ. თუ ისინი მათ ამგვარად იყენებენ, ეს იწვევს მათში დიდი სიხარულის განცდას, იმედს მათი შენარჩუ-ნებისა და კურთხევის მიმართ და მადლიერების დამსახურების აღქმის მოლოდინს, რაც იმ სიკეთეებსა და კურთხევებს აღემატება, რაც ამ სიხარულების ნაყოფია.

ისინი წინააღმდეგობას უწევენ უსიამოვნებებს, ზიანს, წუხილსა და მწუხარებას იმით, რომ ებრძვიან იმას, რაც შესაძლებელია რომ დაძლიონ. ამსუბუქებენ იმას, რაც შესაძლებელია რომ შეამსუბუქონ, და მოთმინებით იღებენ იმას, რის თავიდან აცილებაც შეუძლებელია. შედეგად, მათთვის უსიამოვნებები სასარგებლო წინააღმდეგობ-ებად იქცევა. გამოცდილება და ძალა, მოთმინება და ჯილდოს მოლოდინი მათთვის დიდი სიკეთის მომტანია, რაც აქრობს უსიამოვნებებს და მათ ადგილას სიხარულს, კეთილ იმედებს და ღვთის მოწყალების და ჯილდოს მოლოდინს აყენებს. როგორც მოციქული მუჰამედი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), ამაზე საუბრობს სწორ ჰადისში, როცა ამბობს:

(عَجَبًا لِأَمْرِ المُؤْمِنِ، إِنَّ أَمْرَهُ كُلَّهُ خَيْرٌ، إِنْ أَصَابَتْهُ سَرَّاءُ شَكَرَ فَكَانَ خَيْرًا لَهُ، وَإِنْ أَصَابَتْهُ ضَرَّاءُ صَبَرَ فَكَانَ خَيْرًا لَهُ وَلَيْسَ ذَلِكَ لِأَحَدٍ إِلَّا لِلْمُؤْمِنِ).

„გასაოცარია მორწმუნის საქმე: მისი ყოველი საქმე სიკეთეა მისთვის. თუ მას სიხარული და ბედნიერება ეწვია, მადლიერია, და ეს არის მისთვის კარგი. თუ მას გასაჭირი და უბედურება ეწვია, ის ითმენს, და ესაც არის მისთვის კარგი. და ეს თვისება მხოლოდ მორწმუნეს აქვს.“ (გადმოსცა მუსლიმმა)

მოციქული მუჰამედი(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), გვამცნობს, რომ მორწმუნის სარგებელი, სიკეთე და საქმეების ნაყოფი ორმაგდება ყველა იმ შემთხვევაში, როცა მას სიხარული ან უსიამოვნებები ეწვევა. ამიტომაც შეიძლება ორი ადამიანის ცხოვრებაში ერთსა და იმავე სიკეთესა თუ ბოროტებაზე განსხვავებული გავლენა ჰქონდეს, რაც გამოწვეულია მათი რწმენისა და კეთილი საქმეების ხარისხით. ეს პიროვნება, რომელსაც აქვს ეს ორი თვისება, იღებს სიკეთესა და ბოროტებას იმ მადლიერებითა და მოთმინებით, რასაც ჩვენ აღვნიშნეთ, რაც მას სიხარულსა და ბედნიერებას ანიჭებს, აშორებს წუხილს, მწუხარებას, შფოთვას, გულში სიმძიმესა და ცხოვრების ტანჯვას, და ამქვეყნად სრული ბედნიერი ცხოვრება ექმნება. მეორე ადამიანი იღებს სასიამოვნო მოვლენებს ქედმაღლობით, ამპარტავნებითა და უდიერობით. ეს აქცევს მის ზნეობას, და იგი იღებს მათ ისე, როგორც ცხოველები - გაუმაძღრობითა და შიშით. ამასთან, მისი გული არ არის მშვიდი, არამედ მრავალი მხრიდანაა მოშლილი. იგი შეშფოთებულია თავისი საყვარელი საქმეების დაკარგვის შიშით და იმ წინააღმდეგობებით, რომლებიც ხშირად ამან შეიძლება გამოიწვიოს. ასევე, მისი სული არ ჩერდება მიღწეულზე, არამედ მუდმივად მოელის სხვა რამეს, რაც შესაძლოა მოიპოვოს ან ვერ მოიპოვოს. და თუ მაინც მიიღებს, ისიც შეშფოთებულია ზემოთ აღნიშნული მიზეზებით. უსიამოვნებებს კი იღებს შფოთვით, შიშითა და მოუთმენლობით. არ ღირს ლაპარაკი იმაზე, რა ტანჯვას უქმნის ეს ცხოვრება, გონებრივი და ნერვული დაავადებები, შიში, რომელიც შეიძლება მიიყვანოს მას ყველაზე უარეს მდგომარეობამდე და ყველაზე საშინელ გაჭირვებამდე, რადგან მას არ აქვს იმედი ჯილდოსი და არც მოთმინება, რომელიც მას დაამშვიდებდა და საქმეს შეუმსუბუქებდა.

ეს ყველაფერი ცხადია გამოცდილებით, და თუ დაფიქრდები და ამ მაგალითს ადამიანების ცხოვრების პირობებზე გადმოიტან, დაინახავ დიდ განსხვავებას იმ მორწმუნეს შორის, რომელიც თავისი რწმენის შესაბამისად მოქმედებს, და იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ასე არ იქცევიან. ეს იმიტომ, რომ რელიგია ძლიერად მოუწოდებს ღვთის მიერ ნაბოძები რიზყითა(საზრდო) და მრავალფეროვანი მოწყალებით კმაყოფილებისაკენ.

მორწმუნე, თუ ის დაავადებით, სიღარიბით ან სხვა ამგვარი განსაცდელით დაიტანჯება, რაც ყველას შეიძლება შეემთხვეს, თავისი რწმენითა და ღვთის მიერ ბოძებული ნაწილის კმაყოფილებითა და დამშვიდებით, მშვიდად იღებს ამას. იგი არ ეძებს გულში იმას, რაც მას არ მიუნიჭებია. იგი იყურება იმაზე, ვინც მასზე დაბლა დგას, და არ იყურება მასზე მაღლა მდგომებზე. შესაძლოა, მისი სიხარული, ბედნიერება და სიმშვიდე იმაზე მეტად გაიზარდოს, ვიდრე მას აქვს ყველა ამქვეყნიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება, თუ მას არ აქვს კმაყოფილება.

ასევე ნახავ იმ ადამიანს, რომელიც არ მოქმედებს თავისი რწმენის შესაბამისად, თუ მას სიღარიბე ან რომელიმე ამქვეყნიური მოთხოვნილების დაკარგვა დაატყდება, ის იქნება უკიდურესად უბედური და ტანჯული.

სხვა მაგალითი: თუ შიშის მიზეზები წარმოიშვა და ადამიანზე შემაწუხებელი მოვლენები დაატყდა თავს, ჭეშმარიტი რწმენის მქონეს ნახავ მტკიცე გულით, მშვიდი სულით, რაც მას საშუალებას აძლევს, გაუმკლავდეს ამ პრობლემას იმაში, რაც შეუძლია, ფიქრით, სიტყვით და საქმით. მან თავი მოამზადა ამ შემაწუხებელი შემთხვევისთვის, და ეს პირობები ადამიანს ამშვიდებს და ამყარებს მის გულს.

ასევე ნახავ, რომ რწმენის არმქონე პიროვნება საპირისპირო მდგომარეობაშია: თუ შიშის მიზეზები წარმოიშვა, მას სინდისი შეაწუხებს, ნერვები დაეძაბება, აზრები აერევა, შიში და ზარალი შიგნიდან შემოეჭრება. მას თავს დაატყდება როგორც გარე შიში, ისე შინაგანი შფოთვა, რომლის გამოხატვაც სიტყვებით შეუძლებელია. ასეთი ადამიანები, თუ მათ არ ექნებათ რაიმე ბუნებრივი მიზეზები, რომლებსაც დიდი ვარჯიში სჭირდება, მათი ძალები დაიშლება და ნერვები დაიძაბება, რადგან მათ არ აქვთ რწმენა, რომელიც მოთმინებას განაპირობებს, განსაკუთრებით რთულ და შემაწუხებელ მდგომარეობებში.

ღვთისმორჩილს და ცოდვებიანს, მორწმუნეს და ურწმუნოს საერთო აქვთ შეძენილი სიმამაცე და ინსტინქტი, რომელიც ამსუბუქებს შიშებს და მათ ხდის ნაკლებად შემაშფოთებელს. მაგრამ მორწმუნე გამოირჩევა თავისი რწმენის სიმტკიცით, მოთმინებით, ღვთისადმი ნდობით და მასზე დაყრდნობით, და ჯილდოს მოლოდინით — ეს ყველაფერი ზრდის მის სიმამაცეს, ამსუბუქებს შიშის წნეხს და ხდის მას უფრო ადვილად გადასატანს, როგორც ბრძანა უზენაესმა:

﴿إِن تَكُونُواْ تَأۡلَمُونَ فَإِنَّهُمۡ يَأۡلَمُونَ كَمَا تَأۡلَمُونَۖ وَتَرۡجُونَ مِنَ ٱللَّهِ مَا لَا يَرۡجُونَ... ﴾ [النساء: 104].

"არ გამოიჩინოთ სისუსტე ხალხის დევნაში. თუ თქვენ იტანჯებით, ისინიც იტანჯებიან ისე, როგორც თქვენ იტანჯებით, მაგრამ თქვენ ალლაჰისგან გაქვთ იმის იმედი, რისი იმედიც მათ არ გააჩნიათ, და ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია". [სურა ან-ნისა: 104] და მათ ეძლევათ ღვთის განსაკუთრებული დახმარება და შეწევნა, რაც შიშებს ფანტავს. უზენაესმა ბრძანა:

﴿...وَٱصۡبِرُوٓاْۚ إِنَّ ٱللَّهَ مَعَ ٱلصَّٰبِرِينَ﴾ [الأنفال: 46].

"მოითმინეთ, ჭეშმარიტად, ალლაჰი მომთმენებთან ერთადაა". [სურა ალ-ანფალ: 46]

2. იმ მიზეზებს შორის, რომლებიც ხსნის წუხილს, მწუხარებას და შფოთვას, არის სიკეთე ხალხის მიმართ სიტყვით და საქმით, კეთილშობილების სხვადასხვა ფორმა, რომლებიც სიკეთესა და წყალობას წარმოადგენს. ღმერთი ამით ხსნის წუხილს და მწუხარებას როგორც კეთილი, ისე ცუდი ადამიანებისგან, მათი მდგომარეობის შესაბამისად. თუმცა, მორწმუნისთვის ამ სიკეთესა და ჯილდოში უმაღლესი წილი და ხვედრია, რადგან მისი სიკეთე გამომდინარეობს გულწრფელობიდან და ჯილდოს მოლოდინიდან.

ღვთის წყალობით მას უადვილდება სიკეთის კეთება, რადგან ის ელოდება სიკეთეს, და ღვთის ნებით მას შორდება უსიამოვნებები მისი გულწრფელობისა და ჯილდოს მოლოდინის გამო. უზენაესმა ბრძანა:

﴿لَّا خَيۡرَ فِي كَثِيرٖ مِّن نَّجۡوَىٰهُمۡ إِلَّا مَنۡ أَمَرَ بِصَدَقَةٍ أَوۡ مَعۡرُوفٍ أَوۡ إِصۡلَٰحِۭ بَيۡنَ ٱلنَّاسِۚ وَمَن يَفۡعَلۡ ذَٰلِكَ ٱبۡتِغَآءَ مَرۡضَاتِ ٱللَّهِ فَسَوۡفَ نُؤۡتِيهِ أَجۡرًا عَظِيمٗا114﴾ [النساء: 114].

"არ არის სიკეთე მათ მრავალ და საიდუმლო საუბრებში, იმის გარდა, სადაც მოუწოდებენ გაიღონ მოწყალება, ან აკეთონ კეთილი საქმე, და შეარიგონ ადამიანები, და ვინც ამას აკეთებს ალლაჰის კმაყოფილების სურვილით - ვუბოძებთ უდიდეს საზღაურს". [სურა ან-ნისა: 114]

უზენაესმა გვამცნო, რომ ეს ყველა საქმეები ვისგანაც იყო სიკეთეა. და სიკეთე იზიდავს სიკეთეს და განდევნის ბოროტებას. მორწმუნეს, რომელიც ჯილდოს მოლოდინით მოქმედებს, ღმერთი დიდ ჯილდოს აძლევს, და ამ დიდი ჯილდოს შორისაა: წუხილის, მწუხარების, და სევდის მოშორება და მათ მსგავსი.

თავი მეორე

ნერვების დაძაბულობით გამოწვეული შფოთვის და გულის დაწყნარების მიზეზებისგან თავის დაღწევის ერთ-ერთი მიზეზი არის დაკავება რაიმე საქმით ან სასარგებლო სწავლებით. ეს გულს უბიძგებს, რომ გადაერთოს იმ საქმიდან, რაც მას წუხილს აყენებს. შესაძლოა, ამით დაივიწყოს ის მიზეზები, რომლებმაც მას წუხილი და მწუხარება გაუჩინა, მისი სული გახარებული გახდეს და მისი აქტიურობა გაიზარდოს. ეს მიზეზიც საერთო არის მორწმუნისთვისაც და სხვებისთვისაც. მაგრამ მორწმუნე გამოირჩევა თავისი რწმენით, გულწრფელობითა და ჯილდოს მოლოდინით იმ საქმეში, რომლითაც ის დაკავებულია, იქნება ეს სწავლა ან სწავლება, ან კეთილი საქმე, რომელსაც აკეთებს. თუ ეს არის ღვთისმსახურება, მაშინ ეს არის ღვთისმსახურება; თუ ეს არის ამქვეყნიური საქმიანობა ან ჩვეულება, მას თან ახლავს სწორი განზრახვა და მიზანი, ამით დაეხმაროს საკუთარ თავს ღვთის მორჩილებაში. სწორედ ამიტომ, მას აქვს ძლიერი ეფექტი წუხილის, მწუხარებისა და სევდის მოშორებაში. რამდენი ადამიანია, ვისაც შფოთვა და მუდმივი სევდა დაატყდა თავს, რამაც მრავალი დაავადება მოიტანა, და მისი შედეგიანი წამალი იყო (იმ მიზეზის დავიწყება, რაც მას წუხილს და შფოთვას აყენებდა, და თავისი დროის მნიშვნელოვანი საქმით დაკავება).

საჭიროა, რომ საქმე, რითაც ადამიანი დაკავებულია, იყოს ისეთი, რაც მის სულს ახარებს და რაც მას იზიდავს, რადგან ეს უფრო მეტად უწყობს ხელს ამ სასარგებლო მიზნის მიღწევას, ხოლო ღმერთმა უკეთ იცის.

წუხილისა და შფოთვისგან თავის დაღწევის ერთ-ერთი საშუალებაა მთელი ფიქრის კონცენტრირება დღევანდელ საქმეზე, გათავისუფლება მომავლისთვის ფიქრისგან და წარსული დროის მიმართ მწუხარებისგან. სწორედ ამიტომ, მოციქული მუჰამედი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), სთხოვდა ღმერთს შეწევნას წუხილისა და მწუხარებისგან (ჰადისში, რომელიც გადმოიცა ბუხარისა და მუსლიმის მიერ). წარსულზე მწუხარება, რომელიც ვეღარ შეიცვლება და ვერ დაბრუნდება, უსარგებლოა, და შესაძლოა, ზიანი მიაყენოს შფოთვამ, რომელიც მომავალზე შიშისგან წარმოიშობა. ამიტომ, მორწმუნე უნდა იყოს დღევანდელი დღის შვილი, უნდა ჩადოს მთელი თავისი ძალისხმევა და მონდომება დღევანდელი დროისა და საქმეების გამოსასწორებლად. ამისკენ ფიქრის კონცენტრირება იწვევს საქმეების სრულყოფას, და ამით მორწმუნე თავს აღწევს წუხილსა და მწუხარებას. მოციქული მუჰამედი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), როდესაც (ალლაჰს)ევედრებოდა ან თავის ხალხს ვედრებისკენ მოუწოდებდა, ამით ის მოუწოდებდა არა მარტო ღვთის შეწევნისა და მისი მოწყალების მოლოდინით, არამედ ასევე სერიოზული ძალისხმევისა და მონდომებისკენ, რათა მიეღწია იმ მიზნისთვის, რომლისთვისაც ის სთხვოდა(ღმერთს). და საჭიროა უარი თქვას იმაზე, რის გამოც ის ევედრებოდა(ალლაჰს), რადგან ვედრება მოქმედებასთან ერთად მოდის. ალლაჰის მონამ უნდა ჩადოს ძალისხმევა იმაში, რაც მას სარგებელს მოუტანს როგორც რელიგიაში, ისე ამქვეყნიურ ცხოვრებაში, და სთხოვოს თავის უფალს, რომ მიაღწიოს თავის მიზანს და მიიღოს დახმარება ამაში. როგორც მოჰამედ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

(احْرِصْ عَلَى مَا يَنْفَعُكَ وَاسْتَعِنْ بِاللَّهِ وَلَا تَعْجِزْ، وَإِذَا أَصَابَكَ شَيْءٌ فَلَا تَقُلْ: لَوْ أَنِّي فَعَلْتُ كَذَا كَانَ كَذَا وَكَذَا، وَلَكِنْ قُلْ: قَدَرُ اللَّهِ وَمَا شَاءَ فَعَلَ، فَإِنَّ لَوْ تَفْتَحُ عَمَلَ الشَّيْطَانِ).

«ისწრაფე იმისკენ, რაც სარგებელს მოგიტანს და ალლაჰს სთხოვე დახმარება და ნუ იქნები უმწეო. თუ შენთან რაიმე (უსიამოვნო) მოხდება, არ თქვა: "თუ ამას გავაკეთებდი, მაშინ ასე და ასე იქნებოდა", არამედ თქვი: "ეს ალლაჰმა წინასწარ განსაზღვრა, და ის აკეთებს იმას, რასაც ინებებს", რადგან სიტყვა "თუ" ხსნის შაიტანის საქმეების კარს». (გადმოსცა მუსლიმმა) მოჰამედ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამ ჰადისში გააერთიანა ბრძანება, რომ ვისწრაფოთ სასარგებლო საქმეებისკენ ნებისმიერ გარემოებაში, ვენდოთ ალლაჰს და არ მივეცეთ უმწეობას, რაც მავნე უმოქმედობას წარმოადგენს. მან ასევე გვასწავლა, მივიღოთ ის, რაც უკვე მოხდა, და გავაცნობიეროთ ალლაჰის წინასწარ განსაზღვრა და ბედისწერა.

და დაყო (მოციქულმა მუჰამედმა მშვიდობა მას)საქმეები ორ ნაწილად: პირველი ნაწილი, რომლის მოპოვებაც მონას შეუძლია, ან შეეცადოს რაც შეიძლება მეტი მიიღოს, ან კი თავიდან აირიდოს, ან შეამსუბუქოს იგი, ამიტომ მონა ამაში იყენებს საკუთარ ძალისხმევას და ეძებს დახმარებას თავის შემოქმედთან. და ნაწილი მეორე, რომლის მართვა შეუძლებელია, ამის გამო მონა მშვიდდება, კმაყოფილია და ემორჩილება მას. უდავოა, რომ ამ პრინციპის დაცვა არის სიხარულის მიზეზი და შფოთისა და მწუხარების მოცილების საფუძველი.

თავი მესამე

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გულმოწყალებისა და სიმშვიდისთვის არის ღმერთის ხშირი ხსენება. ამას საოცარი გავლენა აქვს გულმოწყალებაზე, სიმშვიდეზე და შფოთვისა და მწუხარების მოცილებაზე. როგორც ყოვლადმაღალი ამბობს:

﴿...أَلَا بِذِكۡرِ ٱللَّهِ تَطۡمَئِنُّ ٱلۡقُلُوبُ﴾ [الرعد: 28].

"და განა მხოლოდ ალლაჰის ხსენებით არ მშვიდდებიან გულები?" [სურა არ-რა'დ: 28] ალლაჰის ხსენებას დიდი გავლენა აქვს ამ მიზნის მიღწევაში, თავისი განსაკუთრებულობის გამო, და ასევე იმის გამო, რომ მონა იმედოვნებს მისი ჯილდოსა და საზღაურის მიღებას.

ასევე, ღვთის ხილული და დაფარული წყალობების შესახებ საუბარი. მათი შეცნობა და განხილვა, ალლაჰი აშორებს შფოთვას და მწუხარებას და მონას უბიძგებს მადლიერებისკენ, რაც უმაღლესი და ყველაზე დაფასებული მდგომარეობაა, თუნდაც მონა იყოს სიღარიბეში, ავადმყოფობაში ან სხვა განსაცდელში. როდესაც ის შეადარებს ღვთის წყალობებს, რომელთა რაოდენობა არ იანგარიშება და არ აღირიცხება, მის მიერ განცდილი სიძნელეები ღვთის წყალობებთან შედარებით უმნიშვნელოდ გამოჩნდება.

გარდა ამისა, თუ ალლაჰი გამოსცდის თავის მონას უსიამოვნებებითა და გაჭირვებებით, და ის ამ გამოცდებში იჩენს მოთმინებას, კმაყოფილებასა და მორჩილებას, ამ ტვირთის სიმძიმე მცირდება და ისინი უფრო ადვილად გადასატანი ხდება. დაჯილდოების იმედი და ჯილდოს მოლოდინი ამისთვის, ასევე ალლაჰის მსახურება მოთმინებისა და კმაყოფილების მოვალეობის შესრულებით, ამ გამოცდების სიმწარეს ტკბილად აქცევს. ჯილდოს სიტკბო აიძულებს მას დაივიწყოს მოთმინების სიმწარე.

ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო რამ არის იმ სიტყვის გამოყენება, რაც მოციქულმა მუჰამედმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიანიშნა სწორ ჰადისში, სადაც თქვა:

(انْظُرُوا إِلَى مَنْ هُوَ أَسْفَلُ مِنْكُمْ وَلَا تَنْظُرُوا إِلَى مَنْ هُوَ فَوْقَكُمْ فَإِنَّهُ أَجْدَرُ أَنْ لَا تَزْدَرُوا نِعْمَةَ اللَّهِ عَلَيْكُمْ).

„შეხედეთ იმას, ვინც თქვენზე ქვემოთაა და არ შეხედოთ იმას, ვინც თქვენზე მაღლაა, რადგან ეს უკეთ დაგეხმარებათ, არ დააკნინოთ ღვთის წყალობა თქვენზე.“ გადმოსცა ალ-ბუხარიმ. როდესაც მონა თავის თვალწინ ამ დიდებულ იდეალს გაივლის, დაინახავს, რომ მასზე უკეთეს მდგომარეობაში ბევრი ადამიანი არ არის: ჯანმრთელობითა და მისი თანმდევი სიკეთეებით, რიზყითა და მისი სხვადასხვა ფორმებით, როგორც არ უნდა ყოფილიყო მისი მდგომარეობა. შედეგად, მისი შფოთვა და მწუხარება გაქრება, და ღვთის წყალობების გამო, რომლებიც მას სხვებთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაში აყენებს, გაიზრდება მისი სიხარული და მადლიერება.

და რაც უფრო მეტხანს იფიქრებს მონა ღვთის ხილულ და დაფარულ, რელიგიურ და საერო წყალობებზე, მით უფრო მეტად დაინახავს, რომ მისი შემოქმედი მას სიკეთეს ანიჭებს და მრავალ ცუდს აშორებს. უდავოა, რომ ეს ფიქრი აშორებს შფოთსა და მწუხარებას და სიხარულისა და ბედნიერების განცდას იწვევს.

თავი მეოთხე

სიხარულის(მომგვრელი), შფოთვისა და მწუხარების მოცილების მიზეზებში შედის ის, რომ მონა ცდილობს მოიშოროს შფოთვის გამომწვევი მიზეზები და მოიპოვოს სიხარულის მომტანი მიზეზები. ეს შეიძლება მოხდეს იმ გზით, რომ დაივიწყოს წარსულში განცდილი უსიამოვნებები, რომელთა შეცვლაც შეუძლებელია, და გააცნობიეროს, რომ ამაზე ფიქრი უბრალოდ დროის ფუჭად ხარჯვაა და სრული სისულელეა. მან უნდა იბრძოლოს, რათა გულიდან განდევნოს მსგავსი ფიქრები, და ასევე ეცადოს, რომ თავი აარიდოს მომავლის შფოთვას, რაც შეიძლება წარმოიშვას სიღარიბის, შიშის ან სხვა წარმოსახული უსიამოვნებების გამო, რომელთაც მან შეიძლება მომავალში წარმოიდგინოს. მონამ უნდა გააცნობიეროს, რომ მომავალში რაც მოხდება—სიკეთე თუ ბოროტება, იმედები თუ ტკივილები — ყველაფერი უცნობია და ყოვლისშემძლე და ბრძენი ღმერთის ხელშია. მონების ძალაუფლება ამ საკითხებში მხოლოდ კეთილდღეობის მიღწევისა და ზიანის მოშორების მცდელობაში მდგომარეობს. ასევე, უნდა იცოდეს, რომ თუ იგი შეწყვეტს მომავალზე შფოთვას და თავის შემოქმედს მიანდობს მისი საქმეების მოგვარებას, ის სიმშვიდეს იპოვის, მისი მდგომარეობა გამოსწორდება, და შფოთვა და წუხილი გაქრება.

მომავალ საქმეებთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო რამ არის იმ ვედრების გამოყენება, რომელსაც მოციქული მუჰამედი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:

(اللَّهُمَّ أَصْلِحْ لِي دِينِيَ الَّذِي هُوَ عِصْمَةُ أَمْرِي وَأَصْلِحْ لِي دُنْيَايَ الَّتِي فِيهَا مَعَاشِي، وَأَصْلِحْ لِي آخِرَتِيَ الَّتِي إِلَيْهَا مَعَادِي، وَاجْعَلِ الْحَيَاةَ زِيَادَةً لِي فِي كُلِّ خَيْرٍ، وَالْمَوْتَ رَاحَةً لِي مِنْ كُلِّ شَرٍّ).

„ღმერთო, გამიმრთელე ჩემი რელიგია, რომელიც ჩემი საქმეების დაცვაა; გამიმართე ჩემი ამქვეყნიური ცხოვრება, რომელშიც ჩემი საარსებო საშუალებაა; და გამიმართე ჩემი საიქიო ცხოვრება, რომელიც ჩემი საბოლოო დაბრუნებაა. გახადე სიცოცხლე ჩემთვის ყველა სიკეთეში ზრდის მიზეზად და სიკვდილი – ყველა ბოროტებისგან დასვენებად.“ (გადმოსცა მუსლიმმა) ასევე მან თქვა:

(اللَّهُمَّ رَحْمَتَكَ أَرْجُو فَلَا تَكِلْنِي إِلَى نَفْسِي طَرْفَةَ عَيْنٍ وَأَصْلِحْ لِي شَأْنِي كُلَّهُ، لَا إِلَهَ إِلَّا أَنتَ).

„ალლაჰო, მე შენს მოწყალებას ვიმედოვნებ, ნუ მიმატოვებ საკუთარი თავის იმედად თვალის დახამხამების დროითაც კი, გამიმართე ჩემი ყველა საქმე. არ არსებობს არანაირი ღმერთი შენს გარდა.“ (გადმოსცა აბუ დაუდამ სწორი გადმოცემით) როდესაც მონა გულწრფელად და მთელი გულით გაიმეორებს ამ ვედრებას, რომელიც მის მომავალ რელიგიურ და საერთო კეთილდღეობას გულისხმობს, და ამავდროულად ისწრაფვის მისი განხორციელებისკენ, ღმერთი უპასუხებს მის თხოვნასა და იმედს. შედეგად, მისი შფოთვა და წუხილი სიხარულსა და ბედნიერებად გადაიქცევა.

თავი მეხუთე

ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო საშუალება შფოთისა და წუხილის მოსაშორებლად, თუ მონას განსაცდელი შეხვდება, არის ის, რომ შეეცადოს შეამსუბუქოს იგი. ამისთვის მან უნდა წარმოიდგინოს ყველაზე უარესი შედეგები, რაც შეიძლება მოხდეს, და შეეგუოს მათ. როდესაც ამას გააკეთებს, მან უნდა ეცადოს, რაც შეიძლება შეამსუბუქოს ის, რაც შესაძლებელია. ამგვარი განწყობისა და სასარგებლო მცდელობის შედეგად, მისი შფოთვა და წუხილი გაქრება, და მისი ძალისხმევა მიმართული იქნება სარგებლის მოპოვებისკენ და ზიანის თავიდან აცილებისკენ, რამდენადაც ეს მისთვის შესაძლებელია.

როდესაც ადამიანს შიში, დაავადებები, სიღარიბე ან მისთვის სასურველი სხვადასხვა რამეების დაკარგვის საფრთხე ემუქრება, მან ეს უნდა მიიღოს სიმშვიდით და შინაგანად მოემზადოს ამ სიტუაციისთვის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოვლენები ყველაზე უარესისკენ წავა. თუ ადამიანი შინაგანად ემზადება უსიამოვნებების დასაძლევად, ეს ამსუბუქებს მათ სიმძიმეს და ტკივილს. განსაკუთრებით, თუ იგი დაკავებულია ამ პრობლემების მაქსიმალურად მოგვარების მცდელობით, მაშინ მისთვის გაერთიანდება შინაგანი მზადყოფნა და სასარგებლო ძალისხმევა, რაც აფერხებს წუხილის გამძაფრებას. ამასთან, მან უნდა ეცადოს გააძლიეროს წინააღმდეგობა ამ უსიამოვნებების მიმართ და ამაში დაეყრდნოს ღმერთს, კეთილი ნდობით. აუცილებლად, ამ ყველაფერს დიდი სარგებელი მოაქვს, როგორც სიხარულის მოპოვებაში და გულმხიარულების შეგრძნებაში, ასევე იმ სწრაფი და სამომავლო ჯილდოების მიღებაში, რომელთაც მონა იმედოვნებს. ეს არის გამოცდილი და მრავალჯერ დადასტურებული გამოცდილება, რომელსაც ბევრმა ადამიანმა განიცადა და შედეგები უხვად მოიპოვა.

თავი მექვსე

გულის ნერვული დაავადებების, და ასევე ფიზიკური დაავადებების ერთ-ერთი უდიდესი მკურნალობა არის გულის სიმტკიცე და მისი გაუტეხელობა. ეს გულისხმობს, რომ გული არ უნდა შეშინდეს და ემოციურად არ უნდა გადაიტვირთოს იმ მოჩვენებებითა და წარმოსახვებით, რომლებიც ნეგატიური ფიქრების შედეგად წარმოიქმნება. ბრაზი და დაბნეულობა ტკივილის გამომწვევი მიზეზებია. უსიამოვნებების მოლოდინი და სასურველი მდგომარეობების დაკარგვის შიში იწვევს შფოთვას, წუხილს, გულისა და სხეულის დაავადებებს, ნერვულ აშლილობას, რაც თავის მხრივ ძალიან ცუდი შედეგების მომტანია. ბევრ ადამიანს აქვს ამ ზიანის მრავალი მაგალითი ნანახი.

როდესაც გული ალლაჰზე დაეყრდნობა და მიენდობა, და არ დანებდება მოჩვენებებს და არ დაექვემდებარება ცუდ ფიქრებს, არამედ ენდობა ალლაჰს და იმედოვნებს მის მადლს, ამით შფოთვა და წუხილი უკან იხევს, და მრავალი ფიზიკური და გულის დაავადება იკლებს. ამით გული ივსება ისეთი ძალით, სიხარულითა და სიმშვიდით, რასაც სიტყვებით ვერ აღწერ. რამდენი ადამიანია, რომლებიც ავადდებიან მოჩვენებებისა და მცდარი წარმოსახვების გამო და როგორ მოქმედებს ეს ყველაფრი ძლიერ ადამიანების გულებზეც კი, არა მხოლოდ სუსტებზე. რამდენჯერ გამოიწვია ამან სიბრიყვე და სიგიჟე. ბედნიერია ის, ვისაც ღმერთი განკურნავს და დაეხმარება თავის თავთან ბრძოლაში, რათა მოიპოვოს გულის გამაძლიერებელი და შფოთვის გამანადგურებელი სასარგებლო მიზეზები. როგორც უზენაესი ალლაჰი ამბობს:

﴿...وَمَن يَتَوَكَّلۡ عَلَى ٱللَّهِ فَهُوَ حَسۡبُهُۥٓ...﴾ [الطلاق: 3].

"და იმისათვის, ვინც სასოებს ალლაჰს, საკმარისია იგი". (სურა ალ-ტალაყ: 3) ანუ, ღმერთი უზრუნველყოფს მას ყველა იმ საკითხში, რაც მის რელიგიასა და საერთო ცხოვრებას ეხება.

ვინც ღმერთზეა მინდობილი, მას ძლიერი გული აქვს, და მასზე არც მოჩვენებები მოქმედებს და არც შემთხვევები აშინებს, რადგან იცის, რომ ეს სულის სისუსტისა და სუსტი, უსაფუძვლო შიშის შედეგია. ის ასევე აცნობიერებს, რომ ალლაჰმა აღთქმა დადო, რომ მინდობილებს სრულყოფილად უზრუნველყოფს. ამიტომაც, იგი ენდობა ალლაჰს და დამშვიდებულია მისი აღთქმით, რითაც მისი შფოთვა და წუხილი ქრება, მისი სიძნელეები იოლდება, მწუხარება სიხარულად გარდაიქმნება, ხოლო შიში - სიმშვიდედ. ამიტომ ვთხოვთ ალლაჰს ჯანმრთელობას და გვიბოძოს გულმტკიცეობა და სრული მინდობა, რომლისთვისაც ღმერთი თავის მორწმუნეებს ყოველგვარ სიკეთეს ანიჭებს და ყოველგვარ ბოროტებასა და ზიანს აშორებს.

თავი მეშვიდე

მოციქულ მუჰამედის(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვებში ნათქვამია:

(لَا يَفْرَكْ مُؤْمِنٌ مُؤْمِنَةً إِنْ كَرِهَ مِنْهَا خُلُقًا رَضِيَ مِنْهَا خُلُقًا آخَرَ).

„მორწმუნე მამაკაცს არ უნდა სძულდეს მორწმუნე ქალი. თუ მას მისგან ერთი თვისება არ მოსწონს, აუცილებლად მოეწონება სხვა თვისება.“ (გადმოსცა მუსლიმმა) ამ ჰადისში ორი დიდი სარგებელია:

პირველი: ცოლის, ნათესავის, მეგობრის, პარტნიორის და ზოგადად ყველას, ვისთანაც გაქვს ურთიერთობა, სწორი მოპყრობისკენ მოწოდება. უნდა გაითვალისწინო, რომ ნებისმიერ მათგანს შეიძლება ჰქონდეს ნაკლი, ნაკლოვანება ან ისეთი რამ, რაც არ მოგწონს. როდესაც ამას შეამჩნევ, ეს ნაკლი უნდა შეადარო იმ სიძლიერეს და სიყვარულს, რომელიც შენსა და მას შორის არსებობს. გაიხსენე მისი კარგი თვისებები და მიზნები, როგორც პირადი, ისე საერთო. ასე, თუ ყურადღებას ნაკლებად გაამახვილებ უარყოფით მხარეებზე და დადებითს დააფასებ, ურთიერთობა და კავშირი შენარჩუნდება, სულიერი სიმშვიდე და კმაყოფილება კი შენთვის ხელმისაწვდომი გახდება.

მეორე სარგებელი: შფოთვისა და წუხილის გაქრობა, ურთიერთობის სიწმინდის შენარჩუნება, სავალდებულო და სასურველი ვალდებულებების შესრულების გაგრძელება. ასევე, სიმშვიდის მოპოვება ორივე მხარეს შორის. ვინც არ მიჰყვება მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამ მითითებას და პირიქით, მხოლოდ ნაკლოვანებებზე ამახვილებს ყურადღებას და დადებით მხარეებს ვერ ამჩნევს, აუცილებლად იქნება შფოთვაში და დაძაბულობაში. შედეგად, მასა და მასთან დაკავშირებულ ადამიანს შორის სიყვარული შესუსტდება, და ბევრი ვალდებულება, რომელსაც ორივე მხარემ უნდა პატივი სცეს - დაირღვევა.

ბევრი მაღალი მიზნების მქონე ადამიანები, როდესაც კატასტროფები და შემაწუხებელი მოვლენები ხდება, წინასწარ ამზადებენ საკუთარ თავს მოთმინებისთვის და სიმშვიდისთვის. მაგრამ როდესაც პატარა და უმნიშვნელო საქმეები ხდება, ისინი შფოთავენ და ურთიერთობის სიწმინდე ირღვევა. ამის მიზეზი ისაა, რომ მათ თავიანთი თავი მხოლოდ დიდ საქმეებზე მოამზადეს, ხოლო პატარა საქმეების მიმართ გულგრილები დარჩნენ, რამაც მათ ზიანი მიაყენა და სიმშვიდე დაურღვია. გონიერმა ადამიანმა თავი უნდა მოამზადოს როგორც პატარა, ისე დიდი საქმეებისთვის და ევედროს ალლაჰს დახმარებისთვის, რათა იგი არ მიატოვოს საკუთარი თავის მერყეობაზე. ამ დროს მას პატარა საქმეები ისევე გაუმარტივდება, როგორც დიდი. და ის დარჩება მშვიდი სულით,

წყნარი გულით და დასვენებული.

თავი მეცხრე

გონიერი ადამიანი აცნობიერებს, რომ მისი ნამდვილი ცხოვრება— ეს არის ბედნიერებისა და სიმშვიდის ცხოვრება, და რომ ეს ცხოვრება ძალიან მოკლეა. ამიტომ, მან არ უნდა დაუშვას, რომ ეს დრო შფოთვამ და წუხილმა შეუმციროს, რადგან ეს ეწინააღმდეგება ნამდვილი ცხოვრების არსს. ის უნდა გაუფრთხილდეს თავის სიცოცხლეს, რათა მისი დიდი ნაწილი არ იყოს მიტაცებული შფოთვითა და წუხილით. ამაში არ არის განსხვავება კეთილსა და ცოდვილს შორის, მაგრამ მორწმუნეს ამ მახასიათებელში აქვს ყველაზე დიდი წილი და სარგებელი, როგორც ამქვეყნად, ასევე მომავალი ცხოვრების თვალსაზრისით.

ასევე, როდესაც ადამიანს რაიმე უსიამოვნო რამ შეემთხვევა ან ამისი შეეშინდება, მან უნდა შეადაროს ეს დანარჩენ იმ წყალობებს, რომლებიც მას აქვს, იქნება ეს რელიგიური თუ ამქვეყნიური. ამ შედარებისას ნათელი გახდება, რამდენად მრავალრიცხოვანია მისი წყალობები და რამდენად უმნიშვნელო და მცირედია ის უსიამოვნებები, რომლებიც მას შეემთხვა.

ასევე, მან უნდა შეადაროს ის ზიანი, რომლისაც ეშინია, იმ მრავალ შესაძლებლობას, რომ ეს ზიანი შეიძლება არ მოხდეს. მან არ უნდა დაუშვას, რომ სუსტი შესაძლებლობა (ალბათობა)აღემატებოდეს ძლიერ, მრავალ შესაძლებლობას. ამგვარად, მისი შფოთვა და შიში გაქრება. მან უნდა წარმოიდგინოს ყველაზე უარესი შესაძლო სცენარი, რაც შეიძლება მოხდეს, მოამზადოს თავისი გული მისი მიღებისთვის, თუ ეს მაინც მოხდება, და იმავდროულად, ეცადოს, რაც ჯერ არ მომხდარა, არ დაუშვას და რაც უკვე მოხდა, მაქსიმალურად შეამსუბუქოს.

სასარგებლო რამ არის ისიც, რომ გააცნობიერო, ადამიანების მიერ, განსაკუთრებით ცუდი სიტყვებით, მიყენებული ზიანი არ გაწყენინებს, არამედ მათ ავნებს, თუ შენ თვითონ არ დაუთმობ ამას ყურადღებას, არ მისცემ უფლებას, რომ შენს გრძნობებზე გავლენა იქონიოს. თუ ამას უფლებას არ მისცემ, არავითარ ზიანს არ მოგაყენებს, როგორც მათ თავად ავნებს. მაგრამ თუ ყურადღებას მიაქცევ და მასზე იფიქრებ, ის ზიანს მოგაყენებს, ისევე როგორც მათ. ასე რომ, თუ საერთოდ არ მიაქცევ ყურადღებას, ზიანი არ შეგექმნება.

იცოდე, რომ შენი ცხოვრება დამოკიდებულია შენს ფიქრებზე. თუ შენი ფიქრები მიმართულია იმაზე, რაც რელიგიაში ან ამქვეყნიურ ცხოვრებაში სარგებელს მოგიტანს, შენი ცხოვრება იქნება კეთილდღეობით სავსე და ბედნიერი. თუ არა, მაშინ შედეგი საპირისპირო იქნება.

ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო საშუალება შფოთისგან გათავისუფლებისთვის არის საკუთარი თავის მიჩვევა იმაზე, რომ არ ელოდო მადლიერებას არავისგან, გარდა ალლაჰისა. თუ კეთილს აკეთებ იმასთან, ვისაც ეს ეკუთვნის, ან ვის წინაშეც შენ ვალდებული არ ხარ, იცოდე, რომ ეს შენი გარიგებაა ალლაჰთან. ამიტომ არ შეგაწუხოს იმ მადლიერებამ, ვისაც სიკეთე გაუკეთე, როგორც უზენაესმა თქვა თავის რჩეულ ქმნილებებზე:

﴿إِنَّمَا نُطۡعِمُكُمۡ لِوَجۡهِ ٱللَّهِ لَا نُرِيدُ مِنكُمۡ جَزَآءٗ وَلَا شُكُورًا9﴾ [الإنسان: 9].

"ჩვენ მხოლოდ ალლაჰის კმაყოფილების სურვილით გაპურებთ, ჩვენ არ გვსურს თქვენგან საზღაური და არცა მადლობა". (სურა ალ-ინსან: 9)

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახთან და შვილებთან ურთიერთობაში, რადგან შენ მჭიდროდ ხარ მათთან დაკავშირებული. თუ საკუთარ თავს მიაჩვევ იმას, რომ არ ელოდო მადლიერებას მათგან და არ მიიღებ მათ ნეგატიურ ემოციებს გულთან ახლოს, მოიპოვებ სიმშვიდეს და ჰარმონიას. თანაც, სიკეთისკენ სწრაფვა და მასზე დაფუძნებული მოქმედებები უნდა გამომდინარეობდეს შინაგანი მოტივაციიდან და არა იძულებიდან, რაც მხოლოდ შფოთვას იწვევს და იმედგაცრუებამდე მიგიყვანს, როცა ვერ აღწევ სასურველ სიკეთეს, შეცდომით არჩეული გზის გამო. ეს არის სიბრძნის ნაწილი — უსიამოვნო მოვლენების გადაქცევა სუფთა და სასიამოვნო გამოცდილებად, რაც ზრდის ცხოვრებიდან მიღებულ სიხარულს და გამორიცხავს მწუხარებას.

ყოველთვის გქონდეს თვალწინ სასარგებლო საქმეები და ისწრაფე მათი მიღწევისკენ. არ მიაქციო ყურადღება მავნე საქმეებს, რათა არ გადაგაყენონ იმ მიზეზებიდან, რომლებიც შფოთვასა და მწუხარებას იწვევს. ეძებე სიმშვიდე და კონცენტრირდი შენი ძალისხმევის

მეშვეობით მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულებაზე.

ერთ-ერთი სასარგებლო პრინციპი არის საქმეების დასრულება დაუყოვნებლივ, რათა გაათავისუფლო თავი მომავალი ამოცანებისთვის. როდესაც საქმეები დროულად არ სრულდება, მათ ემატება ახალი ამოცანები, და მათი სიმძიმე იზრდება. მაგრამ თუ ყოველ ამოცანას დროულად გადაწყვეტ, მომავალი საქმეების წინაშე წარდგები სუფთა გონებით და უფრო მაღალი ეფექტურობით.

საჭიროა სასარგებლო საქმეებიდან ყველაზე მნიშვნელოვანის არჩევა, პრიორიტეტების დადგენით. აირჩიე ის, რაც ყველაზე მეტად გიზიდავს და რაშიც ყველაზე დიდი სურვილი გაქვს, რადგან საპირისპირო იწვევს დაღლილობას, მოწყენილობას და უკმაყოფილებას. დაეხმარე საკუთარ თავს ამაში სწორად მოფიქრებითა და სხვებთან კონსულტაციით, რადგან ვინც რჩევას ითხოვს, არ ინანებს. ყურადღებით გამოიკვლიე, რის გაკეთებასაც აპირებ, და თუ დარწმუნდი მის სარგებელში და მიიღე გადაწყვეტილება, მიენდე ალლაჰს. ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს ისინი, ვინც მას მიენდობა.

ქება-დიდება ალლაჰს, სამყაროების ღმერთს.

ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს ჩვენს ბატონს მუჰამმადს, მის ოჯახს და მის საჰაბებს.

 

 

***

Index

 

ავტორი 1

შეიხ აბდურრაჰმან იბნუ ნასირ ას-საადი (ალლაჰმა შეიწყალოს) 1

თავი პირველი 3

თავი მეორე 13

თავი მესამე 18

თავი მეოთხე 21

თავი მეხუთე 24

თავი მექვსე 25

თავი მეშვიდე 28

თავი მეცხრე 31

 

 

***