مِنَ الأَحْكَامِ الفِقْهِيَّةِ فِي
الطَّهَارَةِ وَالصَّلَاةِ وَالجَنَائِزِ
განწმენდასთან, ლოცვასთან და დაკრძალვასთან დაკავშირებული ფიყჰის დადგენილებები
لِفَضِيلَةِ الشَّيْخِ العَلَّامَةِ
مُحَمَّدِ بْنِ صَالِحٍ العُثَيْمِينِ
غَفَرَ اللَّهُ لَهُ وَلِوَالِدَيْهِ وَلِلمُسْلِمِينَ
ძვირფასი სწავლული და შეიხი
მუჰამმად იბნ საალიჰ ალ-უსაიმინ
ალლაჰმა ამატიოს მას, მის მშობლებს და ყველა მუსლიმს
بِسْمِ اللهِ الرَّحمَنِ الرَّحِيمِ
განწმენდასთან, ლოცვასთან და დაკრძალვასთან დაკავშირებული ფიყჰის დადგენილებები
წინასიტყვაობა
ყველა ქება დიდება ალლაჰს ეკუთვნის. ვადიდებთ მას, ვთხოვთ დახმარებას, ვთხოვთ მიტევებას და ვინანიებთ მის წინაშე. ალლაჰს შევეფარებით ჩვენი სულების ბოროტებისგან და ჩვენი ცუდი საქმეებისგან. ვისაც ალლაჰი უწინამძღვრებს ჭეშმარიტი გზით, ვერავინ აცდუნებს მას, ხოლო ვისაც ალლაჰი აცდუნებს, მას ვერავინ დააყენებს ჭეშმარიტებაზე. ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღვთაება, რომელიც ღირსია თაყვანისცემისა, გარდა ერთადერთი ალლაჰისა, რომელსაც არ ჰყავს თანამოზიარე, და ვამოწმებ, რომ მუჰამმადი მისი მონა და მოციქულია. ალლაჰის ლოცვა, და მშვიდობა იყოს მასზე, მის ოჯახზე, მის საჰაბებზე და მათზე, ვინც მათ მიყვა კეთილშობილებით განკითხვის დღემდე, და მხურვალე მისალმება. ამის შემდეგ:
ჭეშმარიტად, მსახურება არ სრულდება და არ მიიღება, თუ ორი ძირითადი პირობა არ შესრულდება: ალლაჰისთვის გულწრფელობა და შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიბაძვა. უზენაესმა ალლაჰმა თქვა:
﴿وَمَآ أُمِرُوٓاْ إِلَّا لِيَعۡبُدُواْ ٱللَّهَ مُخۡلِصِينَ لَهُ ٱلدِّينَ حُنَفَآءَ...﴾
{მათ არ ბრძანებიათ არაფერი იმის გარდა, რომ ალლაჰისთვის თაყვანი ეცათ გულწრფელად, როგორც ჰანიფებს...} [ალ-ბაინა: 5] ალლაჰისთვის გულწრფელობა: ნიშნავს, რომ ადამიანი თავის საქმეებს ასრულებს მხოლოდ ალლაჰის სახისთვის, მისი კმაყოფილების მოსაპოვებლად და მისი ბრძანების შესასრულებლად და არა იმისთვის, რომ ხალხმა შეაქოს ან შეამჩნიოს. ალლაჰის შუამავალზე მიყოლა: ნიშნავს, რომ ადამიანი თავისი საქმეების შესრულებაში ეყრდნობა იმას, რაც მოტანილია მოციქული მუჰამმადისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ისე, რომ არ უმატებს და არ აკლებს, და არ ცვლის ან არ უგულებელყოფს. და ეს ყველაფერი სრულად ვერ მოხდება, თუ მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სუნნა არ იქნება ცნობილი, გაგებული და ცხოვრებაში განხორციელებული.
ამიტომ, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი ყოველთვის ზრუნავდეს იმაზე, რომ მისი ყველა თაყვანისცემა დაყრდნობილი იყოს მტკიცებულებაზე ან ალლაჰის წიგნზე (ყურანზე), ან მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სუნნაზე. რათა მისი თაყვანისცემა იყოს ღმერთისადმი თაყვანისცემა ნათლად ცოდნაზე დაფუძნებული, დარწმუნებული გზის სისწორეში, რომელსაც მიჰყვება. ასევე იმის შეგრძნებით, რომ მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მისი წინამძღოლია ამ თაყვანისცემაში, და რომ თვითონ მხოლოდ მიჰყვება მას. ეს ყველაფერი ზრდის ალლაჰისა და მისი მოციქულის სიყვარულს, და ადამიანს აგრძნობინებს, რომ მისი თაყვანისცემა, ესაა დაახლოება ალლაჰთან.
﴿وَمَآ أُمِرُوٓاْ إِلَّا لِيَعۡبُدُواْ ٱللَّهَ مُخۡلِصِينَ لَهُ ٱلدِّينَ حُنَفَآءَ...﴾
{მათ არ ბრძანებიათ არაფერი იმის გარდა, რომ ალლაჰისთვის თაყვანი ეცათ გულწრფელად, როგორც ჰანიფებს...} [ალ-ბაინა: 5]
და მან უნდა იცოდეს, რომ ზოგიერთ თაყვანისცემას აქვს რამდენიმე სხვადასხვა ფორმა შესრულებაში, განსაკუთრებით იმ თაყვანისცემებს, რომლებიც ხშირად მეორდება, როგორიცაა:
აბდესი, სხეულის სრულად განბანა და ლოცვა.
სიბრძნე მასშია და ალლაჰმა უკეთ იცის - მისი მხრიდან ჩანს:
პირველი: მორწმუნესთვის გასამარტივებლად, რათა შეეძლოს ამ სახეობებს შორის არჩევანის გაკეთება და რომელი სახეობითაც არ უნდა შეასრულოს, მაინც ითვლება სუნნაზე მიმყოლად.
მეორე: მოწყენისა და გადაღლის თავიდან ასაცილებლად, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ერთი და იმავე ფორმის მუდმივი განმეორებით.
მესამე: გულის ამოძრავება და გააქტიურება ღვთისმსახურების აღსრულებისას; რადგან თუ ადამიანი ყოველთვის ერთსა და იმავე ფორმას მისდევს, ის ეჩვევა მას ისე, რომ ეს ქმედება ჩვეულებად ექცევა და შესაძლოა სიტყვები ან მოქმედება გაუცნობიერებლად წარმოთქვას ან აღასრულოს. ხოლო როდესაც ის ერთი სახეობიდან მეორე სახეობაზე გადადის, მისი გული იღვიძებს და აქტიურდება, ღვთის თაყვანისცემის განზრახვით, იწმინდება და უკეთ მიჰყვება მოციქულ მუჰამმადს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას).
მოცემულ საკითხში ალიმების აზრი განსხვავდება (ალლაჰმა შეიწყალოს ისინი) ამგვარი მრავალსახოვანი ღვთისმსახურების შესახებ: უკეთესია, რომ ადამიანი დარჩეს ერთ კონკრეტულ სახეობაზე, რომელიც: ან ყველაზე სრულყოფილად არის გადმოცემული, ან ყველაზე სანდოა, ან ყველაზე სრულად შეესაბამება წინასწარმეტყველის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გზას. უკეთესია, რომ ადამიანი იცვლიდეს სახეობებს და ერთჯერ აკეთებდეს ამას, მეორედ იმას, რათა გამოიყენოს სხვადასხვა დადასტურებული ვარიანტი და არ იყოს შეზღუდული მხოლოდ ერთით.
მიჩნეული სარწმუნო მოსაზრება უპირატესი არის ის, რომ უმჯობესია ადამიანი ერთხანს ერთ ფორმას ასრულებდეს, შემდეგ — მეორეს, რათა ორივე ფორმის შესრულება შეძლოს და სრულად მიჰბაძოს შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას). გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფორმის ცვალებადობა დაკავშირებულია განსაკუთრებულ მდგომარეობასთან, რომელიც მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფორმას შეესაბამება მაგალითად, შიშის ლოცვის ზოგიერთი სახე, ასეთ შემთხვევაში მხოლოდ შესაბამისი ფორმით უნდა იმოქმედოს.
იმ ქმედებათაგან, რომლებიც სხვადასხვა ფორმით გადმოცემულია და ამ პრინციპის ქვეშ შედის, არის: განწმენდის ზოგიერთი წესი, ლოცვის ფორმები და მდგომარეობები, და ლოცვისას წარმოთქმული სიტყვები.
გადამოწმებული ფიყჰის წესებიდან ის, რაც ხელმისაწვდომი და შესაძლებელი აღმოჩნდა, შეგროვდა განწმენდის, ლოცვისა და ჯანაზას წესები. ეს ყველაფერი დაფუძნებულია ალლაჰის წიგნზე ან იმაზე, რაც სანდოდ გადმოცემულია ალლაჰის შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას).
ვთხოვთ უზენაეს ალლაჰს, რომ ჩვენი საქმე აქციოს მხოლოდ მისი სახისადმი გულწრფელად მიძღვნილ საქმედ, რომ ამ საქმეში იყოს მისი შარიათის დაცვა და მორჩილთა სარგებელი, ნამდვილად, იგი არის მოწყალე და გულუხვი.
და ყოველი ქება დიდება ალლაჰს ეკუთვნის, სამყაროთა ღმერთს, და ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მის მსახურსა და მოციქულს, ჩვენს წინასწარმეტყველ მუჰამმადს, მის ოჯახს, მის ყველა საჰაბას და მათ, ვინც სიკეთით გაჰყვა მათ განკითხვის დღემდე.
მუჰამმად იბნ საალიჰ ალ-უსაიმინ
თავი პირველი: განწმენდა
აბდესი (მცირე განბანვა).
დიდი განბანვა.
მიწით გასუფთავება (თეიმუმი).
ტყავის წინდებზე მოწმენდის ნებადართულობა (მესი).
ჩალმაზე შეწმენდის შესრულება.
სველი ხელის მოსმა შეხვეული მოტეხილობების დროს.
პატარა განბანვა
პატარა განბანვა(აბდესი): — ეს არის უზენაესი ალლაჰისთვის მსახურება სპეციალური წესით, ოთხი ნაწილის დაბანით.
და იგი სავალდებულოა ყოველ იმ ადამიანზე, ვინც დაკარგა განბანვის მდგომარეობა და სურს ლოცვა აღავლინოს, უზენაესი ალლაჰის თქმით:
﴿يَٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوٓاْ إِذَا قُمۡتُمۡ إِلَى ٱلصَّلَوٰةِ فَٱغۡسِلُواْ وُجُوهَكُمۡ وَأَيۡدِيَكُمۡ إِلَى ٱلۡمَرَافِقِ وَٱمۡسَحُواْ بِرُءُوسِكُمۡ وَأَرۡجُلَكُمۡ إِلَى ٱلۡكَعۡبَيۡنِ...﴾
{ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა წამოდგებით სალოცავად, დაიბანეთ სახეები და ხელები იდაყვებამდე, თავზე სველი ხელი გადაისვით და დაიბანეთ ფეხები კოჭების ჩათვლით...} [ალ-მაიდა: 6]
და აბდესი ლოცვის სწორად შესრულებისა და მიღების წინაპირობაა, რადგან მოციქული მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქმით:
«لَا يَقْبَلُ اللهُ صَلَاةَ أَحَدِكُمْ إِذَا أَحْدَثَ حَتَّى يَتَوَضَّأَ».
«ალლაჰი არ მიიღებს რომელიმე თქვენგანის ლოცვას, თუ მას ლოცვის წინა განბანვა მოეშალა, სანამ არ შეასრულებს განბანვას (აბდესს)». ეს ჰადისი გადმოცემულია იმამ ალ-ბუხარისა და სხვისგან აბუ ჰურაირას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით1.
რაც გადმოცემულია აბდესის სიკეთეების შესახებ:
გადმოცემულია უმარისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«مَا مِنْكُمْ مِنْ أَحَدٍ يَتَوَضَّأُ فَيُسْبِغُ الْوَضُوءَ، ثُمَّ يَقُولُ: أَشْهَدُ أَنْ لَا إِلَهَ إِلَّا اللهُ وَأَنَّ مُحَمَّدًا عَبْدُ اللهِ وَرَسُولُهُ إِلَّا فُتِحَتْ لَهُ أَبْوَابُ الْجَنَّةِ الثَّمَانِيَةُ يَدْخُلُ مِنْ أَيِّهَا شَاءَ».
«თქვენგან ვინც განიბანება და სრულყოფილად შეასრულებს აბდესს, შემდეგ კი იტყვის: ვამოწმებ, რომ არ არსებობს სხვა ღვთაება, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის მონა და მოციქულია, მას გაეხსნება სამოთხის რვავე კარიბჭე, და ის შევა იქიდან, რომლიდანაც მოისურვებს»2.
გადმოცემულია უსმანისგან (ალლაჰის იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა) მას:
«مَنْ تَوَضَّأَ فَأَحْسَنَ الْوُضُوءَ خَرَجَتْ خَطَايَاهُ مِنْ جَسَدِهِ، حَتَّى تَخْرُجَ مِنْ تَحْتِ أَظْفَارِهِ».
«ვინც საუკეთესო ფორმით აიღებს აბდესს, მისი ცოდვები დატოვებს მის სხეულს, ისინი გამოვა მისი ფრჩხილების ძირებიდანაც კი». გადმოსცა მუსლიმმა3.
გადმოცემულია ალისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«إِسْبَاغُ الْوُضُوءِ عَلَى الْمَكَارِهِ، وَإِعْمَالُ الْأَقْدَامِ إِلَى الْمَسَاجِدِ، وَانْتِظَارُ الصَّلَاةِ بَعْدَ الصَّلَاةِ يَغْسِلُ الْخَطَايَا غَسْلًا».
«აბდესის სრულყოფილად შესრულება მაშინაც კი, როცა ეს ძნელია; ნაბიჯების გადადგმა მეჩეთისკენ; და ერთი ლოცვის შემდეგ მეორე ლოცვის მოლოდინი — ეს ყოველივე წმინდავს ადამიანს მის ცოდვებს»4.
*აბდესის ფორმა:
1- მან გულით უნდა დაისახოს განზრახვა სიტყვიერი წარმოთქმის გარეშე, რომ აიღოს აბდესი ლოცვის შესრულებისთვის, მაგალითად, ლოცვისთვის, რადგან უზენაესმა ალლაჰმა იცის გულში არსებული ზრახვები. გარდა ამისა, მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არც აბდესის აღებისას, არც ლოცვისას და არც სხვა მსახურების შესრულებისას განზრახვა სიტყვიერად არ უთქვამს.
2- შემდეგ იტყვის ალლაჰის სახელით "ბისმილლაჰ".
3- შემდეგ დაიბანს ხელებს სამჯერ.
4- შემდეგ გამოივლებს პირს, შეიყნოსებს წყალს ცხვირით და გადმოაქციოს იგი სამჯერ, სამი მუჭა წყლით.
5- შემდეგ დაიბანს სახეს სამჯერ. სახის საზღვარი: სიგრძეზე თმის ჩვეულებრივი ამოსვლის ადგილიდან ლოყებისა და ნიკაპის ქვედა ზღვრამდე, სიგანეზე — ერთი ყურიდან მეორე ყურამდე.
6- შემდეგ დაიბანს მარჯვენა ხელს, შემდეგ კი მარცხენას თითების წვერიდან იდაყვებამდე სამჯერ. იდაყვები შედის დაბანის არეში (ანუ მათი დაბანვაც სავალდებულოა).
7- შემდეგ ერთხელ წაისვამს სველ ხელებს თავზე: დაასველებს ხელებს, დაიწყებს შუბლის წინა ნაწილიდან და წაიყვანს კეფამდე, შემდეგ კი დააბრუნებს ხელებს უკან იქ, საიდანაც დაიწყო. თავი ითვლება იმ ადგილად, სადაც თმა ბუნებრივად ამოდის სახის ზედა ზღვარიდან წინ, კისრის ზედა ნაწილამდე უკან, და ყურებს შორის მარჯვენა და მარცხენა მხრიდან.
8- შემდეგ ერთხელ მოიწმენდს ხელებით ყურებს: საჩვენებელი თითებით შეიყვანს ყურის ხვრელებში (ეს არის სმენის არხები), ხოლო ცერებით მოისვამს ყურების გარეთა მხარეს.
9- შემდეგ დაიბანს მარჯვენა ფეხს, შემდეგ კი მარცხენას თითების წვერებიდან კოჭებამდე სამჯერ. კოჭებიც შედის დაბანის არეში. ეს არის ფეხის ქვედა ნაწილში მდებარე გამობურცული ძვლები.
დაშვებულია იმ ნაწილებზე, რომლებიც ჩვეულებრივ სამჯერ იბანება, დაკმაყოფილება მხოლოდ ერთი ან ორი დაბანვით.
დიდი განბანვა
დიდი განბანვა(ღუსლი): ეს არის უზენაესი ალლაჰისადმი მსახურება მთელი სხეულის განწმენდით. იგი სავალდებულოა მათთვის, ვინც არის ჯუნუბი ან სხვა რამ, რაც ავალდებულებს დიდ გამბანვას, უზენაესი ალლაჰის თქმით:
﴿...وَإِن كُنتُمۡ جُنُبٗا فَٱطَّهَّرُواْ...﴾
{...და თუ იქნებით ჯუნუბი(ინტიმური კავშირის შემდეგ) განიბანეთ...} [ალ-მაიდა: 6].
დიდი განბანვის ფორმა:
1- მან გულით უნდა განიზრახოს, სიტყვიერად წარმოთქმის გარეშე, დიდი უწმინდურობის მოხსნისთვის ან ღუსლის აღსრულებისთვის იმ მიზნით, რისთვისაც შარიათში ის დაწესებულია, როგორიცაა მაგალითად, ჯუმას ლოცვა.
2- შემდეგ იტყვის ალლაჰის სახელით "ბისმილლაჰ".
3- შემდეგ იბანს ხელებს სამჯერ.
4- შემდეგ დაიბანს სასქესო ორგანოს.
5- შემდეგ აიღებს სრულ აბდესს, როგორც ლოცვისთვის იღებს.
6- შემდეგ დაიბანს თავს: აიღებს წყალს, დაისხამს მას თმის ფესვებში ისე, რომ წყალმა მიაღწიოს კანს, შემდეგ კი თავზე გადაივლებს წყალს სამჯერ.
7- შემდეგ დაიბანს მთელ სხეულს მთლიანად.
თუ სხეულის რომელიმე ნაწილზე აქვს მოტეხილობა ან ჭრილობა, რომელიც საჭიროებს საფარის დადებას, მაშინ ის დაადებს ამ საფარს და მის ზედაპირზე მოისვამს სველ ხელს წყლით იმ ნაწილის დაბანის ნაცვლად, რაც საფარის ქვეშაა.
რადგან როცა დაბანა შეუძლებელია საფარის გამო, მის ზედაპირზე ხელის მოსმა საკმარისია, უზენაესი ალლაჰის თქმით:
﴿فَٱتَّقُواْ ٱللَّهَ مَا ٱسۡتَطَعۡتُمۡ...﴾
«მაშ ალლაჰის გეშინოდეთ, რამდენის შესაძლებლობაც გაქვთ...» [ათ-თაღააბუნ: 16], ეს არის იძულებითი მდგომარეობის გამო დაშვებული ხელის მოსმა, ამიტომ მისი გამოყენება იზომება საჭიროების საზღვრებში, როგორც სივრცეში, ისე დროში: არ უნდა გადააჭარბოს საფარის დადება საჭირო არეალს, და როცა მოტეხილობა ან ჭრილობა შეხორცდება უნდა მოიხსნას.
თუ სხეულის რომელიმე ნაწილზე აქვს მოტეხილობა ან ჭრილობა და მისი დაბანა საზიანოა, ხოლო მასზე საფარი არ არის დადებული, მაშინ უნდა მოისვას წყლით (ანუ ხელის მოსმით ჩაანაცვლოს დაბანა). თუ კი ეს ხელის მოსმაც ზიანს აყენებს, მაშინ უნდა აიღოს თაიამმუმი იმ ადგილისთვის, უზენაესი ალლაჰის თქმით:
﴿فَٱتَّقُواْ ٱللَّهَ مَا ٱسۡتَطَعۡتُمۡ...﴾
«მაშ ალლაჰის გეშინოდეთ, რამდენის შესაძლებლობაც გაქვთ...» [ათ-თაღააბუნ: 16], ასევე მისი სიტყვები:
﴿...هُوَ ٱجۡتَبَىٰكُمۡ وَمَا جَعَلَ عَلَيۡكُمۡ فِي ٱلدِّينِ مِنۡ حَرَج...﴾
{...და არ დაუდგენია თქვენთვის არანაირი სირთულე სარწმუნოებაში...} [ალ-ჰაჯჯ: 78]
ეს ხელის მოსმა იქნება ეს ბარიერზე (დაფარულზე) თუ ავადმყოფ ორგანოზე — წყლით დაბანის (ღუსლის) შემცვლელია, ამიტომ მასთან ერთად განბანვა სრულად ითვლება, და საჭირო არ არის ხელახლა მისი დაბანა მას შემდეგ, რაც მიზეზი (დაბრკოლება) მოიხსნება
თუ ადამიანი მოიპოვებს წყალს, რომელიც საკმარისია მხოლოდ სხეულის ნაწილისათვის, მაშინ იგი ამ წყალს გამოიყენებს იმ ნაწილზე, ხოლო დანარჩენზე აიღებს თაიამმუმს.
მიწით გასუფთავება (თეიმუმი)
თაიამმუმი — ეს არის უზენაესი ალლაჰისადმი მსახურება განწმენდის გზით მიწის (მტვრის) გამოყენებით, როცა წყლის გამოყენება შეუძლებელია ან მისი არქონის გამო, ან იმიტომ, რომ წყლის გამოყენება ზიანს მიაყენებს (მაგალითად, ავადმყოფობის გამო ან სხვა მიზეზით), თაიამმუმი სრულდება სახესა და ხელებზე მტვრით ხელის მოსმით.
და თაიამმუმი წარმოადგენს წყლით განწმენდის შემცვლელს — იქნება ეს მცირე თუ დიდი უწმუნდურობის მოხსნისათვის. უზენაესი ალლაჰი ამბობს:
﴿يَٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوٓاْ إِذَا قُمۡتُمۡ إِلَى ٱلصَّلَوٰةِ فَٱغۡسِلُواْ وُجُوهَكُمۡ...﴾
{ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, როცა დადგებით ლოცვად დაიბანეთ თქვენი სახეები...} სიტყვებამდე:
﴿...وَإِن كُنتُم مَّرۡضَىٰٓ أَوۡ عَلَىٰ سَفَرٍ أَوۡ جَآءَ أَحَدٞ مِّنكُم مِّنَ ٱلۡغَآئِطِ أَوۡ لَٰمَسۡتُمُ ٱلنِّسَآءَ فَلَمۡ تَجِدُواْ مَآءٗ فَتَيَمَّمُواْ صَعِيدٗا طَيِّبٗا فَٱمۡسَحُواْ بِوُجُوهِكُمۡ وَأَيۡدِيكُم مِّنۡهُۚ مَا يُرِيدُ ٱللَّهُ لِيَجۡعَلَ عَلَيۡكُم مِّنۡ حَرَجٖ وَلَٰكِن يُرِيدُ لِيُطَهِّرَكُمۡ وَلِيُتِمَّ نِعۡمَتَهُۥ عَلَيۡكُمۡ لَعَلَّكُمۡ تَشۡكُرُونَ﴾
{თუ ავად ხართ ან გზაში იმყოფებით, ან საპირფარეშოდან გამოხვედით, ამ ცოლებთან კონტაქტში იყავით და წყალი ვერ ნახოთ, აიღეთ სუფთა, ან მშრალი სუფთა მიწა და გაისვით სახეზე და ხელებზე(თეიმუმი). ალლაჰს არ სურს
სირთულე თქვენთვის, მაგრამ სურს, რომ განგწმინდოთ და მოგივლინოთ წყალობა, რომ იყოთ მადლიერნი}. [ალ-მაიდა: 6].
და თაიამმუმით შესრულებული განწმენდა სრულყოფილი განწმენდაა, რომელიც ხსნის უწმინდურ მდგომარეობას, სანამ ადამიანი შეძლებს წყლის გამოყენებას, უზენაესი ალლაჰის თქმით:
﴿...وَلَٰكِن يُرِيدُ لِيُطَهِّرَكُمۡ...﴾
{...მაგრამ სურს, რომ განგწმინდოთ...} [ალ-მაიდა: 6] მიციქულის თქმით (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
«جُعِلَتْ لِي الأَرْضُ مَسْجِدًا وَطَهُورًا، وَأَيُّمَا رَجُلٍ مِنْ أُمَّتِي أَدْرَكَتْهُ الصَّلَاةُ فَلْيُصَلِّ».
«მიწა ჩემთვის იქმნა მეჩეთად და განწმენდად. ამიტომ, ჩემი უმმათის ნებისმიერი მამაკაცი, ვისაც ლოცვის დრო დაუდგება, დაე, ილოცოს იქვე» ეს ჰადისი გადმოცემულია იმამ ალ-ბუხარის მიერ5, ატ-ტაჰურ: ნიშნავს იმას, რითაც მიიღწევა განწმენდა.
თუ მან აიღო თაიამმუმი არასავალდებულო ლოცვისთვის, მას შეუძლია ამავე თაიამმუმით აღასრულოს სავალდებულო ლოცვაც. დაშვებულია თაიამმუმის აღება ლოცვის დროის დადგომამდე, და მისი მოქმედება არ უქმდება დროის გასვლით.
თუ მან თაიამმუმი აიღო მცირე უწმინდურობის მოხსნისთვის ის არ ბათილდება, გარდა იმისა, თუ განახლდა ისევ მცირე უწმინდურობით. ხოლო თუ თაიამმუმი აიღო დიდი მდგომარეობის მოხსნისთვის ის არ ბათილდება, გარდა იმისა, თუ კვლავ დაემართა დიდი უწმინდურობა.
თუმცა თაიამმუმი უქმდება მაშინ, როცა იშლება მისი გამამართლებელი მიზეზი: თუ ადამიანი წყალს იპოვის - თაიამმუმი უქმდება,თუ განიკურნება ავადმყოფობიდან - თაიამმუმი უქმდება, არ აქვს მნიშვნელობა, იყო ეს თაიამმუმი მცირე თუ დიდი მდგომარეობის მოხსნისთვის. შესაბამისად: თუ მან ადრე აიღო თაიამმუმი მცირე მდგომარეობის გამო ახლა უნდა აიღოს აბდესი, და თუ დიდი მდგომარეობის გამო - უნდა აიღოს სრული განბანვა.
დაშვებულია თაიამმუმის აღება ყველა სახის მიწაზე იქნება ეს მტვრიანი, ქვიშოვანი თუ ქვისებრი, ასევე მისნაირ მასალებზე, რომლებიც მასზეა მიბმული, მაგალითად კედელი, მოციქული მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქმით:
«وَجُعِلَتْ لِي الْأَرْضُ مَسْجِدًا وَطَهُورًا».
«მიწა ჩემთვის იქნა მეჩეთად და განწმენდად»6.
აბუ ჯუჰაიმ იბნ ალ-ჰაარის ალ-ანსარის გადმოცემით (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი):
«أَنَّ النَّبِيَّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ لَقِيَهُ رَجُلٌ فَسَلَّمَ عَلَيْهِ فَلَمْ يَرُدَّ عَلَيْهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ حَتَّى أَقْبَلَ عَلَى الجِدَارِ، فَمَسَحَ بِوَجْهِهِ وَيَدَيْهِ، ثُمَّ رَدَّ عَلَيْهِ السَّلَامَ».
მოციქულ მუჰამმადს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შეხვდა ერთი კაცი და მიესალმა მას. მაგრამ არ უპასუხა სალამზე მანამ, სანამ არ მიუახლოვდა კედელს, მოისვა მტვერი სახესა და ხელებზე (აიღო თაიამმუმი), შემდეგ კი უპასუხა სალამზე. ორივე გადმოსცა ალ-ბუხაარიმ7.
თაიამუმის ფორმა:
მან გულით უნდა დაისახოს განზრახვა, რომ მოხსნას მდგომარეობა ლოცვისთვის ან სხვა იმ სამსახურებისთვის, რისთვისაც თაიამმუმი დაშვებულია. შემდეგ ამბობს: „ბისმილლაჰ“ (ალლაჰის სახელით), და ურტყამს ხელისგულებით მიწას ერთჯერ, შემდეგ ამ ხელებით ისვამს სახეზე და ხელისგულებზე.
ტყავის წინდებზე მოწმენდის ნებადართულობა (მესი)
ტყავის წინდებში იგულისხმება ფეხსაცმლის ტიპის ის საგნები, რომლებიც იცმევა ფეხზე და დამზადებულია ტყავისგან ან მის მსგავსისგან.
ჯავაარიბ: იგულისხმება ის, რაც იცმევა ფეხზე, დამზადებული ბამბისგან ან მსგავსი მასალისგან. ეს არის ის, რაც ცნობილია სახელით შარააბ (წინდები/ნასკები).
*სველი ხელით წასმის(მასჰის) განაჩენი ტყავის წინდებზე და წინდებზე:
ხელის მოსმა ხუფფებსა და წინდებზე არის სუნნა, რომელიც გადმოცემულია შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას). ამიტომ, ვისაც აცვია ისინი მისთვის მათ ზედაპირზე ხელის მოსმა უმჯობესია, ვიდრე გახდა და ფეხის დაბანა.
ამის მტკიცებულება არის ჰადისი ალ-მუღირა იბნ შუ'ბასგან
(ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი):
أنَّ النَّبيَّ صلَّى اللهُ عليهِ وسلَّمَ تَوَضَّأَ، قالَ المُغِيرَةُ: فأَهْوَيْتُ لِأَنْزِعَ خُفَّيْهِ، فَقَالَ: «دَعْهُمَا؛ فَإِنِّي أَدْخَلْتُهُمَا طَاهِرَتَيْنِ»، فَمَسَحَ عَلَيْهِمَا.
როცა მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აიღო აბდესი, ალ-მუღირა (ალლაჰი იყოს მისით კამყოფილი) ამბობს: დავიხარე მისკენ, რათა გამეხადა მისი ქალამნები, მაგრამ მან მითხრა: «დატოვე ისინი, მე ჩავიცვი ისინი სუფთა(აბდესის) მდგომარეობაში» შემდეგ კი მოისვა ხელი მათზე8.
ხუფფებზე ხელის მოსმის დაშვებულობა დამტკიცებულია როგორც ალლაჰის წიგნში (ყურანში), ასევე შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სუნნაში.
რაც შეეხება ალლაჰის წიგნს (ყურანს); ეს დადასტურებულია უზენაესის სიტყვებით:
﴿يَٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوٓاْ إِذَا قُمۡتُمۡ إِلَى ٱلصَّلَوٰةِ فَٱغۡسِلُواْ وُجُوهَكُمۡ وَأَيۡدِيَكُمۡ إِلَى ٱلۡمَرَافِقِ وَٱمۡسَحُواْ بِرُءُوسِكُمۡ وَأَرۡجُلَكُمۡ إِلَى ٱلۡكَعۡبَيۡنِ...﴾
{ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა წამოდგებით სალოცავად, დაიბანეთ სახეები და ხელები იდაყვებამდე, თავზე სველი ხელი გადაისვით და დაიბანეთ ფეხები კოჭების ჩათვლით...} [ალ-მაიდა: 6]. ჭეშმარიტად, უზენაესის სიტყვა:
﴿...وَأَرۡجُلَكُمۡ...﴾
{...თქვენი ფეხები...} ამ აიათში არსებობს ორი შვიდეული გადმოცემით ცნობილი და ავტორიტეტული — სწორი წაკითხვის ვარიანტი, გადმოცემული შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
ერთ-ერთი წაკითხვა არის: თქვენი ფეხები ფათჰათი, რაც დაკავშირებულია სიტყვასთან თქვენი სახეები და ამგვარად, ფეხებიც იბანება, როგორც სახე. ანუ ამ წაკითხვით ფეხების დაბანა სავალდებულოა აბდესის დროს.
მეორე წაკითხვაა: არჯულიქუმ, ჯარრით (ლამზე ქასრით წაკითხვა), რაც დაკავშირებულია სიტყვასთან თქვენი თავები და ამგვარად, ფეხებზე ხელის მოსმა ხდება, როგორც თავზე.
ეს წაკითხვა არის მტკიცებულება ხუფფებზე ან წინდებზე ხელის მოსმის დასაშვებულობაზე აბდესში9.
შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვებმა და ქმედებებმა(სუნნამ) განმარტა, რომ ფეხები ზოგჯერ დაიბანება და ზოგჯერ ხელის მოსმით განიწმინდება: როდესაც შუამავლის ფეხები იყო გახდილი ის იბანდა მათ, ხოლო როცა ფეხები დაფარული ჰქონდა ქალამანით, ის ხელს ისვამდა მათზე. ამგვარად, სუნნა განასხვავებს ორ შემთხვევას და განსაზღვრავს მოქმედებას შესაბამისი ვითარების მიხედვით.
რაც შეეხება სუნნას მტკიცებულებას ამ საკითხზე სუნნა ამასთან დაკავშირებით მრავალი გზით არის გადმოცემული, უეჭველია, გადმოცემული შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას). იმამ აჰმად იბნ ჰანბალმა (ალლაჰმა შეიწყალოს თქვა):
"ამ საკითხში (ქალამანზე ხელის მოსმაში) გულში არაფერ ეჭვს არ ვგრძნობ. მასზე არსებობს ორმოცი ჰადისი შუამავლიდან და მისი საჰაბებისგან".
რაც მოიხსენიება შემდგენლის ნათქვამიდან10:
მუთავათირად გადმოცემულთაგანაა ჰადისი: «ვინც მოიტყუებს...» *** და ჰადისი: «ვინც ალლაჰისთვის ააგო მეჩეთი, იმედით...»
გადმონაცემი, შუამდგომლობაზე, სამოთხის ბასეინზე *** წყლიანი ხელის მოსმა ქალამანზე და მსგავსი სხვა
*ტყავის წინდებზე მოწმენდის პირობები:
ხელის მოსმის დასაშვებლობისათვის ხუფფებზე (ან ქალამნებზე,წინდებზე) დგინდება ოთხი პირობა:
პირველი პირობა: რომ ჩაცმული ჰქონდეს სუფთა მდგომარეობაში(აბდესით). ამის მტკიცებულება: მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მუღირა იბნ შუ'ბას უთხრა:
«دَعْهُمَا؛ فَإِنَّنِي أَدْخَلْتُهُمَا طَاهِرَتَيْنِ».
«დატოვე, ისინი სუფთა მდგომარეობაში ჩავიცვი»11.
მეორე პირობა: ქალამნები ან ნასკები უნდა იყოს სუფთა. თუ ისინი ბინძურია მათზე ხელის მოსმა დაუშვებელია. ამის მტკიცებულება:
«أَنَّ رَسُولَ اللَّهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ صَلَّى ذَاتَ يَوْمٍ بِأَصْحَابِهِ وَعَلَيْهِ نَعْلَانِ، فَخَلَعَهُمَا فِي أَثْنَاءِ صَلَاتِهِ، وَأَخْبَرَ أَنَّ جِبْرِيلَ أَخْبَرَهُ بِأَنَّ فِيهِمَا أَذًى أَوْ قَذَرًا».
«ერთ დღეს შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავის თანმხლებებთან ერთად ლოცულობდა და ეცვა ორი ფეხსაცმელი. ლოცვის მიმდინარეობისას გაიხადა ისინი და თქვა, რომ ჯიბრაილმა აცნობა მას, რომ მათში იყო რაიმე უზიამოვნო ან სიბინძურე»12. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ლოცვის შესრულება დაუშვებელია იმაზე, რაც არის ნაჯასით დაბინძურებული, რადგანაც თუ ნაჯასაზე წყლით მოივლებ ხელს ან გაწმინდავ, თვითონ გამწმენდელიც დაბინძურდება უწმინდურობით და, შესაბამისად, ის ვერ ჩაითვლება გაწმენდილად.
მესამე პირობა: ხელის მოსმა ქალამანზე დაშვებულია მხოლოდ მცირე განბანვის დროს და არა ჯანააბას ან სხვა იმ მდგომარეობის დროს, რაც ღუსლს ავალდებულებს. ამის მტკიცებულებაა: ჰადისი საფვაან იბნ 'ასსალიდან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით), რომელმაც თქვა:
«أَمَرَنَا رَسُولُ اللَّهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ إذَا كُنَّا سَفْرًا أَلَّا نَنْزِعَ خِفَافَنَا ثَلَاثَةَ أَيَّامٍ وَلَيَالِيَهُنَّ إِلَّا مِنْ جَنَابَةٍ، وَلَكِنْ مِنْ غَائِطٍ وَبَوْلٍ وَنَوْمٍ».
«მოგზაურობისას შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვიბრძანა, რომ არ გაგვეხადა ქალამნები სამი დღე-ღამე, გარდა ჯუნუბას მდგომარეობისა. ხოლო განავლის, შარდის ან ძილის გამო მათი გახდა საჭირო არ არის»13. ამიტომ აუცილებელია, რომ ხელის მოსმა ხუფფებზე მოხდეს მხოლოდ მცირე განბანვის დროს, და არ არის დაშვებული ხელის მოსმა დიდი დაბინძურების(ჯანააბას) დროს ზემოთ მოყვანილი ჰადისის მიხედვით.
მეოთხე პირობა: ხელის მოსმა უნდა მოხდეს შარიათით განსაზღვრულ ვადაში: ერთი დღე და ღამე (24 საათი) — მუყიმისთვის (სახლში მყოფისთვის), სამი დღე და ღამე (72 საათი) მოგზაურისთვის, ამის მტკიცებულებაა ჰადისი ალი იბნ აბი ტალიბის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: «მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დააწესა ერთ ადგილზე მცხოვრებთათვის ერთი დღე და ღამე, ხოლო მოგზაურისთვის სამი დღე და ღამე. ანუ ეს ეხება ქალამნებზე ხელის მოსმის ვადას». გადმოსცა მუსლიმმა14.
ეს ვადა იწყება მას შემდეგ, რაც ადამიანი პირველად მოიწმენდს წინდებს(ქალამნებს) მესით ტახარათის დარღვევის შემდეგ და მთავრდება 24 საათის შემდეგ მკვიდრი ადამიანისთვის და 72 საათის შემდეგ მოგზაურისთვის. მაგალითად, თუ ვივარაუდებთ, რომ ვინმე განიწმინდა ფაჯრის ლოცვისთვის სამშაბათს და დარჩა ამ სისუფთავეზე იშას ლოცვამდე სამშაბათის ღამეს, შემდეგ დაიძინა და ფაჯრის ლოცვისთვის გაეღვიძა ოთხშაბათს დილით და სველი ხელით მოისვა მასჰი დილის 5 საათზე (ადგილობრივი დროით), მაშინ ვადა დაიწყება ოთხშაბათს დილის 5 საათიდან და დასრულდება ხუთშაბათს დილის 5 საათზე. ამრიგად, თუ ვივარაუდებთ, რომ მან ხუფფებზე ხელი მოისვა ხუთშაბათს დილის ხუთ საათამდე მას შეუძლია ხუთშაბათის ფაჯრის ლოცვა ამ ხელის მოსმით აღებულ აბდესსზე,
და ასევე შეუძლია ლოცვა ნებისმიერ დროს, სანამ დარჩება სუფთა მდგომარეობაში, რადგან აბდესი არ ბათილდება ვადის გასვლით, ეს არის რჩეული (უფრო ძლიერი) მოსაზრება სწავლულებს შორის, რადგან შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დააწესა ვადა მხოლოდ ხელის მოსმისთვის, და არა აბდესისთვის. ამიტომ, როცა ვადა ამოიწურება — ხელის მოსმა უკვე დაუშვებელია, მაგრამ თუ ადამიანი კვლავ სუფთა მდგომარეობაშია მისი სისუფთავე ძალაში რჩება, რადგან ეს განწმენდა დამტკიცებულია შარიათული მტკიცებულებით, და რაც მტკიცებულებით დადასტურდა, არ უქმდება მტკიცებულების გარეშე. ასევე, ძირითადი პრინციპია: რაც ადრე მოქმედებდა, ძალაში რჩება, სანამ მის გაუქმებაზე არ იქნება ცხადი მტკიცებულება. ეს იყო მთავარი პირობები, რომლებიც საჭიროა ქალამანზე ხელის მოსმისთვის, თუმცა ზოგმა სწავლულმა სხვა პირობებსაც მიუთითეს, მაგრამ ზოგიერთი მათგანი საეჭვოა.
[ალ-ფაათიჰა: 1-7]
[ალ-იხლაას:1] [ალ-ფალაყ: 1], [ან-ნაას: 1].
[ალ-ინშიყააყ: 1]
ალ-ქააფირუნ:1] [ალ-იხლაას: 1]
შეკითხვების ნაკრები ტყავის წინდებზე, ჩალმაზე და თაბაშირზე სველი ხელით მოწმენდის საკითხებზე
ქება დიდება სამყაროების ღმერთს, ვლოცავ და ვესალმები ჩვენს წინასწარმეტყველ მუჰამმადს, ასევე მის ოჯახსა და საჰაბებს და ყველას, ვინც მიჰყვა მათ სიკეთით განკითხვის დღემდე.
ამის შემდეგ: მოვისმინე ამ კითხვებზე პასუხი, რომლებიც ჩემთან იყო მიმართული ტყავის წინდებზე, ჩალმაზე და თაბაშირზე მასჰის საკითხში. ეს პასუხები ემთხვეოდა იმ პასუხს, რომელიც ჩემს მიერ იყო გაცემული ჩანაწერზე. ტექსტში შევიტანე მცირედი შესწორებები და მივანიჭე ნებართვა მისი ბეჭდვის მათთვის, ვისაც სურს დაბეჭდოს, იმ პირობით, რომ მიჰყვებიან სიზუსტეს ტექსტის გადამოწმებაში და არ დაიტოვებენ საავტორო უფლებებს არც საკუთარი თავისთვის და არც სხვებისთვის.
ალლაჰს ვთხოვ, ყველასთვის წარმატებასა და მიღებას.
ასე თქვა მისმა ავტორმა
მუჰამმად საალიჰ ალ'უსაიმინ
ჰიჯრის 1410 წლის 19 რაჯაბის თვეში
ტყავის წინდებზე მოწმენდის ნებადართულობა.
კითხვა (1): რამდენად მართებულია ის პირობა, რომელიც ზოგიერთი ფიყჰის სწავლული აყენებს, რომ ტყავის წინდებმა დაფარონ სავალდებულო ადგილი?
პასუხი: ეს პირობა არასწორია, რადგან მასზე არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რამდენადაც ტყავის წინდას ან ნასკის სახელი ჯერ კიდევ აქვს და ფუნქცია შენარჩუნებულია, მის მიმართ სველი ხელით მოსმა ნებადართულია. სუნნა ამ საკითხში გვაუწყებს ტყავის ნასკებზე მასჰის შესახებ ზოგადი ფორმით, განუსაზღვრელად. და რაც შარიათმა განუსაზღვრელად დატოვა, არავის აქვს უფლება მას რაიმე პირობა დაურთოს, თუ მასთან არ არსებობს შარიათის ტექსტი ან აშკარა შარიათული პრინციპი, რომელიც განსაზღვრას ამართლებს.
ამაზე დაყრდნობით, ნებადართულია მასჰი დახვრეტილი ტყავის წინდებზეც, და ნებადართულია მასჰი თხელ წინდაზეც, რადგან წინდის მიზანი არ არის კანის დაფარვა, არამედ მისი დანიშნულებაა ფეხის გათბობა და სარგებლიანობა.
ტყავის წინდაზე მასჰი ნებადართულია მხოლოდ იმიტომ, რომ მისი გახდა წარმოადგენს სიძნელეს. ამ მხრივ არ არის განსხვავება თხელსა და სქელ წინდას შორის, და არც დახვრეტილსა და დაუზიანებელ წინდას შორის. მთავარი ის არის, რომ რამდენადაც მას ჯერ კიდევ ეწოდება წინდა, მასზე მასჰი (სველი ხელით მასზე ზემოდან მოწმენდა) ნებადართულია.
კითხვა (2): კაცმა აიღო თაიამუმი და ჩაიცვა ტყავის წინდები. ნებადართულია თუ არა მასჰი ამ წინდებზე, როცა წყალს იპოვის, იმის გათვალისწინებით, რომ წინდები ჩაიცვა თაიამუმით შეძენილ სისუფთავეზე?
პასუხი: მას არ აქვს უფლება, რომ მასჰი გააკეთოს წინდებზე, თუ განწმენდა მიღწეული იყო თაიამუმით, შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქმით:
«فَإِنَّنِي أَدْخَلْتُهُمَا طَاهِرَتَيْنِ».
«მე ისინი (ტყავის წინდები) ჩავიცვი იმ დროს, როცა დაბანილი მქონდა ფეხები»15, და თაიამუმით განწმენდა არ ვრცელდება ფეხებზე, არამედ მხოლოდ სახესა და ხელებზე.
ამის საფუძველზე, თუ ადამიანი არ ფლობს წყალს, ან არის ავად და ვერ იყენებს წყალს აბდესისთვის, მას შეუძლია ჩაიცვას ხუფფები (ან წინდები) თუნდაც განუწმენდელ მდგომარეობაში, და შეინარჩუნოს ისინი განსაზღვრული ვადის გარეშე მანამ, სანამ არ იპოვის წყალს, ან არ განიკურნება, რადგან ფეხს არ აქვს კავშირი თაიამუმის განწმენდასთან.
კითხვა (3): აუცილებელია თუ არა განზრახვა? ანუ: როცა ადამიანი აპირებს წინდების ან ფეხსაცმლის ჩაცმას, უნდა ჰქონდეს განზრახვა, რომ მასჰს გააკეთებს მათზე? და ასევე, უნდა ჰქონდეს განზრახვა, რომ მასჰს გააკეთებს, როგორც მუდმივად მყოფი ან როგორც მოგზაური? თუ ეს განზრახვა სავალდებულო არ არის?
პასუხი: ამ შემთხვევაში განზრახვა სავალდებულო არ არის, რადგან ეს საქმე (წინდების ჩაცმა) დაკავშირებულია მხოლოდ მისი არსებობის ფაქტთან, და შესაბამისად, არ საჭიროებს განზრახვას როგორც, მაგალითად, ტანსაცმლის ჩაცმა: არ არის სავალდებულო, რომ განზრახვით ჩაიცვას ის იმისთვის, რომ დამალოს სასირცხო ადგილები ლოცვისას. ასევე, ქალამნების ჩაცმის დროს არ არის აუცილებელი განზრახვა, რომ მასზე მასჰს გააკეთებს, და არც მასჰის ვადასთან დაკავშირებული განზრახვაა საჭირო. თუ ადამიანი მოგზაურია მას უფლება აქვს მასჰის გააკეთოს სამი დღის განმავლობაში, განიზრახა ეს თუ არა, ხოლო თუ მუდმივად მყოფია, მას უფლება აქვს ერთი დღე და ერთი ღამე, განიზრახა ეს თუ არა.
კითხვა (4): რა მანძილი ან მოგზაურობა იძლევა უფლებას ქალამნებზე მასჰის გაკეთებისათვის სამი დღე და ღამე?
პასუხი: ის მოგზაურობა, რომელშიც ნებადართულია ლოცვების შემოკლება, იგივეა, რაც ის მოგზაურობა, რომელშიც ქალამნებზე მასჰი ნებადართულია სამი დღის და ღამის განმავლობაში, რადგან საფვაან იბნ 'ასსალის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ჰადისში, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, ამბობს:
«إِذَا كُنَّا سَفْرًا».
«როცა ვიყავით მოგზაურობაში»16 ამდენად, სანამ ადამიანი მოგზაურობაშია და ლოცვებს შემოკლებულად ასრულებს, მას აქვს უფლება ქალამნებზე(წინდებზე) მასჰი შეასრულოს სამი დღის განმავლობაში.
კითხვა (5): თუ მოგზაური ჩამოვიდა (თავის ქალაქში) ან მუდმივად მყოფი გაემგზავრა, და მან უკვე დაიწყო მასჰი, როგორ განისაზღვრება მასჰის დროის ათვლა ასეთ შემთხვევაში?
პასუხი: თუ მან მასჰი დაიწყო იმ დროს, როცა მუდმივად მყოფი იყო, შემდეგ კი გაემგზავრა მაშინ, მასჰს აგრძელებს მოგზაურის ვადით. და თუ მასჰი დაიწყო მოგზაურობისას, შემდეგ კი დაბრუნდა მაშინ მასჰს აგრძელებს ადგილზე მყოფის ვადით.
ეს არის ყველაზე სწორი მოსაზრება.
ზოგიერთმა სწავლულმა აღნიშნა, რომ თუ მან მასჰი დაიწყო მუდმივად ყოფნის დროს, შემდეგ გაემგზავრა მასჰი მაინც უნდა დაასრულოს, როგორც ადგილზე მცხოვრებმა. თუმცა, უპირატესი მოსაზრება არის ის, რაც პირველად ვთქვით; რადგან ამ ადამიანს იმ დროს, როცა გაემგზავრა, ჯერ კიდევ დარჩენილი ჰქონდა მასჰის ვადის ნაწილი, და შემდეგ მოგზაურად იქცა, ამიტომ მასზე ვრცელდება ის განაჩენი, რაც ვრცელდება მოგზაურებზე, რომლებსაც აქვთ მასჰის უფლება სამდღიანი ვადით.
კითხვა (6): ადამიანს გაუჩნდა ეჭვი, როდის დაიწყო მასჰი და მისი დრო, როგორ უნდა მოიქცეს ასეთ შემთხვევაში?
პასუხი: ამ შემთხვევაში საჭიროა დარწმუნება. თუ მას ეპარება ეჭვი მასჰი დაიწყო ზუჰრისთვის თუ ასრისთვის? მაშინ ვადის დასაწყისად უნდა მიიღოს ასრის ლოცვა, რადგან ძირითადი წესი ის არის, რომ მასჰი ჯერ არ გაკეთებულა (ანუ ეჭვისას მივუბრუნდებით იმაზე ადრე არსებულ დარწმუნებულ მდგომარეობას).
ძირითადი წესი არის არსებობა იმ ჰადისისა, როდესაც შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთმა ადამიანი შესჩივლა, რომ ლოცვისას ეგონა, თითქოს რაღაცა იგრძნო (ანუ აბდესის გაუქმება) მან უთხრა:
«لَا يَنْصَرِفْ حَتَّى يَسْمَعَ صَوْتًا، أَوْ يَجِدَ رِيحًا».
«არ უნდა მიატოვოს (ლოცვა), სანამ არ გაიგონებს ხმას ან არ იგრძნობს სუნს».17
კითხვა (7): კაცმა მასჰი გააკეთა მისი ვადის გასვლის შემდეგ, შემდეგ ილოცა, რა განაჩენი აქვს მის ლოცვას?
პასუხი: თუ ადამიანმა მასჰი გააკეთა მასჰის ვადის გასვლის შემდეგ, იქნება ის მუდმივ სამყოფელში თუ მგზავრი, მაშინ ის ლოცვები, რომლებიც ამ განწმენდით აღასრულა არასწორია, რადგან მისი აბდესი ბათილია, ვინაიდან მასჰის ვადა ამოიწურა, მას ევალდებულება თავიდან აიღოს სრულყოფილი აბდესი, რომელშიც დაიბანს ფეხებს, და ხელახლა აღასრულოს ყველა ის ლოცვა, რომლებიც იმ გაუქმებული აბდესით შეასრულა, როცა მასჰი უკვე ვადაგასული იყო.
კითხვა (8): თუ ადამიანმა, აბდესის მდგომარეობაში ყოფნის დროს, გაიხადა წინდები, შემდეგ კი ისევ ჩაიცვა ისინი მანამ, სანამ აბდესი გაუქმდება ნებადართულია თუ არა მასჰი მათზე შემდეგში?
პასუხი: თუ ადამიანი გაიხდის წინდებს, შემდეგ კი კვლავ ჩაიცვამს მათ იმავე აბდესში ყოფნისას მაშინ, თუ ეს ჯერ კიდევ პირველი აბდესია, არ არის პრობლემა, რომ ხელახლა ჩაიცვას ისინი და შემდეგში გააკეთოს მასჰი, როცა კვლავ აიღებს აბდესს.
რაც შეეხება იმ შემთხვევას, როდესაც აბდესი, რომლის დროსაც მან უკვე გააკეთა მასჰი თავის წინდებზე, ასეთ შემთხვევაში, თუ მან გაიხადა წინდები, არ აქვს უფლება, რომ ისევ ჩაიცვას ისინი და ხელახლა მასჰი გააკეთოს, რადგან წინდები უნდა ჩაიცვას წყლით აღებული აბდესისას, ხოლო ეს განწმენდა მიღწეულია მხოლოდ მასჰით და არა წყლით. ეს კი სწავლულების გამონათქვამებში არ არის ცნობილი.
თუმცა, თუ რომელიმე სწავლული ამბობს, რომ თუ ადამიანი ხელახლა ჩაიცვამს წინდებს გაწმენდისას, თუნდაც მასჰისას მას უფლება აქვს, რომ გააგრძელოს მასჰი, მანამ სანამ ვადა არ ამოიწურება, მაშინ ეს მოსაზრება ძლიერია, მაგრამ მე არ ვიცი ვინმე, ვისაც ასე უთქვამს. და რაც მაბრკოლებს ამ მოსაზრების თქმისგან ის არის, რომ მე არ შემხვედრია არცერთი სწავლული ადამიანი, ვინც ამას ამბობდეს. მაგრამ თუ ასეთი მოსაზრება მართლაც წამოუყენებია რომელიმე სწავლულს, მაშინ ეს ჩემთვის სწორია, რადგან მასჰით გაწმენდა სრული სისუფთავეა. მაშასადამე, როგორც ნებადართულია მასჰი იმაზე, რაც ჩაცმულია წყლით აღებული გაწმენდისას, ასევე ნებადართული უნდა იყოს მასჰი იმაზე, რაც ჩაცმულია მასჰით მიღებულ სისუფთავეზე, თუმცა მე არ მინახავს, რომ ვინმეს ასე ეთქვას.
კითხვა (9): მაშ, არ ვამბობთ, რომ ქალამნების გახდა წარმოადგენს მასჰის გამაუქმებელ ფაქტორს?
პასუხი:თუ ადამიანი გაიხდის ქალამანს, მისი განწმენდა(აბდესი) არ ბათილდება, მაგრამ ბათილდება მასჰი. და თუ ხელახლა ჩაიცვამს მათ და შემდეგ გაუქმდება აბდესი, მაშინ მან აუცილებლად უნდა გაიხადოს ქალამნები და დაიბანოს ფეხები.
მთავარია ვიცოდეთ, რომ აუცილებელია, ქალამანი იყოს ჩაცმული ისეთ განწმენდაზე, რომელშიც ფეხები წყლით არის დაბანილი, როგორც ეს სწავლული ხალხის სიტყვებიდან ვიცით.
კითხვა (10): კაცი პირველად მასჰს აკეთებდა ფეხსაცმელზე, ხოლო მეორედ გაიხადა ფეხსაცმელი და მასჰი გააკეთა წინდებზე არის თუ არა სწორი ასეთი მასჰი, თუ აუცილებელია ფეხების დაბანა?
პასუხი: ამ საკითხში არსებობს აზრთა სხვაობა,ზოგი სწავლული მიიჩნევს, რომ თუ მასჰი გააკეთა წინდის რომელიმე ერთ ნაწილზე იქნება ეს ზემო (მაგ. ფეხსაცმელი) თუ ქვემო (მაგ. წინდები) განაჩენი უკვე დაკავშირებულია ამ ნაწილთან და აღარ გადადის მეორეზე.
ზოგი სწავლული კი მიიჩნევს, რომ ნებადართულია გადასვლა მეორეზე, რამდენადაც მასჰის ვადა ჯერ არ ამოწურულა.
მაგალითად: თუ ადამიანი მასჰს გააკეთებს ფეხსაცმელზე, შემდეგ გაიხდის მას და მოისურვებს აბდესის აღებას მაშინ, უპირატესი მოსაზრებით, ნებადართულია მასჰი იმ წინდებზე, რომლებიც აცვია მის ქვემოთ. იგივე ეხება შემთხვევას, როცა ადამიანი მასჰს გააკეთებს წინდებზე, შემდეგ კი ჩაიცვამს მათ ზემოდან სხვა წინდებს ან ფეხსაცმელს და მასჰს გააკეთებს ამ ზედა საფარველზე უპირატესი მოსაზრებით, ეს დაშვებელია, რამდენადაც მასჰის ვადა ჯერ კიდევ მოქმედებს. თუმცა დროის ათვლა უნდა იყოს იმ პირველი მასჰიდან, და არა მეორედან.
კითხვა (11): ბევრჯერ სვამს ხალხი კითხვას იმის შესახებ, თუ როგორია მასჰის სწორი ფორმა და ადგილი, სადაც მასჰი უნდა გაკეთდეს.
პასუხი: მასჰის შესრულების წესი ასეთია: ხელის გადასმა უნდა მოხდეს ფეხის თითების წვერებიდან წვივამდე მხოლოდ ზედა მხარეზე. ანუ: მასჰი ხდება მხოლოდ წინდის ზედა ნაწილზე. მასჰი სრულდება ორივე ხელით ორივე ფეხზე ერთდროულად: მარჯვენა ხელით მარჯვენა ფეხზე, და მარცხენა ხელით მარცხენა ფეხზე ერთსა და იმავე მომენტში, როგორც ყურებზე მასჰი სრულდება. რადგან ეს არის სუნნას პირდაპირი მნიშვნელობა, რაც მოყვანილია მუღირა ბინ შუ'ბას სიტყვებში (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): «სველი ხელით მოწმენდა გააკეთა ორივე მათგანზე»18 და მან (მუღირამ) არ თქვა, რომ მარჯვენათი დაიწყო, არამედ თქვა: "გააკეთა მასჰი ორივეზე ერთად" რაც მიანიშნებს, რომ სუნნას აშკარა მნიშვნელობა სწორედ ეს არის. დიახ, თუ ვივარაუდებთ, რომ ადამიანი ვერ ხმარობს ერთ ხელს, მაშინ მარჯვენა ფეხზე დაიწყებს მასჰს მარცხენამდე.
ბევრი ადამიანი აკეთებს მასჰს ორივე ხელით მარჯვენა ფეხზე, და შემდეგ ორივე ხელით მარცხენაზე და რაც მე ვიცი, ამ ქმედებას არ აქვს საფუძველი, სწავლულები კი ამბობებ: მარჯვენა ხელით მარჯვენა ფეხზე უნდა გაკეთდეს მასჰი, და მარცხენა ხელით მარცხენა ფეხზე.
კითხვა (12): ვნახეთ ადამიანები, რომლებიც მასჰს აკეთებენ წინდას ქვედა და ზედა მხარეს, როგორია მათი მასჰის განაჩენი? და როგორია მათი ლოცვების განაჩენი?
პასუხი: მათი ლოცვა სწორია და მათი აბდესიც სწორად ჩაითვლება. თუმცა, მათ უნდა მიაქციონ ყურადღება იმაზე, რომ წინდას ქვედა მხარეს მასჰი არ არის სუნნა. ეს მოყვანილია სუნანში ალი იბნ აბი ტაალიბის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ჰადისში, სადაც მან თქვა: «თუ რელიგია მხოლოდ გონების თვალსაზრისით იმართებოდა, წინდის ქვედა მხარე უფრო სწორი იქნებოდა მასჰისთვის, ვიდრე ზედა მხარე. მაგრამ მე დავინახე მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მასჰს აკეთებდა წინდების ზედა მხარეზე».19 ეს მიუთითებს იმაზე, რომ შარიათულად დაწესებული არის მხოლოდ წინდას ზედა მხარეზე მასჰის გაკეთება.
კითხვა (13): როგორ უნდა გავიგოთ იბნ აბბასის (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) ნათქვამი? «მოციქულ მუჰამმადს (ალლჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არ გაუკეთებია მასჰი სურა ალ-მაიდას შემდეგ»20 და როგორ გავიგოთ(ის რაც)იქნა გადმოცემული ალისგან (ალლაჰის იყოს მისით კმაყოფილი): "წიგნმა გაასწრო ტყავის წინდებს"21?
პასუხი: არ ვიცი: მართლა თქვეს ეს თუ არა? და მე ვახსენე ამაზე ადრე, რომ ალი იბნ აბი ტალიბი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) იმათგნი იყო, ვინც გადმოსცა მასჰის ჰადისები ალლაჰის მოციქულიდან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), და ჰყვებოდა მას მისი სიკვდილის შემდეგაც, და განმარტა, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განსაზღვრა დრო მასჰისთვის22, და ეს მიუთითებს იმაზე, რომ მისთვის ეს მტკიცე მოქმედებად რჩებოდა მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გარდაცვალების შემდეგაც, ხოლო მისი გაუქმება მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიკვდილის შემდეგ შეუძლებელია.
კითხვა (14): ვრცელდება თუ არა წინდებზე მასჰის წესები ქალზეც ისევე, როგორც მამაკაცზე? და არსებობს თუ არა რაიმე განსხვავება ამ მხრივ?
პასუხი: არ არსებობს განსხვავება მამაკაცებსა და ქალებს შორის ამ საკითხში. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ერთი საფუძვლიანი წესი, რომელიც ამბობს: რაც დადგენილია მამაკაცებისთვის, იგივე ვრცელდება ქალებზეც, და რაც დადგენილია ქალებისთვის, იგივე ვრცელდება მამაკაცებზეც, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს მათ შორის განსხვავებაზე.
კითხვა (15): რა განაჩენია, თუ ადამიანზე, რომელიც გაიხდის წინდას ან მის ნაწილს, რათა მოიფხანოს ფეხი ან მოიშოროს რაიმე, მაგალითად, პატარა ქვა და სხვა მსგავსი რამ?
პასუხი: თუ ადამიანი ხელებს შეჰყოფს წინდას შიგნიდან, ქვემოდან, ამაში არ არის პრობლემა. მაგრამ თუ წინდას გაიხდის, მაშინ უნდა განვიხილოთ შემდეგი: თუ გაიხადა მცირე ნაწილი არ აყენებს ზიანს და მასჰი ძალაში რჩება, მაგრამ თუ გახდამ მოიცვა დიდი ნაწილი ისე, რომ ფეხის დიდი ნაწილი გამოჩნდა, მაშინ მომავალში მასჰი უქმდება.
კითხვა (16): ხალხში გავრცელებულია მოსაზრება, რომ წინდებზე მასჰი შეიძლება მხოლოდ ხუთი ლოცვისთვის, შემდეგ კი საჭიროა თავიდან დაწყება.
პასუხი: დიახ, ეს მართლაც გავრცელებულია ხალხში, ისინი ფიქრობენ, რომ მასჰი ნებადართულია მხოლოდ ხუთი ლოცვისთვის, მაგრამ ეს არასწორია, სინამდვილეში, ვადა განისაზღვრება ერთი დღით და ერთი ღამით (ანუ 24 საათით),
ანუ: ადამიანს შეუძლია მასჰის გაკეთება ერთი დღის და ღამის განმავლობაში, მნიშვნელობა არ აქვს ილოცა ხუთი დროის ლოცვა ან მეტი.
მასჰის ვადა იწყება იმ მომენტიდან, როცა ხელის გადასმა პირველად შესრულდება, როგორც უკვე ვთქვით. ადამიანს შეუძლია მოასწროს ათზე მეტი ლოცვაც, სანამ ვადა ამოიწურება, მაგალითად: თუ ვინმე წინდას ჩაიცვამს ორშაბათს ფაჯრის ლოცვაზე და განბანვა(აბდესი) შეუნარჩუნდება სამშაბათის ღამემდე, და პირველად მასჰს გააკეთებს სამშაბათს დილით ფაჯრზე, მაშინ მასჰის ვადა გაგრძელდება ოთხშაბათის ფაჯრამდე. ასე ადამიანი ილოცებს წინდებით ორშაბათს: ფაჯრს, ზუჰრს, ასრს, მაღრიბს და იშას, ეს ლოცვები არ ითვლება ვადაში, რადგან მასჰი ჯერ არ იყო გაკეთებული. შემდეგ სამშაბათს ილოცებს ფაჯრს, ზუჰრს, ასრს, მაღრიბს და იშას მასჰით. ასევე შეუძლია ოთხშაბათსაც გააკეთოს მასჰი, თუ მოასწრებს ვადამდე, მაგალითად: სამშაბათს გააკეთა მასჰი დილის 5-ზე, ოთხშაბათს — 4:45-ზე, და განბანვა შეუნარჩუნდა იშას ლოცვამდე, რომელიც იყო ხუთშაბათის ღამით, მაშინ ოთხშაბათსაც შეძლებს ფაჯრის, ზუჰრის, ასრის, მაღრიბის და იშას ლოცვას. ამ შემთხვევაში მას ექნება შესრულებული სულ 15 ლოცვა წინდებით, რადგან წინდები ჩაიცვა ორშაბათს ფაჯრისთვის, ხოლო პირველი მასჰი გააკეთა სამშაბათს დილის 5-ზე, მეორე ოთხშაბათს 4:45-ზე, და ილოცა იშამდე ჯამში 15 ლოცვა.
კითხვა (17): თუ ადამიანი აიღებს აბდესს, გააკეთებს მასჰს წინდებზე, და მასჰის ვადის განმავლობაში გაიხდის წინდებს, მაგალითად ასრის ლოცვამდე, შეუძლია თუ არა მას ლოცვა? სწორი იქნება მისი ლოცვა, თუ მასჰის გახდით გაუქმდა აბდესი?
უპირატესი მოსაზრება სწავლულთა შორის, რომელიც აირჩია შეიხ ალ-ისლამ იბნ თაიმიამ და სხვა სწავლულთა ჯგუფმაც, ალლაჰმა შეიწყალოს ისინი არის ის, რომ: წინდის გახდა არ აუქმებს აბდესს, ასე რომ, თუ ადამიანი გაიხდის წინდას იმ შემთხვევაში, როცა ის ჯერ კიდევ განბანვაშია(ჯერ კიდევ აბდესი აქვს) და მასჰი აქვს გაკეთებული, მაშინ მისი აბდესი არ გაუქმდება. მიზეზი ისაა, რომ როდესაც ადამიანი ასრულებს მასჰს წინდაზე, მისი განბანვა სრულდება შარიათული მტკიცებულების საფუძველზე. და როცა წინდას იხდის, მაშინ ეს განბანვა, რომელიც დამყარდა მტკიცებულებით, შეიძლება გაუქმდეს მხოლოდ სხვა შარიათული მტკიცებულებით. ხოლო არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც წინდის გახდას აბდესის გამაუქმებლად აცხადებს. აქედან გამომდინარე, მისი აბდესი ძალაში რჩება. მაგრამ: თუ ამის შემდეგ კვლავ ჩაიცვამს წინდას და სურვილი ექნება, რომ შეასრულოს მასჰი მომდევნო აბდესზე, ეს არ იქნება ნებადართული, რამდენადაც ეს განბანვა არ არის შესრულებული ფეხების დაბანით და ასეთი შეხება მასჰისთვის არ კმარა, როგორც სწავლულთა სიტყვებიდან ჩანს.23
მასჰი ჩალმაზე
კითხვა (18): ნებადართულია თუ არა ჩალმაზე მასჰის გაკეთება? და რა არის ამის საზღვრები?
პასუხი: ხელის მოსმა ჩალმაზე (ტრადიციულ თავშალზე) ეს არის საქმე, რომლითაც მოვიდა სუნნა შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას). ამიტომ დაშვებულია ხელის მოსმა 'იმამაზე: ან სრულად მთელ ჩალმაზე, ან უმრავლეს ნაწილზე.
ასევე სუნნაა, რომ ხელი მოისვას იმ ადგილებზეც, რომლებიც გამოჩენილია, როგორიცაა: შუბლი, თავის გვერდი და ყურები.
შეკითხვა (19) შედის თუ არა ჩალმაში კაცის შიმაღი და ქალის თავსაფარი?
რაც შეეხება კაცის შიმაღს და ქუდს ისინი უდავოდ არ შედიან ჩალმის წოდებაში ამიტომ მათზე ხელის მოსმა არ არის დაშვებული. ხოლო ის, რაც იცმება ზამთარში, მაგალითად სქელი ქუდები, რომლებიც ფარავენ თავსა და ყურებს, და ქვედა ნაწილში აქვთ ყელზე შემოხვეული ნაწილი ეს შეედრება ჩალმას, რადგან მათი მოხსნა წვალებას იწვევს, შესაბამისად, დაშვებულია მათზე ხელის მოსმა.
რაც შეეხება ქალებს, მათთვის შეიძლება რომ მოისვან ხელები თავზე თავშალის ზემოდან, იმამ აჰმად იბნ ჰანბალის მაზჰაბის ცნობილ მოსაზრებაზე დაყრდნობით თუ ხიმარი შემოხვეულია ყელის ქვეშ (ანუ მყარად დაფიქსირებულია და არ არის მარტივად მოსახსნელი)24, რადგან ამის მაგალითი მოტანილია ზოგიერთი საჰაბა ქალებიდან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი).
შეკითხვა (20): ატ-ტურბუში თავს ფარავს, მაგრამ არ ფარავს კისერს, შეიძლება თუ არა მასზე ხელის მოსმა?
პასუხი: როგორც ჩანს, თუ ტურბუშის მოხსნა არ წარმოადგენს სირთულეს, მაშინ მასზე ხელის მოსმა არ არის დაშვებული, რადგან იგი გარკვეული თვალსაზრისით წააგავს ქუდს, ხოლო შარიათში საბაზისო წესი არის თავის ხელის მოსმის ვალდებულობა, სანამ არ გახდება ცხადი, რომ კონკრეტული საგანი შედის იმაში, რაზეც დაშვებულია ხელის მოსმა.
სველი ხელის მოსმა შეხვეული მოტეხილობების დროს
შეკითხვა (21): რა არის განაჩენი ხელის მოსმაზე სახვევზე, და იმ საგნებზე, რომლებიც მისი მსგავსია? და რა არის მისი დაშვებულობის მტკიცებულება ყურანიდან და სუნნადან?
პასუხი: უპირვლეს ყოვლისა, აუცილებელია გავიგოთ რა არის შესახვევი?
ძირითადი მნიშვნელობით არის ის, რითაც ფიქსირდება მოტეხილობა. ფაყიჰების ტერმინოლოგიაში იგულისხმება:
ყველაფერი, რაც განწმენდის ადგილის (აბდესის ან დიდი განბანვის ნაწილის) ზემოდან დაიდო საჭიროების გამო, მაგალითად: გიფსი მოტეხილობაზე, ბინტი ან ლენტები ჭრილობაზე, ან სამედიცინო ლეიკოპლასტირი ტკივილის ადგილას, მაგალითად ზურგზე, ან სხვა მსგავსი რამ. ასეთ შემთხვევაში ხელის მოსმა სახვევზე საკმარისია დაბანის ნაცვლად, და გულისხმობს განწმენდას.
თუ განვიხილავთ შემთხვევას, რომ აბდესის ამღებს ხელი დაზიანებული აქვს და მასზე დადებულია სამედიცინო ლენტი ან სახვევი, რომელსაც სჭირდება მკურნალობა, მაშინ ის ხელს ისვამს ამ ადგილზე ზემოდან დაბანის ნაცვლად, და ეს განწმენდა ჩაითვლება სრულყოფილად. ანუ: თუ ვივარაუდებთ, რომ ეს კაცი შემდეგში მოხსნის ლენტს ან შესახვევს მისი სისუფთავე ძალაში რჩება და არ უქმდება, რადგან განწმენდა შესრულდა შარიათის შესაბამისად, და არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ლენტის მოხსნა არღვევს განწმენდას.
შესახვევის ხელის მოსმასთან დაკავშირებით არ არსებობს მყარად დადასტურებული მტკიცებულება, რომელიც სრულიად თავისუფალია მოპირდაპირე მტკიცებულებებისგან. არსებობს რამდენიმე სუსტი ჰადისი, რომელთაც ზოგიერთი სწავლული მხარს უჭერს და ამბობს: რომ მათი საერთო რაოდენობა და შინაარსი აყალიბებს საკმარის შარიათულ საფუძველს.
ზოგიერთი სწავლული ამბობს, რომ ამ ჰადისების სისუსტის გამო მათზე დაყრდნობა არ შეიძლება. თვით ამ სწავლულთა შორისაც აზრი გაიყო: ზოგიერთმა თქვა: დაბანა იმ ადგილის, სადაც ბინტია, სავალდებულობიდან მოხსნილია, რადგან ადამიანი უძლურია მისი დაბანის მიმართ. სხვებმა კი განაცხადეს: არა, თაიამმუმი უნდა აიღოს ამ ადგილისთვის, მაგრამ შესახვევზე ხელის მოსმა არ შეიძლება.
თუმცა, ყველაზე მეტად შარიათის ძირეულ წესებთან შეჯერებული მოსაზრება მიუხედავად იმისა, მოცემულია თუ არა მასზე მტკიცე ჰადისები ის არის, რომ: დაშვებულია შესახვევზე ხელის მოსმა და ეს ხელის მოსმა ჩაანაცვლებს თაიამმუმს, ამიტომ თაიამმუმის აღება საჭირო აღარ არის. ასეთ შემთხვევაში ვამბობთ: თუ განწმენდის რაიმე ორგანოზე არსებობს ჭრილობა ან ზიანი, სიტუაციას აქვს რამდენიმე მდგომარეობა:
პირველი დონე: თუ დაზიანებული ადგილი ღიაა და წყლით დაბანა არ აყენებს ზიანს, მაშინ ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა მისი დაბანა.
მეორე დონე: თუ დაზიანებული ადგილი ღიაა და წყლით დაბანა აყენებს ზიანს, სველი ხელის გადასმა კი არა, მაშინ ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა სველი ხელის გადასმა და არა დაბანა.
მესამე დონე: თუ დაზიანებული ადგილი ღიაა, და მას წყლით დაბანაც და ხელის მოსმაც ზიანს აყენებს, ასეთ შემთხვევაში უნდა აიღოს თაიამმუმი ამ ადგილისთვის.
მეოთხე დონე: თუ დაზიანებული ადგილი დაფარულია ლენტით, ბინტით ან მისით მსგავსით, რაც რეალურად აუცილებელია სამკურნალოდ ასეთ შემთხვევაში დაშვებულია ხელის მოსმა ამ საფარზე, და ეს ჩაანაცვლებს დაზიანებული ადგილის დაბანას.
შეკითხვა (22): არსებობს თუ არა პირობები შეხვეულზე ხელის მოსმისთვის, თუ ის საჭიროებაზე მეტი ფართობითაა დადებული?
პასუხი: სახვევზე (ან მის მსგავსზე) ხელის მოსმა დაშვებულია მხოლოდ საჭიროების დროს, ამიტომ ის უნდა იყოს მოცულობით ზუსტად საჭიროების ფარგლებში. საჭიროება კი არ შემოიფარგლება მხოლოდ ტკივილის ან ჭრილობის ადგილით, არამედ ყველაფერი, რაც აუცილებელია ჯაბირის ან ლენტის ფიქსაციისთვის მაგალითად: გარშემოჭერილი ნაჭრები, დამატებითი დამაგრება და სხვა, ეს ყოველივე ითვლება საჭიროების ფარგლებში.
შეკითხვა (23): შეიცავს თუ არა შესახვევის მნიშვნელობა სახვევებს მაგალითად, მარლა და მის მსგავსს?
პასუხი: დიახ, სახვევები როგორიცაა მარლა და მისი მსგავსები შედიან შესახვევის მნიშვნელობაში. შემდეგ უნდა ვიცოდეთ, რომ: შესახვევი არ არის მსგავსი წინდისა ან წინდების ანუ მასზე ხელის მოსმას არ აქვს დროის შეზღუდვა (24 ან 72 საათი), არამედ შეიძლება ხელის მოსმა მანამ, სანამ მისი ტარება საჭირო და აუცილებელია. ასევე, შესახვევზე დაშვებულია ხელის მოსმა, როგორც მცირე განბანვის, ასევე დიდი განბანვის დროს განსხვავებით წინდებისა, რომელიც მხოლოდ მცირე განბანვით განწმენდს.
შეკითხვა (24): რა არის შესახვევზე ხელის მოსმის წესი? უნდა მოიცვას მთლიანი შესახვევი, თუ მხოლოდ ნაწილი? დეტალურად განმარტეთ.
პასუხი: დიახ, უნდა მოისვას ხელი თაბაშირის მთელ ზედაპირზე, რადგან ძირითადი წესი ისაა, რომ შეცვლი იღებს იმავე განაჩენს, რაც ჰქონდა ორიგინალს, სანამ სუნნა სხვა რამეს არ მიუთითებს. ამ შემთხვევაში, ხელის მოსმა არის დაბანის შემცვლელი, და რადგან დაბანისას სავალდებულოა, რომ წყალი მოიცავდეს მთელ ნაწილს, მაშინ თაბაშირზე ხელი უნდა მოისვას მთელ მის ზედაპირზე. ხოლო რაც შეეხება წინდებზე ხელის მოსმას, ეს არის შარიათული შეღავათი და მის შესახებ სუნნაში დაშვებულია დაკმაყოფილება მხოლოდ ნაწილობრივ მოსმით.
თავი მეორე: ლოცვა
მისი მნიშვნელობა და სიკეთე
ლოცვის ფორმა
დავიწყების საჯდა
ყურანის კითხვისას გასაკეთებელი საჯდა
მოგზაურის ლოცვა და მისი მარხვა
ავადმყოფობა და ის, რასაც ავადმყოფმა უნდა მიაქციოს ყურადღება
როგორ სუფთავდება ავადმყოფი, როგორ ლოცულობს და მარხულობს?
ნებაყოფლობითი ლოცვა ("სალათუ ათ-თატავვუ')
აკრძალული დროები
ლოცვის მიმტოვებლის განაჩენი
მონანიება
ლოცვა
*ლოცვის მნიშვნელობა
ეს არის ალლაჰის მიმართ თაყვანისცემა დგომით, ჯდომით, წელში მოხრით და სუჯუდით, სპეციალური ფორმით და დადგენილი ზიქრებით. ლოცვაში შესვლამდე აუცილებელია, მისი წინმსწრები პირობების შესრულება, როგორიცაა განწმენდა, სასირცხო ადგილების დაფარვა, ლოცვის დროის შესვლა (თუ ლოცვა არის დროში განსაზღვრული) და სხვა მსგავსი საკითხები.
მისი მნიშვნელობა და ღირსება:
ლოცვა: არის ისლამის ხუთი ბურჯიდან მეორე ბურჯი. იგი ყველაზე მტკიცე ბურჯია შაჰადათის შემდეგ. ვინც უარყოფს ლოცვის სავალდებულოდ დადგენას ხდება ურწმუნო, რადგან ის ტყუის ალლაჰზე, მის შუამავალზე და მუსლიმთა ერთსულოვან თანხმობაზე.
ხოლო ვინც აღიარებს ლოცვის სავალდებულობას, მაგრამ უგულებელყოფს მას და არ ასრულებს, ამ საკითხში სწავლულებს აზრთა სხვადასხვაობა აქვთ. თუმცა უფრო ძლიერი მოსაზრებით, ასეთი ადამიანი არის ურწმუნო, და ამ ურწმუნოებას ის გაჰყავს ისლამიდან.
ლოცვა ეს არის კავშირი მონასა და მის უფალს შორის.
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«إِنَّ أَحَدَكُمْ إِذَا صَلَّى يُنَاجِي رَبَّهُ».
«თქვენგან რომელიმე, როცა ლოცულობს, იგი თავის უფალს ფარულად ესაუბრება».25, უზენაესმა ალლაჰმა თქვა ჰადის ალ-ყუდსში:
«قَسَمْتُ الصَّلَاةَ بَيْنِي وَبَيْنَ عَبْدِي نِصْفَيْنِ، وَلِعَبْدِي مَا سَأَلَ، فَإِذَا قَالَ الْعَبْدُ: ﴿ٱلۡحَمۡدُ لِلَّهِ رَبِّ ٱلۡعَٰلَمِينَ 2﴾ قَالَ اللهُ تَعَالَى: حَمَدَنِي عَبْدِي. وَإِذَا قَالَ: ﴿ٱلرَّحۡمَٰنِ ٱلرَّحِيمِ3﴾ قَالَ اللهُ تَعَالَى: أَثْنَى عَلَيَّ عَبْدِي. وَإِذَا قَالَ: ﴿مَٰلِكِ يَوۡمِ ٱلدِّينِ4﴾ قَالَ: مَجَّدَنِي عَبْدِي. فَإِذَا قَالَ: ﴿إِيَّاكَ نَعۡبُدُ وَإِيَّاكَ نَسۡتَعِينُ5﴾ قَالَ: هَذَا بَيْنِي وَبَيْنَ عَبْدِي، وَلِعَبْدِي مَا سَأَلَ. فَإِذَا قَالَ: ﴿ٱهۡدِنَا ٱلصِّرَٰطَ ٱلۡمُسۡتَقِيمَ 6 صِرَٰطَ ٱلَّذِينَ أَنۡعَمۡتَ عَلَيۡهِمۡ غَيۡرِ ٱلۡمَغۡضُوبِ عَلَيۡهِمۡ وَلَا ٱلضَّآلِّينَ 7﴾ قَالَ: هَذَا لِعَبْدِي، وَلِعَبْدِي مَا سَأَلَ».
«მე გავყავი ლოცვა ჩემსა და ჩემს მონას შორის ორ ნაწილად, და ჩემს მონას ეკუთვნის ის, რაც მან ითხოვა.
როცა მონა ამბობს: (ალჰამდულილლაჰი რობბილ 'აალამიინ) ქება დიდება, სამყაროთა უფალს, ალლაჰი ამბობს: განმადიდა ჩემმა მონამ. როცა ამბობს: (არრაჰმანი არ-რაჰიიმ) მოწყალე და შემწყალებელ, ალლაჰს ამბობს: შემაქო ჩემმა მონამ. როცა ამბობს: (მაალიქი იავმი დდიინ) მბრძანებელს განკითხვის დღის, ალლაჰი ამბობს: დიდება მომიძღვნა ჩემმა მონამ. როცა ამბობს: (იააქა ნა'ბუდუ ვა იააქა ნასთა'იინ) მხოლოდ შენ გეთაყვანებით და მხოლოდ შენსგან ვითხოვთ დახმარებას, ალლაჰი ამბობს: ეს ჩემსა და ჩემს მონას შორისაა და მონას ეკუთვნის ის, რაც ითხოვა. როცა ამბობს:
(იჰდინასსირაატალ მუსთაყიიმ სირაატალლაზიინა ან'ამთა 'ალაიჰიმ ღაირილ მაღდუუბი 'ალეიჰიმ ვალადდაალიინ) – გვიწინამძღვრე სწორი გზაზე, იმათი გზით, ვისაც შენი წყალობა მიეცი, და არა მათი, ვინზეც განრისხდი, და არც გზააბნევაში ჩავარდნილების, ალლაჰი ამბობს: ეს ჩემი მორჩილისთვისაა, და მას ეკუთვნის ის, რაც მან ითხოვა».26
ლოცვა ეს არის თაყვანისცემის ბაღი, რომელშიც თავმოყრილია ყოველგვარი მშვენიერი წყვილი: თაქბირი, რომლითაც იწყება ლოცვა, დგომა, რომელშიც მლოცველი კითხულობს ალლაჰის სიტყვას, რუქუ'ი, რომელშიც ის ადიდებს თავის უფალს, დგომა რუქუ'ის შემდეგ, რომელიც სავსეა ალლაჰის ქებით, სუჯუდი, რომელშიც მლოცველი ადიდებს ალლაჰს მისი უზენაესობისთვის და შეევედრება მას ვედრებით, დაჯდომა, ვედრებისთვის და თაშაჰჰუდისთვის, და ბოლოს დასრულება მისალმებით.
ლოცვა არის დახმარება მნიშვნელოვან საქმეებში და აკრძალვა უწმინდური და მიუღებელი საქმეებისგან. უზენაესმა ალლაჰმა თქვა:
﴿وَٱسۡتَعِينُواْ بِٱلصَّبۡرِ وَٱلصَّلَوٰةِ...﴾
{ლოცვითა და მოთმინებით ითხოვეთ შეწევნა ალლაჰისგან...} [ალ-ბაყარა: 45], დიდებულმა ალლაჰმა თქვა:
﴿ٱتۡلُ مَآ أُوحِيَ إِلَيۡكَ مِنَ ٱلۡكِتَٰبِ وَأَقِمِ ٱلصَّلَوٰةَۖ إِنَّ ٱلصَّلَوٰةَ تَنۡهَىٰ عَنِ ٱلۡفَحۡشَآءِ وَٱلۡمُنكَرِ...﴾
{წაიკითხე ის, რაც წიგნისგან შთაგეგონა და დადექი ლოცვად, ჭეშმარიტად, ლოცვა კრძალავს სიავეს და უკეთურს...} [ალ-'ანქაბუუთ: 45]
ლოცვა არის მორწმუნეთა ნათელი მათ საფლავებში და მათი აღდგომისას. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«الصَّلَاةُ نُورٌ»،
«ლოცვა სინათლეა»27 შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«مَنْ حَافَظَ عَلَيْهَا؛ كَانَتْ لَهُ نُورًا، وَبُرْهَانًا، وَنَجَاةً يَوْمَ الْقِيَامَةِ».
«ვინც დაიცავს ლოცვას, ის იქნება მისთვის სინათლე, მტკიცებულება და გადარჩენა განკითხვის დღეს».28
ლოცვა არის მორწმუნეთა სიხარული და მათი თვალის ნუგეში. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«جُعِلَتْ قُرَّةُ عَيْنِي فِي الصَّلَاةِ».
«ლოცვა გახდა ჩემი თვალის სიხარული».29
ლოცვით ცოდვები წაიშლება და ცუდი საქმეები გამოისყიდება, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«أَرَأَيْتُمْ لَوْ أَنَّ نَهْرًا بِبَابِ أَحَدِكُمْ، يَغْتَسِلُ فِيهِ كُلَّ يَوْمٍ خَمْسَ مَرَّاتٍ، هَلْ يَبْقَى مِنْ دَرَنِهِ- وَسَخِهِ- شَيْءٌ ؟» قَالُوا: لَا يَبْقَى مِنْ دَرَنِهِ شَيْءٌ. قَالَ:«فَكَذَلِكَ مَثَلُ الصَّلَوَاتِ الْخَمْسِ، يَمْحُو اللَّهُ بِهِنَّ الْخَطَايَا».
«თქვენს კარებთან რომ ჩამოდიოდეს მდინარე და ბანაობდეთ მასში დღეში ხუთჯერ, დარჩებოდა თუ არა თქვენს სხეულზე რაიმე ჭუჭყი?» თქვეს: არ დარჩებოდა არაფერი. თქვა: «ასეა ლოცვაც, რომლითაც წმინდავს ალლაჰი ადამიანს ყველა ცოდვისგან».30
თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
«الصَّلَوَاتُ الْخَمْسُ، وَالْجُمُعَةُ إِلَى الْجُمُعَةِ، كَفَّارَةٌ لِمَا بَيْنَهُنَّ، مَا لَمْ تُغْشَ الْكَبَائِرُ».
«ხუთი დროის ლოცვა და პარასკევი პარასკევამდე, გამოსასყიდია რაც მათ შორის ხდება, თუ არ ჩაიდენს დიდ ცოდვებს».31
«وَصَلَاةُ الْجَمَاعَةِ أَفْضَلُ مِنْ صَـَلاةِ الْفَـذِّ بِسَبْعٍ وَعِشْرِينَ دَرَجَةً».
კოლექტიური ლოცვა უკეთესია მარტო ლოცვაზე 27 ჯერ. გადმოსცემს აბდულლაჰ იბნ უმარი შუამავლისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი)32.
თქვა იბნ მას'უდმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): «ვისაც სურს, რომ ის წარსდგეს ალლაჰის წინაშე მუსლიმად, მაშ, დაიცვას ეს ხუთი ლოცვა იქ, საიდანაც მოუხმობენ მათკენ, უეჭველად, ალლაჰმა დაუდგინა თქვენს შუამავალს ჭეშმარიტი გზა, უეჭველად ისინი (ლოცვები) არის ჭეშმარიტი გზიდან, და თუ თქვენ მათ შეასრულებთ თქვენს სახლებში, როგორც ეს გამცდენი [კოლექტიურ ლოცვებს აცდენს, არ ესწრება] ლოცულობს მას თავის სახლში, თქვენ ამით მიატოვებთ თქვენი შუამავლის გზას, და თუ მიატოვებთ თქვენი შუამავლის სუნნას (გზას) აღმოჩნდებით გზააბნევაში. კაცი რომელიც გასუფთავდება, გულმოდგინებით აიღებს აბდესს, შემდეგ წავა შეგნებულად ამ მეჩეთებიდან რომელიმე მეჩეთში, ალლაჰი მას ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე დაუწერს სიკეთეს, აამაღლებს ალლაჰი ყოველ ნაბიჯზე და წაუშლის მას ყოველ ნაბიჯზე ერთ ცოდვას, ჩვენ ვნახეთ, რომ მას მხოლოდ ორპირი აცდენს, რომლის ორპირობაც ცნობილია, იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც მოიყვანდნენ და დააყენებდნენ ორ მამაკაცს შორის მწკრივში, რათა მათი დახმარებით გაჩერებულიყო ფეხზე»33.
ლოცვაში მორჩილება, რაც გულის თანდასწრებას ნიშნავს და მისი დაცვა, არის წარმატების მიღწევის და სამოთხეში შესვლის მიზეზი. უზენაესმა ალლაჰმა თქვა:
﴿قَدۡ أَفۡلَحَ ٱلۡمُؤۡمِنُونَ 1 ٱلَّذِينَ هُمۡ فِي صَلَاتِهِمۡ خَٰشِعُونَ 2 وَٱلَّذِينَ هُمۡ عَنِ ٱللَّغۡوِ مُعۡرِضُونَ 3 وَٱلَّذِينَ هُمۡ لِلزَّكَوٰةِ فَٰعِلُونَ 4 وَٱلَّذِينَ هُمۡ لِفُرُوجِهِمۡ حَٰفِظُونَ 5 إِلَّا عَلَىٰٓ أَزۡوَٰجِهِمۡ أَوۡ مَا مَلَكَتۡ أَيۡمَٰنُهُمۡ فَإِنَّهُمۡ غَيۡرُ مَلُومِينَ 6 فَمَنِ ٱبۡتَغَىٰ وَرَآءَ ذَٰلِكَ فَأُوْلَٰٓئِكَ هُمُ ٱلۡعَادُونَ 7 وَٱلَّذِينَ هُمۡ لِأَمَٰنَٰتِهِمۡ وَعَهۡدِهِمۡ رَٰعُونَ 8 وَٱلَّذِينَ هُمۡ عَلَىٰ صَلَوَٰتِهِمۡ يُحَافِظُونَ 9 أُوْلَٰٓئِكَ هُمُ ٱلۡوَٰرِثُونَ 10 ٱلَّذِينَ يَرِثُونَ ٱلۡفِرۡدَوۡسَ هُمۡ فِيهَا خَٰلِدُونَ 11﴾
{ნეტარ არიან მორწმუნენი, 1
ისინი, ვინც თავიანთ ლოცვებში მოკრძალებულნი არიან 2
ისინი, რომლებიც თავს არიდებენ ფუჭსიტყვაობას 3
ისინი, რომლებიც ზაქათს იხდიან 4
და ისინი, რომლებიც ინახავენ თავიანთ სასქესო ადგილებს 5
გამოკლებით მეუღლეთა ან რაც მათ მარჯვენას მოუპოვებია. ისინი ამისთვის არ გაიკიცხენიან 6
ხოლო ვინც ამაზე მეტს მოინდომებს, მაშინ ისინი არიან ზღვარს გადასულნი 7
და ისინი, რომელნიც იცავენ ანაბარსა და აღთქმას 8
და ისინი, რომელნიც იცავენ თავიანთ ლოცვებს 9
სწორედ ისინი არიან მემკვიდრენი 10
რომელნიც დაიმკვიდრებე(ფირდაუსს) უმაღლეს სამოთხეს და იქნებიან იქ მარადიულად 11} [ალ-მუმინუნ: 1-11].
ლოცვის მიღების ორი ძირითადი პირობაა: მასში გულწრფელობა მხოლოდ ალლაჰის მიმართ, და მისი შესრულება ისე, როგორც ეს სუნნაშია მოცემული. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«إِنَّمَا الْأَعْمَالُ بِالنِّيَّاتِ، وَإِنَّمَا لِكُلِّ امْرِئٍ مَا نَوَى».
«ჭეშმარიტად საქმეები ფასდება განზრახვით, ყველა იმას მიიღებს, რასაც განიზრახავს».34 და თქვა:
«صَلُّوا كَمَا رَأَيْتُمُونِي أُصَلِّي».
«ილოცეთ ისე, როგორც მე მხედავთ, რომ ვლოცულობ».35
ლოცვის ფორმა:
როდესაც ეს პირობები სრულდება და ადამიანი ლოცვისთვის ემზადება, შემდეგ აკეთებს შემდეგს:
1 - მლოცველი უნდა მიბრუნდეს მთელი სხეულით ყიბლისკენ და არ უნდა იყურებოდეს სხვა მხარეს.
2 - შემდეგ გულში განიზრახვას რომელი ლოცვის შესრულებას აპირებს.
3- შემდეგ წარმოთქვამს თაქბირათ ალ-იჰრამს ამბობს: «ალლაჰუ აქბარ» და თაქბირის თქმის დროს ზემოთ სწევს ხელებს მხრების დონეზე, ან ყურის ბიბილოების დონეზე, ან მათ შორის.
4 - შემდეგ მარჯვენა ხელს დადებს მარცხენა ხელზე მკერდზე.
5 - შემდეგ ხსნის ლოცვას და ამბობს:
«اللَّهُمَّ بَاعِدْ بَيْنِي وَبَيْنَ خَطَايَايَ كَمَا بَاعَدْتَ بَيْنَ الْمَشْرِقِ وَالْمَغْرِبِ، اللَّهُمَّ نَقِّنِي مِنْ خَطَايَايَ كَمَا يُنَقَّى الثَّوْبُ الْأَبْيَضُ مِنَ الدَّنَسِ، اللَّهُمَّ اغْسِلْنِي مِنْ خَطَايَايَ بِالْمَاءِ وَالثَّلْجِ وَالْبَرَدِ».
«ო ალლაჰ, დამაშორე მე ჩემს ცოდვებს ისე, როგორც დააშორე ერთმანეთს აღმოსავლეთი და დასავლეთი; ო ალლაჰ, გამწმინდე ჩემი ცოდვებისგან, როგორც თეთრი სამოსი იწმინდება ჭუჭყისგან; ო ალლაჰ, განმბანე ჩემი ცოდვებისგან წყლით, თოვლით და სეტყვით»36.
6- ან ამბობს:
«سُبْحَانَكَ اللَّهُمَّ وَبِحَمْدِكَ، وَتَبَارَكَ اسْمُكَ، وَتَعَالَى جَدُّكَ، وَلَا إِلَهَ غَيْرُكَ».
«სუბჰაანაქა ლლაჰუმმა ვა ბიჰამდიქ, ვა თაბაარაქა სმუქ, ვა თა'აალაა ჯადდუქ, ვა ლაა ილააჰა ღაირუქ". (ქება და დიდება შენ, ღმერთო, დალოცვილია სახელი შენი, ამაღლებულია დიდება შენი, არ არსებობს ღმერთი შენს გარდა).37
7- შემდეგ ამბობს: შევეფარები ალლაჰს განდევნილი სატანისგან.
8- შემდეგ ამბობს ბასმალას და კითხულობს ალ-ფათიჰას და ამბობს:
﴿بِسۡمِ ٱللَّهِ ٱلرَّحۡمَٰنِ ٱلرَّحِيمِ 1 ٱلۡحَمۡدُ لِلَّهِ رَبِّ ٱلۡعَٰلَمِينَ 2 ٱلرَّحۡمَٰنِ ٱلرَّحِيمِ 3 مَٰلِكِ يَوۡمِ ٱلدِّينِ 4 إِيَّاكَ نَعۡبُدُ وَإِيَّاكَ نَسۡتَعِينُ 5 ٱهۡدِنَا ٱلصِّرَٰطَ ٱلۡمُسۡتَقِيمَ 6 صِرَٰطَ ٱلَّذِينَ أَنۡعَمۡتَ عَلَيۡهِمۡ غَيۡرِ ٱلۡمَغۡضُوبِ عَلَيۡهِمۡ وَلَا ٱلضَّآلِّينَ 7﴾
{სახელითა ალლაჰისა, მოწყალისა შემწყალებლისა 1
დიდება ალლაჰს, სამყაროთა ღმერთს 2
მოწყალესა, შემწყალებელს 3
განკითხვის დღის მეუფეს.
მხოლოდ შენ გცემთ თაყვანს, და მხოლოდ შენ გთხოვთ შეწევნას 5
გვიწინამრძღვე პირდაპირი გზით 6
იმათი გზით, ვისაც წყალობა უყავი, და არა შერისხულთა და გზააცდენილთა 7} შემდეგ ამბობს: აამიიინ. (ო ღმერთო, უპასუხე ვედრებას)
9 - კითხულობს ყურანიდან რომელიმე სურას. დილის ლოცვაზე უფრო მეტს კითხულობს.
10 - შემდეგ წელში იხრება, ამავდროულად განადიდებს ალლაჰს, წელი და თავი ერთ სიგრძეზეა გაწონასწორებული, ხოლო ხელის მტევნები მუხლებს ეყრდნობა.
11- რუქუ'ში ამბობს: «სუბჰჰანა რობბიალ აზიმ» ვადიდებ ჩემს უზენაეს უფალს, სამჯერ. და თუ დაამატა:
«سُبْحَانَكَ الْلَّهُمَّ رَبَّنَا وَبِحَمْدِكَ، الْلَّهُمَّ اغْفِرْ لِي».
«სუბჰანაქა ლლაჰუმმა ვა ბიჰამდიქ, ალლაჰუმმა ღფირ ლიი»38
«سُبُّوحٌ، قُدُّوسٌ، رَبُّ الْمَلَائِكَةِ وَالرُّوحِ».
«სუბბუუჰუნ ყუდდუუსუნ რაბბულ მალააიქათი ვა რრუჰ» დიდებული ხარ, წმინდა ხარ, ანგელოზებისა და სულის უფალო.3940 უკეთესი იქნება.
12- შემდეგ აწევს თავს რუქუ'იდან და ამბობს: «სამიალლაჰუ ლიმან ჰამიდაჰ» — ალლაჰმა ისმინა იმის, ვინც მას ადიდებს, ამ დროს ხელებს სწევს მხრების დონეზე.
13- ვინც იმამის უკან ლოცულობს არ ამბობს: «სამიალლაჰუ ლიმან ჰამიდაჰ». მან ამის ნაცვლად უნდა თქვას: «რაბბანა ვა ლაქალ ჰამდ» ჩვენო ღმერთო, შენ გეკუთვნის ქება.
14- შემდეგ, ამ აწევის (ანუ რუქუ'იდან თავის აწევის) შემდეგ ამბობს:
«رَبَّنَا وَلَكَ الْحَمْدُ، مِلْءَ السَّمَاوَاتِ، وَمِلْءَ الْأَرْضِ، وَمِلْءَ مَا شِئْتَ مِنْ شَيْءٍ بَعْدُ».
«რაბბანაა ვა ლაქალ-ჰამდ, მილ ა-სსამავათი, ვა მილ ა-ლ-არდი, ვა მილ ა მაა ში'თა მინ შაი'ინ ბაʿდ» ჩვენო ღმერთო, შენ გეკუთვნის ქება სავსე ცებით და სავსე მიწით, და იმ ყველაფრის აღსავსე, რაც შენ მოგისურვებია ამის შემდეგ.41
وإن زاد: «أَهْلَ الثَّنَاءِ وَالْمَجْدِ، أَحَقُّ مَا قَالَ الْعَبْدُ، وَكُلُّنَا لَكَ عَبْدٌ: لَا مَانِعَ لِمَا أَعْطَيْتَ، وَلَا مُعْطِيَ لِمَا مَنَعْتَ، وَلَا يَنْفَعُ ذَا الْجَدِّ مِنْكَ الْجَدُّ» فحسن.
«ო ღირსეულო ქებისა და დიდების პატრონო! ეს არის უდიდესი სიტყვა, რაც მონამ შეიძლება თქვას, და ჩვენ ყველანი შენი მონები ვართ. ო ალლაჰ, არ არსებობს ძალა, რომ შეაჩეროს ის, რაც შენ მიანიჭე, და არავის შეუძლია მიანიჭოს ის, რაც შენ შეაკავე, და ძალაუფლება და ბრწყინვალება ვერ არგებს მას, ვის წინააღმდეგაც გსურს»42. /აჰლუს-სანააი ვალ-მაჯდი, აჰაყყუ მა ყაალალ-‘აბდუ, ვაქულლუნა ლაქა ‘აბდუნ: ალლაჰუმმა, ლაა მაანი'ა ლიმაა ა‘ტაითა, ვალა მუ‘ტია ლიმაა მანა'თა, ვალა იანფა‘უ ზალ-ჯადდი მინქა ალ-ჯადდუ/ ეს კარგია.
15 - შემდეგ აკეთებს პირველ სუჯუდს. და ამბობს სუჯუდზე: "ალლაჰუ აქბარ", სუჯუდზე ჩადის და მისი მუხლები, ხელის მტევნები, შუბლი, ცხვირი ეყრდნობა მიწას. მკლავები არ უნდა ეყრდნობოდეს მიწას. თითების წვერები უნდა ჰქონდეს მიმართული ყიბლასკენ.
16- სუჯუდში ამბობს: «სუბჰაანა რაბბიალ ა'ლა» ვადიდებ ჩემს უზენაეს უფალს სამჯერ. და თუ დაამატა:
«سُبْحَانَكَ الْلَّهُمَّ رَبَّنَا وَبِحَمْدِكَ، الْلَّهُمَّ اغْفِرْ لِي».
«სუბჰანაქა ალლაჰუმმა რაბბანაა ვა ბიჰამდიქ, ალლაჰუმმა ღფირ ლიი»43
«سُبُّوحٌ، قُدُّوسٌ، رَبُّ الْمَلَائِكَةِ وَالرُّوحِ».
«სუბბუუჰუნ ყუდდუუსუნ რაბბულ მალააიქათი ვა რრუჰ» დიდებული ხარ, წმინდა ხარ, ანგელოზებისა და სულის უფალო. კარგი იქნება.
17- შემდეგ აწევს თავს სუჯუდიდან და ამბობს: «ალლაჰუ აქბარ».
18- შემდეგ ჯდება ორ სუჯუდს შორის მარცხენა ფეხზე,
გამართულ მდგომარეობაში აყენებს მარჯვენა ფეხს, და დებს მარჯვენა ხელს მარჯვენა ბარძაყის ზედა ნაწილზე, იქვე, რაც მუხლისკენ არის. ამ ხელიდან კეცავს ნეკას და უსახელოს, საჩვენებელ თითს კი ზევით სწევს და ამოძრავებს ვედრების თქმისას. დიდი თითის წვერს აკავშირებს შუა თითის წვერთან ისე, რომ ბეჭდის ფორმას ქმნის. მარცხენა ხელს კი დაბლა ადებს ბრტყელი თითებით მარცხენა ბარძაყის ზედა ნაწილზე, მუხლისკენ.
19 - სუჯუდებს შორის ჯდომისას ამბობს:
«رَبِّ اغْفِرْ لِي، وَارْحَمْنِي، وَاهْدِنِي، وَارْزُقْنِي، وَاجْبُرْنِي، وَعَافِنِي».
«რაბბი ღფირ ლიი, ვა რჰამნიი, ვა ჰდინიი, ვა რზუყნიი, ვა 'ააფინიი».44
20 - შემდეგ აკეთებს მეორე სუჯუდს ისევე, როგორც პირველს. და ამბობს თაქბირს სუჯუდის დროს.
21 - შემდეგ დგება მეორე სუჯუდიდან და ამბობს: "ალლაჰუ აქბარ". ლოცულობს მეორე რაქათს ისევე, როგორც პირველს, აკეთებს ყველაფერს გახსნის ვედრების გარდა.
22 - მეორე წელში მოხრის დასრულების შემდეგ ჯდება და ამბობს "ალლაჰუ აქბარ". ჯდება ისევე, როგორც ორ სუჯუდს შორის ჯდებოდა.
23- ათაჰუიაათი ლილლაჰი, ვა სალაავაათუ, ვა ტტაიბაათუ, ასსალაამუ 'ალაიქა აიუჰა ნნაბიუი ვა რაჰმათულლაჰი ვა ბარაქაათუჰ, ასსალამუ 'ალაინაა ვა 'ალაა 'იბაადილლაჰი სსაალიჰიინ, აშჰადუ ან ლაა ილააჰა ილლა ლლაჰ, ვა აშჰადუ ანნა მუჰამმადან 'აბდუჰუ ვა რასუულუჰ, ალლაჰუმმა სალლი 'ალაა მუჰამმადინ ვა 'ალაა აალი მუჰამმად, ქამაა სალაითა 'ალაა იბრააჰიიმა ვა 'ალაა აალი იბრააჰიიმა ინნაქა ჰამიიდუნ მაჯიიდ, ალლაჰუმმა ბაარიქ 'ალაა მუჰამმადინ ვა 'ალაა აალი მუჰამმად, ქამაა ბაარაქთა 'ალაა იბრააჰიმა ვა 'ალაა აალი იბრააჰიმა ინნაქა ჰამიიდუნ მაჯიიდ. აუზუბილლაჰუ მინ 'აზააბი ჯაჰანნამ, ვა მინ 'აზააბილ ყაბრ, ვა მინ ფითნათილ მაჰიაა ვალ მამაათ, ვა მინ ფითნათილ მასიიჰი დდაჯჯაალ".
24- შემდეგ აკეთებს ვედრებას იმაზე, რაც სურს ამქვეყნად და აახირეთში.
25 - შემდეგ ესალმება მარჯვნივ და მარცხნივ თავის მიბრუნებით და ამბობს: "ასსალაამუ 'ალაიქუმ ვა რაჰმათულლაჰ".
26 - თუ ლოცვა არის სამ ან ოთხ რაქათიანი მაშინ, პირველ თაშაჰუდს ამთავრებს სიტყვებით: "აშჰადუ ან ლაა ილააჰა ილლა ლლაჰ, ვა აშჰადუ ანნა მუჰამმადან რასუულუ ლლაჰ".
27 - შემდეგ ის დგება სიტყვებით "ალლაჰუ აქბარ" და ჩერდება ამ მდგომარეობაში.
28 - შემდეგ ასრულებს ლოცვას ისევე, როგორც პირველ რაქათს, მაგრამ არ კითხულობს დამატებით სურას ყურანიდან.
29 - შემდეგ ჯდება გვერდულ მდგომარეობაში ისე, რომ მარჯვენა ფეხს დაყენებულ მდგომარეობაში ტოვებს, მარცხენა ფეხს კი გამოჰყავს მარჯვენას ქვემოდან, და სხეულის ბალანსს უშვებს მიწაზე, ხელებს დებს ბარძაყებზე იგივე ფორმით, როგორც პირველ თაშაჰჰუდში.
30 - ამ ჯდომაში კითხულობს თაშაჰუდს სრულად.
31 - შემდეგ ესალმება მარჯვნივ და მარცხნივ თავის მიბრუნებით და ამბობს: "ასსალაამუ 'ალაიქუმ ვა რაჰმათულლაჰ".
*ლოცვაში არასასურველი ქმედებები:
1- ლოცვაში არასასურველია თავის ან მზერის გადახრა გვერდებზე, ხოლო ზეცისკენ შეხედვა აკრძალულია.
2- ლოცვაში არასასურველია უაზრო მოძრაობა და ფუსფუსი საჭიროების გარეშე.
3- ლოცვაში არასასურველია თან ქონა იმგვარი ნივთებისა, რაც ყურადღებას ფანტავს, როგორიცაა: მძიმე საგნები ან ფერად-ფერადი, თვალშისაცემი საგნები.
4- ლოცვაში არასასურველია თახასურ, ანუ ხელის დადება წელზე ან თეძოზე.
*ლოცვის გამაუქმებელი ქმედებები:
1- ლოცვა ბათილდება, თუ მლოცველი განზრახ ილაპარაკებს, თუნდაც უმნიშვნელო იყოს.
2- ლოცვა ბათილდება, თუ მლოცველი სრული სხეულით გადაიხრება ყიბლიდან.
3- ლოცვა ბათილდება, თუ გაზებს გამოყოფს, და ასევე ყველა იმ ქმედებით, რაც აბდესის ან დიდი განბანვის ვალდებულებას იწვევს.
4- ლოცვა ბათილდება, თუ იქნება ბევრი თანმიმდევრული მოძრაობა უაზროდ საჭიროების გარეშე.
5- ლოცვა ბათილდება, თუ მლოცველი გაიცინებს, თუნდაც ცოტა იყოს.
6- ლოცვა ბათილდება, თუ მლოცველი განზრახ დაამატებს მასში დამატებით რუქუ'ს, სუჯუდს, დგომას ან ჯდომას.
7- ლოცვა ბათილდება, თუ მლოცველი განზრახ დაასწრებს იმამს ლოცვის მოქმედებებში.
8- ლოცვის გამაუქმებელ ქმედებებს ასევე მიეკუთვნება: ლოცვა ისეთი ტანსაცმლით, რომელიც გამოაჩენს კანის ფორმას,
(როგორც ეს მკაფიოდ არის ახსნილი შემდეგ კითხვაზე პასუხში).
ღირსეული შეიხი /მუჰამმად იბნ სალიჰ ალ-უსაიმინი.
ღმერთის მშვიდობა, წყალობა და კურთხევა გქონოდეთ. გთხოვთ, უპასუხოთ შემდეგ შეკითხვას:
ბევრი ადამიანი ლოცულობს თხელ ტანსაცმელში, რომელიც კანის ფორმას აჩენს, და ამ ტანსაცმლის ქვეშ აცვიათ მოკლე შარვლები, რომლებიც ბარძაყის შუა ნაწილს არ სცდება, ამიტომ ტანსაცმლის მიღმა ჩანს ბარძაყის შუა ნაწილი. როგორია ასეთი ლოცვის განაჩენი?
და თქვენზე იყოს ალლაჰის მშვიდობა, წყალობა და კურთხევა.
პასუხი: ასეთების ლოცვის განაჩენი იგივეა, რაც იმ ადამიანის, ვინც ლოცულობს მხოლოდ მოკლე შარვლით, სხვა ტანსაცმლის გარეშე, რადგან გამჭვირვალე ტანსაცმელი, რომელიც კანის ფორმას აჩენს არ ითვლება დაფარვად, და მისი არსებობა ისეა, როგორც უქონლობა. ამის საფუძველზე მათი ლოცვა არ არის სწორი, ეს არის სწავლულთა ორთავე მოსაზრებიდან უფრო სწორი აზრი, და ასევე ეს არის იმამ აჰმადის, ალლაჰმა შეიწყალოს ის, მაზჰაბის ცნობილი პოზიცია. რადგან მამაკაცისთვის ლოცვაში სავალდებულოა დაფაროს ის, რაც არის ჭიპსა და მუხლს შორის, და ეს არის მინიმუმი, რითაც სრულდება ალლაჰის უზენაესი ბრძანებისადმი დამორჩილება, რასაც ამბობს დიდებული და ძლევამოსილი:45
﴿يَٰبَنِيٓ ءَادَمَ خُذُواْ زِينَتَكُمۡ عِندَ كُلِّ مَسۡجِدٖ...﴾
{ჰეი ადამის შვილებო! შეიმოსეთ საუკეთესო სამოსით ყოველ სალოცავთან...} [ალ-ა'რააფ: 31].
მათზე სავალდებულოა ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი: ან ჩაიცვან შარვლები, რომლებიც დაფარავს ჭიპსა და მუხლს შორის მდებარე ადგილს, ან ჩაიცვან ამ მოკლე შარვლებზე ზემოდან სქელი ტანსაცმელი, რომელიც არ აჩენს კანის ფორმას.
ეს ქმედება, რომელიც შეკითხვაში იყო ნახსენები — შეცდომაა და სახიფათოა, ამიტომ მათ მართებთ თავი აარიდონ ამას და მოინანიონ ალლაჰის წინაშე და იფიქრონ იმაზე, რომ ლოცვაში სრულად დაფარონ ის, რაც სავალდებულოა დასაფარად.
ვთხოვთ ალლაჰს ჩვენთვის და ჩვენი მუსლიმი ძმებისთვის მართალი გზისა და წარმატების მინიჭებას იმაში, რაც მას უყვარს და რაც მას აკმაყოფილებს, ჭეშმარიტად, ის არის უხვმოწყალე და კეთილი.
დაიწერა
მუჰამმად საალიჰ ალ'უსაიმინის მიერ
5 რამადანს, 1408 წელს ჰიჯრით.
სავალდებულო ლოცვების შემდეგ წამოსათქმელი ზიქრები
საჭიროა რომ თქვას:
«أَسْتَغْفِرُ اللَّهَ، أَسْتَغْفِرُ اللَّهَ، أَسْتَغْفِرُ اللَّهَ، اللَّهُمَّ أَنْتَ السَّلَامُ، وَمِنْكَ السَّلَامُ، تَبَارَكْتَ يَا ذَا الْجَلَالِ وَالْإِكْرَامِ».
«ვთხოვ შენდობას ალლაჰს, ვთხოვ შენდობას ალლაჰს, ვთხოვ შენდობას ალლაჰს. ალლაჰ, შენ ხარ მშვიდობა, და შენგან არის მშვიდობა. კურთხეული ხარ, დიდებისა და ღირსების მფლობელო»46.
«لَا إِلَهَ إِلَّا اللَّهُ، وَحْدَهُ لَا شَرِيكَ لَهُ، لَهُ الْمُلْكُ، وَلَهُ الْحَمْدُ، وَهُوَ عَلَى كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ، لَا حَوْلَ وَلَا قُوَّةَ إِلَّا بِاَللَّهِ، لَا إِلَهَ إِلَّا اللَّهُ، وَلَا نَعْبُدُ إِلَّا إيَّاهُ، لَهُ النِّعْمَةُ، وَلَهُ الْفَضْلُ، وَلَهُ الثَّنَاءُ الْحَسَنُ، لَا إِلَهَ إِلَّا اللَّهُ، مُخْلِصِينَ لَهُ الدِّينَ وَلَوْ كَرِهَ الْكَافِرُونَ».
«არ არსებობს სხვა ღვთაება ალლაჰის გარდა — იგი ერთია, არ ჰყავს მას თანამოზიარე. მას ეკუთვნის მეუფება და დიდება, და ის ყოვლისშემძლეა. არ არსებობს ძალა და ძლევამოსილება გარდა ალლაჰისა. არ არსებობს სხვა ღვთაება ალლაჰის გარდა და ჩვენ ვცემთ თაყვანს მხოლოდ მას. მას ეკუთვნის წყალობა, მისგან მოდის მადლი და მშვენიერი ქება. არ არსებობს სხვა ღვთაება ალლაჰის გარდა — ჩვენ ერთგულად ვუძღვნით მას რელიგიას, თუნდაც ურწმუნოებს სძულდეთ ეს»./ლაა ილააჰა ილლა ალლაჰ, ვაჰდაჰუ ლაა შარიიქა ლაჰ, ლაჰულ მულქუ, ვა ლაჰულ ჰამდუ, ვა ჰუვა 'ალაა ქულლი შაიინ ყადიირ, ლაა ჰავლა ვა ლაა ყუვვათა ილლა ბილლაჰ, ლაა ილააჰა ილლა ალლაჰ, ვა ლაა ნა'ბუდუ ილლაა იააჰ, ლაჰუ ნი'მათუ, ვა ლაჰულ ფადლუ, ვა ლაჰუ სსანაა ულ ჰასანუ, ლაა ილააჰა ილლა ლააჰ, მუხლისიინა ლაჰუ დდინა ვა ლავ ქარიჰალ ქააფირუუნ47.
«لَا إلَهَ إِلَّا اللَّهُ، وَحْدَهُ لَا شَرِيكَ لَهُ، لَهُ الْمُلْكُ، وَلَهُ الْحَمْدُ، وَهُوَ عَلَى كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ، اللَّهُمَّ لَا مَانِعَ لِمَا أَعْطَيْتَ وَلَا مُعْطِيَ لِمَا مَنَعْتَ، وَلَا يَنْفَعُ ذَا الْجَدِّ مِنْكَ الْجَدُّ».
«არ არსებობს სხვა ღვთაება ალლაჰის გარდა — იგი ერთია, არ ჰყავს მას თანამოზიარე. მას ეკუთვნის მეუფება და დიდება, და ის ყოვლისშემძლეა. ო, ალლაჰ! არავის შეუძლია შეაჩეროს ის, რაც შენ უბოძე, და არავის შეუძლია მისცეს ის, რაც შენ შეაჩერე. ვერავითარი ძალაუფლება ან სიმდიდრე არ მოიტანს სარგებელს შენი ძალაუფლების წინაშე»48. /ლაა ილააჰა ილლა ალლააჰ, ვაჰდაჰუ ლაა შარიიქა ლაჰ, ლაჰულ მულქუ ვალაჰულ ჰამდუ, ვა ჰუვა 'ალაა ქულლი შაიინ ყადიირ, ალლაჰუმმა ლაა მაანი'ა ლიმაა ა'ტაითა, ვა ლაა მუ'ტია ლიმაა მანა'თა, ვა ლაა იანფა'უ ზალ ჯადდი მინქალ ჯადდუ
მუსლიმმა უნდა ეცადოს, რომ იკითხოს ის თასბიჰი, თაჰმიდი და თაქბირი, რაც ამ საკითხში მოციქულისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გადმოცემულია. ეს ზიქრები სხვადასხვა ფორმით არის მოტანილი, ამიტომ უმჯობესია, ადამიანმა ხან ერთი ფორმა გამოიყენოს და ხან მეორე.
პირველი ვარიანტი: მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ასწავლიდა, რომ ლოცვის შემდეგ ითქვას: სუბჰაან ალლაჰ 33-ჯერ, ალჰამდულილლაჰ 33-ჯერ, ალლაჰუ აქბარ 33-ჯერ, და დაასრულოს შემდეგით:
«لَا إِلَهَ إِلَّا اللهُ، وَحْدَهُ لَا شَرِيكَ لَهُ، لَهُ الْمُلْكُ، وَلَهُ الْحَمْدُ، وَهُوَ عَلَى كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ».
«არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა, ერთადერთისა რომელსაც არ ჰყავს თანაზიარი, მას ეკუთვნის მეუფება და დიდება. და ის ყოვლისშემძლეა».[ ლაა ილააჰა ილლაა ლლაჰ, ვაჰდაჰუ ლაა შარიიქა ლაჰ, ლაჰულ მულქუ ვა ლაჰულ ჰამდუ, ვა ჰუვა 'ალაა ქულლი შაი'ინ ყადიირ ]49
მეორე ვარიანტი: ლოცვის შემდეგ ითქვას: სუბჰაან ალლაჰ 33-ჯერ, ალჰამდულილლაჰ 33-ჯერ, ალლაჰუ აქბარ 34-ჯერ.50
მესამე ვარიანტი: ლოცვის შემდეგ ითქვას: სუბჰაან ალლაჰ 10-ჯერ, ალლაჰამდულილლაჰ 10-ჯერ, ალლაჰუ აქბარ 10-ჯერ.51
მეოთხე ვარიანტი: ლოცვის შემდეგ ადამიანს შეუძლია თქვას შემდეგი სიტყვები თითოეული 25-ჯერ: სუბჰანალლაჰ, ვალჰამდულილლაჰ, ვა ლაა ილააჰა ილლა ალლაჰ, ვალლაჰუ აქბარ.52
ასევე საჭიროა, რომ ადამიანმა წაიკითხოს აიათულ-ქურსი, და ასევე:
﴿قُلۡ هُوَ ٱللَّهُ أَحَدٌ 1﴾
{თქვი: იგია, ალლაჰი ერთადერთი! 1} და
﴿ قُلۡ أَعُوذُ بِرَبِّ ٱلۡفَلَقِ 1﴾
{თქვი: შევეფარები განთიადის მეუფეს 1} და
﴿قُلۡ أَعُوذُ بِرَبِّ ٱلنَّاسِ 1﴾
{თქვი: შევეფარები ადამიანთა მეუფეს 1}
სუჯუდ საჰვას წესები
სუჯუდ საჰვა - ლოცვაში შეცდომის გამოსწორების სამი მიზეზი აქვს:
დამატება:
თუ ადამიანი ლოცვაში დაუმატებს ერთზე მეტ რუქუ'ს, ანუ ერთ რუქუ'ში ორჯერ დაიხრება; ან სამჯერ გააკეთებს სუჯუდს, რაც ორია ნორმალურად, ან, ოთხმუხლა ლოცვაში მეხუთე რუქუ'ზე წამოდგება, შემდეგ კი გაახსენდება (რომ უკვე ოთხი იყო) მაშინ დაუბრუნდება და სწორად გააგრძელებს ლოცვას. ასეთ შემთხვევაში, დავიწყებული სუჯუდი აუცილებელია ლოცვის ბოლოს, როგორც გამოსწორების ფორმა.
თუ შეცდომის სუჯუდი შესრულდება ზემოთხსენებული მიზეზის ზედმეტობის გამო, მაშინ ის კეთდება ლოცვის შემდეგ. ანუ: კითხულობ ათ-თაშაჰჰუდს, ასრულებ სალამს, შემდეგ აკეთებ ორჯერ სუჯუდს, და ისევ ასრულებ სალამს. ასე მოიქცა მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), როდესაც ერთხელ ხუთი რაქათი ილოცა, როდესაც ლოცვის დასრულების შემდეგ მოახსენეს, რომ ხუთი რაქათი ილოცა, მან გააკეთა დავიწყების სუჯუდი ლოცვის შემდეგ53.
არ უნდა ითქვას, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მხოლოდ იმიტომ შეასრულა სუჯუდ საჰვა სალამის შემდეგ, რომ მან მხოლოდ სალამის შემდეგ გაიგო — ეს მართალია. მაგრამ ჩვენ ვამბობთ: რომ გადაწყვეტილება განსხვავებული ყოფილიყო იმ ქმედებისგან, რაც მან გააკეთა, მაშინ ის: ‘თუ გადაჭარბება ჯერ კიდევ სალამამდე შეამჩნიეთ, მაშინ სუჯუდი შეასრულეთ სალამამდე’. ხოლო იმის გამო, რომ მან არ შეცვალა ეს წესრიგი და ასე დატოვა საქმე, ვხვდებით, რომ სუჯუდი საჰვას გადაჭარბების გამო სალამის შემდეგ სრულდება.
და ამის დასტურად მოჰყავთ ის, რომ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა ზუჰრის ან ასრის ლოცვიდან მხოლოდ ორი რაქათი შეასრულა და სალამი მისცა, შემდეგ შეახსენეს, რის შემდეგაც ლოცვა დაამთავრა, სალამი კვლავ მისცა, შემდეგ სუჯუდი საჰვა შეასრულა, და ბოლოს კიდევ ერთხელ სალამი მისცა54. ეს იმიტომ, რომ სალამი ლოცვის შუაში დამატებაა, ამიტომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სუჯუდი საჰვა სალამის შემდეგ შეასრულა.
ასევე როგორც ეს ეთანხმება გადმოცემას(ალ ასარ/ალ ჰადის), ეს ასევე ეთანხმება გონებრივ მსჯელობასაც: როდესაც ადამიანი ლოცვაში რაიმეს (მაგ. რაქაათს) ზედმეტად დაამატებს და ვიტყვით, რომ სუჯუდ საჰვა უნდა გააკეთოს სალამამდე, მაშინ ლოცვაში გამოდის ორის გადამეტება: ის, რაც შეცდომით დაამატა (მაგ. ზედმეტი რაქაათი), და თავად სუჯუდი, რომელიც სალამამდე დაემატა. მაგრამ თუ ვიტყვით, რომ ის სუჯუდ საჰვას გააკეთებს სალამის შემდეგ, მაშინ ლოცვაში იქნება მხოლოდ ერთი ზედმეტი ქმედება, რომელიც მომხდარა გაუცნობიერებლად და ეს უფრო შეეფერება სუჯუდ საჰვას შარიათულ მიზანს.
დაკლება:
და სწორედ ასეთ შემთხვევაში საჯდა სრულდება სალამამდე,
მაგალითად: თუ მლოცველს დაავიწყდა შუა თაშაჰჰუდი და პირდაპირ ამდგარი წავიდა მესამე რაქათზე, ან თუ დაავიწყდა სუჯუდში თქმა: «სუბჰაან რაბბიიელ ა'ლაა», ან რუქუ'ში არ თქვა: «სუბჰაან რაბბიიელ 'აზიიმ», მაშინ იმან უნდა გააკეთოს ორი საჯდა სალამამდე, რადგან ამ შემთხვევაში ლოცვა შემცირდა სავალდებულოს გამოტოვებით, ხოლო სიბრძნე იმაში მდგომარეობს, რომ ნაკლული ქმედება ლოცვის შიგნითვე უნდა ანაზღაურდეს, სანამ სალამით დასრულდება ლოცვა.
ამაზე მიუთითებს ჰადისი აბდულლაჰ იბნ ბუჰაინას,
«أنَّ رَسُولَ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ صَلَّى بِهِمُ الظُّهْرَ، فَقَامَ مِنَ الرَّكْعَتَيْنِ وَلَمْ يَجْلِسْ، فَلَمَّا قَضَى الصَّلَاةَ، وَانْتَظَرَ النَّاسُ تَسْلِيمَهُ، كَبَّرَ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ وَهُوَ جَالِسٌ، فَسَجَدَ سَجْدَتَيْنِ، ثُمَّ سَلَّمَ».
«შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზუჰრის ლოცვაში ორმუხლიანი ლოცვის შემდეგ არ დაჯდა (პირველი თაშაჰუდისთვის), და როცა დაასრულა ლოცვა, ხალხი ელოდებოდა მის სალამს, მაგრამ იგი დაჯდა, თაქბირი წარმოთქვა და ორი სუჯუდი შეასრულა, შემდეგ მიესალმა»55.
ლოცვის დროს ეჭვი მასში დამატებაში და დანაკლისში:
თუ დაეჭვდა: ოთხი რაქაათით ილოცა, თუ მხოლოდ სამი? ასეთ შემთხვევაში ორი მდგომარეობა არსებობს:
პირველი მდგომარეობა: როცა მას გაუჩნდება მკაფიო ვარაუდი რომელიმე მხარეზე — ან ზედმეტი რაქათი ილოცა, ან ნაკლები. ასეთ შემთხვევაში იმოქმედებს იმ ვარაუდის მიხედვით, რომელიც უფრო ძლიერად ჭარბობს მის გონებაში და თაყვანსცემის შეცდომის სუჯუდს ახორციელებს სალამის შემდეგ, როგორც ეს გადმოცემულია იბნ მას'უდის ჰადისში (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი):
«إِذَا شَكَّ أَحَدُكُمْ فِي صَلَاتِهِ، فَلْيَتَحَرَّ الصَّوَابَ فَلْيُتِمَّ عَلَيْهِ، ثُمَّ لِيُسَلِّمْ، ثُمَّ يَسْجُدُ سَجْدَتَيْنِ».
«როცა თქვენგანს რომელიმე დაეჭვდა თავისი ლოცვაში, შეეცადოს სწორი ვარიანტის გარკვევას და დაამთავროს ლოცვა ამ ვარაუდის მიხედვით, შემდეგ მიესალმოს, შემდეგ კი გააკეთოს ორი შეცდომის სუჯუდი». ასე თქვა მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ან მისი მნიშვნელობით56.
მეორე მდგომარეობა: თუ ეჭვი შეეპარა ლოცვაში მეტობისა თუ ნაკლებობის საკითხში, ისე რომ ვერცერთი ვარიანტი ვერ გადაუწყვეტია, მაშინ იგი უნდა დაეყრდნოს დარწმუნებას და ეს არის ნაკლები რაოდენობა, შემდეგ კი დაასრულოს ლოცვა ამ რაოდენობის შესაბამისად და შეასრულოს დავიწყების სუჯუდი ორჯერ მისალმებამდე. ასე გადმოცემულია სუნნაში მოციქულისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)57.
* სუჯუდი საჰვას წესების შეხებ:
1- თუ მლოცველი შეგნებულად დაასრულებს ლოცვას იმამდე, მისი ლოცვა ბათილია.
2 - თუ მლოცველი შეგნებულად დაამატებს ლოცვაში დგომას, ჯდომას, რუქუ'ზე ჩასვლას ან საჯდას, მისი ლოცვა ბათილად ითვლება.
3- თუ მლოცველმა გამოტოვა ლოცვის საფუძვლებიდან რაიმე, და ეს იყო თაქბირათ ალ-იჰრამ, მაშინ მისი ლოცვა არის ბათილი, იქნება ეს გამიზნულად თუ შემთხვევით, რადგან ლოცვა ამ თაქბირის გარეშე არ იწყება. და თუ გამოტოვებული ფუძე სხვაა, არ არის თაქბირათ ალ-იჰრამ, და მლოცველმა იგი განზრახ დატოვა, ასევე მისი ლოცვაც ბათილია.
4 - თუ მლოცველმა ლოცვის სავალდებულო ნაწილთაგანი განზრახ გამოტოვა, მაშინ მისი ლოცვა ბათილად ითვლება.
5 – თუ დავიწყების სუჯუდი სალამის შემდეგ იყო, მაშინ აუცილებელია მეორედაც შესრულდეს მისალმება საჯდას შემდეგ.
*სუჯუდის შეცდომის წესების შესახებ:
შეკითხვა / 1 – სალამის თქმა ლოცვის დასრულებამდე
თუ მლოცველმა ლოცვის დასრულებამდე სალამი თქვას დავიწყებით, მაშინ მისი ლოცვა არ გაუქმდება.
თუ დიდხანი გავიდა მას შემდეგ, რაც გაიხსენა, მაშინ ლოცვა თავიდან უნდა დაიწყოს.
და თუ გაიხსენა მცირე დროის შემდეგ მაგალითად, ხუთი წუთის შემდეგ, მაშინ აგრძელებს ლოცვას იქიდან, სადაც შეწყვიტა, ასრულებს მას და შემდეგ დაასრულებს მისალმებით.
სუჯუდის ადგილი: მისალმების შემდეგ ასრულებს დავიწყების ორ საჯდას და მიესამება მეორედ.
****
საკითხი / 2 – ლოცვაში დამატება
თუ მლოცველი დაამატებს ლოცვაში დგომას, ჯდომას, რუქუ'ზე ჩასვლას ან საჯდას,
მდგომარეობა: თუ იგი დაამატებს ლოცვაში რამეს და ეს მხოლოდ დამატების დასრულების შემდეგ გაახსენდება მას მხოლოდ საჰვას სუჯუდი დაეკისრება.
და თუ გაიხსენა დამატების დროს, მაშინ მას ევალება დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს დამატება და დაუბრუნდეს სწორს.
სუჯუდის ადგილი: მისალმების შემდეგ ასრულებს დავიწყების სუჯუდს და მეორეჯერ ესალმება.
****
საკითხი/ 3 - საფუძვლის მიტოვების შემთხვევაში თუ ლოცვის საფუძვლებიდან რომელიმე მიატოვა, დავიწყების გამო გარდა თაქბირათულ-იჰრამისა
მდგომარეობა: თუ იმ ფუძის გამოტოვების შემდეგ, ის მივიდა შემდეგი რაქათის იმავე ადგილზე, მაშინ პირველი რაქათი, საიდანაც ის საფუძველი გამოტოვა, გაუქმებულია და შემდეგი რაქათი მის ადგილს იკავებს.
და თუ მან ვერ მიაღწია იმ საფუძვლის ადგილს შემდეგ რაქათში, მაშინ აუცილებელია დაბრუნდეს იმ რუქნის ადგილზე, რომელიც გამოტოვა, შეასრულოს ის და ყველაფერი, რაც მას მოსდევს. სუჯუდის ადგილი: ორივე შემთხვევაში (იქნება ეს დაბრუნება გამოტოვებულ ფუძეზე ან შემდეგი რაქათის გაგრძელება), მლოცველისთვის სავალდებულოა დავიწყების სუჯუდი, და მისი ადგილი არის სალამის შემდეგ.
****
საკითხი/4 - დაეჭვება ლოცვაში
თუ მლოცველს გაუჩნდა ეჭვი რაქათების რაოდენობაზე მაგალითად, არ ახსოვს, ორი რაქათი ილოცა თუ სამი, ამ შემთხვევაში არსებობს ორი მდგომარეობა:
პირველი მდგომარეობა: თუ მლოცველს ეჭვის დროს ერთი ვარიანტი უფრო მართებულად მიაჩნია, მაშინ იგი უნდა დაეყრდნოს იმ ვარიანტს, რაც მიაჩნია სწორად, და დაასრულოს ლოცვა ამ ვარიანტის მიხედვით, შემდეგ მიესალმოს.
მეორე მდგომარეობა: თუ მლოცველს არც ერთი ვარიანტი არ ეჩვენება უფრო მართებული, ანუ ვერ გადაწყვიტა, ორი რაქათი ილოცა თუ სამი, მაშინ უნდა დაეყრდნოს დარწმუნებას, ანუ უმცირეს რიცხვს, და დაასრულოს ლოცვა ამაზე დაყრდნობით.
სუჯუდის ადგილი: პირველ შემთხვევაში გამოსასწორებელი საჯდა უნდა შესრულდეს სალამის შემდეგ.
მეორე შემთხვევაში გამოსასწორებელ სუჯუდს ასრულებს მისალმების წინ.
****
საკითხი / 5 - პირველი თაშაჰუდის მიტოვება დავიწყებით:
სავალდებულო მოქმედებების დადგენილება იგივეა, რაც პირველი თაშაჰუდის დადგენილება.
მდგომარეობა/ თუ მხოლოდ მას შემდეგ გაახსენდა, რაც სრულად წამოდგა ფეხზე, მაშინ აგრძელებს ლოცვას და აღარ ბრუნდება თაშაჰუდზე.
თუ მოაგონდა წამოდგომის შემდეგ, მაგრამ მანამ, სანამ სრულად წამოდგებოდა ფეხზე, მაშინ უნდა დაბრუნდეს, დაჯდეს, თაშაჰუდი შეასრულოს და დაასრულოს მისი ლოცვა.
თუ მოაგონდა მანამ, სანამ ბარძაყები მთლიანად გაშორდა წვივებს, მაშინ უნდა დარჩეს მჯდომარე მდგომარეობაში, წაიკითხოს თაშაჰჰუდი, შემდეგ დაასრულოს ლოცვა და არ შეასრულოს საჯდა საჰვას, რადგან არც ზედმეტობა მომხდარა და არც გამოტოვება.
სუჯუდის ადგილი / ასრულებს საჯდა საჰვას მისალმების წინ.
ყურანის კითხვისას გასაკეთებელი საჯდა
მისი მიზეზი: როცა ადამიანი წაიკითხავს აიათს, რომელშიც მოცემულია საჯდა (მუხლმოდრეკა), რაც წმინდა ყურანში გარკვევითაა აღნიშნული და შენიშვნა გამოკვეთილად მითითებული, მაშინ მისთვის მისაღები და შექებული ქმედებაა, რომ მუხლი მოიდრიკოს დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰისთვის, ზოგიერთი სწავლული თვლის, რომ ყურანის კითხვისას შესასრულები საჯდა ვალდებულებაა. თუმცა სწორი მოსაზრება ისაა, რომ ეს სავალდებულო არაა, რადგან მორწმუნეების მართველის უმარ იბნ ალ-ხატტაბმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ერთ დროს ჯუმა ლოცვის დროს წაიკითხა სუჯუდის აიათი სურა ან-ნაჰლში და სუჯუდი არ გაუკეთებია, ხოლო სხვა ჯუმაზე იგივე აიათი წაიკითხა და არ გააკეთა, შემდეგ კი თქვა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): «ჭეშმარიტად, ალლაჰს არ დაუვალდებულებია სუჯუდი ჩვენზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ჩვენ მოვისურვებთ»58, აქ გამონაკლისი არის სიტყვის წყვეტა, რაც ნიშნავს, «გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოვისურვებთ» ნიშნავს: თუ მოვისურვებთ მუხლის მოდრეკას, და არა ის, რომ ეს ნიშნავს გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს სავალდებულოდ დაგვიწესდება, რადგან ვალდებულებები სურვილზე არ არის დამოკიდებული. ამგვარად მოიქცა უმარმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) საჰაბებთან ერთად, და მათგან არავის გაუკეთებია ამაზე შენიშვნა, მიუხედავად იმისა, რომ საჰაბები ძალიან ფხიზლად ეკიდებოდნენ ყოველგვარ დანაშაულს ან მოუწონარს. ეს თანხმობა, რომელიც ამ დიდ საჰაბათა კრებულში დაფიქსირდა, იმაზე, რაც გააკეთა მარლთმორწმუნეთა ხალიფა უმარმა (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით), მიუთითებს იმაზე, რომ კითხვის სუჯუდი სავალდებულო არ არის, და ეს არის სწორი მოსაზრება იქნება ადამიანი ლოცვაში, თუ ლოცვის გარეთ.
* კითხვის სუჯუდის ფორმა:
აკეთებს თაქბირს- შემდეგ ისეთივე სუჯუდს, როგორც ლოცვისას შვიდივე ორგანოთი და ამბობს: "სუბჰაანა რაბბიალ ა'ლაა, სუბჰაანაქ ალლაჰუმა რაბბანა ვა ბიჰამდიქ ალლაჰუმმაღფირლი" და მოუხმობს ცნობილი ვედრებით:
«اللَّهُمَّ لَكَ سَجَدْتُ، وَبِكَ آمَنْتُ، وَعَلَيْكَ تَوَكَّلْتُ، سَجَدَ وَجْهِي لِلَّهِ الَّذِي خَلَقَهُ وَصَوَّرَهُ، وَشَقَّ سَمْعَهُ وَبَصَرَهُ بِحَوْلِهِ وَقُوَّتِهِ، اللَّهُمَّ اكْتُبْ لِي بِهَا أَجْرًا، وَارْفَعْ عَنِّي بِهَا وِزْرًا، وَاجْعَلْهَا لِي عِنْدَكَ ذُخْرًا، وَتَقَبَّلْهَا مِنِّي كَمَا تَقَبَّلْتَهَا مِنْ عَبْدِكَ دَاوُدَ».
«ო ალლაჰ, შენს წინაშე აღვავლინე საჯდა, შენი ვირწმუნე, და შენ მოგენდე. ჩემმა სახემ სუჯუდი გააკეთა ალლაჰისთვის(შუბლი ცხვირთან ერთად მიწაზე დადო), რომელმაც იგი შექმნა და ფორმა მისცა, და თავისი ძალითა და ძლიერებით გაუხსნა მას სმენა და მხედველობა. ო ალლაჰ, დამიწერე ამით ჯილდო, მაპატიე ამით ცოდვები, შემინახე ეს შენთან როგორც მარადიული ნაგროვი, და მიიღე ის ჩემგან, როგორც მიიღე იგი შენი მონა დავუდისგან»59. შემდეგ დგება თაქბირისა და სალამის გარეშე.
როცა ადამიანი საჯდას ასრულებს ლოცვაში, მაშინ ის ამბობს ალლაჰუ აქბარ და როცა აწევს თავს ასევე ამბობს ალლაჰუ აქბარ, რადგანაც ყველა, ვინც აღწერდა მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლოცვას, ამბობდა, რომ ის ამბობდა თაქბირს ყოველ მოხრაზე და გასწორებისას60, რადგან შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კითხვის დროს ლოცვაში საჯდას აკეთებდა, როგორც ეს სარწმუნოდ გადმოცემულია აბუ ჰურაირას ჰადისში, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) 'იშას ლოცვაში წაიკითხა:
﴿إِذَا ٱلسَّمَآءُ ٱنشَقَّتۡ 1﴾
{როცა ცა გაიხსნება 1} და საჯდა გააკეთა მასში61.
ისინი, ვინც აღწერენ მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლოცვას თაქბირებთან დაკავშირებით, არ არის გამონაკლისი კითხვის სუჯუდი ამ საკითხში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ კითხვის სუჯუდი ლოცვაში ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივი სუჯუდი ლოცვის დროს, ანუ ის წარმოთქვამს თაქბირს სუჯუდის დროს და ასევე როცა გასწორდება.
ისინი, ვინც აღწერენ როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და როგორ ამბობდა თაქბირს ალლაჰუ აქბარ, არ გამორიცხავენ კითხვის საჯდას. ეს გვიჩვენებს, რომ კითხვის საჯდა ლოცვის დროს ისეთივეა, როგორიც ჩვეულებრივი საჯდა.
რაც შეეხება იმას, რასაც ზოგი ადამიანი აკეთებს, როდესაც ლოცვის დროს კითხულობს საჯდას აიათს და საჯდას ასრულებს, საჯდაში გადასვლისას ამბობს თაქბირს ალლაჰუ აქბარ, ხოლო საჯდიდან წამოდგომისას მას არ ამბობს, მე ამის საფუძველი არ ვიცი. რაც შეეხება არსებულ აზრთა სხვადასხვაობას კითხვის სუჯუდისგან წამოდგომისას თაქბირის თქმასთან დაკავშირებით, ეს ეხება მხოლოდ იმ საჯდას, რომელიც ლოცვის გარეთ სრულდება. ხოლო რაც შეეხება ლოცვის დროს შესრულებულ საჯდას, მას ენიჭება ლოცვის ჩვეულებრივი საჯდის სტატუსი:თაქბირი ითქმის როგორც საჯდაში წასვლისას, ასევე საჯდიდან წამოდგომისას.
მოგზაურის ლოცვა და მისი მარხვა
მოგზაურის ლოცვა არის ორი რაქაათი იმ მომენტიდან, როცა ის ტოვებს თავის ქალაქს, ვიდრე მასში დაბრუნდება; როგორც თქვა აიშამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): «როცა პირველად დაწესდა ლოცვა, ის იყო ორი რაქათი. მოგზაურობის ლოცვა ამ სახით დარჩა, ხოლო მუდმივი მცხოვრების ლოცვა სრულყოფილ იქნა»62. სხვა გადმოცემაში ნათქვამია: «ხოლო ერთ ადგილას მცხოვრების ლოცვას იქნა დამატებული»63
გადმოცემულია ანას იბნ მაალიქისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): «ჩვენ გავედით მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად მედინადან მექქაში, და იგი ასრულებდა ორ-ორ რაქათს, სანამ არ დავბრუნდით მედინაში»64.
მაგრამ თუ ის ლოცულობს იმამთან ერთად, რომელიც ასრულებს სრულ ლოცვას (არ ამოკლებს), მაშინ ისიც ასრულებს ოთხ რაქათს, იქნება ეს ლოცვის დასაწყისიდან დასწრებული თუ მისი გამორჩენილი ნაწილი; მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზოგადი სიტყვების საფუძველზე:
«إِذَا سَمِعْتُمْ الْإِقَامَةَ فَامْشُوا إِلَى الصَّلَاةِ، وَعَلَيْكُمْ السَّكِينَةُ وَالْوَقَارُ، وَلَا تُسْرِعُوا، فَمَا أَدْرَكْتُمْ فَصَلُّوا، وَمَا فَاتَكُمْ فَأَتِمُّوا».
«როცა გაიგონებთ იყამას, მიბრძანდით ლოცვაზე მშვიდად და ღირსეულად, არ იჩქაროთ. რაც ლოცვიდან დაგხვდათ შეუერთდით და რაც გამოგრჩათ დაასრულეთ»65, მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზოგადი ნათქვამი: «რასაც მიუსწარით ილოცეთ, და რაც გამოგრჩათ დაასრულეთ», მოიცავს როგორც მოგზაურებს, რომლებიც ლოცულობენ იმამთან, რომელიც ასრულებს ოთხ რაქათს, ისე სხვა ადამიანებსაც.
ერთხელ იბნ აბასს (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) ჰკითხეს: რატომ ლოცულობს მუსაფირი ორჯერ, როცა მარტო ლოცულობს, ხოლო ოთხჯერ, როცა ადგილობრივ იმამს შეუერთდება? მან უპასუხა: «ის სუნნათია».66
ჯამაათში ლოცვა მუსაფირს არ ეხსნება; რადგან ალლაჰმა უზენაესმა მას უბრძანა ომის დროსაც, როცა ბრძანა:
﴿وَإِذَا كُنتَ فِيهِمۡ فَأَقَمۡتَ لَهُمُ ٱلصَّلَوٰةَ فَلۡتَقُمۡ طَآئِفَةٞ مِّنۡهُم مَّعَكَ وَلۡيَأۡخُذُوٓاْ أَسۡلِحَتَهُمۡۖ فَإِذَا سَجَدُواْ فَلۡيَكُونُواْ مِن وَرَآئِكُمۡ وَلۡتَأۡتِ طَآئِفَةٌ أُخۡرَىٰ لَمۡ يُصَلُّواْ فَلۡيُصَلُّواْ مَعَكَ...﴾
{და როცა შენ (ო, მუჰამმედ!) მორწმუნეთა შორის ხარ და წარმართავ მათ ლოცვით, შენთან ერთად ილოცოს ერთმა ჯგუფმა იარაღით ხელში. როცა პირველი ჯგუფი ლოცვას დაასრულებს, შენს უკან დადგნენ და მოვიდეს მეორე ჯგუფი,
რომელსაც ჯერ არ ულოცია და შენთან ერთად განაგრძოს ლოცვა...} [ან-ნისა: 102]. აიათი.
ამაზე დაყრდნობით, თუ მუსაფირი იმყოფება ქალაქში, რომელიც არ არის მისი მშობლიური ქალაქი, მაშინ მას ევალება მონაწილეობა მიიღოს ჯამაათის ლოცვაში მეჩეთში, თუ მოესმის აზანი გარდა იმ შემთხვევისა, როცა მეჩეთი შორსაა, ან ეშინია, რომ ჩამორჩება თავის მეგზურებს. ეს ეფუძნება ზოგად მტკიცებულებებს, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ ჯამაათის ლოცვა სავალდებულოა ყველასთვის, ვინც ისმენს აზანს ან იყამას.
რაც შეეხება ნებაყოფლობით ლოცვებს, მოგზაურს შეუძლია ილოცოს ყველა ნაფილი ლოცვა, გარდა ზუჰრის, მაღრიბის და იშას რეგულარული სუნნეთებისა. იგი ასრულებს ვითრს, ღამის ლოცვას, დუჰას, ფაჯრის სუნნას და სხვა ნებაყოფლობით ლოცვებს, გარდა იმ ნებაყოფლობითობისა, რომლებიც გამონაკლისად მოიხსენიება.
რაც შეეხება ლოცვების გაერთიანებას, თუ მოგზაური გზაშია, მისთვის უკეთესია ზუჰრისა და ასრის, ასევე მაღრიბისა და ‘იშას გაერთიანება იქნება ეს წინასწარ გაერთიანება თუ გადადებული გაერთიანება იმის მიხედვით, რაც მისთვის უფრო იოლადაა. და რაც უფრო იოლია, ის არის უპირატესად მიღებული. თუ იგი გაჩერდა (და აღარ მიდის გზაში), მაშინ უკეთესია, რომ არ გააერთიანოს, მაგრამ თუ გააერთიანა პრობლემა არ არის, რადგან ორივე ვარიანტი დასტურდება შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სუნნაში.
რაც შეეხება მოგზაურის მარხვას რამადანში უპირატესობა ენიჭება მარხვას. თუმცა, თუ მგზავრი დაარღვევს მარხვას, ამის გამო არ არის ცოდვა, და მან უნდა აანაზღაუროს გამოტოვებული დღეები. მაგრამ თუ მარხვის გამოტოვება უფრო იოლია მისთვის, მაშინ უმჯობესია არ იმარხოს, რადგან ალლაჰს უყვარს, როცა მისი შემსუბუქებები მიიღება. ქება დიდება ალლაჰს, სამყაროთა მეუფეს.
დაწერა: მუჰამმად იბნ საალიჰ ალ-უსაიმინ
ჰიჯრის კალენდრით 1409/12/5
როგორ უნდა ილოცოს მგზავრმა თვითმფრინავში?
1. მუსაფირი თვითმფრინავში ასრულებს ნებაყოფლობით ლოცვას თავის სკამზე მჯდომარე, თვითმფრინავის მიმართულებით. რუქუ'სა და საჯდას ასრულებს თავის დახრებით, საჯდას დახრა უფრო ღრმა უნდა იყოს, ვიდრე რუქუ'ს.
2. სავალდებულო ლოცვა თვითმფრინავში არ სრულდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ადამიანს შეუძლია სრულად მიემართოს ყიბლას ლოცვის განმავლობაში და ასევე შეძლებს რუქუ'ს, საჯდას, დგომისა და ჯდომის შესრულებას როგორც საჭიროა.
3. თუ ის ვერ ახერხებს ზემოთხსენებული პირობების შესრულებას (დგომას, რუქუ'ს, ყიბლას მხარეს და საჯდას), მაშინ უნდა გადადოს ლოცვა დაშვებამდე და აღასრულოს მიწაზე. თუ კი ეშინია, რომ ლოცვის დრო გავა დაშვებამდე, მაშინ გადაავადოს იგი მეორე ლოცვის დროში, თუ შესაძლებელი არის გაერთიანება მაგალითად, ზუჰრი ასრთან ან მაღრიბი ‘იშასთან. და თუ ეშინია, რომ მეორე ლოცვის დროც გავა დაშვებამდე, მაშინ ორივე ლოცვა უნდა აღასრულოს თვითმფრინავში დროის გასვლამდე და შეასრულოს ლოცვა როგორც შეძლებს: მისი პირობების, საფუძვლების და ვალდებულებების შესრულებით.
(მაგალითად): თუ თვითმფრინავი აფრინდა მზის ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე, და მზე ჩაესვენა მანამ, სანამ ის ჰაერში იმყოფებოდა, მაშინ ის არ ასრულებს მაღრიბის ლოცვას, სანამ თვითმფრინავი არ დაეშვება და თვითონ არ ჩამოვა მიწაზე შემდეგ ილოცებს მიწაზე. თუ მას ეშინია, რომ მაღრიბის დრო გავა, მაშინ გადაიტანს ლოცვას ‘იშას დროს და ორივეს ერთად აღასრულებს გადადებით, დაშვების შემდეგ. თუ კი ეშინია, რომ ‘იშას დროც გავა, რაც არის შუაღამე, მაშინ ორივე ლოცვას (მაღრიბსა და ‘იშას) ასრულებს თვითმფრინავში დროის გასვლამდე.
4. როგორ სრულდება სავალდებულო ლოცვა თვითმფრინავში: მლოცველი უნდა ადგეს, მიემართოს ყიბლას მხარეს, შემდეგ:
თქვას თაქბირი (ალლაჰუ აქბარ), წაიკითხოს სურა ალ-ფაათიჰა, და რაც სუნნაა საწყისი გამხსნელი ვედრება და ყურანიდან რამე ალ-ფაათიჰას შემდეგ, შემდეგ ჩადის რუქუ'ში შემდეგ წამოდგეს რუქუდან და მშვიდად იდგეს, შემდეგ ჩადის საჯდაში, შემდეგ წამოდგეს და მშვიდად დაჯდეს, შემდეგ კვლავ ჩადის მეორედ საჯდაში, და ამავე წესით გააგრძელოს ლოცვის დარჩენილი ნაწილი.
თუ ვერ ახერხებს საჯდას, მაშინ დაჯდეს და საჯდა დაასრულოს მინიშნებით (თავის დახრით) მჯდომარე მდგომარეობაში. ხოლო თუ არ იცის ყიბლას მიმართულება და მის გარშემო არავინაა, ვისაც ენდობა და შეუძლია მიასწავლოს, მაშინ უნდა იჯთიჰადი გააკეთოს, გულწრფელად ეძებოს მიმართულება და ილოცოს იმ მხარეს, რომელიც მისთვის სწორად მიიჩნევა.
5. მოგზაურის ლოცვა თვითმფრინავში სრულდება შემოკლებით: ოთხრაქაათიანი ლოცვები (ზუჰრი, ასრი, ‘იშა) სრულდება ორ რაქაათად, როგორც სხვა მოგზაურებისთვის.
როგორ შევა იაჰრამში ჰაჯობისთვის ან უმრასთვის მგზავრი, რომელიც თვითმფრინავით მიდის?:
1. ის იბანავებს თავის სახლში და რჩება ჩვეულ ტანსაცმელში. თუ ინებებს, შეუძლია ჩაიცვას იაჰრამის ტანსაცმელი.
2. როცა თვითმფრინავი მიახლოვდება მიიყათის პარალელურ ხაზს, მლოცველი იცმევს იჰრამის ტანსაცმელს, თუ მანამდე არ ჩაუცვამს.
3. როცა თვითმფრინავი გადაუფრენს მიიყათს, მლოცველი აკეთებს განზრახვას რიტუალში შესვლისთვის და წარმოთქვამს თალბიას იმაზე დაყრდნობით, რაზეც გააკეთა განზრახვა: ჰაჯობა ან უმრა.
4. თუ ის იჰრამში შევიდა მიიყათამდე სიფრთხილის გამო, შიშით, რომ არ დაავიწყდეს ან გამორჩეს, პრობლემა არ არის.
დაწერა: მუჰამმად ას-საალიჰ ალ-უსაიმინმა
ჰიჯრით 1409/ 5 / 2 , დიდება ალლაჰს სამყაროთა ღმერთს.
ავადმყოფობა და ის, რასაც ავადმყოფმა უნდა მიაქციოს ყურადღება
დაავადება ეს არის ჯანმრთელობის მოშლა და სხეულის გადახვევა ბუნებრივი წონასწორობიდან.
დაავადებულმა უნდა მიაქციოს ყურადღება რამდენიმე საკითხს:
1. მან უნდა ირწმუნოს, რომ რაც მას შეემთხვა, ეს ალლაჰის ნებით და წინასწარი განგებით მოხდა. მისი უფალი არის ის, ვინც ეს დააწესა, ის არის მისი შემოქმედი და მფლობელი. ამიტომ უნდა დაწყნარდეს, დაემორჩილოს და კმაყოფილებით მიიღოს (მისი ნება).
2. მან უნდა ირწმუნოს, რომ ეს უკვე დაწერილი იყო, და დაწერილის შეცვლა შეუძლებელია.
3. მას მართებს ამაზე მოთმინება, როგორც უზენაესი ალლაჰის თქმით:
﴿...وَٱصۡبِرُوٓاْۚ إِنَّ ٱللَّهَ مَعَ ٱلصَّٰبِرِينَ﴾
{...მოითმინეთ, ჭეშმარიტად, ალლაჰი მომთმენებთანაა} [ალ-ანფაალ: 46]
4. მან უნდა მიაჯაჭვოს გული თავის უფალზე და ელოდოს შვებას მხოლოდ მისგან ღირსეული და უზენაესისგან, როგორც ნათქვამია ჰადის ალ-ყუდსში:
«أَنَا عِنْدَ ظَنِّ عَبْدِي بِي».
«მე ვიქნები ისეთი, როგორი წარმოდგენაც აქვს ჩემ მსახურს ჩემზე».67 მიციქულის თქმით (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
«وَاعْلَمْ أَنَّ الْفَرَجَ مَعَ الْكَرْبِ، وَأَنَّ مَعَ الْعُسْرِ يُسْرًا».
«იცოდე, რომ შვებას მოჰყვება განსაცდელი, და მართლაც, სირთულეს ახლავს სიმარტივე»68.
5. მან უნდა გამოიყენოს შანსი თავისუფალი დროის იმისთვის, რომ ხშირად მოიხსენიოს ალლაჰი, იკითხოს ყურანი, მოინანიოს და ითხოვოს მიტევება.
6. მან არ უნდა შესჩივლოს თავისი ავადმყოფობა არავის, გარდა თავისი შემოქმედისა, ერთადერთისა, ვისაც შეუძლია მისი განკურნება. თუმცა არ არის პრობლემა, თუ ის უბრალოდ ახსენებს თავისი ავადმყოფობის ფაქტის სახით და არა ჩივილის სახით.
7. მან უნდა შეიცნოს ალლაჰის წყალობის სიდიადე ჯანმრთელობა, რომელიც მას ჰქონდა, და უნდა შეიბრალოს თავისი ავადმყოფი ძმები.
8. მან უნდა იცოდეს, რომ ავადმყოფობის მეშვეობით ალლაჰი შლის ცოდვებს და აქარწყლებს ნაკლოვანებებს.
მოციქულისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მტკიცედ გადმოცემულია, რომ მან თქვა:
«مَا مِنْ مُسْلِمٍ يُصِيبُهُ أَذًى مِنْ مَرَضٍ فَمَا سِوَاهُ، إِلَّا حَطَّ اللَّهُ بِهِ سَيِّئَاتِهِ كَمَا تَحُطُّ الشَّجَرَةُ وَرَقَهَا».
«არ არსებობს მუსლიმი, რომელსაც რაიმე ტკივილი ან ავადმყოფობა შეემთხვევა ან სხვა განსაცდელი და ალლაჰმა ამით არ მოაშორებს მის ცოდვებს, როგორც ხეს ასცვივებს თავის ფოთლებს»69, ასევე მტკიცედ გადმოცემულია მისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომ მან თქვა:
«مَا مِنْ مُصِيبَةٍ تُصِيبُ الْمُسْلِمَ إِلَّا كَفَّرَ اللهُ بِهَا عَنْهُ».
«არ არსებობს არცერთი განსაცდელი, რომელიც მორწმუნე მუსლიმს დაატყდება თავს, და ალლაჰმა ამით არ აპატიებს მის ცოდვებს».70 ანუ: მის ცოდვებს.
როგორ განიწმინდოს ავადმყოფმა?
1. ავადმყოფს ევალება განწმენდა წყლით: მან უნდა აიღოს მცირე აბდესი მცირე უწმინდურობის დროს და ღუსლი (სრული განბანვა) დიდი უწმინდურობის დროს.
2- თუ ავადმყოფი ვერ ახერხებს წყლით განბანას უძლურობის გამო, ან იმის შიშით, რომ ავადმყოფობა გაუარესდება ან განკურნება დაგვიანდება, მაშინ მან უნდა გააკეთოს თაიამუმი (სუფთა მიწით განწმენდა).
3. თაიამუმი სრულდება ასე: ადამიანი ერთი დარტყმით შეახებს ორივე ხელს სუფთა მიწას, შემდეგ ხელებით მოისმევს მთელ სახეს და შემდეგ ერთმანეთზე მოიწმენდს ხელისგულებს.
4. თუ ავადმყოფი ვერ ახერხებს განწმენდას თვითონ, მაშინ სხვა ადამიანმა უნდა ჩაუტაროს მას აბდესი ან თაიამუმი.
5. თუ განბანის რომელიმე ორგანოზე აქვს ჭრილობა, მან უნდა დაიბანოს იგი წყლით, თუ წყლით დაბანვა აზიანებს, მაშინ უბრალოდ შეიმშრალოს, დაასველოს ხელი წყალში და გადაატაროს ჭრილობაზე, თუ გაწმენდაც კი აზიანებს, მაშინ თაიამუმი შეასრულოს.
6. თუ განბანის რომელიმე ადგილს აქვს მოტეხილობა და მასზე გაკრულია ნაჭერი ან ბინტი, ან დაყენებულია გიფსი, მაშინ წყლით დასველებული ხელი წაუსვას იმ ადგილზე დაბანვის ნაცვლად. თაიამუმი საჭირო არ არის, რადგან სველი ხელის(მასჰი) წასმა ცვლის დაბანვას.
7. თაიამუმის აღება ნებადართულია კედელზე ან სხვა ნებისმიერ სუფთა საგანზე, რომელსაც აქვს მტვერი. თუ კედელი დაფარულია რაიმით, რაც მიწის ბუნებისგან განსხვავებულია მაგალითად, საღებავით, მაშინ მასზე თაიამუმის აღება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ მასზე მტვერია.
8. თუ შეუძლებელია თაიამუმის აღება მიწაზე, კედელზე ან სხვა რაიმე მტვრიან საგანზე, ნებადართულია მიწის დაყრა ჭურჭელში ან ხელსახოცზე და თაიამუმის აღება იქიდან.
9. თუ ადამიანი აიღებს თაიამუმს ერთი ლოცვისთვის და განწმენდილი დარჩება მეორე ლოცვის დრომდე, შეუძლია მეორე ლოცვაც იგივე თაიამუმით აღასრულოს და არ არის ვალდებული თაიამუმის გამეორება, რადგან განწმენდილობა არ დარღვეულა, თუ მან თაიამუმი აიღო ჯუნუბის (დიდი უწმინდურობის) გამო, ის არ იმეორებს თაიამუმს, სანამ მეორე ჯუნუბა არ შეემთხვევა. თუმცა ამ შუალედში, თუ მცირე უწმინდურობა შეემთხვევა, საჭიროა თაიამუმის აღება.
10. ავადმყოფს ევალება ტანის განწმენდა ნაჯასისგან (სიბინძურისგან). თუ ამას ვერ ახერხებს, მაშინ უნდა ილოცოს იმ მდგომარეობაში, როგორშიც იმყოფება, მისი ლოცვა მართებულია და ხელახლა აღსრულება არ ევალება.
11. ავადმყოფს ევალება ილოცოს სუფთა ტანსაცმელში. თუ ტანსაცმელი დაისვარა, ის უნდა გარეცხოს ან გამოიცვალოს სუფთა ტანსაცმელში, თუ ეს შეუძლებელია, მაშინ იმ მდგომარეობაში ილოცოს, როგორც არის, მისი ლოცვა მართებულია და ხელახალი აღსრულება არ ევალება.
12. ავადმყოფს ევალება ილოცოს სუფთა ზედაპირზე.
თუ მისი ადგილი დაისვარა, უნდა გარეცხოს იგი, ან ჩაანაცვლოს სუფთა ადგილით, ან დააფაროს სუფთა რამე. თუ ეს ვერ მოახერხა, მაშინ ილოცოს როგორც არის, მისი ლოცვა სწორია და ხელახალი აღსრულება არ ევალება
13. ავადმყოფს არ აქვს უფლება გადადოს ლოცვა დროის გასვლის შემდეგ მხოლოდ იმის გამო, რომ ვერ ახერხებს სრულ განწმენდას, მას ევალება განიწმინდოს იმდენად, რამდენადაც შეძლებს, და შემდეგ ილოცოს ლოცვის დროში თუნდაც სხეულზე, ტანსაცმელზე ან ლოცვის ადგილზე ჰქონდეს სიბინძურე, რომლის მოცილებაც მის ძალებს აღემატება, უზენაესმა თქვა:
﴿فَٱتَّقُواْ ٱللَّهَ مَا ٱسۡتَطَعۡتُمۡ...﴾
«მაშ ალლაჰის გეშინოდეთ, რამდენის შესაძლებლობაც გაქვთ...» [ათ-თაღააბუნ: 16],
დაწერა მან, რომელიც საჭიროებს ალლაჰს, მუჰამმად ას-საალიჰ ალ-უსაიმინი
ჰიჯრით 1403/1/9
მეორე: როგორ ლოცულობს ავადმყოფი?
1. ავადმყოფი ვალდებულია აღასრულოს სავალდებულო ლოცვა დგომით, თუნდაც მოხრილად ან კედელს ან ჯოხზე დაყრდნობით, თუ ამის საჭიროება აქვს.
2. თუ ავადმყოფს არ შეუძლია დგომა, მაშინ ლოცვას ასრულებს მჯდომარე, უპირატესია, რომ დგომისა და რუქუ'ის ადგილას იჯდეს.
3. თუ ავადმყოფს არ შეუძლია მჯდომარე ლოცვა, მაშინ ასრულებს ლოცვას გვერდზე წოლით, ყიბლას მიმართულებით უპირატესობა ენიჭება მარჯვენა მხარეს წოლას, თუ ვერ ახერხებს ყიბლას მიმართვას, მაშინ იმ მიმართულებით ილოცოს, რაც შეუძლია, მისი ლოცვა სწორია და ხელახალი აღსრულება არ ევალება.
4. თუ ვერ ახერხებს გვერდზე წოლით ლოცვას, მაშინ ილოცოს ზურგზე წოლით, ფეხებით ყიბლას მიმართულებით. თუ კი ვერ ახერხებს ფეხების ყიბლას მიმართულებით დაყენებას, მაშინ იმ მდგომარეობაში ილოცოს, როგორშიც შეუძლია, ლოცვის ხელახალი აღსრულება არ ევალება.
5. ავადმყოფს ევალება ლოცვაში რუქუ'ი და საჯდა, თუ ამას ვერ ახერხებს, მაშინ ორივე მოქმედებას ასრულებს თავის დახრით (მინიშნებით), საჯდა კი რუქუ'ზე უფრო მოხრილი უნდა იყოს, თუ შეუძლია რუქუ'ის შესრულება, მაგრამ ვერ აკეთებს საჯდას რუქუ'ს ასრულებს ჩვეულებრივად, ხოლო საჯდას მიუთითებს თავის დახრით, და თუ შეუძლია საჯდა, მაგრამ ვერ ახერხებს რუქუ'ს, მაშინ საჯდას ასრულებს და რუქუ'ს მიუთითებს თავის დახრით.
6. თუ ავადმყოფს არ შეუძლია თუნდაც თავი დახაროს რუქუ'სა და საჯდაში, მაშინ მინიშნებას აკეთებს თვალებით: რუქუ'ის დროს ოდნავ ხუჭავს თვალებს, ხოლო საჯდას დროს უფრო მეტად, რაც შეეხება თითის მიბრუნებას, როგორც ამას ზოგი ავადმყოფი აკეთებს ეს არ არის სწორი, და მე არ ვიცი მისი საფუძველი არც ყურანში, არც სუნნაში და არც სწავლულთა ნათქვამში.
7. თუ ავადმყოფს არ შეუძლია არც თავის დახრა და არც თვალებით მინიშნება, მაშინ ლოცულობს გულით: აკეთებს თაქბირს, კითხულობს (ყურანს) და გულში განიზრახავს რუქუ'ს, საჯდას, დგომასა და ჯდომას, ვინაიდან ყოველი ადამიანი იმაზე ჯილდოვდება, რაც გულით განიზრახა.
8. ავადმყოფს ევალება ყველა ლოცვის შესრულება მის დროზე და იმ ვალდებულებების შესრულება, რაც მას შეუძლია.
თუ მას უჭირს ყველა ლოცვის თავის დროზე შესრულება, ნებადართულია ლოცვების გაერთიანება: ზუჰრი ასრთან და მაღრიბი ‘იშასთან, შეიძლება ან წინასწარ გაერთიანება ასრი ზუჰრთან ერთად და ‘იშა მაღრიბთან ერთად, ან გადადებული გაერთიანება ზუჰრის გადატანა ასრის დროში და მაღრიბის გადატანა ‘იშას დროში იმის მიხედვით, რაც უფრო მარტივია მისთვის, რაც შეეხება ფაჯრს, ის არ შეერთდება არც მის წინა ლოცვასთან და არც შემდეგთან.
9. თუ ავადმყოფი მოგზაურობაში იმყოფება და მკურნალობს სხვა ქალაქში, მას ევალება ოთხრაქათიანი ლოცვების შემოკლება: ზუჰრს, ასრს და ‘იშას ასრულებს ორ-ორ რაქათად, ვიდრე არ დაბრუნდება თავის ქალაქში, იქნება მისი მოგზაურობა ხანგრძლივი თუ მოკლე.
როგორ იმარხებს ავადმყოფი?
1. ავადმყოფს მარხვასთან დაკავშირებით აქვს სამი მდგომარეობა:
პირველი მდგომარეობა: თუ მარხვა ავადმყოფისთვის არც რთულია და არც საზიანო, მაშინ მარხვა მისთვის სავალდებულოა.
მეორე მდგომარეობა: თუ მარხვა უქმნის სიძნელეს, მაშინ მისთვის მოუწონარია მარხვა, რადგან ის უარს ამბობს უზენაესი ალლაჰის მინიჭებულ შემსუბუქებაზე.
მესამე მდგომარეობა: თუ მარხვა ავნებს ავადმყოფს, მაშინ აკრძალულია მისთვის მარხვა, და თუ იმარხა ცოდვაში ჩავარდება, რადგან უზენაესი ალლაჰი ამბობს:
﴿...وَلَا تَقۡتُلُوٓاْ أَنفُسَكُمۡۚ إِنَّ ٱللَّهَ كَانَ بِكُمۡ رَحِيمٗا﴾
{და თავი არ მოიკლათ. ჭეშმარიტად, ალლაჰი თქვენდამი მოწყალეა!} [ან-ნისა: 29]. მიციქულის თქმით (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
«إِنَّ لِنَفْسِكَ عَلَيْكَ حَقًّا».
«ჭეშმარიტად, შენს სულს აქვს უფლება შენზე». ჰადისი მოყვანილია გრძელ გადმოცემაში და იგი ერთსულოვნად სანდოა71.
2. ავადმყოფმა უნდა აანაზღაუროს გამოტოვებული მარხვა მას შემდეგ, რაც უზენაესი ალლაჰი მისცემს მას განკურნებას.
არ აქვს უფლება მისი გადატანა შემდეგ რამადანამდე.
3. თუ ავადმყოფს მომავალში არ შეუძლია მარხვის ანაზღაურება, რადგან მისი სენი განუკურნებელია, მაშინ რამადანში უნდა დააპუროს თითო ღარიბი ყოველ დღესთან მიმართებით, შეიძლება ყოველდღიურად ერთი ღარიბი, ან თვის ბოლო დღეს ყველასთვის ერთად გააკეთოს საჭმელი და აჩუქოს ღარიბებს, იმდენი, რამდენი დღის მარხვაც გამოტოვა, ასევე ნებადართულია ყოველ 10 დღეში ერთხელ დააპუროს 10 ღარიბი.
4. თუ ავადმყოფი რამადანის შემდეგ განიკურნა და შეეძლო მარხვა, მაგრამ არ იმარხვა და გარდაიცვალა, მაშინ მის ნაცვლად მარხვა უნდა იმარხვოს მისმა მემკვიდრემ, თუ მემკვიდრე ამას არ გააკეთებს, მაშინ მიცვალებულის ქონებიდან უნდა დააპურონ თითო ღარიბი ყოველი დღის სანაცვლოდ, თუ მემკვიდრე საკუთარი სურვილით თავად დააპურებს ნებადართულია და არაფერია ცუდი.
ნებაყოფლობითი ლოცვა ("სალათუ ათ-თატავვუ')
* მისი სიკეთე:
უზენაესი ალლაჰის მოწყალებიდან თავის მორჩილთა მიმართ არის ის, რომ ყოველ სავალდებულო თაყვანისცემას დაუწესა მას მსგავსი ნებაყოფლობითი სახე: ლოცვას ნებაყოფლობითი ლოცვები, ზაქათს ნებაყოფლობითი შესაწირავი, მარხვას ნებაყოფლობითი მარხვა, ჰაჯობას ნებაყოფლობითი ჰაჯობა. ეს ყველაფერი ალლაჰის მოწყალებაა მის მორჩილთა მიმართ, რათა მათ შეძლონ დამსახურებისა და ალლაჰთან დაახლოების გაზრდა, და ასევე სავალდებულო საქმეებში არსებული ხარვეზების შევსება, ვინაიდან ნებაყოფლობითი შეავსებენ სავალდებულოს ნაკლოვანებებს განკითხვის დღეს.
ნებაყოფლობითი ლოცვებიდან:
1. სავალდებულო ლოცვებთან დაკავშირებული რეგულარული ნებაყოფლობითი ლოცვები:
და აი ისინიც: ოთხი რაქათი ზუჰრის წინ და ორიც სალამის შემდეგ, მთლიანობაში ექვსი რაქათი ზუჰრთან დაკავშირებული ნაფილებია. ასრს — არ აქვს რეგულარული ნებაყოფლობითი ლოცვები, ორი რაქათი მაღრიბის შემდეგ, ორი რაქათი იშას შემდეგ, ორი რაქათი ფაჯრის წინ.
განთიადის(ფაჯრის) ლოცვის წინ არსებული ორი რაქათი განსაკუთრებულად გამორჩეულია იმით რომ:
უკეთესია, რომ მორწმუნემ განთიადის წინა ეს ორი რაქათი მსუბუქად და ხანმოკლედ აღასრულოს.
და მასში იკითხოს ორი სურა
﴿قُلۡ يَٰٓأَيُّهَا ٱلۡكَٰفِرُونَ 1﴾
{უთხარი: ჰეი, ურწმუნოებო 1}, პირველ რაქაათში და
﴿قُلۡ هُوَ ٱللَّهُ أَحَدٌ 1﴾
{თქვი: იგია, ალლაჰი ერთადერთი! 1} მეორე რაქათში, ან უზენაესის სიტყვით:
﴿قُولُوٓاْ ءَامَنَّا بِٱللَّهِ وَمَآ أُنزِلَ إِلَيۡنَا...﴾
{თქვით, რომ ვირწმუნეთ ჩვენ ალლაჰი და ის რაც ჩვენ მოგვევლინა...} [ალ-ბაყარა: 136]. აიათი სურა ალ-ბაყარადან პირველ რაქათში, და
﴿قُلۡ يَٰٓأَهۡلَ ٱلۡكِتَٰبِ تَعَالَوۡاْ إِلَىٰ كَلِمَةٖ سَوَآءِۭ بَيۡنَنَا وَبَيۡنَكُمۡ...﴾
{უთხარი: ჰეი, წიგნის ხალხო, მოდით სამართლიან სიტყვაზე, ჩვენსა და თქვენს შორის...} [აალ იმრაან: 64]. მეორე რაქათში აიათი სურა აალუ იმრანიდან.
და (გამოირჩევა) იმითაც , რომ ეს ლოცვა ანუ ფაჯრის წინ არსებული სასურველი სუნნათის ლოცვა სრულდება როგორც სახლში ყოფნისას, ისე მგზავრობის დროს.
და მასში, ანუ ფაჯრის წინ არსებულ რაქათებში არის დიდი სიკეთე/მადლი, რაზეც მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«رَكْعَتَا الْفَجْرِ خَيْرٌ مِنَ الدُّنْيَا وَمَا فِيهَا».
«განთიადის ორი რაქათი უკეთესია ამ ქვეყანაზე და ყველაფერზე, რაც მასშია»72.
2- მათ შორის არის: ვითრის ლოცვა:
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცედ დადგენილი ნებაყოფლობითი ლოცვა, რომელსაც ზოგი სწავლული სავალდებულოდ თვლიდა. იმამმა აჰმადმა, ალლაჰმა შეიწყალოს ის, თქვა მის შესახებ: «ვინც ვითრის ლოცვას ტოვებს, ის არის ცუდი ადამიანი, და მისი მოწმობა არ უნდა იქნას მიღებული»73.
ღამის ლოცვები სრულდება ვითრით. ვინც შიშობს, რომ ვერ გაიღვიძებს ღამის ბოლოს, ვითრი შეასრულოს ძილის წინ. ხოლო ვინც იმედოვნებს, რომ გაიღვიძებს ღამის ბოლოს ვითრი უნდა შეასრულოს ნებაყოფლობითი ლოცვების დასრულების შემდეგ. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«اجْعَلُوا آخِرَ صَلَاتِكُمْ بِاللَّيْلِ وِتْرًا».
«შეასრულეთ ვითრი, როგორც ღამის ლოცვების ბოლო ნაწილი»74.
მისი მინიმუმია ერთი რაქათი, მაქსიმუმი თერთმეტი რაქათი, ხოლო სრულყოფილების მინიმალური დონეა სამი რაქათი.
თუ ვინმე ასრულებს ვითრს სამი რაქათით, მას აქვს არჩევანი: თუ ის მოისურვებს შეასრულებს მათ ზედიზედ ერთი თაშაჰუდით, ხოლო თუ მოისურვებს ორ რაქათს დაასრულებს სალამით, შემდეგ კი შეასრულებს ერთ რაქათს.
თუ ადამიანი დაავიწყდა ვითრის ლოცვა ან დაეძინება და ვერ ილოცა ის, მაშინ ის უნდა აღადგინოს დღისით ლუწი (დაწყვილებული) რაქათებით და არა კენტად. ანუ, თუ მისი ჩვევა იყო ვითრის სამ რაქათად შესრულება, ილოცოს ოთხი, თუ ხუთი რაქათი, ილოცოს ექვსი და ასე შემდეგ. ეს ეფუძნება სანდო ჰადისს, რომლის მიხედვითაც, როდესაც ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ეძინებოდა ან ავად იყო და ვერ დგებოდა ღამის ლოცვისთვის, დღისით ასრულებდა მას თორმეტი რაქათით75.
3- მათ შორისაა: დუჰას ლოცვა:
დუჰას ლოცვის მინიმუმია ორი რაქათი, ხოლო მაქსიმუმი არ განსაზღვრულა; რადგან ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ასრულებდა დუჰას ლოცვას ოთხი რაქათით და უმატებდა იმდენს, რამდენიც ალლაჰს სურდა76.
დუჰას ლოცვის დრო იწყება მაშინ, როცა მზე აიწევს შუბის სიმაღლეზე ანუ მზის ამოსვლიდან დაახლოებით თხუთმეტი წუთის შემდეგ და გრძელდება მზის ზენიტამდე ცოტა ხნით ადრე, ანუ დაახლოებით ათ წუთამდე ადრე ან მის ახლოს.
დუჰას ლოცვის კანონიერების მტკიცებულებაა აბუ ჰურაირას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ჰადისი, სადაც ის ამბობს:
«أَوْصَانِي خَلِيلِي بِثَلَاثٍ: صِيَامِ ثَلَاثَةِ أَيَّامٍ مِنْ كُلِّ شَهْرٍ، وَرَكْعَتَي الضُّحَى، وَأَنْ أُوتِرَ قَبْلَ أَنْ أَنَامَ».
«ჩემმა ყველაზე საყვარელმა მეგობარმა (მოციქულმა) მირჩია სამი რამ: ყოველ თვეში სამდღიანი მარხვის დაცვა, დუჰა ლოცვის შესრულება და ძილის წინ ვითრის შესრულება»77.
აბუ ზარრ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«يُصْبِحُ عَلَى كُلِّ سُلَامَى مِنْ أَحَدِكُمْ صَدَقَةٌ، فَكُلُّ تَسْبِيحَةٍ صَدَقَةٌ، وَكُلُّ تَحْمِيدَةٍ صَدَقَةٌ، وَكُلُّ تَهْلِيلَةٍ صَدَقَةٌ، وَكُلُّ تَكْبِيرَةٍ صَدَقَةٌ، وَأَمْرٌ بِالْمَعْرُوفِ صَدَقَةٌ، وَنَهْيٌ عَنِ الْمُنْكَرِ صَدَقَةٌ، وَيُجْزِئُ مِنْ ذَلِكَ رَكْعَتَانِ يَرْكَعُهُمَا مِنَ الضُّحَى».
«ყოველ დილით თითოეული თქვენგანის სახსარზე მოდის ერთი სადაყა(მოწყალების გაღება). ყოველი სიტყვა სუბჰაან ალლაჰ არის სადაყა ყოველი ალჰამდუ ლილლაჰ სადაყა, ყოველი ლაა ილააჰა ილლაა ალლაჰ სადაყა, ყოველი ალლაჰუ აქბარ სადაყა. ბრძანება კეთილისკენ — არის სადაყა, აკრძალვა ცუდისგან არის სადაყა. და ამ ყველაფერს სრულად ანაცვლებს ორი რაქათი, რომელიც დუჰას დროს ილოცება».78
აკრძალული დროები
ეს არის ის დროები, როცა შარიათმა აკრძალა ნებაყოფლობითი ლოცვების შესრულება, ანუ ისეთი ნებაყოფლობითი ლოცვები, რომლებსაც არ აქვს კონკრეტული მიზეზი.
აკრძალული დროები სამია:
პირველი აკრძალული დრო დგება: ფაჯრის ლოცვის შემდეგ და გრძელდება მანამ, სანამ მზე არ აიწევს შუბის სიმაღლეზე, რაც ნიშნავს მზის ამოსვლიდან დაახლოებით თხუთმეტი წუთის გასვლას, ფაჯრის ლოცვაში იგულისხმება თითოეული ადამიანის მიერ პირადად შესრულებული ლოცვა.
მეორე აკრძალული დრო არის ზუსტად შუადღისას, როცა მზე დგას ზენიტში და ჯერ კიდევ არ გადახრილა დასავლეთისკენ. ეს დრო იწყება დაახლოებით ათი წუთით ადრე გადახრამდე, შუადღის ამ მონაკვეთში არ უნდა შესრულდეს ნებაყოფლობითი ლოცვები.
მესამე აკრძალული დრო: არის ასრის ლოცვის შესრულების შემდეგ და გრძელდება მზის ჩასვლამდე, მნიშვნელოვანია, რომ ითვალისწინება თითოეული ადამიანის მიერ პირადად შესრულებული ლოცვა: როცა ადამიანი თვითონ ასრულებს ასრის ლოცვას, მას ეკრძალება ლოცვის შესრულება მზის ჩასვლამდე.
თუმცა აქედან მოხდება გამონაკლისის დაშვება:
სავალდებულო ლოცვები მაგალითად: თუ ადამიანს ამ აკრძალულ დროს გაახსენდება, რომ სავალდებულო ლოცვა აქვს გამოტოვებული, მას უფლება აქვს აღადგინოს იგი, რადგან ეს დაშვებულია მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზოგადი ნათქვამის საფუძველზე:
«مَنْ نَامَ عَنْ صَلَاةٍ أَوْ نَسِيَهَا؛ فَلْيُصَلِّهَا إِذَا ذَكَرَهَا».
«ვინც დაიძინებს და გამოტოვებს ლოცვას ან დაავიწყდა ის, დაე, შეასრულოს ის, როგორც კი გაახსენდება»79.
2- აგრეთვე, გამონაკლისს წარმოადგენს უპირატესად მიღებული მოსაზრების თანახმად ყველა ნებაყოფლობითი ლოცვა, რომელსაც აქვს მიზეზი, რადგან ასეთი ლოცვა მჭიდროდ არის დაკავშირებული მის მიზეზთან, და ეს მიზეზი ამართლებს მის შესრულებას. ამიტომ მასზე არ ვრცელდება ის სიბრძნე, რის გამოც აკრძალულია სხვა ნებაყოფლობითი ლოცვები ამ დროს, მაგალითად: თუ შენ ასრის ლოცვის შემდეგ შედიხარ მეჩეთში, შენ ასრულებ ორ რაქათს (მეჩეთის მისალმების), რის საფუძველზეც მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობს:
«إِذَا دَخَلَ أَحَدُكُمُ الْمَسْجِدَ؛ فَلَا يَجْلِسْ حَتَّى يُصَلِّيَ رَكْعَتَيْنِ».
«თუ რომელიმე თქვენგანი შევა მეჩეთში არ დაჯდეს მანამ, სანამ არ ილოცებს ორ მუხლს».80 იგივე ეხება იმ შემთხვევასაც, როცა მეჩეთში შედიხარ ფაჯრის ლოცვის შემდეგ ან მზის ზენიტის დროს.
იგივე ეხება შემთხვევას, როცა მზის დაბნელება მოხდება ასრის ლოცვის შემდეგ ასეთ დროს სრულდება დაბნელების ლოცვა,
რადგან ეს ლოცვა დაკავშირებულია კონკრეტულ მიზეზთან.
იგივე ეხება შემთხვევას, როცა ადამიანი კითხულობს ყურანს და წააწყდება საჯდას აიათს, ის ასრულებს საჯდას თუნდაც აკრძალულ დროს, რადგან ეს ქმედება მიზეზით არის განპირობებული, და, შესაბამისად, დასაშვებია.
ლოცვის მიმტოვებლის განაჩენი
შეკითხვა: თუ კაცი უბრძანებს თავის ოჯახს ლოცვისკენ, მაგრამ ისინი არ უსმენენ მას, დარჩეს მათთან ერთად საცხოვრებლად და ურთიერთობაში, თუ დატოვოს სახლი?
პასუხი: თუ ეს ოჯახის წევრები საერთოდ არ ასრულებენ სავალდებულო ლოცვებს, მაშინ ისინი არიან ურწმუნონი, განდგომილნი და ისლამის საზღვრებს გარეთ გამოსულნი, ამიტომ არ არის ნებადართული, რომ ადამიანმა იცხოვროს მათთან ერთად.
თუმცა მას ევალება, რომ მოუწოდოს მათ, ილოცოს მათთვის, ეძიოს გამოსწორების გზას და განმეორებით დარიგება გაუწიოს, იქნებ ალლაჰმა მოახდინოს მათი გზაზე დაყენება. რადგან ლოცვის მიმტოვებელი ურწმუნოა, ღმერთმა დაგვიფაროს! ამის დასტურია: ალლაჰის წიგნი (ყურანი), სუნნა, საჰაბათა მოსაზრებები და საღი აზრი. ეს ყველაფერი მოითხოვს, რომ ადამიანი ფრთხილად უნდა მოეკიდოს ამ საშინელ და დამღუპველ საქციელს.
რაც შეეხება ყურანის დასტურს, უზენაესი ალლაჰი ამბობს მუშრიქებზე:
﴿فَإِن تَابُواْ وَأَقَامُواْ ٱلصَّلَوٰةَ وَءَاتَوُاْ ٱلزَّكَوٰةَ فَإِخۡوَٰنُكُمۡ فِي ٱلدِّينِ...﴾
{ხოლო თუ მოინანიეს, ლოცვად დადგნენ და ზაქათი გასცეს, თქვენი ძმები არიან რჯულში...) [ათ-თავბა: 11] აიათის მნიშვნელობა ასეთია: თუ ისინი ლოცვას არ აღასრულებენ, მაშინ ისინი არ არიან ჩვენი ძმები, რელიგიური ძმობა არ უქმდება მხოლოდ ცოდვების გამო, თუნდაც ისინი მძიმე იყოს, არამედ ის უქმდება ისლამიდან გასვლის შედეგად.
რაც შეეხება სუნნას, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა, როგორც გადმოცემულია იმამ მუსლიმის მიერ ჯააბირის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ჰადისში:
«بَيْنَ الرَّجُلِ وَبَيْنَ الْكُفْرِ وَالشِّرْكِ تَرْكُ الصَّلَاةِ».
«ადამიანს, ურწმუნოებას და მრავალღმერთიანობას შორის გამყოფია ლოცვის მიტოვება».81 და ასევე მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვები ბურაიდას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ჰადისში, რომელიც მოტანილია ას-სუნანებში:
«الْعَهْدُ الَّذِي بَيْنَنَا وَبَيْنَهُمُ: الصَّلَاةُ، فَمَنْ تَرَكَهَا فَقَدْ كَفَرَ».
«აღთქმა ჩვენსა და მათ შორის არის ლოცვა, და ვინც მიატოვა ლოცვა ურწმუნოება გააკეთა»82.
რაც შეეხება საჰაბათა სიტყვებს, მორწმუნეთა მმართველმა უმარ იბნ ალ-ხატტაბმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: «არ აქვს წილი ისლამში მას, ვინც ლოცვას ტოვებს»83. ალ-ჰაზზ (الحَظُّ) ნიშნავს წილს, ხოლო აქ ის მოყვანილია ნაქირა ფორმით უარყოფის კონტექსტში, რაც მიუთითებს სარწმუნოებრივი წილის სრულ არარსებობაზე.
აბდულლაჰ იბნ შაყიყმა თქვა: «მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საჰაბები არ მიიჩნევდნენ არცერთი საქმის მიტოვებას ურწმუნოებად, გარდა ლოცვისა».84
რაც შეეხება საღი გონებით განსჯას, ითქმის: შეიძლება წარმოიდგინო ადამიანი, რომლის გულშიც არის თუნდაც მდოგვის მარცვლისოდენა იმანი(რწმენა ალლაჰისადმი), რომელიც იცნობს ლოცვის დიად მნიშვნელობას და იმას, თუ როგორ ზრუნავს ალლაჰი მასზე და ამის შემდეგ მაინც მუდმივად და მთლიანად ტოვებს მას?! ეს წარმოუდგენელია.
მე განვიხილე მტკიცებულებები, რომლებსაც მოჰყავთ ისინი, ვინც ამბობს, რომ ლოცვის მიტოვებელი არ არის ურწმუნო, და აღმოვაჩინე, რომ ეს მტკიცებულებები არ სცდება ხუთ სხვადასხვა შემთხვევას:
1- რაც შეეხება მას, ამ მტკიცებულებებს საერთოდ არ აქვთ საფუძველი.
2- ან ისინი შეიცავს ისეთ აღწერილობას, რომ ამ პირობებში ლოცვის მიტოვება გამორიცხულია.
3- ან ისინი გადმოცემულია ისეთ მდგომარეობასთან დაკავშირებით, როცა ლოცვის მიტოვება გამართლებულია გამონაკლისის სახით.
4. ან ეს არის ზოგადი მტკიცებულებები, რომლებიც უნდა დაკონკრეტდეს იმ ჰადისებით, რომლებიც ლოცვის მიტოვების გამო ურწმუნოებაზე მიუთითებენ.
5. ან ეს არის სუსტი (არასანდო) მტკიცებულებები, რომლებიც ვერ დაეწინააღმდეგებიან სანდო ჰადისებთან.
ტექსტებში (ყურანსა და სუნნაში) არ გვხვდება ნათქვამი, რომ ლოცვის მიტოვებული არის მორწმუნე, ან რომ ის შევა სამოთხეში, ან გადაურჩება ჯოჯოხეთის ცეცხლს, რომ ამის გამო დაგვჭირდეს მის მიმართ გამოტანილი ურწმუნოების განმარტება, როგორც წყალობის უარყოფა ან ურწმუნოება, რომელსაც ისლამიდან არ გამოჰყავს.
თუ აშკარა გახდება, რომ ლოცვის მიმტოვებელი არის ურწმუნო, განდგომილი ურწმუნოებით, მაშინ მასზე ვრცელდება განდგომილთა შესახებ დადგენილი განჩინებები, მათ შორისაა:
პირველ რიგში: მას არ შეუძლია დაქორწინება. თუ ქორწინების შეთანხმება შესრულდა მაშინ, როცა ის ლოცვას არ ასრულებდა, ქორწინება ბათილია, და ცოლი არ არის მისთვის დასაშვები, რადგან უზენაესის თქმით მუჰაჯირ ქალებზე:
﴿...فَإِنۡ عَلِمۡتُمُوهُنَّ مُؤۡمِنَٰتٖ فَلَا تَرۡجِعُوهُنَّ إِلَى ٱلۡكُفَّارِۖ لَا هُنَّ حِلّٞ لَّهُمۡ وَلَا هُمۡ يَحِلُّونَ لَهُنَّ...﴾
{...ხოლო თუ დარწმუნდით, რომ მორწმუნენი არიან, მაშინ არ მიუბრუნოთ ისინი ურწმუნოებს. არ არიან ისინი ნებადართულნი მათთვის და არც ისინი არიან ნებადართულნი მათთვის...} [ალ-მუმთაჰინა: 10].
მეორეც: თუ ქორწინების შეთანხმების შემდეგ მან ლოცვა მიატოვა, მისი ქორწინება გაუქმდება და ცოლი მისთვის აღარ იქნება დასაშვები ზემოთ ხსენებული აიათის საფუძველზე, სწავლულების ცნობილი განმარტებების მიხედვით, არის ეს ქორწინებამდელი პერიოდისთვის თუ ქორწინების შემდგომისთვის.
მესამე: თუ ეს კაცი, რომელიც ლოცვას არ ასრულებს, დაკლავს (ცხოველს), მისი დაკლული არ არის ნებადართული საჭმელად, რადგან ის ჰარამია. მაშინ, როცა თუ ებრაელი ან ქრისტიანი დაკლავს, მათი დაკლული ცხოველი ჩვენთვის დასაშვებია. გამოდის, დაე, ალლაჰმა დაგვიფაროს, რომ მისი დაკლული უფრო ბინძურია, ვიდრე ებრაელებისა და ქრისტიანების.
მეოთხე: მისთვის არ არის ნებადართული მექქაში ან მის წმინდა საზღვრებში (ჰარამში) შესვლა, უზენაესის სიტყვების თანახმად:
﴿يَٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوٓاْ إِنَّمَا ٱلۡمُشۡرِكُونَ نَجَسٞ فَلَا يَقۡرَبُواْ ٱلۡمَسۡجِدَ ٱلۡحَرَامَ بَعۡدَ عَامِهِمۡ هَٰذَا...﴾
{ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! უეჭველია, წარმართები უწმინდურები არიან და ნუ მიუახლოვდებიან მესჯიდი ჰარამს (ქააბას) ამ წლის შემდგომ...} [ათ-თავბა: 28]
მეხუთე: თუ მისი რომელიმე ნათესავი გარდაიცვლება, მას (ვინც ლოცვას არ ასრულებს) არ აქვს მემკვიდრეობის უფლება. თუ მუსლიმი, რომელიც ლოცულობდა, გარდაიცვალა და მას დარჩა ვაჟი, რომელიც ლოცვას არ ასრულებს, და შორეული ბიძაშვილი, ვინ მიიღებს მის მემკვიდრეობას?
პასუხი: მემკვიდრეობას მიიღებს მისი შორეული ბიძაშვილი და არა მისი ვაჟი, როგორც თქვა მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უსამას ჰადისში:
«لَا يَرِثُ الْمُسْلِمُ الْكَافِـرَ، وَلَا الْكَافِـرُ الْمُسْلِمَ».
«მუსლიმი არ მემკვიდრეობს ურწმუნოსგან, და ურწმუნოც არ მემკვიდრეობს მუსლიმისგან». შეთანხმებული ჰადისია85, შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქმით:
«أَلْحِقُـوا الْفَرَائِضَ بِأَهْلِهَا، فَمَا بَقِيَ فَلِأَوْلَى رَجُلٍ ذَكَرٍ».
«გადაეცით განსაზღვრული წილები მათ მფლობელებს, ხოლო რაც დარჩება მიეკუთვნება ყველაზე ახლო მამაკაც ნათესავს» შეთანხმებული ჰადისია86, და ეს მაგალითი ვრცელდება ყველა მემკვიდრეზე.
მეექვსე: თუ ის გარდაიცვალა, ის არ უნდა განიბანოს, არ უნდა გაეხვიოს სუდარაში, არ ილოცება ჯანაზის ლოცვა მისთვის და არ უნდა დაიკრძალოს მუსლიმებთან ერთად, ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ მასთან?
პასუხი: მას გავიყვანთ უდაბნოში, გავთხრით სამარეს და ჩავმარხავთ იმ ტანსაცმლით, რაც აცვია, რადგან მას არ აქვს ღირსება. ამ საფუძველზე არ არის ნებადართული არავის, ვინც მოკვდა და მან იცის, რომ ეს ადამიანი ლოცვას არ ასრულებდა, რომ მოიყვანოს იგი მუსლიმებთან, რათა მათ ჯანაზას ლოცვა ილოცონ მისთვის.
მეშვიდე: ის აღდგომის დღეს აღდგება ფარაონთან, ჰამანთან, ყარუნთან და უბაი იბნ ხალაფთან ერთად ურწმუნოების წინამძღოლებთან (ალლაჰმა დაგვიფაროს!) და არ შევა სამოთხეში, ასევე, მის ოჯახიდან არავის აქვს უფლება მოუხმოს მისთვის მოწყალებისა და მიტევების თხოვნით, რადგან ის არის ურწმუნო და არ იმსახურებს ამას, როგორც ამბობს უზენაესი:87
﴿مَا كَانَ لِلنَّبِيِّ وَٱلَّذِينَ ءَامَنُوٓاْ أَن يَسۡتَغۡفِرُواْ لِلۡمُشۡرِكِينَ وَلَوۡ كَانُوٓاْ أُوْلِي قُرۡبَىٰ مِنۢ بَعۡدِ مَا تَبَيَّنَ لَهُمۡ أَنَّهُمۡ أَصۡحَٰبُ ٱلۡجَحِيمِ 113﴾
{არ შეშვენის შუამავალს და იმათაც, ვინც ირწმუნა, პატიება ითხოვონ წარმართებისთვის (მუშრიქ), თუნდაც ახლობელნი იყვნენ, მას შემდეგ, რაც განეცხადათ მათ, რომ სწორედ ისინი არიან ჯოჯოხეთის ბინადრები} [ათ-თავბა: 113].
ამრიგად, ძმანო, ეს საკითხი უკიდურესად სერიოზულია. სამწუხაროდ, ზოგიერთები ამ მძიმე საკითხს შეუფერებელი შემსუბუქებით ეკიდებიან.
მაგრამ მონანიების კარები ღიაა და ყოველი ქება ალლაჰს ეკუთვნის, როგორც თქვა უზენაესმა:
﴿فَخَلَفَ مِنۢ بَعۡدِهِمۡ خَلۡفٌ أَضَاعُواْ ٱلصَّلَوٰةَ وَٱتَّبَعُواْ ٱلشَّهَوَٰتِۖ فَسَوۡفَ يَلۡقَوۡنَ غَيًّا ٥٩ إِلَّا مَن تَابَ وَءَامَنَ وَعَمِلَ صَٰلِحٗا فَأُوْلَٰٓئِكَ يَدۡخُلُونَ ٱلۡجَنَّةَ وَلَا يُظۡلَمُونَ شَيۡـٔٗا٦٠ جَنَّٰتِ عَدۡنٍ ٱلَّتِي وَعَدَ ٱلرَّحۡمَٰنُ عِبَادَهُۥ بِٱلۡغَيۡبِۚ إِنَّهُۥ كَانَ وَعۡدُهُۥ مَأۡتِيّٗا٦١ لَّا يَسۡمَعُونَ فِيهَا لَغۡوًا إِلَّا سَلَٰمٗاۖ وَلَهُمۡ رِزۡقُهُمۡ فِيهَا بُكۡرَةٗ وَعَشِيّٗا 62﴾
{მათ შემდგომ მოვიდნენ შთამომავლები, რომელთაც მიატოვეს ლოცვა და აჰყვნენ ვნებებს, მალე კი გადაეყრებიან ღაიას (ჯოჯოხეთის ერთ-ერთი სახელი) 59
იმათ გარდა, ვინც მოინანია, ირწმუნა და სიკეთე აკეთა. ისინი შევლენ სამოთხეში და არ შეეხებათ უსამართლობა 60
ედემის ბაღებში, რომელთაც მოწყალე დაჰპირდა თავის მსახურებს უხილავად, და აჰა, მისი აღთქმა აღსრულდება 61
და არ გაიგონებენ იქ ამაო სიტყვას, გარდა მშვიდობას! - და ექნებათ სარჩო დილა-საღამოს} 62 [მარიამ: 59-62].
ვევედრებით ალლაჰს, უზენაესს, რომ მიგვიძღვეს ჩვენ და ჩვენს მუსლიმ ძმებს მისი მორჩილებისკენ ისე, როგორც ის კმაყოფილი დარჩება ჩვენით, ალლაჰმა იცის უკეთ, და ალლაჰმა დალოცოს ჩვენი შუამავალ მუჰამმადი, მისი ოჯახი და მისი ყველა საჰაბა.
მუჰამმად იბნ საალიჰ ალ-უსაიმინ
მონანიება
მონანიება: ის არის დაბრუნება ალლაჰის ურჩობიდან მისი მორჩილებისკენ.
მონანიება სავალდებულოა ყოველი მორწმუნისთვის.
﴿يَٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُواْ تُوبُوٓاْ إِلَى ٱللَّهِ تَوۡبَةٗ نَّصُوحًا...﴾
{ო მორწმუნენო! მოინანიეთ ალლაჰთან გულწრფელი მონანიებით...} [ათ-თაჰრიიმ: 8]
მონანიება საყვარელია ალლაჰისთვის, ყოვლად დიდებულისა და აღმატებულისა.
﴿...إِنَّ ٱللَّهَ يُحِبُّ ٱلتَّوَّٰبِينَ وَيُحِبُّ ٱلۡمُتَطَهِّرِينَ﴾
{...ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს მომნანიებელნი და უყვარს განწმენდილნი} [ალ-ბაყარა: 222].
მონანიება წარმატების მიღწევის ერთ-ერთი მიზეზია.
﴿...وَتُوبُوٓاْ إِلَى ٱللَّهِ جَمِيعًا أَيُّهَ ٱلۡمُؤۡمِنُونَ لَعَلَّكُمۡ تُفۡلِحُونَ﴾
{...და მოინანიეთ ალლაჰის წინაშე ყველამ ჰეი, მორწმუნენო! მოიანიეთ ალლაჰის წინაშე, რათა ეგების ნეტარ იქმნეთ} [ან-ნურ: 31]. წარმატება ეს არის ის, რომ ადამიანმა მიაღწიოს სასურველს და გადარჩეს იმისაგან, რისიც ეშინოდა.
მონანიების მეშვეობით ალლაჰი აპატიებს ცოდვებს, როგორი დიდიც არ უნდა იყოს ისინი და რამდენიც არ უნდა იყოს.
﴿قُلۡ يَٰعِبَادِيَ ٱلَّذِينَ أَسۡرَفُواْ عَلَىٰٓ أَنفُسِهِمۡ لَا تَقۡنَطُواْ مِن رَّحۡمَةِ ٱللَّهِۚ إِنَّ ٱللَّهَ يَغۡفِرُ ٱلذُّنُوبَ جَمِيعًاۚ إِنَّهُۥ هُوَ ٱلۡغَفُورُ ٱلرَّحِيمُ 53﴾
{თქვი: ჰეი, ჩემო მსახურნო, რომელთაც ზღვარს გახვედით საკუთარი თავის საზიანოდ! ნუ მოიწყვიტავთ იმედს ალლაჰის წყალობისგან. ჭეშმარიტად, ალლაჰი მიუტევებს ცოდვებს სრულიად, რამეთუ იგია შემნდობი, მწყალობელი 53} [აზ-ზუმარ: 53]. ნუ დაკარგავ იმედს, ცოდვილო ძმაო, შენი ღმერთის მოწყალების მიმართ, რადგან მონანიების კარი ღიაა მანამდე, სანამ მზე დასავლეთიდან ამოვა. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«إنَّ اللَّهَ يَبْسُطُ يَدَهُ بِاللَّيْلِ؛ لِيَتُوبَ مُسِيءُ النَّهَارِ، وَيَبْسُطُ يَدَهُ بِالنَّهَارِ؛ لِيَتُوبَ مُسِيءُ اللَّيْلِ، حَتَّى تَطْلُعَ الشَّمْسُ مِنْ مَغْرِبِهَا».
«ჭეშმარიტად, დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰი ღამით გაწვდის თავის ხელს, რათა დღის დამნაშავემ მოინანიოს, და დღისით გაწვდის თავის ხელს, რათა ღამის დამნაშავემ მოინანიოს, სანამ მზე დასავლეთიდან ამოვა» გადმოსცა მუსლიმმა88.
რამდენი ადამიანია, ვინც მრავალი დიდი ცოდვისგან მოინანა და ალლაჰმა მიუტევა მას! უზენაესი ალლაჰი ამბობს:
﴿وَٱلَّذِينَ لَا يَدۡعُونَ مَعَ ٱللَّهِ إِلَٰهًا ءَاخَرَ وَلَا يَقۡتُلُونَ ٱلنَّفۡسَ ٱلَّتِي حَرَّمَ ٱللَّهُ إِلَّا بِٱلۡحَقِّ وَلَا يَزۡنُونَۚ وَمَن يَفۡعَلۡ ذَٰلِكَ يَلۡقَ أَثَامٗا٦٨ يُضَٰعَفۡ لَهُ ٱلۡعَذَابُ يَوۡمَ ٱلۡقِيَٰمَةِ وَيَخۡلُدۡ فِيهِۦ مُهَانًا٦٩ إِلَّا مَن تَابَ وَءَامَنَ وَعَمِلَ عَمَلٗا صَٰلِحٗا فَأُوْلَٰٓئِكَ يُبَدِّلُ ٱللَّهُ سَيِّـَٔاتِهِمۡ حَسَنَٰتٖۗ وَكَانَ ٱللَّهُ غَفُورٗا رَّحِيمٗا٧٠﴾
{რომელნიც არ მოუხმობენ ალლაჰის გარდა სხვა ღვთაებებს, და არ კლავენ სულს, რომელიც აკრძალა ალლაჰმა, თუ არა მხოლოდ სიმართლით. და არ მრუშობენ. ვინც ამას იქმს, სასჯელს გადაეყრება 68
მისი სასჯელი აღდგომის დღეს გაორმაგდება და მარადიულად იქნება მასში დამცირებული
იმათ გარდა, ვინც მოინანიებს, ირწმუნებს და სამართლიანად მოიქცევა. მათ ავ საქმეებს ალლაჰი კეთილით შეცვლის, რამეთუ ალლაჰი მიმტევებელი, მწყალობელია 70} [ალ-ფურყაან: 68-70]
გულწრფელი მონანიება არის, რომელშიც ერთდროულად შეკრებილია ხუთი პირობა:
პირველი: გულწრფელობა ალლაჰის მიმართ, რომ მონანიება სრულდებოდეს მხოლოდ ალლაჰის კმაყოფილების, მისი სახის მოსაპოვებლად, მის ჯილდოზე სამტკიცებლად და მისი სასჯელისგან თავის დასაღწევად.
მეორე: ცოდვის ჩადენაზე გულწრფელი სინანული ისე, რომ ადამიანი დაღონებულია ჩადენილი საქციელით და სურვილი აქვს, ნეტავ არ ჩაედინა იგი საერთოდ.
მესამე: დაუყოვნებლივ დატოვოს ცოდვა. თუ ცოდვა ეხება ალლაჰის უფლებას მან უნდა დატოვოს აკრძალული საქმე, ხოლო თუ ეს ვალდებულების მიტოვებაა, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მისი შესრულება. თუ ცოდვა შეეხებოდა სხვა ქმნილებას, მან უნდა იჩქაროს თავის დახსნა იმით, რომ ან დაუბრუნოს მას მისი უფლება, ან სთხოვოს პატიება და გათავისუფლება მისგან.
მეოთხე: მტკიცე გადაწყვეტილება იმისა, რომ მომავალში აღარ დაბრუნდება ცოდვასთან.
მეხუთე: მონანიება არ უნდა მოხდეს მის მიღებამდე დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ, ანუ მანამ უნდა მოინანიოს, სანამ მოვა სიკვდილის ჟამი, ან სანამ მზე ამოვა დასავლეთიდან. უზენაესი ალლაჰი ამბობს:
﴿وَلَيۡسَتِ ٱلتَّوۡبَةُ لِلَّذِينَ يَعۡمَلُونَ ٱلسَّيِّـَٔاتِ حَتَّىٰٓ إِذَا حَضَرَ أَحَدَهُمُ ٱلۡمَوۡتُ قَالَ إِنِّي تُبۡتُ ٱلۡـَٰٔنَ...﴾
{და არ არის შენდობა მათთვის, რომელნიც სჩადიან უკეთურობას, ვიდრე მათ სიკვდილი მოუწევდეს და იტყოდეს ახლა ვინანიებ...} [სურა ან-ნისა: 18] თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
«مَنْ تَابَ قَبْلَ أَنْ تَطْلُعَ الشَّمْسُ مِنْ مَغْرِبِهَا؛ تَابَ اللهُ عَلَيْهِ».
«ვინც მოინანიებს მანამდე, სანამ მზე ამოვა დასავლეთიდან ალლაჰი მიიღებს მის მონანიებას». გადმოსცა მუსლიმმა89 ო, ალლაჰ, მოგვმადლე გულწრფელი მონანიება და მიიღე იგი უეჭველად, შენ ხარ ყოვლისმსმენი და ყოვლისმცოდნე.
მუჰამმად იბნ საალიჰ ალ-უსაიმინ
ჰიჯრის 1406 წლის 17 რაბიულ საანი
მესამე თავი: დაკრძალვები
გარდაცვლილის(დაბანვის) დაკრძალვის წესები.
მისი დაბანვის ფორმა.
მისი ქაფანის (სუდარა) შეხვევის წესი:
მასზე ლოცვის ფორმა.
მისი დაკრძალვის წესი.
მიცვალებულის დაბანის წესები
ყოველი ქება დიდება ეკუთვნის ალლაჰს, სამყაროების უფალს.
ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა, იგი ერთადერთია, მას არ ჰყავს თანამოზიარე, იგი არის პირველი და უკანასკნელი თაობების ღმერთი, და ვამოწმებ, რომ მუჰამმადი არის მისი მონა და მოციქული, წინასწარმეტყველთა ბეჭედი და ღვთისმოშიშთა იმამი. ალლაჰის დალოცვა და მშვიდობა იყოს მასზე, მის ოჯახზე, მის საჰაბებზე და მათზე, ვინც მათ კეთილად გაჰყვა განკითხვის დღემდე. ამის შემდეგ:
ეს არის მოკლე მიმოხილვა, რომელიც შეეხება მიცვალებულის დაბანას, შეხვევას ქაფინში და დაკრძალვას. მაგრამ სანამ შევუდგებით ძირითად თემას, წინასწარ წარმოვადგენთ შემდეგ პარაგრაფებს:
1- მუსლიმი მიცვალებულის დაბანა, ქაფინში შეხვევა და დაკრძალვა არის ფარდ ქიფაია (საზოგადოებრივი სავალდებულო ვალდებულება). ამიტომ, ვისაც კი ამ საქმეში მონაწილეობა აქვს, უნდა დაისახოს განზრახვა, რომ იგი ასრულებს ამ ვალდებულებას, რათა ალლაჰისგან მიიღოს ჯილდო და საზღაური. რაც შეეხება ურწმუნოებს არ არის დაშვებული მისი დაბანა, ქაფინში შეხვევა ან დაკრძალვა მუსლიმებთან ერთად.
2- მიცვალებულის დამბანი არის ნდობით აღჭურვილი პირი მიცვალებულთან დაკავშირებით, ამიტომ მასზე სავალდებულოა, რომ შეასრულოს ყველაფერი, რაც აუცილებელია მიცვალებულის დაბანისა და სხვა მსგავსი ქმედებებისთვის.
3- დამბანი არის ნდობით აღჭურვილი მიცვალებულთან მიმართებით, ამიტომ სავალდებულოა, რომ დაფაროს ყველაფერი მიცვალებულში ნანახი უსიამოვნო ან სამარცხვინო რამ და არ გაავრცელოს ან არ მოყვეს ის, რაც შეურაცხმყოფელია მიცვალებულისთვის.
4- დამბანი არის მიცვალებულზე ნდობით აღჭურვილი პირი,
ამიტომ არ არის მისაღები, რომ ნებისმიერს მისცეს უფლება დაესწროს მიცვალებულის დაბანვას, გარდა იმ პირებისა, ვისაც ნამდვილად სჭირდება დასწრება, მაგალითად: მიცვალებლის გადაბრუნებაში დასახმარებლად, წყლის დასასხმელად, ან სხვა მსგავსი აუცილებელი დახმარებისთვის.
5- დამბანი არის მიცვალებულზე ნდობით აღჭურვილი პირი,
ამიტომ ვალდებულია მოეპყროს მიცვალებულს რბილად და პატივისცემით, და არ უნდა გამოიჩინოს სიმკაცრე, უხეშობა ან შურისძიება მის მიმართ, როცა ხდის ტანსაცმელს, ბანს მას ან სხვა მოქმედებებს ასრულებს.
6- კაცი არ ბანს ქალს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი მისი ცოლია, და ქალი არ ბანს კაცს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი მისი ქმარია. რაც შეეხება შვიდ წლამდე ბავშვებს, შეიძლება მათი დაბანა როგორც კაცისთვის, ისე ქალისთვის, იქნებოდნენ ისინი მამრობითი თუ მდედრობითი.
7- სასურველია, რომ დამბანმა დაბანის დასრულების შემდეგ თავადაც აიღოს ღუსლი, როგორც ჯუნუბას მდგომარეობის დროს. მაგრამ თუ არ აიღო ღუსლი არ არის ამაში პრობლემა და დაშვებულია, რადგან ეს არ არის ვალდებულება, არამედ რეკომენდებული საქმეა.
მიცვალებულის დაბანვის წესი
მიცვალებულის დაბანვაში სავალდებულოა: რომ მთელი მისი სხეული დაიბანოს წყლით ისე, რომ ის სისუფთავემდე განიწმინდოს, და უკეთესია, რომ შესრულდეს შემდეგი:
1- მიცვალებული უნდა მოთავსდეს იმ საგანზე, რაზეც აპირებენ მის დაბანას ისე, რომ ის იყოს ოდნავ დახრილი ფეხებისკენ.
2- მიცვალებულის სასირცხო ადგილს ჭიპიდან მუხლამდე ახვევენ ტილოში, სანამ გახდიან ტანსაცმელს, რათა გახდის შემდეგ არ გამოჩნდეს მისი სასირცხო ადგილები.
3- მიცვალებულს ტანსაცმელს ხდიან რბილად და ფრთხილად.
4- დამბანი შემოიხვევს ხელზე ტილოს და დაფარულად დაბანს მიცვალებულის სასირცხო ადგილს ისე, რომ არ ახდის მას, სანამ არ გაასუფთავებს, შემდეგ კი ტილოს გადააგდებს.
5- დაასველებს ტილოს წყლით და გაუსუფთავებს მისით მიცვალებულის კბილებსა და ნესტოებს.
6- დაბანს მიცვალებულის სახეს, ხელებს იდაყვებამდე, თავს და ფეხებს კოჭებამდე დაიწყებს მარჯვენა ხელით მარცხენაზე ადრე და მარჯვენა ფეხით მარცხენაზე ადრე.
7- მიცვალებულის პირში და ცხვირში არ შეჰყავს წყალი, რადგან საკმარისია მათი გაწმენდა ტილოთი.
8- მიცვალებულის მთელი სხეული იბანება სამჯერ, ხუთჯერ, შვიდჯერ ან მეტჯერაც, იმის მიხედვით, რამდენად საჭიროებს სხეული გაწმენდას. დაიწყებენ სხეულის მარჯვენა მხარით, შემდეგ მარცხენათი.
9- უკეთესია, რომ დაბანვის წყალში შეურიოს ლოტოსი (მცენარეული გამწმენდი), რადგან ის უფრო ეფექტიანად ასუფთავებს. შემდეგ დამბანი ხელით მოურევს ლოტოსიან წყალს, ვიდრე ქაფი არ წარმოიქმნება, და ამ ქაფით დაბანს მიცვალებულის თავსა და წვერს, ხოლო დარჩენილი წყლით სხეულის დანარჩენ ნაწილს.
10- უკეთესია, რომ ბოლო დაბანვაში (ბოლო წყალში) დაემატოს კამფორა, ეს არის ერთ-ერთი ცნობილი სახის სურნელოვანი ნივთიერება.
11- თუ მიცვალებულს აქვს თმა, მას ვარცხნიან ფრთხილად,
არ აწებებენ არაფერს და არ ჭრიან მისგან არაფერს.
12- თუ მიცვალებული ქალია, და თმა მას დაწნული აქვს, მაშინ დაბანის წინ იგი გაიშლება. როდესაც თმა დაიბანება და გაიწმინდება, ისევ დაწნავენ სამ ნაწნავად და დადებენ მის ზურგს უკან.
13- თუ მიცვალებულის სხეულის რომელიმე ნაწილი მოწყვეტილია, მაშინ მოწყვეტილი ნაწილიც დაიბანება და შემდეგ მიცვალებულთან ერთად მოთავსდება (დაემატება მას).
14- თუ მიცვალებული დაშლილია (დაშლილი სხეულია), მაგალითად, დამწვრობის ან სხვა მიზეზის გამო, და მისი დაბანა შეუძლებელია, მაშინ როგორც ბევრი სწავლული ამბობს აუღებენ თაიამმუმს: თაიამმუმი ხელით შეეხება მიწას (ან მტვრიან ზედაპირს), შემდეგ ამ ხელებით მოისვამს მიცვალებულის სახეზე და ხელისგულებზე.
მიცვალებულის სუდარის ჩაცმის წესი
სავალდებულოა მიცვალებულის სუდარით შეხვევა: საკმარისია ერთი ტილო (ზეწარი), რომელიც ფარავს მთელ სხეულს. თუმცა უკეთესი და სრულყოფილი ფორმა არის შემდეგი:
1- სუდარაში შეხვევა უნდა მოხდეს სამი თეთრი ზეწრით, რომლებიც დაიგება ერთმანეთზე. შემდეგ მიცვალებული მოთავსდება მათ ზემოდან. პირველ ზეწარში: მიცვალებულის მარჯვენა მხარის ტილო გადაეკეცება გულზე, შემდეგ მარცხენა მხარე გადაეფარება მარჯვენაზე. შემდეგ იგივე კეთდება მეორე და მესამე ზეწართანაც, იმავე წესით. ბოლოს, ზეწრების თავები შეიკვრება მიცვალებულის თავისა და ფეხების მხარეს,
და შეეკვრება კვანძით, რათა ტილოები არ გაიხსნას.
2- შესახვევ ტილოებს ბოლავენ ბახურით (სურნელოვანი ბოლით), და შუაში დაყრიან ცოტას ჰანუტიდან. ჰანუტი არის სურნელოვანი ნარევი, რომელიც სპეციალურად მზადდება მიცვალებულთათვის.
3- ჰანუტს დააყრიან მიცვალებულს: სახეზე, სხეულის ნაკეცებში (როგორიცაა იღლიები, მუხლები და სხვა), და სეჯდის ადგილებზე (შუბლზე, ხელებზე, მუხლებზე და ფეხის წვერებზე).
4- ჰანუტიდან ცოტა ნაწილი იდება ბამბაში და მოთავსდება მიცვალებულის: თვალებზე, ნესტოებში, და ტუჩებზე.
5- ჰანუტიდან ცოტას ათავსებენ ბამბაში, შემდეგ დადებენ მიცვალებულის დუნდულებს შორის, და შემდეგ შეახვევენ ტილოთი, რომ იგი დაფიქსირდეს.
6- ქალი გადაიხვევა ხუთი ნაჭრით: საფარი ქვედა სხეულისთვის, თავის საფარი, ყამისი (თხელი პერანგი), და ორი ზეწარი. მაგრამ თუ იგი დააფინეს ისე, როგორც მამაკაცი იხვევა (სამი ზეწარით) — არ არის ამაში პრობლემა.
7- როცა მიცვალებულს ჩადებენ საფლავში, მისი საფენის კვანძები იხსნება.
გარდაცვლილზე ლოცვის ფორმა
1- მუსლიმ მიცვალებულზე აღავლენენ ჯანაზის ლოცვას,
იქნება იგი პატარა თუ დიდი, მამაკაცი თუ ქალი.
2- ორსულობის დროს მოწყვეტილ ნაყოფზე ლოცვა აღესრულება, თუ მან მიაღწია ოთხი თვის ან მეტის ორსულობის შემდეგ. მასთან მიმართებით იქცევიან როგორც დიდთან: აბანავებენ, ახვევენ სუდარაში, შემდეგ სალოცავად ამზადებენ.
3- მოწყვეტილ ნაყოფზე ლოცვა არ აღესრულება, თუ ის ოთხი თვის ასაკამდე მოშორდა, რადგან ამ დროისთვის მასში სული ჯერ არ შთაბერილა. ასეთ შემთხვევაში: არ ბანენ, არ ახვევენ საფენში, უბრალოდ მარხავენ ნებისმიერ ადგილას.
4- ჯანაზის ლოცვისას იმამი დგება: მამაკაცი მიცვალებულის თავისკენ, ხოლო ქალი მიცვალებულის სხეულის შუაში. ხალხი კი ლოცულობს იმამის უკან.
5- ჯანაზის ლოცვაში იმამი ამბობს ოთხ თაქბირს (ალლაჰუ აქბარ) პირველი თაქბირის შემდეგ, ბასმალასა და თა'აუზის შემდეგ, კითხულობს სურა ალ-ფათიჰას.
მეორე თაქბირის შემდეგ დალოცავენ მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და ამბობს:
«اللَّهُمَّ صَلِّ عَلَى مُحَمَّدٍ، وَعَلَى آلِ مُحَمَّدٍ؛ كَمَا صَلَّيْتَ عَلَى إبْرَاهِيمَ، وَعَلَى آلِ إبْرَاهِيمَ؛ إنَّكَ حَمِيدٌ مَجِيدٌ، وَبَارِكْ عَلَى مُحَمَّدٍ، وَعَلَى آلِ مُحَمَّدٍ؛ كَمَا بَارَكْتَ عَلَى إبْرَاهِيمَ، وَعَلَى آلِ إِبْرَاهِيمَ؛ إنَّكَ حَمِيدٌ مَجِيدٌ».
«ჩემო ღმერთო, დალოცე მუჰამმედი და მისი ოჯახი, ისე როგორც დალოცე იბრაჰიმი და მისი ოჯახი, ჭეშმარიტად შენ გეკუთვნის ქება და დიდება. მოჰმადლე მუჰამმედს და მის ოჯახს ბარაქა, ისე როგორც მიჰმადლე იბრაჰიმს და მის ოჯახს, ჭეშმარიტად, შენ ხარ ქებული და დიდებული». (ალლაჰუმმა სალლი 'ალაა მუჰამმად, ვა 'ალაა აალი მუჰამმად, ქამაა სალლაითა 'ალაა იბრააჰიიმა ვა 'ალაა აალი იბრააჰიიმა ინნაქა ჰამიიდუნ მაჯიიდ, ვა ბაარიქ 'ალაა მუჰამმადინ ვა 'ალაა აალი მუჰამმად, ქამაა ბაარაქთა 'ალაა იბრააჰიმა ვა 'ალაა აალი იბრააჰიმა ინნაქა ჰამიიდუნ მაჯიიდ).90
და იგი აღავლენს ვედრებას მიცვალებულისთვის მესამე თაქბირის შემდეგ. უმჯობესია, აღავლინოს ის ვედრება, რაც გადმოცემულია მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შესახებ ამ საკითხში91, და თუ არ იცის ეს ვედრება, მაშინ მოუხმოს იმით, რაც თავად იცის.
და იმამი მცირე ხნით შეაყოვნებს მეოთხე თაქბირის შემდეგ, შემდეგ ამბობს სალამს (ასსალამუ ალაიქუმ ვარაჰმათულლაჰ) თუ სალამის წარმოთქმის წინ იტყვის რამეს, მაგალითად ვედრებას, ესეც დასაშვებია:
«رَبَّنَا آتِنَا فِي الدُّنْيَا حَسَنَةً، وَفِي الْآخِرَةِ حَسَنَةً، وَقِنَا عَذَابَ النَّارِ».
«რაბბანაა ააათინაა ფი დდუნია ჰასანათან ვა ფილ აახირათი ჰასანათან ვა ყინაა 'აზაბაან-ნაარ». (ო, ჩვენო უფალო, მოგვმადლე ამქვეყნიურ ცხოვრებაში სიკეთე და საიქიო ცხოვრებაში სიკეთე და დაგვიფარე ჯოჯოხეთის სატანჯველისაგან)92 არანაირი პრობლემა არ არის ამაში.
მიცვალებულის დაკრძალვის წესი
1- სავალდებულოა, რომ მიცვალებული დაკრძალონ საფლავში, რომელიც იცავს მას ველური ცხოველებისგან, და მიცვალებული უნდა იყოს ყიბლას მიმართულებით. რაც უფრო ღრმა იქნება საფლავი, მით უკეთესი.
2- უკეთესია, რომ საფლავი იყოს ლაჰდი, რაც ნიშნავს, რომ მიცვალებულისთვის გათხრიან ღრმულს საფლავის სიღრმეზე ყიბლას მხარეს.
3- დაშვებულია, რომ საფლავი იყოს გაღებული ორმო, რაც ნიშნავს, რომ მიცვალებულისთვის გათხრიან ღრმა ორმოს საფლავის შუაგულში, თუ ამის საჭიროება არსებობს, მაგალითად, თუ მიწა რბილია და ვერ შეძლებს საფლავის კედლების გამყარებას.
4- მიცვალებული საფლავში იდება მარჯვენა გვერდით, ყიბლას მიმართულებით.
5- საფლავზე იდება ბლოკი(თიხისგან) სწორად, და მას შეავსებენ ნოტიო თიხით, რომ მიწა არ დაეყაროს და არ დაენგრეს მიცვალებულის თავზე.
6- ამის შემდეგ საფლავი მიწით დაიფარება (დაკრძალვის პროცესი სრულდება), მაგრამ საფლავზე არ უნდა ააშენონ არაფერი, არც გიფსით და არც სხვა მასალით.
7- სამი დროა, როცა დაკრძალვა დაუშვებელია:
1- როცა მზემ დაიწყო ამოსვლა, სანამ არ აიწევა შუბის სიმაღლეზე.
2- და ასევე, დაკრძალვა არ არის დაშვებული მზის ზენიტში ყოფნისას მანამ, სანამ მზე ზენიტიდან არ გადავა.
3- და ასევე, დაკრძალვა არ შეიძლება მზის ჩასვლამდე, თუ მზის ჩასვლამდე დარჩა დრო, რომელიც შეესაბამება შუბის სიგრძეს, სანამ არ ჩავა.
პირველი და ბოლო დროის ხანგრძლივობა დაახლოებით მეოთხედი საათია, ანუ 15 წუთი, მეორე დროის ხანგრძლივობა კი დაახლოებით ათი წუთი ან მასთან ახლოს.
8- არა მუსლიმი არ დაიკრძალება მუსლიმთა სასაფლაოზე, მას არ ბანენ, არ შეახვევენ ქაფანში და არ აღავლენენ ლოცვას მისთვის. მას მარხავენ ისეთ ადგილას, რომელიც არ ეკუთვნის არავის, თუმცა შეიძლება გადაყვანილ იქნეს თავის სამშობლოში დაკრძალვისთვის.
ქება-დიდება ალლაჰს, სამყაროთა ღმერთს, ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა ჩვენ შუამავალს მუჰამმადს, მის ოჯახს და მის მეგობრებს ყველას.
დაწერა მან, ვინც საჭიროებს ალლაჰს
მუჰამმად საალიჰ ალ'უსაიმინი
Index
წინასიტყვაობა 2
თავი პირველი: განწმენდა 9
პატარა განბანვა 9
დიდი განბანვა 14
მიწით გასუფთავება (თეიმუმი) 18
ტყავის წინდებზე მოწმენდის ნებადართულობა (მესი) 23
შეკითხვების ნაკრები ტყავის წინდებზე, ჩალმაზე და თაბაშირზე სველი ხელით მოწმენდის საკითხებზე 33
ტყავის წინდებზე მოწმენდის ნებადართულობა. 34
მასჰი ჩალმაზე 54
სველი ხელის მოსმა შეხვეული მოტეხილობების დროს 56
თავი მეორე: ლოცვა 62
ლოცვა 63
სუჯუდ საჰვას წესები 93
ყურანის კითხვისას გასაკეთებელი საჯდა 106
* კითხვის სუჯუდის ფორმა: 108
მოგზაურის ლოცვა და მისი მარხვა 111
როგორ უნდა ილოცოს მგზავრმა თვითმფრინავში? 116
როგორ შევა იაჰრამში ჰაჯობისთვის ან უმრასთვის მგზავრი, რომელიც თვითმფრინავით მიდის?: 120
ავადმყოფობა და ის, რასაც ავადმყოფმა უნდა მიაქციოს ყურადღება 121
როგორ განიწმინდოს ავადმყოფმა? 124
მეორე: როგორ ლოცულობს ავადმყოფი? 128
როგორ იმარხებს ავადმყოფი? 132
ნებაყოფლობითი ლოცვა ("სალათუ ათ-თატავვუ') 134
* მისი სიკეთე: 134
ნებაყოფლობითი ლოცვებიდან: 135
აკრძალული დროები 142
ლოცვის მიმტოვებლის განაჩენი 145
მონანიება 157
მესამე თავი: დაკრძალვები 163
მიცვალებულის დაბანის წესები 163
მიცვალებულის დაბანვის წესი 166
მიცვალებულის სუდარის ჩაცმის წესი 169
გარდაცვლილზე ლოცვის ფორმა 171
მიცვალებულის დაკრძალვის წესი 175
***
ჰადისი გადმოცემულია იმამ მუსლიმის მიერ წიგნში განწმენდა, თავში აბდესის შემდეგ სასურველი ზიქრის შესახებ, ნომერი (234) თუმცა მუსლიმმა არ მოიყვანა სიტყვები: (ო ალლაჰ, გამხადე მომნანიებელთაგანი და განწმენდილთაგანი) ხოლო ეს სიტყვები გადმოცემულია იმამ ათ-თირმიზის მიერ წიგნში განწმენდა, თავში რა უნდა ვთქვათ აბდესის შემდეგ, ნომერი (55).
ჰადისი გადმოცემულია იმამ მუსლიმის მიერ წიგნში განწმენდა თავში ცოდვების გამოსვლა აბდესის წყალთან ერთად, ნომერი (245).
ეს ჰადისი გადმოცემულია აბუ ია'ლას მიერ (1/379), ნომერი (488); ალ-ბაზზაარის მიერ (2/161), ნომერი (528); და ალ-ჰააქიმის მიერ წიგნში ალ-მუსთადრაქ (1/132).
ჰადისი გადმოცენულია იმამ ალ-ბუხარის მიერ წიგნში თაიამმუმი, თავში ალლაჰის სიტყვების შესახებნომრით (335), ასევე იმამ მუსლიმის მიერ წიგნში მეჩეთების შესახებ, ნომრით (521), ჰადისი ჯააბირისაგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი).
მისი გადმოცემა უკვე მოყვანილია წინა ადგილას.
ჰადისი გადმოცემულია იმამ ალ-ბუხარის მიერ წიგნში თაიამმუმი, თავში თაიამმუმი, როცა წყალი არ მოიპოვება, ნომრით (337); ასევე მოტანილია იმამ მუსლიმის მიერ წიგნში მენსტრუაციასთან დაკავშირებული საკითხები, თავში თაიამმუმი, ნომრით (369), თუმცა მუსლიმმა ის მოიყვანა მუ'ალლაყან ანუ არა სრული ჯაჭვით.
ჰადისი გადმოცემულია იმამ ალ-ბუხარის მიერ წიგნში აბდესი, თავში თუ მან ფეხები ჩასვა ხუფფებში სუფთა მდგომარეობაში, ნომრით (206); და იმამ მუსლიმის მიერ წიგნში განწმენდა, თავში ქალამნებზე ხელის მოსმა, ნომრით (274/79).
სიტყვა არჯულაქუმ (ფათჰათი — ნასბით) წაიკითხეს:ნაფი, იბნ 'აამირ, ჰაფს 'ან 'აასიმისგან, და ალქასაი. ხოლო არჯულიქუმ (ქასრით — ჯარრით) წაიკითხეს: იბნ ქასიირ, აბუ ამრუ, შუ'ბა 'აასიმისგან, და ჰამზასგან. როგორც აღნიშნულია წიგნში: ქაშფუ 'ან ვუჯუჰ ალ-ყირაათ ალ-საბ'ა (1/406
ეს პოეტური ტექსტი ეკუთვნის ათ-თააუდი იბნ საუდას, როგორც თავად მიუთითებს თავის შენიშვნებში საჰიიჰ ალ-ბუხარის შესახებ (ტომი 1, გვერდი 125).
მისი წყარო მოხსენიებულია ზემოთ (გვ. 180).
ჰადისი გადმოცემულია აბუ დაუდის მიერ, წიგნში ლოცვა, თავში ლოცვა ფეხსაცმლით, ნომერი (650), ასევე იმამ აჰმადის მიერ (მუსნადში), ტომი 3, გვერდი 20 აბუ საიდ ალ-ხუდრის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ჰადისიდან.
ეს ჰადისი გადმოცემულია: იმამ ათ-თირმიზის მიერ წიგნში განწმენდის შესახებ, თავში ქალამანზე ხელის მოსმა, ჰადისი ნომრით 96, იმამ ან-ნასააის მიერ წიგნში, განწმენდა, თავში ხუფფაზე ხელის მოსმის ვადა, ნომრით 127, იბნ მააჯას მიერ წიგნში ტაჰაარათი, თავში ძილის გამო აბდესი, ნომრით 478, ასევე იმამ აჰმადის მიერ, მუსნადში (ტომი 4, გვერდი 239).
ეს ჰადისი გადმოცემულია იმამ მუსლიმის მიერ, წიგნში განწმენდის შესახებ, თავში ხუფფზე ხელის მოსმის ვადის შესახებ, ჰადისი ნომრით 276.
მისი წყარო მოხსენიებულია ზემოთ (გვ. 180).
მისი წყარო უკვე იყო მითითებული (გვ. 20).
გადმოსცა იმამ ალ-ბუხარიმ, წიგნში აბდესის შესახებ, თავში: არ აიღოს აბდესი ეჭვის საფუძველზე, სანამ დარწმუნებული არ იქნება, ნომერი (137); ასევე იმამ მუსლიმმა, წიგნში მენსტრუაცია, თავში: მტკიცებულება იმისა, რომ ვინც დარწმუნებულია სისუფთავეში და დაეჭვდა მასში, შეუძლია ილოცოს თავის განწმენდით(აბდესით), ნომერი (361), ჰადისი აბდულლაჰ ბინ ზაიდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი).
18] მისი ჰადისი უკვე მოყვანილია (გვერდი 180-ზე).
გადმოგვცა აბუ დაუდმა, წიგნში განწმენდის შესახებ თავში: როგორ ხდება მასჰი?, ჰადისი ნომერით (162).
ჰადისი გადმოცემულია იმამ აჰმადის მიერ მის მუსნადში (1/323).
გადმოცემულია იბნ აბი შაიბასგან მის წიგნში «ალმუსანნაფ» (ტ. 1, გვ. 186) აგრეთვე იმამ ალ-ბაიჰაყის მიერ «ას-სუნან ალ-ქუბრა» (ტ. 1, გვ. 272)
მისი ჰადისი უკვე მოყვანილია (გვერდი 21-ზე).
წიგნში «ალ-ფურუუ'» ტომი 1, გვერდი 218
ალ-ინსაფ ერთად „ალ-მუყნი'თან და „აშ-შარჰ ალ-ქაბირთან (ტომი 1, გვ. 387), მუნთაჰა ალ-ირაადაათ ერთად ალ-ბუჰუთის შარხთან (ტომი 1, გვ. 122).
გადმოცემულია ალ-ბუხარის მიერ წიგნში ლოცვების დროების შესახებ, თავში მლოცველი თავის უფალს ფარულად ესაუბრება, ნომერი (531); ასევე იმამ მუსლიმის მიერ წიგნში მეჩეთების შესახებ, თავში გამონერწყვის(გადაფურთხვის) აკრძალვა მეჩეთში, ჰადისის ნომერი (551) — ანასის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით.
26] გადმოცემულია იმამ მუსლიმის მიერ წიგნში ლოცვის შესახებ, თავში სურა ალ-ფაათიჰას კითხვის ვალდებულება, ჰადისის ნომერი (395/38) — აბუ ჰურაირას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით.
გადმოცემულია იმამ მუსლიმის მიერ წიგნში განწმენდის შესახებ, თავში აბდესის სიკეთე, ნომერი (223) აბუ მალიქ ალ-'აშარის (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) გადმოცემით.
გადმოცემულია იმამ აჰმადის მიერ კრებულში ალ-მუსნად (ტომი 2, გვერდი 169) აბდულლაჰ იბნ ამრის (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) გადმოცემით.
გადმოცემულია ან-ნასაიის მიერ წიგნში ქალთა სიყვარული, თავში ქალების სიყვარული, ჰადისის ნომერი (3392); ასევე იმამ აჰმადის მიერ (ტომი 3, გვერდი 128) ანას იბნ მალიქის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით.
გადმოცემულია ალ-ბუხარის მიერ წიგნში ლოცვების დროების შესახებ, თავში ხუთი ლოცვის გამოსასყიდი არის, ნომერი (528), ასევე იმამ მუსლიმის მიერ წიგნში მეჩეთების შესახებ, თავში ლოცვისთვის სიარული ცოდვებს შლის, ჰადისის ნომერი (667) — აბუ ჰურაირას (ალლაჰი იყოს მისით კამყოფილი) გადმოცემით.
გადმოცემულია იმამ მუსლიმის მიერ წიგნში განწმენდის შესახებ, თავში ხუთი ლოცვა და ჯუმის ლოცვიდან მეორე ჯუმამდე გამოსყიდვაა მათ შორის ჩადენილი ცოდვების, ნომერი (233) აბუ ჰურაირას (ალლაჰი იყოს მისით კამყოფილი) გადმოცემით.
გადმოცემულია ალ-ბუხარის მიერ წიგნში აზანის შესახებ, თავში ჯამაათში ლოცვის სიკეთე, ჰადისის ნომერი (645), ასევე იმამ მუსლიმის მიერ წიგნში მეჩეთების შესახებ, თავში ჯამაათში ლოცვის სიკეთე, ჰადისის ნომერი (650).
გადმოცემულია იმამ მუსლიმის მიერ წიგნში მეჩეთების შესახებ, თავში ჯამაათში ლოცვა სუნნათის წინამძღვრობიდანაა, ჰადისის ნომერი (654).
გადმოცემულია ალ-ბუხარის მიერ წიგნში გამოცხადების დასაწყისის შესახებ, თავში როგორ დაიწყო გამოცხადება, ჰადისის ნომერი (1), ასევე იმამ მუსლიმის მიერ წიგნში მმართველობის შესახებ, თავში მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვა: «საქმეები განზრახვით ფასობს», ჰადისის ნომერი (1907) — უმარ იბნ ალ-ხატტაბის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით.
გადმოცემულია ალ-ბუხარის მიერ წიგნში აზანის შესახებ, თავში მოგზაურისთვის აზანის წარმოთქმა, თუ ისინი ჯამაათი არიან, ჰადისის ნომერი (631) — მალიქ იბნ ალ-ჰუვაირისის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით.
ეს იმის საფუძველზე, რაც გადმოცემულია ალ-ბუხარის მიერ წიგნში „აზანის შესახებ“, თავში თაქბირის შემდეგ რას ამბობს მლოცველი, ჰადისის ნომერი (744), და იმამ მუსლიმის მიერ წიგნში მეჩეთების შესახებ, თავში რა ითქმის თაქბირათ ალ-იჰრამსა და ყურანის კითხვას შორის, ჰადისის ნომერი (598) აბუ ჰურაირას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით.
ეს, რაც გადმოცემულია: აბუ დავუდის მიერ წიგნში ლოცვის შესახებ, თავში ვინც თვლის, რომ ლოცვა იწყება სიტყვებით: «სუბჰაანა ქალლაჰუმმა ვაბიჰამდიქ», ჰადისის ნომერი (775), ასევე ათ-თირმიზის მიერ წიგნში ლოცვის შესახებ, თავში რას ამბობს მლოცველი ლოცვის დასაწყისში, ჰადისის ნომერი (242), ან-ნასაიის მიერ წიგნში ალ-იფთითაჰ, თავში ლოცვის დაწყებასა და კითხვას შორის ზიქრის სხვა ფორმა, ჰადისის ნომერი (900), იბნ მააჯას მიერ წიგნში ლოცვის დაწყების შესახებ, თავში ლოცვის დაწყება, ჰადისის ნომერი (804), და იმამ აჰმადის მიერ (ტომი 3, გვ. 50) აბუ სა’იდ ალ-ხუდრის (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) გადმოცემით. ასევე გადმოცემულია: აბუ დავუდის მიერ ზემოაღნიშნულ ადგილას, ჰადისის ნომერი (776), ათ-თირმიზის მიერ იმავე თავში, ჰადისის ნომერი (243),იბნ მააჯას მიერ იმავე თავში, ჰადისის ნომერი (806) აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით. მუსლიმმაც ასევე მოიხსენია ეს თავის წიგნში ლოცვის შესახებ, თავში დალილი მათთვის, ვინც თვლის, რომ ბასმალა ხმამაღლა არ უნდა ითქვას, ჰადისის ნომერი (399) უმარ იბნ ალ-ხატტაბის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ქმედების საფუძველზე, მაგრამ მის ჯაჭვში არის ნაკლი.
გადმოცემულია ალ-ბუხარის მიერ, ჰადისი ნომრით (761) და მუსლიმის მიერ, ნომრით (484).
გადმოცემულია იმამ მუსლიმის მიერ, ჰადისის ნომერი (487), და აბუ დავუდის მიერ, ჰადისის ნომერი (872).
გადმოცემულია იმამ მუსლიმის მიერ, ჰადისის ნომერი (487), და აბუ დავუდის მიერ, ჰადისი ნომრით (872).
გადმოცემულია იმამ მუსლიმის მიერ, ჰადისის ნომერი (471), და აბუ დავუდის მიერ, ჰადისის ნომერი (760).
გადმოცემულია იმამ მუსლიმის მიერ, ჰადისის ნომერი (477), და აბუ დავუდის მიერ, ჰადისის ნომერი (847).
გადმოცემულია ალ-ბუხარის მიერ, ჰადისი ნომრით (761) და მუსლიმის მიერ ნომრით (484).
გადმოცემულია იმამ მუსლიმის მიერ, ჰადისის ნომერი (2697), და აბუ დავუდის მიერ, ჰადისის ნომერი (850).
ალ-ინსაფ ერთად ალ-მუყნი'თან და აშ-შარჰ ალ-ქაბირთან (ტომი 2, გვ. 200), მუნთაჰა ალ-ირაადაათ ერთად ალ-ბუჰუთის შარხთან (ტომი 1, გვ. 298).
გადმოცემულია იმამ მუსლიმის მიერ, ჰადისის ნომერი (591), და აბუ დავუდის მიერ, ჰადისის ნომერი (1512).
გადმოცემულია იმამ მუსლიმის მიერ, ჰადისის ნომერი (594), და ან-ნასაიის მიერ, ჰადისის ნომერი (1340).
გადმოცემულია ალ-ბუხარის მიერ, ჰადისი ნომრით (6862) და მუსლიმის მიერ ნომრით (593).
გადმოცემულია იმამ მუსლიმის მიერ წიგნში მეჩეთების შესახებ, თავში სასურველია ლოცვის შემდეგ ზიქრის კეთება, ჰადისის ნომერი (597) — აბუ ჰურაირას (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) გადმოცემით.
გადმოცემულია იმამ მუსლიმის მიერ წიგნში მეჩეთების შესახებ, თავში სასურველია ლოცვის შემდეგ ზიქრის გაკეტება, ჰადისის ნომერი (596) ქაʿბ იბნ 'უჯრაჰას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით.
გადმოცემულია ალ-ბუხარის მიერ წიგნში ვედრებები, თავში ვედრება ლოცვის შემდეგ, ჰადისის ნომერი (6329) — აბუ ჰურაირას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით. ასევე გადმოცემულია: აბუ დავუდის მიერ წიგნში ზნეობის(ადაბ/ეთიკა) შესახებ, თავში ძილის წინ თასბიჰის შესახებ, ჰადისის ნომერი (5065); ათ-თირმიზის მიერ წიგნში ვედრებების შესახებ, თავში თასბიჰის, თაქბირის და თაჰმიდის თქმაზე ძილის წინ, ჰადისის ნომერი (3410), ან-ნასაის მიერ წიგნში საჰვის (დავიწყების) შესახებ, თავში თასბიჰის რაოდენობა ლოცვის შემდეგ, ჰადისის ნომერი (1349), და იმამ აჰმადის მიერ (ტომი 2, გვერდი 160) — აბდულლაჰ იბნ 'ამრის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით.
ეს ჰადისი სუბჰანალლაჰ, ვალჰამდულილლაჰ, ვა ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ, ვალლაჰუ აქბარ, თითოეული 25-ჯერ. მოტანილია შემდეგ წყაროებში: ათ-თირმიზი, წიგნი: თავი: ზიქრების შესახებ ძილის წინ ნომრით 3413, ან-ნასა'ი — წიგნი: დავიწყება, თავი: ზიქრების სხვა რაოდენობა ნომრით 1351,ასევე მოჰყავს იბნ უმარიდან ნომრით 1352, აჰმადი მუსნადში ტ.5, გვ.184 ზაიდ იბნ სააბითიდან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), ეს ვარიანტი ჰადისის მიხედვით დასტურდება და შეიძლება გამოიყენოს, როგორც ლოცვის შემდგომი ზიქრი ალტერნატიულად სხვა ფორმებთან.
ეს ჰადისი გადმოცემულია: საჰიჰ ალ-ბუხარის ლოცვის წიგნში, თავი ყიბლას შესახებ, ჰადისი ნომრით 404, საჰიჰ მუსლიმი მეჩეთების წიგნში, თავი ლოცვაში დაშვებულ შეცდომებზე და სუჯუდ საჰვას შესრულება, ჰადისი ნომრით 572, ჰადისი გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ მასუდის (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) მიერ.
ეს ჰადისი გადმოცემულია ალ-ბუხარის მიერ წიგნში ლოცვა, თავი: თითების გადაჯვარედინება მეჩეთში, ნომრით 482; ასევე მუსლიმის მიერ წიგნში მეჩეთები, თავი: დავიწყება ლოცვაში და მისთვის სუჯუდი, ნომრით 573, აბუ ჰურაირას (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) გადმოცემით. ასევე გადმოცემულია მუსლიმის მიერ იმავე თავში ნომრით 574 იმრან იბნ ჰუსაინის (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) გადმოცემით, ოღონდ იქ ნათქვამია: "მან სამი რაქათის შემდეგ მისცა სალამი".
ეს ჰადისი მოჰყავს იმამ ალ-ბუხარის თავის წიგნში აზანის წიგნი, თავში ვინც არ თვლის პირველ თაშაჰუდს ვალდებულად ნომრით (829), და იმამ მუსლიმს თავის წიგნში მეჩეთების წიგნი თავში დავიწყების სუჯუდი ლოცვაში და მისთვის სუჯუდის აღვლენა ნომრით (570).
ეს ჰადისი მოჰყავს ალ-ბუხარის ლოცვის წიგნში, თავი: მიმართვა ყიბლასისკენ, სადაც არ უნდა იმყოფებოდე, ნომრით (401), ასევე იმამ მუსლიმს მეჩეთების წიგნში, თავი: დავიწყება ლოცვაში და მისი დავიწყების სუჯუდის აღსრულება, ნომრით (572), აბდულლაჰ იბნ მას'უდის გადმოცემით (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი).
ამას გადმოსცემს იმამ მუსლიმი, თავის კრებულში მეჩეთები, თავში: ლოცვაში დავიწყება და მის გამო სუჯუდი საჰვი, ჰადისი ნომრით (571), აბუ საიდ ალ-ხუდრის გადმოცემით (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი).
ეს ჰადისი გადმოცემულია იმამ ალ-ბუხარის მიერ თავის წიგნში ყურანის სუჯუდი, თავი: ვინც თვლის, რომ დიდებულმა და ძლევამოსილმა ალლაჰმა არ დაავალდებულა კითხვის სუჯუდი, ჰადისის ნომერი:1077.
გადმოცემულია იმამ მუსლიმის მიერ, ჰადისის ნომერი (771), და აბუ დავუდის მიერ, ჰადისის ნომერი (760).
გადმოცემულია ალ-ბუხარის მიერ წიგნში აზანი, თავში: რუქუ'ში თაქბირის სრულად წარმოთქმა ჰადისის ნომერი (785), ასევე მუსლიმის მიერ ლოცვის წიგნში, თავში: თაქბირის დადასტურება ყოველი დაშვებისა და წამოდგომის დროს ჰადისის ნომერი (392), აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი).
გადმოცემულია ალ-ბუხარის მიერ წიგნში აზანი, თავში: იშას ლაცვაში საჯდას აიათის კითხვა ჰადისის ნომერი (768); და მუსლიმის მიერ წიგნში მეჩეთები, თავში: კითხვის სუჯუდი ჰადისის ნომერი (578).
გადმოცემულია ალ-ბუხარის მიერ წიგნში ლოცვის შემოკლება, თავი: ამოკლებს, როდესაც ტოვებს თავის ადგილს, ნომრით 1090, და მუსლიმის მიერ წიგნში მოგზაურების ლოცვა და მისი შემოკლება, ნომრით 685/3.
ეს ჰადისი გადმოსცა ალ-ბუხარიმ წიგნში "ლოცვის შესახებ“, თავში "როგორ იქნა დაწესებული ლოცვა ისრაას ღამით?“ ნომრით: 350; ასევე მუსლიმმა წიგნში "მოგზაურთა ლოცვისა და მისი შემოკლების შესახებ“, ნომრით: 685.
გადმოსცა ალ-ბუხარიმ წიგნში ლოცვის შემოკლების შესახებ, თავში რაც გადმოცემულია ლოცვის შემოკლებაზე, ნომრით: 1081; ასევე მუსლიმმა წიგნში "მოგზაურების ლოცვა და მისი შემოკლება", ნომრით: 693.
ჰადისი გადმოგვეცა ალ-ბუხარის მიერ წიგნში აზანი, თავში: არ უნდა იჩქაროს ლოცვაზე, ნომრით 636, ასევე თავში: როცა კაცი ამბობს: დაგვაგვიანდა ლოცვაზე, ნომრით 635, და იმამ მუსლიმის მიერ წიგნში მეჩეთების შესახებ, თავში: სასურველია ლოცვაზე წასვლა სიმშვიდით და ღირსებით, ნომრით 602 და 603, აბუ ჰურაირასა და აბუ ყათადას (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) გადმოცემით. მოცემული ტექსტი აბუ ჰურაირას (ლლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ჰადისის სიტყვებია.
გადმოცემულია იმამ აჰმადის მიერ მის მუსნადში (1/216).
ჰადისი გადმოცემულია იმამ ალ-ბუხარის მიერ წიგნში ერთობის (თაჰვიდის) შესახებ, თავში: ალლაჰი გაფრთხილებთ საკუთარი თავის მიმართ(სურა 3, აია 28), ნომრით (7405), ასევე იმამ მუსლიმის მიერ წიგნში ზიქრი და ვედრება, თავში: ალლაჰის მოხსენიებისკენ წაქეზება, ნომრით (2675) აბუ ჰურაირას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით.
გადმოცემულია იმამ აჰმადის მიერ მის კრებულში "ალ-მუსნად" (ტომი 1, გვ. 307) იბნ აბბასის (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) გადმოცემით.
გადმოცემულია იმამ ალ-ბუხარის მიერ წიგნში დაავადებულთა შესახებ, თავში: დაავადებულისთვის ხელის დადება, ნომრით (5660), ასევე იმამ მუსლიმის მიერ წიგნში კეთილშობილება და ნათესაური კავშირები, თავში: რწმენით მორწმუნეს რაც შეემთხვევა მისთვის ჯილდოა, ნომრით (2571) იბნ მას‘უდის (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) გადმოცემით.
გადმოცემულია იმამ ალ-ბუხარის მიერ წიგნში დაავადებულთა შესახებ, თავში: რაც მოვიდა ავადმყოფობის ცოდვათა გამოსყიდვად ყოფნის შესახებ, ნომრით (5640),ასევე იმამ მუსლიმის მიერ წიგნში კეთილშობილება და ნათესაობრივი კავშირები, თავში: მორწმუნის ჯილდო იმისთვის, რაც მას შეემთხვევა, ნომრით (2572) — აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით.
გადმოცემულია ალ-ბუხარის მიერ წიგნში თაჰაჯუდი, ნომრით (1153), და იმამ მუსლიმის მიერ წიგნში მარხვა, თავში: დაუსრულებელი ყოველდღიური მარხვის აკრძალვა, ნომრით (1159) (ჰადისები 182/1159-186), აბდულლაჰ იბნ ‘ამრისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი).
გადმოცემულია იმამ მუსლიმის მიერ მგზავრთა ლოცვის წიგნში, თავში: განთიადის ორი სუნნა რაქათის სასურველობა ჰადისი ნომრით (725), აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით.
იხილე: იმამ აჰმადის საკითხები, გადმოცემული მისი შვილის აბუ ალ-ფადლის მიერ, გვ. 53, ნომრით (159), ტაარიყ 'ივადულლაჰის მიერ.
გადმოცემულია იმამ ალ-ბუხარის მიერ ვითრის წიგნში თავში: დაე, ვითრი იყოს მისი ღამის ლოცვების ბოლო, ნომრით (998), და იმამ მუსლიმის მიერ მგზავრთა ლოცვების წიგნში, თავში: ღამის ლოცვები ორ-ორ რაქათად სრულდება, ნომრით (751), გადმოცემულია იბნ უმარის მიერ (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი).
გადმოგვცემს იმამ მუსლიმი წიგნში მოგზაურის ლოცვა, თავში ღამის ლოცვის ზოგადი წესები, ნომრით (746) — აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით.
გადმოსცემს იმამ მუსლიმი წიგნში მოგზაურების ლოცვა, თავში დუჰას ლოცვის სასურველობა, ნომრით (719) — აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით.
გადმოსცემს იმამ ალ-ბუხარი წიგნში ნებაყოფლობითი ლოცვები, თავში დუჰას ლოცვა ადგილზე ყოფნისას, ნომრით (1178), და იმამ მუსლიმი წიგნში მოგზავრების ლოცვა, თავში დუჰას ლოცვის სასურველობა, ნომრით (721).
გადმოსცემს იმამ მუსლიმი წიგნში მოგზაურების ლოცვა, თავში დუჰას ლოცვის სასურველობა, ნომრით (720).
გადმოსცემს იმამ ალ-ბუხარი წიგნში ლოცვის დროები, თავში ვისაც ლოცვა დაავიწყდა, ნომრით (597), და იმამ მუსლიმი წიგნში მეჩეთების შესახებ, თავში გამოტოვებული ლოცვების აღდგენა, ნომრით (684) ანასის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით. ალ-ბუხარის ვერსიაში სიტყვა ძილი არ არის ნახსენები.
გადმოსცემს იმამ ალ-ბუხარი წიგნში თაჰაჯუდის ლოცვა, თავში რაც გადმოცემულია ნებაყოფლობითი ლოცვების წყვილად შესრულებაზე, ნომრით (1163), და იმამ მუსლიმი წიგნში ლოცვის შესახებ, თავში მეჩეთის მისალმების ლოცვის შესრულების სასურველობა, ნომრით (714) — აბუ ყათადას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით.
გადმოსცემს იმამ მუსლიმი წიგნში რწმენის შესახებ, თავში: ლოცვის მიმტოვებელზე ურწმუნოს სახელის გამოყენების განმარტება, ნომრით (82).
გადმოსცემენ: იმამ ათ-თირმიზი წიგნში რწმენის შესახებ, თავში: რაც გადმოცემულია ლოცვის მიტოვების შესახებ, ნომრით (2621), ან-ნასაიი წიგნში ლოცვა, თავში: ლოცვის მიმტოვებლის შესახებ გადაწყვეტილება, ნომრით (464), იბნ მაჯა წიგნში ლოცვის შესრულება, თავში: რაც გადმოცემულია ლოცვის მიტოვებელზე, ნომრით (1079), და იმამ აჰმად იბნ ჰანბალი თავის მუსნადში, (ტომი 5, გვ. 346).
ეს გადმოცემულია: იმამ მაალიქის მიერ ალ-მუვატა-ში იაჰია იბნ იაჰიას გადმოცემით ლოცვის წიგნში, თავში: ვინც ვერ მოახერხა სისხლდენის შეკავება, ტ.1, გვ.81, ნომრით (93),აბდურრაზაყის მიერ ალ-მუსანნაფ-ში, ტ.1, გვ.150, იბნ აბი შაიბას მიერ ალ-მუსანნაფ-ში, ტ.11, გვ.25, იმამ აჰმად იბნ ჰანბალის მიერ აზ-ზუჰდ-ში, გვ.154.
გადმოსცემულია იმამ ათ-თირმიზის მიერ წიგნში რწმენა, თავში: რაც გადმოცემულია ლოცვის მიტოვების შესახებ, ნომრით (2622).
გადმოსცა ალ-ბუხარიმ წიგნში მემკვიდრეობა, თავი: მუსლიმი არ მემკვიდრეობს ურწმუნოსგან, ჰადისის ნომრით (6764); და მუსლიმი წიგნში მემკვიდრეობა, ჰადისი ნომრით (1614).
გადმოსცა ალ-ბუხარიმ წიგნში მემკვიდრეობა, თავი: შვილის მემკვიდრეობა მამისა და დედისგან, ჰადისი ნომრით (6732), და მუსლიმმა იგივე წიგნში, თავი: გადაეცით განსაზღვრული წილები მათ მფლობელებს, ჰადისის ნომრით (1615) იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მათით).
გადმოცემულია იმამ აჰმადის მიერ კრებულში ალ-მუსნადი (ტომი 2, გვერდი 169) აბდულლაჰ იბნ ამრის (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) გადმოცემით.
გადმოსცა იმამ მუსლიმმა მონანიების წიგნში, თავი: ცოდვებიდან მონანიების მიღება, ნომერი (2759), აბუ მუსასგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მასით).
იმამ მუსლიმი წიგნში ღმერთის ხსენება, თავი: მიტევების თხოვნისა, ჰადისი ნომრით (2703), აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით).
ეს ჰადისი გადმოცემულია იმამ ალ-ბუხარის მიერ ნომრით (3370) და ასევე აბუ დაუდის მიერ ნომრით (978).
დიდებისთვის: «ო ალლაჰ, მიუტევე ცოცხლებსა და მიცვალებულებს ჩვენსგან, დამსწრეებსა და არმყოფებს, პატარებსა და დიდებს, მამაკაცებსა და ქალებს. ო ალლაჰ, ვისაც გვაცოცხლებ ჩვენს შორის, აცხოვრე ის ისლამზე, და ვისაც მოაკვდინებ გარდაიცვალოს ის რწმენაზე. ო ალლაჰ, მიუტევე მას, შეიწყალე იგი, განკურნე იგი და აპატიე მას. პატივი მიაგე მის სამყოფელს, განავრცე მისი შესასვლელი, განბანე იგი წყლით, თოვლითა და სეტყვით, და განწმიდე მისი ცოდვებისგან ისე, როგორც თეთრი სამოსი იწმინდება ჭუჭყისგან. და შეუცვალე სახლი უკეთესით, ოჯახი უკეთესით და მეუღლე უკეთესით. შეიყვანე იგი სამოთხეში და დაიცავი საფლავისა და ჯოჯოხეთის სასჯელისგან. ო ალლაჰ, ნუ დაგვაკლებ მისგან მიღებულ საზღაურს და ნუ აგვაცდენ მას შემდეგ. მოგვიტევე ჩვენ და მას, უფალო ქვეყნიერებათა. გაუფართოვე მის საფლავში ადგილი და გაანათე იგი მისთვის. თუ გარდაცვლილი ბავშვია: ო ალლაჰ, გახადე ის მარაგად მისი მშობლებისთვის, წინამორბედად, საზღაურად და შუამდგომლად, ვისი შუამდგომლობაც იქნება მიღებული. ო ალლაჰ, გაუზარდე მასთან მათი სასწორები და გაუზარდე მისგამო მათი ჯილდო. შეუერთე ის მორწმუნეთა კეთილსინდისიერ წინაპრებს. მიაბარე იგი იბრაჰიმს (მშვიდობა მას) აღზრდაში და დაიცავი იგი შენი წყალობით ჯოჯოხეთის წამებისგან».
გადმოცემულია ალ-ბუხარის მიერ, ჰადისი ნომრით (6026) და მუსლიმის მიერ ნომრით (2690).
ჰადისი გადმოცემულია იმამ ალ-ბუხარის მიერ წიგნში „ალ-ჰიალ“, თავში ლოცვის შესახებ, ნომერი (6954); და იმამ მუსლიმის მიერ წიგნში "ატტაჰარა", თავში "ლოცვისთვის განბანვის აუცილებლობა", ნომერი (225).