შეცდომები, რომლებსაც ზოგიერთი ჰაჯი უშვებს (ქართული)

შეცდომები, რომლებსაც ზოგიერთი ჰაჯი უშვებს

  • earth ენა
    (ქართული)
  • earth ავტორი:
    الشيخ محمد بن صالح العثيمين
PHPWord

 

 

أَخْطَاءٌ

يَرْتَكِبُهَا بَعْضُ الحُجَّاجِ

შეცდომები, რომლებსაც ზოგიერთი ჰაჯი უშვებს

 

لِفَضِيلَةِ الشَّيْخِ العَلَّامَةِ

مُحَمَّدِ بْنِ صَالِحٍ العُثَيْمِينِ

غَفَرَ اللَّهُ لَهُ وَلِوَالِدَيْهِ وَلِلمُسْلِمِينَ

ძვირფასი სწავლული და შეიხი

მუჰამმად იბნ საალიჰ ალ-უსაიმინ

ალლაჰმა აპატიოს მას, მის მშობლებს და მუსლიმებს!

 


შეცდომები, რომლებსაც ზოგიერთი ჰაჯი უშვებს

ძვირფასი სწავლული და შეიხი

მუჰამმად იბნ საალიჰ ალ-უსაიმინ

ალლაჰმა აპატიოს მას, მის მშობლებს და მუსლიმებს!

სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, შემწყალებლისა ქება დიდება სამყაროების ღმერთს, ვლოვაც და ვესალმები ჩვენს შუამავალ მუჰამმადს, შუამავალთა ბეჭედს, მის ოჯახს, მის საჰაბებს და მათ, ვინც გაჰყვა მის ჭეშმარიტ გზას განკითხვის დღემდე, და ამის შემდეგ:

უზენაესი ალლაჰი ამბობს:

﴿لَّقَدۡ كَانَ لَكُمۡ فِي رَسُولِ ٱللَّهِ أُسۡوَةٌ حَسَنَةٞ لِّمَن كَانَ يَرۡجُواْ ٱللَّهَ وَٱلۡيَوۡمَ ٱلۡأٓخِرَ وَذَكَرَ ٱللَّهَ كَثِيرٗا 21﴾ [الأحزاب: 21]

{ვფიცავ, კარგი მაგალითი იყო თქვენთვის ალლაჰის შუამავალში, იმათთვის, ვინც ისწრაფვოდა ალლაჰისკენ და უკანასკნელი დღისკენ და ხშირად ახსენებდა ალლაჰს!} [ალ-აჰზაბ: 21]. ბრძანა უზენაესმა:

﴿...فَـَٔامِنُواْ بِٱللَّهِ وَرَسُولِهِ ٱلنَّبِيِّ ٱلۡأُمِّيِّ ٱلَّذِي يُؤۡمِنُ بِٱللَّهِ وَكَلِمَٰتِهِۦ وَٱتَّبِعُوهُ لَعَلَّكُمۡ تَهۡتَدُونَ﴾ [الأعراف: 158]

{მაშ, ირწმუნეთ ალლაჰისა და მისი შუამავლის, წერა-კითხვის უცოდინარი შუამავლის, რომელსაც სწამს ალლაჰი და მისი სიტყვები. და მიჰყევით მას, რათა ეგების ჭეშმარიტ გზაზე დადგეთ.} [ალ-ა'რააფ: 158]. ბრძანა უზენაესმა:

﴿قُلۡ إِن كُنتُمۡ تُحِبُّونَ ٱللَّهَ فَٱتَّبِعُونِي يُحۡبِبۡكُمُ ٱللَّهُ وَيَغۡفِرۡ لَكُمۡ ذُنُوبَكُمۡۚ وَٱللَّهُ غَفُورٞ رَّحِيمٞ 31﴾ [آل عمران: 31]

{უთხარი: თუ გიყვართ ალლაჰი, მე გამომყევით, და ალლაჰიც შეგიყვარებთ, და გაპატიებთ თქვენს ცოდვებს, რადგან ალლაჰი შემწყნარებელი და მწყალობელია!} [ალი იმრან: 31] ბრძანა უზენაესმა:

﴿فَتَوَكَّلۡ عَلَى ٱللَّهِۖ إِنَّكَ عَلَى ٱلۡحَقِّ ٱلۡمُبِينِ 79﴾ [النمل: 79]

{და მიენდე ალლაჰს. შენ ცხად ჭეშმარიტებაზე ხარ}. [ან-ნამლ: 79]. ბრძანა უზენაესმა:

﴿...فَمَاذَا بَعۡدَ ٱلۡحَقِّ إِلَّا ٱلضَّلَٰلُۖ فَأَنَّىٰ تُصۡرَفُونَ﴾ [يونس: 32]

{და რა არის ჭეშმარიტების მიღმა გზააბნევის მეტი? მაშ, როგორღა უხვევთ}. [იუნუს: 32].

ამრიგად, ყველაფერი, რაც ეწინააღმდეგება მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხელმძღვანელობასა და გზას, არის მცდარი და გაუქმებული საქმე, და დაუბრუნდება იმ მოქმედს, ვინც მას ჩაიდენს. როგორც თქვა ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):

«مَنْ عَمِلَ عَمَلًا لَيْسَ عَلَيْهِ ‌أَمْرُنَا ‌فَهُوَ ‌رَدٌّ».

«ვინც შეასრულებს ქმედებას, რაზეც არ იყო ჩვენი ბრძანება იქნება უარყოფილი».1 ანუ: უარყოფილია მისი ქმედება და ალლაჰთანაც მიუღებელი.

ზოგიერთი მუსლიმი, ალლაჰმა მათ გაუნათლოს გზა და ხელი შეუწყოს მათ, ასრულებს გარკვეულ საქმეებს მრავალი მსახურების დროს, რომლებიც არ არის დაფუძნებული არც ალლაჰის წიგნზე და არც მისი შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სუნნაზე, განსაკუთრებით ჰაჯობაში, სადაც მრავლად არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ეყრდნობიან ფათვას უვიცობით, და ჩქარობენ მის გაცემაში, რამაც გამოიწვია ის, რომ ფათვას ადგილი ზოგიერთისთვის შემოსავლის წყარო და თვითგამოხატვის საშუალება გახდა. ამით წარმოიშვა ბევრი გზააბნეულობა და სხვათა შეცდომაში შეყვანა. ამიტომ მუსლიმი ვალდებულია, რომ არ იმოქმედოს და არ გასცეს ფათვა, გარდა ცოდნის არსებობის შემთხვევაში, რითაც ალლაჰის წინაშე წარდგება. რადგან ის იმ მდგომარეობაშია, ვითარც მაცნე ალლაჰისგან, და ალლაჰის სახელით საუბრობს. და ფათვას გაცემისას მან უნდა გაიხსენოს ალლაჰის სიტყვები თავის მოციქულზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):

﴿وَلَوۡ تَقَوَّلَ عَلَيۡنَا بَعۡضَ ٱلۡأَقَاوِيلِ 44 لَأَخَذۡنَا مِنۡهُ بِٱلۡيَمِينِ 45 ثُمَّ لَقَطَعۡنَا مِنۡهُ ٱلۡوَتِينَ 46 فَمَا مِنكُم مِّنۡ أَحَدٍ عَنۡهُ حَٰجِزِينَ 47﴾ [الحاقة: 44-47]

{და თუ იგი ჩვენ მოგვაწერდა ზოგიერთ ნათქვამს44, ჩვენ მას შევიპყრობდით მარჯვენათი45. მერე გადავუჭრიდით გულის დედოძარღვს 46და თქვენგან არავის შეუძლია მისი შეკავება47} [ალ-ჰააყყა: 44-47]. უზენაესი ალლაჰის სიტყვები:

﴿قُلۡ إِنَّمَا حَرَّمَ رَبِّيَ ٱلۡفَوَٰحِشَ مَا ظَهَرَ مِنۡهَا وَمَا بَطَنَ وَٱلۡإِثۡمَ وَٱلۡبَغۡيَ بِغَيۡرِ ٱلۡحَقِّ وَأَن تُشۡرِكُواْ بِٱللَّهِ مَا لَمۡ يُنَزِّلۡ بِهِۦ سُلۡطَٰنٗا وَأَن تَقُولُواْ عَلَى ٱللَّهِ مَا لَا تَعۡلَمُونَ33﴾ [الأعراف: 33]

{უთხარი: ჩემმა ღმერთმა მხოლოდ გარყვნილებები აკრძალა, როგორც აშკარა, ისე დაფარული, და ურჩობა და უსამართლო მძლავრობა, და ის, რომ არ დაუდგინოთ ალლაჰს თანაზიარი, რაზეც მტკიცებულება არ მოუვლენია; და არ თქვათ ალლაჰზე

ის, რაც არ იცით} [ალ-ა'რააფ: 33].

ჰაჯების მიერ ჩადენილი შეცდომების უმეტესობა სწორედ აქედან გამომდინარეობს ანუ: ფათვას გაცემიდან ცოდნის გარეშე, და ასევე ჩვეულებრივი ხალხის მიერ ერთმანეთის ბრმად მიბაძვიდან, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე.

ჩვენ კი, უზენაესი ალლაჰის შეწევნით, განვმარტავთ სუნნას იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებშიც ხშირია შეცდომა,

და ამასთან მივუთითებთ თავად ამ შეცდომებზე, ვევედრებით ალლაჰს, რომ გვიხელმძღვანელოს და გააკეთოს ეს საქმენი სასარგებლო ჩვენი მუსლიმი ძმებისთვის, რადგან იგი მომნიჭებელია და კეთილშობილი.

იჰრამი და მასში დაშვებული შეცდომები

დამტკიცებულია საჰიჰ ალ-ბუხარისა, მუსლიმის და სხვა ჰადისების კრებულებში, იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მათით), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განსაზღვრა მიიყათის ადგილები შემდეგნაირად: მედინას მაცხოვრებლებისთვის ზულ-ჰულაიფა, შამის მაცხოვრებლებისთვის ჯუჰფა, ნაჯდის მაცხოვრებლებისთვის ყარნ ალ-მანაზილ, იემენის მაცხოვრებლებისთვის იალამლამ და თქვა:

«فَهُنَّ لَهُنَّ، وَلِمَنْ أَتَى عَلَيْهِنَّ مِنْ غَيْرِ أَهْلِهِنَّ، لِمَنْ كَانَ ‌يُرِيدُ ‌الْحَجَّ ‌وَالْعُمْرَةَ».

«ეს ადგილები მათთვის არის დადგენილი, და ასევე მათთვის, ვინც ამ ადგილებზე გაივლის, თუმცა მათი მკვიდრი არ არის იმ პირისთვის, ვისაც სურს ჰაჯობის ან უმრის შესრულება».2

გადმოცემულია აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი):

«أنَّ النَّبيَّ ﷺ وَقَّتَ لأهلِ العراقِ: ذاتَ عِرْقٍ».

«ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერაყის მაცხოვრებლებისთვის მიიყათად განსაზღვრა: ზათუ ‘ირყ». ჰადისს გადმოსცემს აბუ დაუდი და ან-ნასაი3.

ასევე დამტკიცებულია საჰიჰ ალ-ბუხარიში და მუსლიმში, აბდულლაჰ იბნ უმარის (ალლაჰის იყოს მათით კამყოფილი) ჰადისით, რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«يُهِلُّ أَهْلُ الْمَدِينَةِ مِنْ ذِي الْحُلَيْفَةِ، وَيُهِلُّ أَهْلُ الشَّامِ مِنَ الْجُحْفَةِ، ‌وَيُهِلُّ ‌أَهْلُ ‌نَجْدٍ ‌مِنْ قَرْنٍ».

«მედინის მოსახლეები შევლენ იჰრამში ზულ ჰულაიფადან, შამის მაცხოვრებლები ჯუჰფადან, ნაჯდის მაცხოვრებლები კი ყარნიდან». ჰადისი4

ეს მიიყათები, რომლებიც განსაზღვრა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არის შარიათული საზღვრები, რომლებიც დაფუძნებულია ღვთიურ დადგენილებაზე, და არავის აქვს უფლება მათი შეცვლის, გადახედვის ან მათ გადაკვეთის იჰრამის გარეშე, ვისაც სურს ჰაჯობის ან უმრას შესრულება. რადგან ეს ითვლება ალლაჰის საზღვრების დარღვევად, ხოლო უზენაესი ალლაჰი ამბობს:

﴿...وَمَن يَتَعَدَّ حُدُودَ ٱللَّهِ فَأُوْلَٰٓئِكَ هُمُ ٱلظَّٰلِمُونَ﴾ [البقرة: 229]

{და ვინც გადასცდება ალლაჰის დადგენილ საზღვრებს, სწორედ, ისინი არიან უსამართლონი!} [ალ-ბაყარა: 229]. ასევე იმიტომ, რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მმშვიდობა მას) თქვა იბნ უმარის ჰადისში (ალლაჰის იყოს მათით კმაყოფილი):

«يُهلُّ أَهلُ المدينة... وَيُهِلُّ أهلُ الشام... وَيُهِلُّ أهلُ نجد».

«მედინას მაცხოვრებლები შედიან იჰრამში… შამის მაცხოვრებლები შედიან იჰრამში… და ნეჯდის მაცხოვრებლები შედიან იჰრამში». და ეს გადმოცემული ინფორმაცია ბრძანების მნიშვნელობით მოდის. რაც შეეხება იჰლალს — ეს ნიშნავს ხმამაღლა ლაბბაიქის თქმას, და ის არ ხდება, სანამ არ შედგება იჰრამის განზრახვა.

ამრიგად, იჰრამში შესვლა ამ მიიყათებიდან სავალდებულოა ყველასთვის, ვინც ჰაჯობას ან უმრას აპირებს და გაივლის ამ ადგილებზე ან მათ გასწვრივ, მიუხედავად იმისა, მოდის თუ არა იგი ხმელეთით, ზღვით თუ ჰაერით.

თუ ადამიანი მოდის ხმელეთის გზით, და იგი გაივლის მიიყათზე, მაშინ იქ უნდა ჩამოვიდეს და თუ არ გაივლის პირდაპირ, მაშინ უნდა შეედაროს და იქვე უნდა იმოქმედოს. შემდეგ უნდა შეასრულოს ყველაფერი, რაც იჰრამში შესვლის დროს უნდა შესრულდეს: დაიბანოს და წაისვას სუნამო სხეულზე, ჩაიცვას იჰრამის ტანსაცმელი, შემდეგ კი შევიდეს იჰრამში (გააკეთოს ნიეთი და დაიწყოს ლაბბაიქით), მანამ, სანამ დატოვებს იმ ადგილს.

ხოლო თუ მომლოცველი მოდის ზღვის გზით: თუ გემი ჩერდება მიიყათის გასწვრივ, მაშინ მან უნდა: დაიბანოს, სუნამო წაისვას სხეულზე, ჩაიცვას იჰრამის ტანსაცმელი გემის გაჩერების დროს, შემდეგ შევიდეს იჰრამში, სანამ გემი დაიწყებს მოძრაობას.

ხოლო თუ გემი არ ჩერდება მიიყათის გასწვრივ, მაშინ: უნდა დაიბანოს, წაისვას სუნამო და ჩაიცვას იჰრამის ტანსაცმელი მიიყათთან გასწორების წინ, შემდეგ კი შევიდეს იჰრამში იმ მომენტში, როცა მიიყათის გასწვრივ ჩაივლის.

ხოლო თუ მომლოცველი მოდის ჰაერით (თვითმფრინავით),

მაშინ მან უნდა: დაიბანოს თვითმფრინავში ჩაჯდომისას,

სუნამო წაისვას სხეულზე, ჩაიცვას იჰრამის ტანსაცმელი მიიყათის გადაცდენამდე, შემდეგ კი შევიდეს იჰრამში ოდნავ ადრე, სანამ მიიყათის გასწვრივ ჩაივლიან. არ უნდა დაელოდოს ზუსტ გასწვრივ გავლას, რადგან თვითმფრინავი მიიყათს სწრაფად გადაცდება და ხშირად არ იძლევა მომზადების შესაძლებლობას. და თუ ადამიანი მიიყათამდე უფრო ადრე შევიდა იჰრამში სიფრთხილის გამო არაუშავს, რადგან ეს არ ავნებს მას.

შეცდომა, რომელსაც ზოგი ადამიანი უშვებს, ის არის,

რომ ისინი თვითმფრინავით გადაუფრენენ მიიყათს ან მის პარალელურად, და შემდეგ აყოვნებენ იჰრამში შესვლას მანამ,

სანამ ჯიდდას აეროპორტში არ დაეშვებიან. ეს კი ეწინააღმდეგება მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბრძანებას და არის ალლაჰის მიერ დადგენილი საზღვრების დარღვევა.

საჰიჰ ალ-ბუხარიში გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომ მან თქვა: "როცა ეს ორი ქალაქი (ანუ ბასრა და ქუფა) დაიპყრეს, ხალხი მივიდა უმარ იბნ ალ-ხატაბთან, ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი, და უთხრეს: «ო მორწმუნეთა მმართველო! მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ნეჯდის მაცხოვრებლებისთვის მიიყათად განსაზღვრა — ყარნი, მაგრამ ის ჩვენი გზიდან შორსაა, და თუ მისკენ წასვლას ვეცდებით, ეს გაგვიჭირდება. უმარმა ალლაჰი იყოს მისით კმყოფილი უპასუხა: მაშინ შეხედეთ, რომელი ადგილია მის პარალელურად თქვენი გზიდან»5 ამგვარად, მორწმუნეთა ამირმა, ერთ-ერთმა მართალმა ხალიფამ დაადგინა, რომ ვინც მიიყათზე პირდაპირ არ გადის, უნდა შევიდეს იჰრამში, როცა მას პარალელურად ჩაუვლის. ვინც მიიყათს გადაუფრენს ჰაერით ის იგივენაირია, როგორც ის, ვინც მიწაზე გადის, და ამ ორს შორის განსხვავება არ არის.

თუ ადამიანი ამ შეცდომას დაუშვებს და ჯიდდაში დაეშვება იჰრამში შესვლამდე, მაშინ სავალდებულია დაბრუნდეს იმ მიიყათთან, რომლის გასწვრივაც თვითმფრინავით ჩაუარა, და იქ შევიდეს იჰრამში. თუ ასე არ მოიქცა და იჰრამში შევიდა ჯიდდადან, მაშინ უმრავლეს სწავლულთა აზრით, მას ეკისრება გამოსასყიდი: დაკლას ცხვარი მექქაში, მისი ხორცი სრულად დაურიგოს გლახაკებს მექქაში, არ ჭამოს მან თავად, და არ აჩუქოს მდიდრებს, რადგან ეს გამოსასყიდის ტოლფასია.

ტავაფი და პრაქტიკული შეცდომები მის შესრულებაში

დადასტურებულია, რომ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): იწყებდა ტავაფს შავი ქვიდან, რომელიც ქააბას აღმოსავლეთ–სამხრეთ კუთხეშია, ე.ი. აღმოსავლეთ იემენის კუთხეში6 ტავაფს ასრულებდა მთლიანად ქააბის ირგვლივ, ქვის უკნიდანაც7 პირველად მექქაში მოსვლისას, პირველი სამი წრე სირბილით შეასრულა, ხოლო დანარჩენი ნორმალური ნაბიჯით8 ტავაფისას ეხებოდა შავ ქვას და კოცნიდა მას9 ეხებოდა შავ ქვას ხელით და კოცნიდა ხელს10 გამოიყენა ჯოხი შავი ქვის შეხებისთვის, შემდეგ კოცნიდა ამ ჯოხს, და ეს იყო მაშინ, როცა თავად იჯდა აქლემზე11 ტავაფს ასრულებდა აქლემზე მჯდარი, და ყოველი გასვლისას შავი ქვისკენ მიუთითებდა ხელით12; ასევე დადასტურებულია, რომ შეეხებოდა იემენურ კუთხეს (ქააბას სამხრეთ-დასავლეთ კუთხეს)13.

შავი ქვის შეხების ფორმების სხვადასხვაობა,- ალლაჰმა საუკეთესოდ იცის, - ალბათ გამოწვეული იყო იმის მიხედვით, რაც მოციქულისთვის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უფრო მარტივი იყო. რაც მას შეეძლო მარტივად, იმას აკეთებდა. და ყველაფერი, რაც მან გააკეთა — იქნება ეს შეხება, კოცნა თუ მითითება, ეს იყო უზენაესი ალლაჰისადმი მსახურება და პატივისცემის გამოხატვა, და არა იმ რწმენით, თითქოს თვითონ ქვა რაიმე სარგებელს ან ზიანს აძლევს.

საჰიჰ ალ-ბუხარში და მუსლიმში გადმოცემულია, რომ უმარი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) კოცნიდა შავ ქვას და ამბობდა: «მე კარგად ვიცი, რომ შენ ხარ ქვა — არც ზიანის მოტანა შეგიძლია და არც სარგებლის. და რომ არ დამენახა, რომ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გკოცნიდა — მე არ გაკოცებდი»14.

შეცდომები, რომლებსაც უშვებენ ზოგიერთი ჰაჯები, არის შემდეგი:

1- ტავაფის დაწყება შავი ქვის არა წინიდან, არამედ შავი ქვისა და იემენის კუთხეს შორის მდებარე ადგილიდან. ეს ითვლება გადაჭარბებად რელიგიაში, რაზეც შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აუკრძალა15, და ეს ჰგავს იმას, როგორც ზოგი ცდილობს რამადანის დაწყებას ან ორი დღით ადრე, რაც მკაცრად აკრძალულია შარიათით16.

ზოგი ჰაჯის მომლოცველი ამ ქმედებას სიფრთხილით ამართლებს, თუმცა ასეთი სიფრთხილე მიუღებელია. ნამდვილი, სასარგებლო სიფრთხილე ეს არის შარიათზე მიყოლა, და ალლაჰისა და მის მოციქულზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წინ არ გასვლა.

2- ტავაფის შესრულება ხალხის სიმრავლის დროს მხოლოდ ქააბას გადახურული ნაწილის გარშემო, ისე რომ, ჰაჯი შევა ჰიჯრის კარებიდან და გამოვა მეორე მხრიდან, და დატოვებს დანარჩენ ნაწილს თავის მარჯვნივ. ეს არის მძიმე შეცდომა და ამ ქმედებით ტავაფი არ ითვლება სწორად,

რადგან ფაქტობრივად, მან არ შეასრულა ტავაფი ქააბას გარშემო მთლიანად, არამედ მხოლოდ მისი ნაწილის გარშემო.

3- რბილი სიარული ტავაფის ყველა შვიდ წრეში, ეს არის შეცდომა, რადგან სუნნაა მსუბუქად სირბილი მხოლოდ პირველ სამ წრეზე, ხოლო დანარჩენ ოთხში სიარული უნდა იყოს ჩვეულებრივი.

4- ძლიერი ჭყლეტვა შავი ქვის კოცნამდე მისასვლელად,

რამაც ზოგჯერ მივყავართ ჩხუბამდე და გინებამდე. ამას მოსდევს ხელჩართული დაპირისპირება და ულამაზო სიტყვები, რაც სრულიად შეუფერებელია ამ ქმედებისთვის და ამ წმინდა ადგილისთვის, რადგან ეს ხდება ალლაჰის სახლის მახლობლად მეჩეთ ალ-ჰარამში. ამით ზიანდება ტავაფი და შესაძლოა მთელი რიტუალიც, უზენაესი ალლაჰის თქმით:

﴿ٱلۡحَجُّ أَشۡهُرٞ مَّعۡلُومَٰتٞۚ فَمَن فَرَضَ فِيهِنَّ ٱلۡحَجَّ فَلَا رَفَثَ وَلَا فُسُوقَ وَلَا جِدَالَ فِي ٱلۡحَجِّ...﴾ [البقرة:197]

«ჰაჯობა ცნობილ თვეებშია და ვინც ამ დროს აღასრულებს ჰაჯს, არ ეთანაცხოვროს (ცოლს), არ იბილწოს, არ იჩხუბოს ჰაჯის დროს» [ალ-ბაყარა: 197]. და ეს ჭყლეტვა: ხელს უშლის მორჩილებასა და სულიერ თავმდაბლობას და გავიწყებს უზენაესი ალლაჰის მოხსენიებას, სწორედ ეს ორი რამ არის ტავაფის მთავარი მიზნებიდან.

5- ზოგიერთი ჰაჯის რწმენა, რომ შავი ქვა თავისთავად მოიტანს სარგებელს, რის გამოც ისინი, როცა შეეხებიან ქვას, იტარებენ ხელებს სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე, ან ამ ხელით ეხებიან ბავშვებს, რომლებიც მათთან ერთად არიან. ეს ყველაფერი არის უვიცობა და მცდარობა, რადგან სარგებელი და ზიანი მხოლოდ ალლაჰისგან მოდის. ამაზე ჩვენ მოვიყვანეთ მორწმუნეთა ამირის, უმარისგან ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი სიტყვა, რომელიც უკვე ვახსენეთ. «მე კარგად ვიცი, რომ შენ ხარ ქვა — არც ზიანის მოტანა შეგიძლია და არც სარგებლის. და რომ არ დამენახა, რომ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გკოცნიდა — მე არ გაკოცებდი»

6- ზოგი ჰაჯი შეეხება ქააბას ყველა კუთხეს, ხანდახან კი სრულად ეძებს ქააბას კედლებს და ეფერება მათ, ეს არის უვიცობა და მცდარობა, რადგან ალლაჰზე თაყვანისცემისას აუცილებელია დავრჩეთ იმ საზღვარში, რაც გადმოცემულია შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას). რადგან ის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არ შეხებია ქააბადან არაფერს, გარდა ორი იემენური კუთხისა: შავი ქვა, რომელიც ქააბას აღმოსავლეთ - სამხრეთ კუთხეშია და იემენური კუთხე ქააბას დასავლეთ–სამხრეთით.

იმამ აჰმადის "მუსნადში" გადმოცემულია მუჯაჰიდის მეშვეობით, რომ იბნ აბბასი (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) ტავაფს ასრულებდა მუავიასთან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) ერთად, და მუავია შეეხო ქააბას ყველა კუთხეს. მაშინ იბნ აბბასმა უთხრა: «რატომ ეხები ამ ორ კუთხეს, როცა შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არ შეხებია მათ? მუავიამ უპასუხა:

"არ არსებობს ქააბას ნაწილი, რომელიც უნდა იყოს მიტოვებული". იბნ აბბასმა უთხრა: "ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვენთვის საუკეთესო მაგალითია". მუავიამ უთხრა: "მართალი ხარ"17.

ტავაფი და სიტყვიერი შეცდომები მის შესრულებაში

დადასტურებულია, რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყოველი მისვლისას შავ ქვასთან18 ამბობდა იემენის კუთხეს და შავ ქვას შორის:

﴿...رَبَّنَآ ءَاتِنَا فِي ٱلدُّنۡيَا حَسَنَةٗ وَفِي ٱلۡأٓخِرَةِ حَسَنَةٗ وَقِنَا عَذَابَ ٱلنَّارِ﴾ [البقرة:201]

«ღმერთო ჩვენო, მოგვმადლე სიკეთე ამქვეყნად და სიკეთე – იმქვეყნადაც, და დაგვიფარე სატანჯველისგან ცეცხლისა» რაბბანაა აათინაა ფიდდუნიაა ჰასანათან ვა ფილ აახირათი ჰასანათან ვა ყინაა 'აზააბანნაარ.19 [ალ-ბაყარა: 201]. და თქვა:

«إِنَّمَا ‌جُعِلَ ‌الطَّوَافُ ‌بِالْبَيْتِ، وَبِالصَّفَا وَالمَرْوَةِ، وَرَمْيُ الْجِمَارِ، لِإِقَامَةِ ذِكْرِ اللهِ».

«ტავაფი ქააბას ირგვლივ, ასევე საფასა და მარვას შორის სიარული, და ქვების სროლა — ყველაფერი ეს დაწესებულია იმისთვის, რომ ალლაჰის ხსენება დამყარდეს»20.

შეცდომა, რომელსაც უშვებენ ზოგიერთი ტავაფის შემსრულებლები ამ საკითხში არის ის, რომ: მათი აზრით, ყოველი წრე უნდა შეიცავდეს კონკრეტულ, განსაზღვრულ ვედრებას, და ისინი არ ამბობენ სხვა დუას, გარდა იმ კონკრეტულისა. ისე რომ, თუ წრე სრულდება მანამ, სანამ ვედრება დასრულდა, ისინი აჩერებენ დუას, თუნდაც დარჩენილი იყოს მხოლოდ ერთი სიტყვა, რათა შემდეგ შუადან დაიწყონ ახალი განსაზღვრული დუა. ხოლო თუ ვედრება დასრულდება წრის დასრულებამდე, ისინი დუმდებიან და აღარ ამბობენ ვედრებას. ეს ყველაფერი არასწორია, რადგან შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არ არის დადასტურებული, რომ ტავაფში ყოველი წრისთვის იყო განსაკუთრებული ვედრება. შეიხულ ისლამ იბნ თაიმიამ (ალლაჰმა შეიწყალოს ის) თქვა:

«ტავაფში არ არსებობს რაიმე განსაზღვრული ზიქრი ან ვედრება, რომელიც დადასტურებული იყო მოციქულის (ალლჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიერ არც ბრძანებით, არც სიტყვით და არც სწავლებით. ტავაფში ადამიანი უნდა ამბობდეს ნებისმიერ შარიათით დაშვებულ ვედრებას, ხოლო რაც ბევრმა ხალხმა შეიტანეს პრაქტიკაში — მაგალითად, სპეციფიკური დუა წყლის ჩამომსვლელ მილთან და მსგავს ადგილებში, ამას არ აქვს საფუძველი შარიათში».21

ამის საფუძველზე, ტავაფის შემსრულებელს შეუძლია შეევედროს რაც მოუნდება ამ ქვეყნად და საიქიოში. ასევე შეუძლია უზენაესი ალლაჰის მოხსენიება ნებისმიერი ნებადართული ზიქრით, როგორიცაა: სუბჰანალლაჰ, ალჰამდულილლაჰ, ლა ილააჰა ილლა ალლაჰ, ალლაჰუ აქბარ, ან ყურანის კითხვა.

ერთ–ერთი შეცდომა, რასაც ზოგი ტავაფის შემსრულებელი უშვებს, არის ის, რომ ისინი იღებენ წინასწარ დაწერილ დუებს და კითხულობენ მათ, სრულიად გაუგებარი მნიშვნელობით.

ხშირად ამ ტექსტებში ბეჭდვისა თუ გადამწერის შეცდომები ისეთია, რომ მნიშვნელობას თავდაყირა აყენებს, და გამოდის, რომ ადამიანი სიკეთეზე კი არ ლოცულობს, არამედ თავისავე საწინააღმდეგოდ და თვითონვე ვერ აცნობიერებს ამას.

ჩვენ დაუჯერებელი შემთხვევები არაერთხელ გვინახავს.

თუ ტავაფის შემსრულებელი ალლაჰს მიმართავს ვედრებით,

რომელიც შეესაბამება მის სურვილს და რომლის მნიშვნელობასაც თავადაც კარგად ხვდება, ეს იქნება მისთვის უკეთესი და უფრო სასარგებლო, და უფრო შეესაბამება შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გზას და მის მაგალითს.

ერთი შეცდომა, რასაც ზოგი ტავაფის შემსრულებელი უშვებს, არის ის, რომ მრავალი ადამიანი იკრიბება ერთ გუნდთან,

რომელიც გზის გამვლელად უძღვება და ხმამაღლა კარნახობს ვედრებებს, ხოლო სხვები ერთდროულად, ხმამაღლა იმეორებენ მის ნათქვამს. ამას მოსდევს ხმაური და არეულობა,

სხვა მომლოცველები იბნევიან და ვერ ახერხებენ კონცენტრაციას, იკარგება თავმდაბლობა და ადამიანები ამ წმინდა, მშვიდ ადგილას ერთმანეთს ზიანს აყენებენ.

ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთხელ გამოვიდა ხალხთან, როდესაც ისინი ლოცულობდნენ და ხმამაღლა კითხულობდნენ, და მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«كُلُّكُمْ ‌يُنَاجِي ‌رَبَّهُ، فَلَا ‌يَجْهَرُ ‌بَعْضُكُمْ ‌عَلَى ‌بَعْضٍ ‌فِي ‌الْقُرْآنِ».

«თქვენგან თითოეული მიმართავს თავის ღმერთს ფარულად,

ამიტომ ნუ აუწევს ერთი მეორეს ხმას ყურანის კითხვაში». გადმოსცა მაალიქმა (მუვატში)22 იბნ აბდულ ალ-ბარრმა თქვა, რომ სანდო ჰადისია23

წორი იქნებოდა, თუ ჯგუფის ხელმძღვანელი მექქას მიახლოვებამდე გაჩერდებოდა მათთან ერთად და ეტყოდა: გააკეთეთ ასე, თქვით ეს, ილოცეთ იმით, რაც გიყვართ. შემდეგ კი ერთად ივლიდა მათთან ტავაფში, რათა არავინ შემცდარიყო, და რომ მშვიდად და თავმდაბლობით შეესრულებინათ ტავაფი, ღმერთის მიმართ შიშითა და იმედით ევედრათ, იმ დუებით, რაც უყვართ, ესმით და გულისხმობენ. ამით სხვა მომლოცველებიც მშვიდად იქნებოდნენ და არ მიიღებდნენ ზიანს.

ტავაფის შემდეგ ორი რაქათი — და შეცდომა მათ შესრულებაში

დამტკიცებულია შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):

أنَّهُ لَمَّا فَرَغَ مِنَ الطَّوَافِ تَقَدَّمَ إِلَى مَقَامِ إِبْرَاهِيمَ، فَقَرَأَ: ﴿...وَٱتَّخِذُواْ مِن مَّقَامِ إِبۡرَٰهِـۧمَ مُصَلّٗى... ﴾ [البقرة: ١٢٥]، فَصَلَّى رَكْعَتَيْنِ وَالمَقَامُ بَيْنَهُ وَبَيْنَ الكَعْبَةِ، وَقَرَأَ فِي الرَّكْعَةِ الأُولَى: الفَاتِحَةَ وَ﴿قُلۡ يَٰٓأَيُّهَا ٱلۡكَٰفِرُونَ 1﴾، وفي الثانية: سورة الفاتحة و﴿قُلۡ هُوَ ٱللَّهُ أَحَدٌ 1﴾ .

როცა დაასრულა ტავაფი ქააბას ირგვლივ, გაემართა იბრაჰიმის სადგომისკენ და წაიკითხა: «აიღეთ იბრაჰიმის სადგომი სამლოცველოდ» [ სურა ალ-ბაყარა: 125] შეასრულა ლოცვა ორი რაქათი და იბრაჰიმის სადგომი იყო მას და ქააბას შორის24, პირველ რაქათში იკითხა სურა ალ-ფაათიჰა და (უთხარი, ჰეი თქვენ უწრმუნენო), ხოლო მეორეში (თქვი, ის ალლაჰი ერთადერთია)25.

ზოგი ადამიანი აქ უშვებს ასეთ შეცდომას: ისინი ფიქრობენ, რომ სავალდებულოა ტავაფის ორი რაქათი შესრულდეს მაყაამ იბრაჰიმის უშუალო სიახლოვეს, რის გამოც იქმნება დიდი საცობი და თავპირის მტვრევა, ზიანდებიან სხვა ტავაფის შემსრულებლები, განსაკუთრებით ჰაჯობის დროს. ეს მცდარი შეხედულებაა.

ტავაფის შემდეგ ორი მუხლის ლოცვა მიღებულია მეჩეთის ნებისმიერ ტერიტორიაზე, მლოცველს შეუძლია ილოცოს ისე, რომ მაყამი იბრაჰიმი იყოს მასა და ქააბას შორის - თუნდაც შორს იმყოფებოდეს ქააბასგან - და ილოცებს ტავაფის მოედნის მიღმა ან მეჩეთის რომელიმე სართულზე, რითაც თავს აარიდებს სხვების შეწუხებას, ასევე შეძლებს გულმოდგინედ და მშვიდად ლოცვას.

ასევე სწორი იქნებოდა, თუ მეჩეთ ალ-ჰარამის ზედამხედველები აუკრძალავდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც ტავაფის შემსრულებლებს ხელს უშლიან მაყამ იბრაჰიმთან ახლოს ლოცვას, და აუხსნიდნენ ხალხს, რომ ეს არ არის აუცილებელი პირობა ტავაფის შემდეგ ორი რაქათის ლოცვისთვის.

კიდევ ერთი შეცდომა ის არის, რომ მაყამ იბრაჰიმთან მლოცველთაგან ზოგნი ზედმეტი რაქათების შესრულებას იწყებენ აუცილებლობის გარეშე, რითაც აკლებენ სხვებს — მათ, ვინც დაასრულა ტავაფი — შესაძლებლობას, რომ ამ ადგილზე შეასრულონ დადგენილი ორი რაქათი.

ერთ-ერთ შეცდომად მიიჩნევა ისიც, რომ ზოგიერთი მომლოცველი ამ ორი რაქათის შესრულების შემდეგ იკრიბება ჯგუფურად, და მათი ხელმძღვანელი ხმამაღლა იწყებს საერთო ვედრების წარმოთქმას, რითაც ხელს უშლიან მათ, ვინც მაყამ იბრაჰიმთან ლოცვას ასრულებს. ამით ისინი არღვევენ დასაშვებობის ფარგლებს თავიანთი მორწმუნე ძმების მიმართ. ყოვლისშემძლე ალლაჰმა თქვა:

﴿ٱدۡعُواْ رَبَّكُمۡ تَضَرُّعٗا وَخُفۡيَةًۚ إِنَّهُۥ لَا يُحِبُّ ٱلۡمُعۡتَدِينَ 55﴾ [الأعراف: 55]

{მოუხმეთ თქვენს ღმერთს მორჩილებით და ჩუმად. ჭეშმარიტად, მას არ უყვარს ზღვარგასულნი} [ალ-ა'რაფ: 55].

 

საფასა და მარვაზე ასვლა, მათზე დუის აღავლენა, სა'ი (სვლა) ორ მწვანე ნიშანს შორის და შეცდომები, რომლებიც ამ ქმედებებში ხდება

დადასტურებულია, რომ როდესაც მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიუახლოვდა საფას ბორცვს, მან წაიკითხა:

﴿إِنَّ ٱلصَّفَا وَٱلۡمَرۡوَةَ مِن شَعَآئِرِ ٱللَّهِۖ...﴾ [البقرة: 158]

{უეჭველად, ას-საფა და მარვა ალლაჰის ნიშნებიდანაა} [ალ-ბაყარა: 158]. შემდეგ იგი ავიდა საფას ბორცვზე, სანამ ქააბას არ გადმოხედა, შემდეგ შეაბრუნა სახე ყიბლასაკენ, აწია ხელები და დაიწყო ალლაჰზე მადლიერებით და დიდებით ვერდება, ევედრა რაც სურდა, წარმოთქვა და ალლაჰის ერთადერთობა დაამოწმა და განადიდა ის, შემდეგ თქვა:

«لَا إِلَـهَ إِلَّا اللَّهُ وَحْدَهُ لَا شَرِيكَ لَهُ، لَهُ الْمُلْكُ وَلَهُ الْحَمْدُ، وَهُوَ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ، لَا إِلَـهَ إِلَّا اللَّهُ وَحْدَهُ، أَنْجَزَ وَعْدَهُ، وَنَصَرَ عَبْدَهُ، وَهَزَمَ الْأَحْزَابَ وَحْدَهُ» ثُمَّ دَعَا بَيْنَ ذَلِكَ، «فَقَالَ مِثْلَ هَذَا ثَلَاثَ مَرَّاتٍ، ثُمَّ نَزَلَ مَاشِيًا، فَلَمَّا انْصَبَّتْ قَدَمَاهُ فِي بَطْنِ الْوَادِي، وَهُوَ مَا بَيْنَ الْعَلَمَيْنِ الْأَخْضَرَيْنِ، سَعَىٰ، حَتَّىٰ إِذَا تَجَاوَزَهُمَا، مَشَىٰ، حَتَّىٰ أَتَى الْمَرْوَةَ، فَفَعَلَ عَلَى الْمَرْوَةِ كَمَا فَعَلَ عَلَى الصَّفَا».

«არ არსებობს არავინ ღირსი თაყვანისცემისა, გარდა ალლაჰისა, მხოლოდ მას ეკუთვნის მეფობა, მხოლოდ მას ეკუთვნის მადლი, და ის ყოვლისშემძლეა. არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა, ერთადერთისა, მან შეასრულა თავისი დაპირება, მან მისცა დახმარება თავის მორჩილს, და მან მარტომ დაამარცხა მტრების ჯარები». შემდეგ მან გააკეტა ვედრება, და ეს სიტყვები გაიმეორა სამჯერ. შემდეგ დაეშვა და დაიძრა ფეხით. როდესაც მისი მივიდა ხეობის ქვედა ნაწილში ანუ ორთავე მწვანე ნიშანს შორის მან განვლო სწრაფი სვლით, და როცა გადაცდა ამ ორ ნიშანს, გადავიდა ჩვეულებრივ სიარულზე, სანამ არ მივიდა მარვას ბორცვთან და იქაც იგივე გააკეთა, რაც გააკეთა საფას ბორცვზე.26

შეცდომა, რომელსაც ზოგიერთი სა'ის შესრულებისას უშვებს, ის არის, რომ როცა ადიან საფაზე ან მარვაზე, ქააბასკენ მიბრუნდებიან, წარმოთქვამენ სამ თაქბირს, სწევენ ხელებს და ანიშნებენ მათით, როგორც ლოცვაში აკეთებენ, შემდეგ ჩამოდიან — მაგრამ ეს წინააღმდეგობაშია იმასთან, რაც მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააკეთა, ამიტომ, ან უნდა აღასრულონ სუნნა ისე, როგორც ის გადმოცემულია, თუ შეუძლიათ, ან უნდა დატოვონ ეს ქმედება საერთოდ და არ უნდა შეიტანონ რაიმე ახალი ქმედება იმაში, რაც მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არ გაუკეთებია.

ერთ-ერთი შეცდომა, რომელსაც ზოგიერთი სა'ის მოქმედი უშვებს, არის ის, რომ ისინი სწრაფად დადიან მთელი გზის განმავლობაში საფასა და მარვას შორის — ანუ დაჩქარებულად გადაადგილდებიან მთელი მოძრაობისას ეს ეწინააღმდეგება სუნნას, რადგან სწრაფი სვლა მხოლოდ ორ მწვანე ნიშანს შორის არის დადგენილი, ხოლო დანარჩენ ნაწილში ჩვეულებრივი სვლაა შარიათის შესაბამისად. ამ შეცდომის მიზეზი ხშირად ან უცოდინრობაა, ან ბევრი ადამიანის სწრაფვა პროცესის დაჩქარებისა და სა'ის დამთავრებისკენ. მხოლოდ ალლაჰია შემწე.

ერთ-ერთი შეცდომა არის ის, რომ ზოგიერთი ქალი სწრაფად გადაადგილდება ორ მწვანე ნიშანს შორის (ანუ ასრულებს ს‘ის ისე, როგორც კაცები), მაშინ როცა ქალს არ ევალება სა‘ი, არამედ მან უბრალოდ უნდა იაროს თავისი ჩვეული სიარულით. რადგან იბნ უმარმა (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) თქვა: «ქალებისთვის არ არის დაწესებული დაჩქარებული სვლა ტავაფის დროს ქააბასთან, და არც საფასა და მარვას შორის»27

ერთ-ერთი შეცდომა ის არის, რომ ზოგიერთი, ვინც ასრულებს სირბილს საფასა და მარვას შორის, ხმამაღლა კითხულობს უზენაესი ალლაჰის სიტყვებს:

﴿إِنَّ ٱلصَّفَا وَٱلۡمَرۡوَةَ مِن شَعَآئِرِ ٱللَّهِۖ...﴾ [البقرة:158]

{უეჭველად, ას-საფა და მარვა ალლაჰის ნიშნებიდანაა} [ალ-ბაყარა: 158]. ზოგიერთი ადამიანი კითხულობს ამ აიას ყოველ ჯერზე, როცა მიუახლოვდება საფას ან მარვას, მაგრამ სუნნა არის მხოლოდ პირველ წრეზე კითხვა.

ერთ-ერთი შეცდომა ის არის, რომ ზოგიერთი სა'ის შემსრულებელი თითოეულ წრეზე განსაზღვრავს სპეციალურ დუას და ამას არ აქვს საფუძველი (შარიათში).

შეცდომები, არაფაში ყოფნისას

დადასტურებულია, რომ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზულ-ჰიჯჯას არაფას დღეს დარჩა ნამირას ადგილას მანამ, სანამ მზე ზენიტიდან არ გადავიდა (ზუჰრის დრო დადგა). შემდეგ ის ამხედრდა (აქლემზე), ჩავიდა და ილოცა ზუჰრი და ასრი ორ-ორი რაქა‘ათით შეერთებით, ერთი აზანით და ორი იყამით. შემდეგ ის კვლავ ამხედრდა და გაემართა არაფას ველისკენ თავის დგომის ადგილზე, და თქვა:

«وَقَفْتُ ‌هَاهُنَا، وَعَرَفَةُ كُلُّهَا مَوْقِفٌ».

«მე აქ გავჩერდი, და მთელი არაფა დგომის ადგილია» შემდეგ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იდგა იქ გაუჩერებლად, ქააბასკენ მიბრუნებული, აწეული ხელებით, ალლაჰს ახსენებდა და ევედრებოდა მას, სანამ მზე არ ჩავიდა და მისი დისკი არ გაუჩინარდა. მაშინ ის გაემართა მუზდალიფასკენ.28

შეცდომები, რომლებსაც ზოგიერთი მომლოცველი უშვებს ჰაჯობაზე:

ზოგი ჰაჯი ჩერდება არაფას საზღვრებს გარეთ და რჩება თავიანთ ადგილებში მზის ჩასვლამდე, შემდეგ კი იქიდან გადადიან მუზდალიფაში დგომის გარეშე არაფას ველზე, რაც ძალიან დიდი შეცდომაა, რადგან ამით ჰაჯობა იკარგება. რადგან არაფაზე დგომა ჰაჯობის საფუძველია, და ჰაჯობა არ ჩაეთვლება მის გარეშე. როგორც თქვა მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):

«الحَجُّ عَرَفَةُ، ‌مَنْ ‌جَاءَ ‌لَيْلَةَ ‌جَمْعٍ قَبْلَ طُلُوعِ الفَجْرِ فَقَدْ أَدْرَكَ الحَجَّ».

«ჰაჯობა ეს არის არაფა; და ვინც მივიდა არაფაში ღამით, განთიადის ამოსვლამდე, მან მოასწრო ჰაჯობა».29

ამ მძიმე შეცდომის მიზეზი ისაა, რომ ადამიანები ბრმად მიჰყვებიან ერთმანეთს, ზოგი მათგანი ჩერდება არაფას ველზე მისვლამდე, არ ამოწმებს საზღვრებსა და ნიშანს, და ამით ფუჭად კარგავს ჰაჯობას, თანაც სხვებსაც შეცდომაში შეიყვანს, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ ის სწორად იქცევა.

სასურველია, რომ ჰაჯის ორგანიზატორები წინასწარ აცნობდნენ მომლოცველებს არაფის საზღვრების შესახებ მათთვის გასაგებ ენებზე, ხოლო თანმხლები პირები ვალდებულნი იყვნენ ამის შესახებ წინასწარ გააფრთხილონ, რათა მომლოცველებმა მკაფიოდ გაიაზრონ თავიანთი მდებარეობა და შეძლონ ჰაჯის რიტუალების სწორად შესრულება.

2- ზოგი ჰაჯი ტოვებს არაფას ველს მზის ჩასვლამდე, და ეს აკრძალულია, რადგან ეწინააღმდეგება მუჰამედის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სუნნას, რომელიც დარჩა არაფაში მზის ჩასვლამდე და მზის დისკის გაუჩინარებამდე, რადგან არაფას ველიდან გასვლა მზის ჩასვლამდე — ეს არის ისლამამდელი უმეცრების ხანის ხალხის ქმედება.

3- ზოგი ჰაჯი დგას არაფას მთისკენ მიმართული დუის დროს, თუნდაც ყიბლა მათ ზურგს უკან იყოს, მარჯვნივ ან მარცხნივ იყოს და ეს ეწინააღმდეგება სუნნას. რადგან სუნნაა დადგომა ყიბლას მიმართულებით, როგორც მოიქცა მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას).

კენჭების სროლა და მასში დაშვებული შეცდომები

დადასტურებულია, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ესროლა ჯამარათ ალ'აყაბას (რომელიც არის ყველაზე შორეული ჯამარა, რომელიც მექქის ახლოს მდებარეობს) შვიდი პატარა ქვით ზულ-ჰიჯჯას მე-10 დილისას მსხვერპლშეწირვის დღეს, გასროლილ ყოველ ქვაზე ის ამბობდა ალლაჰუ აქბარ, ეს ქვები იყვნენ შესაბამისი ზომის, როგორიც არის, ოდნავ მოზრდილი ლობიოს მარცვალზე ან ოდნავ დიდი ზომის.30

ას-სუნან ან-ნასაიში მოყვანილია ჰადისი ალ-ფადლ იბნ აბასისგან — ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით და მისი მამით — რომელიც მუზდალიფადან მინას ველისკენ მიმავალ გზაზე მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უკან იჯდა მხედარ ცხოველზე. მან თქვა:

«عَلَيْكُمْ ‌بِحَصَى ‌الْخَذْفِ الَّذِي يُرْمَى بِهِ الْجَمْرَةُ».

«გქონდეთ პატარა ზომის კენჭები, რომლიც ჯამარათისთვის უნდა იქნას გასროლილი» მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხელით ანიშნებდა ისე, როგორც ადამიანი ისვრის (ქვას)31

და მოყვანილია (მუსნად ალ-იმამ აჰმადში) იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) რომ იაჰიამ თქვა: არ ვიცი, იყო ეს ‘აუფ აბდულლაჰი, თუ ალ-ფადლი მან თქვა: მითხრა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დღისით ჯამარათ ალ-აყაბას დროს, როცა ის თავის აქლემზე იდგა:

«هَاتِ ‌الْقُطْ ‌لِي» فَلَقَطْتُ لَهُ حَصَيَاتٍ هُنَّ حَصَى الْخَذْفِ، فَوَضَعَهُنَّ فِي يَدِهِ، فَقَالَ: «بِأَمْثَالِ هَؤُلَاءِ» مَرَّتَيْنِ، وَقَالَ بِيَدِهِ - فَأَشَارَ يَحْيَى أَنَّهُ رَفَعَهَا - وَقَالَ: «إِيَّاكُمْ وَالْغُلُوَّ، فَإِنَّمَا هَلَكَ مَنْ كَانَ قَبْلَكُمْ بِالْغُلُوِّ فِي الدِّينِ».

მან მითხრა: ‘შემიგროვე ქვები’. მე შევუგროვე პატარა ქვები, რომლებიც ‘ჰასა ალ-ჰაზფ’-ად იწოდება. მან ჩაიდო ისინი ხელისგულში და ორჯერ გაიმეორა: ‘აი, ასეთები…, აი, ასეთები…’ და ხელი შეარხია — და იაჰიამ (ჰადისის გადმომცემმა) აუწყა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხელის მოძრაობა — შემდეგ მოციქულმა კი გააფრთხილა: «ფრთხილად იყავით რელიგიაში გადაჭარბებისგან, რადგან ჭეშმარიტად, სწორედ გადაჭარბებამ დაღუპა ისინი, ვინც თქვენამდე ცხოვრობდნენ!»32.

უმმ სულაიმან ბინთ ამრ ბინ ალ-აჰვას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს: მე ვნახე, როგორ ისროდა მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჯამარათ ალ-‘აყაბას ქვემოთ ხეობიდან მსხვერპლშეწირვის დღეს, და თან ამბობდა:

«يَا أَيُّهَا النَّاسُ، ‌لَا ‌يَقْتُلْ ‌بَعْضُكُمْ ‌بَعْضًا؛ إِذَا رَمَيْتُمُ الْجَمْرَةَ فَارْمُوهَا بِمِثْلِ حَصَى الْخَذْفِ».

«ჰეი ადამიანებო, არ მოკლათ ერთმანეთი! როცა ისვრით ჯამარაზე, ისროლეთ პატარა კენჭები მსგავსი პატარა ქვებისა» გადმოსცა აჰმადმა33.

საჰიხ ალ-ბუხარიში გადმოცემულია იბნ უმარისგან (ალლაჰის იყოს მისით კმაყოფილი), რომ ის ქვედა ჯამრას (ჯამრათ ად-დუნია) ესროდა შვიდ კენჭს, თითოეულის შემდეგ თაქბირს წარმოთქვამდა. ამის შემდეგ გადადიოდა ბრტყელ ადგილზე, დგებოდა ყიბლას მიმართულებით, ხელებს ზეცისკენ აღაპყრობდა და დიდხანს ლოცულობდა. შემდეგ ისროდა მეორე ჯამრაზე (ჯამრათ ულ-ვუსტა), გადადიოდა ხალხის მარცხენა მხარეს, კვლავ დგებოდა ყიბლას მიმართულებით და დიდხანს ევედრებოდა. რაც შეეხება ჯამრათ ალ-აყაბას (მესამე ჯამრას), მას ესროდა ველის ფსკერიდან და მასთან აღარ ჩერდებოდა, და ხსნიდა ამას შემდეგი სიტყვებით: "მე ვნახე, რომ ასე აკეთებდა მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)"34.

გადმოსცა აჰმადმა და აბუ დაუდმა, აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«إِنَّمَا ‌جُعِلَ ‌الطَّوَافُ ‌بِالْبَيْتِ وَبِالصَّفَا وَالمَرْوَةِ وَرَمْيُ الْجِمَارِ لِإِقَامَةِ ذِكْرِ اللَّهِ».

«ტავაფი ქააბას ირგვლივ, ასევე საფასა და მარვას შორის სიარული, და ქვების სროლა — ყველაფერი ეს დაწესებულია იმისთვის, რომ ალლაჰის ხსენება დამყარდეს»35.

ზოგიერთი ჰაჯის მიერ დაშვებული შეცდომები:

1. ზოგიერთი ჰაჯი შეცდომით ფიქრობს, რომ ჯამარათისთვის საჭირო კენჭები აუცილებლად მუზდალიფაში უნდა შეაგროვონ. ისინი ღამით ძალას ხარჯავენ მათ მოსაძიებლად და შემდეგ მინაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში თან ატარებენ. თუ რომელიმეს ეს კენჭები დაეკარგება, ძლიერ ღელავს და თანამგზავრებს სთხოვს, გაუზიარონ „მუზდალიფის კენჭები“.

თუმცა უკვე განვმარტეთ, რომ ამ პრაქტიკას მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სუნნაში საფუძველი არ აქვს. მან უბრძანა იბნ აბასს (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომ მისთვის კენჭები შეეგროვებინა, ხოლო თვითონ ცხოველზე მჯდომი ელოდა მას. დიდი ალბათობით, ეს უკვე ჯამარას (სვეტთან) მახლობლად მოხდა, რადგან არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მუზდალიფიდან გასვლის შემდეგ სადმე შეჩერებულა. გარდა ამისა, სწორედ იქ ჩნდება საჭიროება კენჭების გამოყენებაში, მაშინ როდესაც მანამდე ეს აუცილებლობა არ არსებობდა და მათი ტარება მხოლოდ ზედმეტი ტვირთი იქნებოდა.

2. კიდევ ერთი გავრცელებული მცდარი შეხედულებაა ზოგიერთი ჰაჯის რწმენა, თითქოს ისინი კენჭებს ეშმაკებს ესვრიან. ამის გამო ისინი რიტუალურ სვეტებს (ჯამარათებს) აძლევენ შეურაცხმყოფელ სახელებს, როგორიცაა: „დიდი შაიტანი“, „პატარა შაიტანი“ ან თუნდაც „შაიტნების მამა“ — აქ იგულისხმება პირველი, მეორე და ბოლო სვეტი (ჯამარათ ალ-'აყაბა). ამგვარი გამონათქვამები მიუღებელია ამ წმინდა ადგილებისთვის.

ამ მცდარი წარმოდგენის შედეგად ხანდახან თვალს ხვდებოდა არცთუ სასიამოვნო სცენები: ადამიანები რისხვით და ყვირილით ესროდნენ კენჭებს, თან იგინებოდნენ, თითქოს რეალურად ებრძოდნენ ბოროტ ძალას. ზოგიერთები უკიდურესობაში ვარდებოდნენ — ადიოდნენ სვეტებზე და მძვინვარედ სცემდნენ მათ სანდლებით ან დიდი ქვებით. როცა სხვა ჰაჯების მიერ ნასროლი კენჭები შემთხვევით მათ ხვდებოდათ, მათი რისხვა კიდევ უფრო ძლიერდებოდა, ხოლო ირგვლივ მყოფები ამას თეატრალურ სანახაობად აღიქვამდნენ და ხმამაღლა იცინოდნენ. ასეთი სიტუაციები ხშირი იყო მანამდე, სანამ არ დასრულდა თანამედროვე ხიდების მშენებლობა და ჯამარათის ზონის რეკონსტრუქცია.

ეს დაუშვებელი ქცევა ეფუძნება ცრურწმენას, თითქოს რიტუალური სვეტები — შაიტნებია, თუმცა ამას არანაირი საფუძველი არ აქვს ისლამში. ხოლო ამ რიტუალის ჭეშმარიტი მიზანი, როგორც უკვე ვიცით, არის დიდებული ალლაჰის მოხსენიება, რაც დასტურდება სარწმუნო ჰადისებით. მათში ნათქვამია, რომ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყოველი კენჭის სროლისას ადიდებდა ალლაჰს სიტყვებით: «ალლაჰუ აქბარ».

3. ზოგიერთი მლოცველი ჯამარებს ესვრის დიდ ქვებს, ფეხსაცმელებს (სანდლებს), ჩექმებსა და ხის ნაჭრებს — ეს კი სერიოზული შეცდომაა და წინააღმდეგობაშია იმასთან, რაც მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაგვიდგინა თავისი ქმედებითა და ბრძანებით. ის ჯამარას ესროდა მცირე ზომის კენჭებით — დაახლოებით თითების ზომის — და უბრძანა თავის თემს, რომ ანალოგიური კენჭებით ესროლათ. ასევე გააფრთხილა ისინი რელიგიაში გადაჭარბებისგან. ამ მძიმე შეცდომის მთავარი მიზეზი სწორედ ადრე ნახსენები მცდარი რწმენაა, თითქოს ისინი შაიტნებს ესვრიან.

4. ზოგიერთი მლოცველი, როდესაც ჯამარათებს უახლოვდება, კარგავს თავშეკავებას. დიდებული ალლაჰის წინაშე თავშვენადობისა და თანამორწმუნეთა მიმართ თანაგრძნობის ნაცვლად, მათში ჩნდება გაღიზიანება და უხეშობა. მათი ქცევა — ბიძგები, ყვირილი, გინება — დიდ რიტუალს გადააქცევს უღირს სანახაობად, ხოლო წმინდა ადგილს — ჭიდაობის არენის მსგავს ადგილად. ამით იკარგება რიტუალის ჭეშმარიტი აზრი — ის მიზანი, რის გამოც იგი დადგინდა და რასაც მოუწოდებდა მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას). მუსნადში მოყვანილია ყუდამა იბნ აბდულლაჰის ჰადისი, რომელშიც იგი გადმოგვცემს:

«رَأَيْتُ النَّبِيَّ ﷺ يَوْمَ النَّحْرِ يَرْمِي جَمْرَةَ الْعَقَبَةِ عَلَى نَاقَةٍ لَهُ صَهْبَاءَ، ‌لَا ‌ضَرْبَ ‌وَلَا ‌طَرْدَ، وَلَا إِلَيْكَ إِلَيْكَ».

«მე ვნახე, როგორ ისროდა მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მსხვერპლშეწირვის დღეს ჯამარათ ალ-'აყაბაზე კენჭებს, თავის წითელ აქლემზე მჯდომი. ის არავის ურტყამდა, არ უბიძგებდა და არ ყვიროდა: ‘გაიწიე გზიდან!» გადმოსცა ათ-თირმიზიმ და თქვა: "ჰადისი არის ჰასან, საჰიჰ".36

5. ისინი ტოვებენ პირველი და მეორე ჯამარას სროლის შემდეგ დგომას და დუას წარმოთქმას თაშრიყის დღეებში, მაშინ როცა ცნობილია, რომ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ორივეს სროლის შემდეგ დგებოდა ყიბლას მიმართულებით, ხელებს აღაპყრობდა ზეცისკენ და დიდხანს ლოცულობდა.

ხალხის მიერ ამ დგომის მიტოვების მიზეზი არის სუნნის არცოდნა, ან ის, რომ ბევრი ადამიანი ჩქარობს და ცდილობს სწრაფად დაამთავროს ღვთისმსახურება.

როგორი სასურველი იქნებოდა, რომ ჰაჯი ჰაჯობის წესებს ჯერ კიდევ მოგზაურობამდე ისწავლიდეს — რათა ჭეშმარიტი ცოდნით სცეს თაყვანი ალლაჰს და მიჰყვეს მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სუნნას. ვინმეს რომ მოესურვოს მიწიერი ქვეყნისკენ გამგზავრება, აუცილებლად იკითხავს გზის შესახებ, რათა სწორად მიაღწიოს დანიშნულების ადგილს. მაშ, როგორი უფრო საჭიროა გზის შეცნობა იმ ადამიანისთვის, ვინც ალლაჰისკენ და მისი სამოთხისკენ მიდის? განა არ უნდა ჰკითხოს ამ გზის შესახებ მანამ, სანამ არ დაადგება მას, რათა ნამდვილად მიაღწიოს სასურველ მიზანს?

6. ზოგიერთი მლოცველი ყველა კენჭს ერთდროულად, ერთ მუჭად ისვრის — ეს კი სერიოზული შეცდომაა. სწავლულების თქმით, თუ ადამიანი ერთდროულად ერთ მუჭაში რამდენიმე კენჭს ისვრის, მას ჩაეთვლება მხოლოდ ერთი კენჭი. ამიტომ აუცილებელია, რომ კენჭები ისროლოს თითო-თითოდ — ზუსტად ისე, როგორც ეს გააკეთა მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას).

7. ისინი სროლის დროს დამატებით დუებს ამბობენ, რომლებიც არ გადმოცემულა მოციქულისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), როგორიცაა: "ალლაჰო, აქციე ეს (სროლა) შენს მიმართ კმაყოფილებად და შაიტანის მიმართ რისხვად". შესაძლოა, ამ სიტყვებს ამბობენ, ხოლო ამ დროს ტოვებენ იმას, რაც თავად მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა — ანუ თაქბირს. უკეთესია დავკმაყოფილდეთ იმით, რაც გადმოცემულია მოციქულისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) — არ დავამატოთ და არც დავაკლოთ.

8. ზოგიერთი მლოცველი თვითონ არ ასრულებს ჯამარათზე კენჭების სროლის რიტუალს — მის ნაცვლად სხვას აბარებს ამას, მიუხედავად იმისა, რომ თავად სრულად შეძლებდნენ შესრულებას. ისინი ამას აკეთებენ მხოლოდ იმისთვის, რომ თავი დააღწიონ ბრბოში ყოფნას და მოქმედების სირთულეს. თუმცა ეს ეწინააღმდეგება იმას, რაც უზენაესი ალლაჰის ჰაჯობის სრულად შესრულებას ავალებს, როგორც თქვა:

﴿وَأَتِمُّواْ ٱلۡحَجَّ وَٱلۡعُمۡرَةَ لِلَّهِ... ﴾ [البقرة:196]

«და აღასრულეთ ჰაჯობა და უმრა ალლაჰისთვის». [ალ-ბაყარა: 196].

ამიტომ, ვისაც შეუძლია ჯამარათზე კენჭების სროლა, ვალდებულია, რომ ეს თავად შეასრულოს და მოითმინოს სირთულე და დაღლა. ჰაჯობა ჯიჰადის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც ითვალისწინებს ძალისხმევას და გაწირვას. მაშ, უნდა შეეშინდეს მლოცველს თავისი უფლის და შეასრულოს თავისი იბადათი (რიტუალი) ისე, როგორც უზენაესმა უბრძანა — იმ საზღვრებში, რა შესაძლებლობაც აქვს.

გამოსამშვიდობებელი ტავაფი და მისი შეცდომები

იმის საფუძველზე, რაც დადასტურებულია საჰიჰ ალ-ბუხარისა და საჰიჰ მუსლიმში, იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულ ჰადისში, სადაც მან თქვა:

«أُمِرَ ‌النَّاسُ ‌أَنْ ‌يَكُونَ ‌آخِرُ ‌عَهْدِهِمْ ‌بِالْبَيْتِ، ‌إِلَّا ‌أَنَّهُ ‌خُفِّفَ ‌عَنِ ‌الْحَائِضِ».

«ადამიანებს უბრძანეს, რომ ალლაჰის სახლში მათი ბოლო საქმე გამოსამშვიდობებელი ტავაფი ყოფილიყო — გარდა მენსტრუაციის პერიოდში მყოფი ქალისა, რომლისთვისაც ალლაჰმა შეამსუბუქა (გამონაკლისი დაუშვა)».37

მუსლიმთან მოყვანილ ვარიანტში გადმოცემულია, რომ მან (იბნ უმარმა) თქვა: "ხალხი იშლებოდა სხვადასხვა მიმართულებით", მაშინ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«‌لَا ‌يَنْفِرَنَّ ‌أَحَدٌ ‌حَتَّى ‌يَكُونَ ‌آخِرُ ‌عَهْدِهِ ‌بِالْبَيْتِ».

«თქვენგან არ უნდა წავიდეს მექქადან არცერთი, სანამ მისი უკანასკნელი საქმე არ იქნება ტავაფი ქააბას გარშემო».38

აბუ დაუდმა გადმოსცა შემდეგი ვერსია:

«‌حَتَّى ‌يَكُونَ ‌آخِرُ ‌عَهْدِهِ ‌الطَّوَافَ ‌بِالْبَيْتِ».

«სანამ მისი ბოლო რიტუალი არ იქნება ქააბას გარშემო ტავაფი»39

ორ სარწმუნო კრებულში (საჰიჰ ალ-ბუხარიში და მუსლიმში) მოყვანილია ასევე უმმ სალამას (ალლაჰის იყოს მისით კმაყოფილი) ჰადისი: "შევჩივლე მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომ თავს ცუდად ვგრძნობდი, და მან მითხრა:

«‌طُوفِي ‌مِنْ ‌وَرَاءِ ‌النَّاسِ ‌وَأَنْتِ ‌رَاكِبَةٌ»، فَطُفْتُ وَرَسُولُ اللَّهِ ﷺ يُصَلِّي إِلَى جَانِبِ الْبَيْتِ، وَيَقْرَأُ بـ: ﴿وَٱلطُّورِ 1 وَكِتَٰبٖ مَّسۡطُورٖ 2﴾.

«შეასრულე ტავაფი ხალხის უკან, მხედრული მდგომარეობით (ცხოველზე ამხედრებული)». მე ასე მოვიქეცი, ხოლო მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იმ დროს ქააბის გვერდით ლოცულობდა და კითხულობდა: «ფიცს ვდებ თურით და წერილობით წიგნზე, რომელიც გაშლილ ქაღალდზეა დაწერილი…» [სურა ატ-ტურ, აია 1–3]40.

ხოლო ან-ნასაი გადმოსცემს, რომ მან თქვა: ო ალლაჰის შუამავალო, არ შემისრულებია გამოსამშვიდობებელი ტავაფი, მან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«إِذَا ‌أُقِيمَتِ ‌الصَّلَاةُ، ‌فَطُوفِي ‌عَلَى ‌بَعِيرِكِ، مِنْ وَرَاءِ النَّاسِ».

«როცა დადგება ლოცვა, შეასრულე ტავაფი შენი აქლემით, ხალხის უკან».41

საჰიჰ ალ-ბუხარიში გადმოცემულია ანას იბნ მალიქისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი),

«أنَّ النَّبيَّ ﷺ صَلَّى الظُّهرَ وَالعَصرَ وَالمَغرِبَ وَالعِشَاءَ، ثُمَّ رَقَدَ رَقْدةً بِالمُحَصَّبِ، ثُمَّ رَكِبَ إِلَى البَيتِ، فَطَافَ بِهِ».

«რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ილოცა ზუჰრი, 'ასრი, მაღრიბი და 'იშა, შემდეგ ცოტა მოისვენა ალ-მუჰასსაბში, შემდეგ გაეშურა ქააბასკენ და შეასრულა ტავაფი».42

ორივე საჰიჰში გადმოცემულია აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ საფიას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) მოუვიდა მენსტრუაცია ტავაფ ალ-იფადას შემდეგ, და მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

‌‌«‌أَحَابِسَتُنَا ‌هِيَ؟» فَقَالُوا: إِنَّهَا قَدْ أَفَاضَتْ، وَطَافَتْ بِالبَيتِ. قَالَ: «‌فَلْتَنفِرْ ‌إِذَنْ».

«მაშ, შეგვაყოვნებს ის?» თქვეს: მან შეასრულა ალ-იფადას ტაფაფი. თქვა: «მაშინ შეუძლია წავიდეს».43

მუვატტაში აბდულლაჰ იბნ უმარი იბნ ალ-ხატტაბი გადმოსცემს (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) უმარისგან: «ნურცერთი მლოცველი (ჰაჯი) არ უნდა წავიდეს (მექქიდან), სანამ ქააბის გარშემო ტავაფს არ შეასრულებს, რადგან ჰაჯობის უკანასკნელი რიტუალი სწორედ ქააბის გარშემო ტავაფია».44

ამავე წყაროში იაჰია იბნ საიდი გადმოსცემს, რომ უმარმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) დააბრუნა კაცი მარრ აზ-ზაჰრანიდან, რომელიც წავიდა ისე, რომ არ ჰქონდა შესრულებული გამოსამშვიდობებელი ტავაფი, — და უბრძანა, რომ შეესრულებინა იგი.45

შეცდომა, რომელსაც ზოგიერთი ადამიანი ამ შემთხვევაში უშვებს, არის შემდეგი:

1. ერთ-ერთი შეცდომა ის არის, რომ ნაფრის დღეს (მინადან გამოსვლისას) ზოგიერთი მლოცველი ჯერ მიემართება აკრძალული მეჩეთისკენ (მესჯიდ ალ-ჰარამი), რათა შეასრულოს გამოსამშვიდობებელი ტავაფი (ტავაფ ალ-ვადა'), მაშინ როდესაც ჯამარათის სროლის რიტუალი ჯერ კიდევ დაუსრულებელი აქვთ. ტავაფის შესრულების შემდეგ ბრუნდებიან მინაში, ასრულებენ კენჭების სროლას და შემდეგ მიემგზავრებიან თავიანთ ქვეყნებში. ეს დაუშვებელია, რადგან ეწინააღმდეგება მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მლოცველის უკანასკნელი რიტუალი უნდა იყოს ქააბის გარშემო ტავაფი. ვინც ტავაფ ალ-ვადა'ის შემდეგ ასრულებს ჯამარათის სროლას, მისი უკანასკნელი რიტუალი ქააბასთან კი არა, არამედ მინის ველზე კენჭების სროლაა. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გამოსამშვიდობებელი ტავაფი მხოლოდ მას შემდეგ შეასრულა, რაც ჰაჯის ყველა რიტუალი დაასრულა, და თქვა:

«خُذُوا ‌عَنِّي ‌مَنَاسِكَكُمْ».

«აიღეთ ჩემგან თქვენი რიტუალის წესები»46 ხალიფა უმარ იბნ ალ-ხატტაბის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) სიტყვები მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, რომ ქააბის გარშემო ტავაფი არის ჰაჯობის უკანასკნელი რიტუალი.

ვინც გამოსამშვიდობებელი ტავაფი შეასრულა, შემდეგ კი ჯამარათს ესროლა, მისი ტავაფი არ არის საკმარისი, რადგან შესრულდა არასწორ დროს. ამიტომ მას ევალება ტავაფის გამეორება სროლის შემდეგ; თუ ვერ გაიმეორებს, ეს ჩაითვლება ისე, როგორც მან ტავაფი საერთოდ არ შეასრულა.

2. ისინი მექქაში რჩებიან გამოსამშვიდობებელი ტავაფის შემდეგ, რის შედეგადაც ქააბა აღარ არის მათი უკანასკნელი რიტუალი. ეს კი ეწინააღმდეგება იმას, რაც მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბრძანა და საკუთარი ქმედებით თავის თემს განუმარტა — რადგან მან უბრძანა, რომ მლოცველის უკანასკნელი კავშირი უნდა იყოს ქააბასთან, და თავადაც მხოლოდ მაშინ შეასრულა გამოსამშვიდობებელი ტავაფი, როცა გამგზავრებას აპირებდა. ასე მოიქცნენ მისი თანმხლებნიც.

თუმცა სწავლულებმა დაუშვეს გამოსამშვიდობებელი ტავაფის შემდეგ მექქაში დარჩენა აუცილებლობის შემთხვევაში, თუ ის მოულოდნელად წარმოიშვა — მაგალითად, ტავაფის შემდეგ დადგა ლოცვის დრო და მან ლოცვა შეასრულა, ან მოიტანეს მიცვალებული და მან ილოცა ჯანაზის ლოცვა, ან ჰქონდა მგზავრობასთან დაკავშირებული საჭიროება, როგორიცაა ნივთების ყიდვა, თანამგზავრის დალოდება და მსგავსი. ხოლო ვინც გამოსამშვიდობებელი ტავაფის შემდეგ დარჩა მექქაში უსაფუძვლოდ, ანუ იმ შემთხვევაში, რომელიც შარიათით არ არის დაშვებული — მას ევალება ტავაფის გამეორება.

3. ისინი გამოსამშვიდობებელი ტავაფის შემდეგ მეჩეთიდან გადიან ზურგით, რადგან ჰგონიათ, რომ ამით ქააბასადმი პატივისცემას გამოხატავენ. მაგრამ ეს ეწინააღმდეგება სუნნას და ეკუთვნის ბიდ'ათებს, რისგანაც მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გაგვაფრთხილა, როდესაც თქვა:

«‌كُلُّ ‌بِدْعَةٍ ‌ضَلَالَةٌ».

«ყოველი სიახლე გზააბნეულობაა».47 ბიდა‘ათად ითვლება ყოველივე ის, რაც ახლად შემოღებულია რწმენაში ან ღვთისმსახურებაში, და რაც ეწინააღმდეგება იმას, რაზეც იყო მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და მისი მართალი ხალიფები. ნუთუ ის, ვინც მეჩეთიდან ზურგით გამოდის — ვითომ ქააბას პატივს სცემს — ფიქრობს, რომ ის ქააბას უფრო მეტად პატივს სცემს, ვიდრე შუამავალი(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)?! ან ფიქრობს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და მისმა მართალმა ხალიფებმა არ იცოდნენ, რომ ეს ქმედება შესაძლოა ქააბას პატივისცემის ფორმად ჩაითვალოს?!

4. ზოგიერთი მლოცველი გამოსამშვიდობებელი ტავაფის დასრულების შემდეგ მეჩეთის კართან ჩერდება, შებრუნდება ქააბასკენ და იქ დგება ვედრებით — თითქოს ქააბას ემშვიდობება. ეს კი ბიდ'ათია (სიახლე რელიგიაში), რადგან ასეთი ქმედება არც მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გაუკეთებია და არც მის ხალიფებს. ყველაფერი, რაც ალლაჰისადმი ღვთისმსახურების მიზნით კეთდება, მაგრამ არ არის დადგენილი შარიათით, ბათილია და არ იქნება მიღებული. როგორც მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობს:

«‌مَنْ ‌أَحْدَثَ ‌فِي ‌أَمْرِنَا مَا لَيْسَ مِنْهُ، فَهُوَ رَدٌّ».

«ვინც შეიტანს ჩვენს ამ საქმეში რაიმე სიახლეს, რაზეც არ იყო ჩვენი ბრძანება - ის იქნება უარყოფილი».48 ანუ: იგი უარყოფილია და არ იქნება მიღებული იმ ადამიანისგან, ვინც ის ჩაიდინა.

ამიტომ მორწმუნის ვალია, ვინც ალლაჰსა და მის მოციქულს ეთანხმება, რომ ღვთისმსახურებაში მიჰყვეს მხოლოდ იმას, რაც გადმოცემულია შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) — რათა ამით დაიმსახუროს ალლაჰის სიყვარული და მიტევება, როგორც უზენაესმა თქვა:

﴿ قُلۡ إِن كُنتُمۡ تُحِبُّونَ ٱللَّهَ فَٱتَّبِعُونِي يُحۡبِبۡكُمُ ٱللَّهُ وَيَغۡفِرۡ لَكُمۡ ذُنُوبَكُمۡۚ وَٱللَّهُ غَفُورٞ رَّحِيمٞ 31﴾ [آل عمران:31]

«უთხარი: თუ გიყვართ ალლაჰი, მე გამომყევით, და ალლაჰიც შეგიყვარებთ, და გაპატიებთ თქვენს ცოდვებს, რადგან ალლაჰი შემწყნარებელი და მწყალობელია!» [ალი იმრან: 31] მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიბაძვა ისევე საჭიროა მის ქმედებებში, როგორც მის მიტოვებულ საქმეებში. როდესაც რაიმე ქმედების საფუძველი არსებობდა მისი სიცოცხლის დროს, მაგრამ ის მოციქულს არ ჩაუდენია, ეს მტკიცებულებაა იმისა, რომ სუნნა და შარიათის ნორმა — სწორედ ამ ქმედების მიტოვებაა. ამიტომ არ შეიძლება რაიმეს შემოღება უზენაესი ალლაჰის რელიგიაში, თუნდაც ადამიანს ის მოსწონდეს ან მისი სული მისკენ მიილტვოდეს. უზენაესი ალლაჰი ამბობს:

﴿وَلَوِ ٱتَّبَعَ ٱلۡحَقُّ أَهۡوَآءَهُمۡ لَفَسَدَتِ ٱلسَّمَٰوَٰتُ وَٱلۡأَرۡضُ وَمَن فِيهِنَّۚ بَلۡ أَتَيۡنَٰهُم بِذِكۡرِهِمۡ...﴾

«ჭეშმარიტება მათ სურვილებს რომ აჰყოლოდა, წახდებოდა ცანი, დედამიწა და ის, ვინც მათშია. ჩვენ კი ვუბოძეთ მათ შეხსენება». [ალ-მუ'მინუუნ: 71] და თქვა მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):

«لَا يُؤْمِنُ أَحَدُكُمْ حَتَّى يَكُونَ هَوَاهُ ‌تَبَعًا ‌لِمَا جِئْتُ بِهِ».

«თქვენგან ვერცერთი ვერ იქნება მორწმუნე, სანამ მისი სურვილები არ დაემორჩილება იმას, რაც მე მოვიტანე».49

ვთხოვთ ალლაჰს, რომ გვასწავლოს თავისი სწორი გზა, არ არიოს ჩვენი გულები მას შემდეგ, რაც მოგვამდლა გზის ჩვენება, და მოგვმადლოს თავისი მხურვალე წყალობით — მართლაც, ის არის უხვად მომნიჭებელი. ყოველი დიდება ეკუთვნის ალლაჰს, სამყაროთა უფალს. მშვიდობა და დალოცვა იყოს ჩვენს წინასწარმეტყველზე, მუჰამმადზე, მის ოჯახზე და მის ყველა საჰაბაზე.

19 შა'ბანი 1398 წ.ჰიჯრით

ალლაჰის მორჩილი მონა

მუჰამმად საალიჰ ალ'უსაიმინ

ალლაჰმა აპატიოს მას, მის მშობლებს და მუსლიმებს!

***

Index

 

იჰრამი და მასში დაშვებული შეცდომები 7

ტავაფი და პრაქტიკული შეცდომები მის შესრულებაში 14

შეცდომები, რომლებსაც უშვებენ ზოგიერთი ჰაჯები, არის შემდეგი: 17

ტავაფი და სიტყვიერი შეცდომები მის შესრულებაში 22

ტავაფის შემდეგ ორი რაქათი — და შეცდომა მათ შესრულებაში 28

საფასა და მარვაზე ასვლა, მათზე დუის აღავლენა, სა'ი (სვლა) ორ მწვანე ნიშანს შორის და შეცდომები, რომლებიც ამ ქმედებებში ხდება 31

შეცდომები, არაფაში ყოფნისას 36

შეცდომები, რომლებსაც ზოგიერთი მომლოცველი უშვებს ჰაჯობაზე: 37

კენჭების სროლა და მასში დაშვებული შეცდომები 39

ზოგიერთი ჰაჯის მიერ დაშვებული შეცდომები: 44

გამოსამშვიდობებელი ტავაფი და მისი შეცდომები 53

შეცდომა, რომელსაც ზოგიერთი ადამიანი ამ შემთხვევაში უშვებს, არის შემდეგი: 57

 

***


ჰადისი გადმოცემულია საჰიჰ ალ-ბუხარში, ჰაჯობის წიგნი, თავი: "შამის მოსახლეთა მიიყათის ადგილი", ნომრით (1526); და ასევე საჰიჰ მუსლიმში, ჰაჯობის წიგნი, თავი: ჰაჯობის მიიყათის ადგილები, ნომრით (1181).

ეს ჰადისი გადმოცემულია აბუ დავუდის მიერ,წიგნი: ალ-მანასიქ (ჰაჯის წესები), თავი: მიიყათების შესახებ, ნომრით (1739); ასევე ან-ნასაის მიერ, წიგნი: ალ-მანაასიქ, თავი: ერაყის მოსახლეების მიიყათი, ნომრით (2657).

ჰადისი გადმოცემულია საჰიჰ ალ-ბუხარის მიერ,ჰაჯობის წიგნი, თავი: მიიყათი მედინას მაცხოვრებლებისთვის, ნომრით (1525), ასევე საჰიჰ მუსლიმის მიერ, წიგნი: თავი: ჰაჯობისა და უმრას მიიყათები, ნომრით (1182/13).

ეს ჰადისი გადმოცემულია საჰიჰ ალ-ბუხარში,ჰაჯობის წიგნში, თავი: ზაათუ 'ირყ მიყათი ერაყელებისთვის“, ნომრით (1531).

ჰადისი გადმოცემულია საჰიჰ ალ-ბუხარში,ჰაჯობის წიგნი, თავი: ვინც მსხვერპლი თან წამოიყვანა, ნომრით(1691), (1692); ასევე საჰიჰ მუსლიმში, ჰაჯობის წიგნი: თავი: მსხვერპლის სავალდებულობა მუთამთი'ზე, ნომრით (1227), (1228) იბნ უმარისა და აიშას, ალლაჰი იყოს მათით კამყოფილი ჰადისით. ასევე გადმოცემულია მუსლიმში, წიგნი: ჰაჯჯი თავი: მოციქულის, ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას, ჰაჯობის აღწერა, ნომრით (1218), ჯააბირისგან, ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი.

ეს ჰადისი გადმოცემულია იმამ ბაიჰაყის მიერ წიგნში ას-სუნან ალ-ქუბრა (ტომი 5, გვერდი 90), იბნ აბბასის, ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი, ჰადისით.

ჰადისი გადმოცემულია საჰიჰ ალ-ბუხარში, ჰაჯობის წიგნი, თავი: შავი ქვის შეხება მექაში შესვლისას, ნომრით (1603); ასევე საჰიჰ მუსლიმში, წიგნი: ალ-ჰაჯჯი თავი: ტავაფში რბილი სირბილი სუნნაა, ნომრით (1261), იბნ უმარისაგან, ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი, ჰადისით; ასევე გადმოცემულია მუსლიმში, თავი: მოციქულის, ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას, ჰაჯობა, ნომრით (1218), ჯააბირისაგან, ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი, ჰადისით.

ეს ჰადისი გადმოცემულია საჰიჰ ალ-ბუხარში,წიგნი: ალ-ჰაჯჯ, თავი: შავი ქვის კოცნა, ნომრით(1611),იბნ უმარისაგან, ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი, ჰადისით.

10] ეს ჰადისი გადმოცემულია საჰიჰ ალ-ბუხარში,წიგნი: ალ-ჰაჯჯ, თავი: რბილად სირბილი ჰაჯსა და უმრაში, ნომრით (1606); ასევე საჰიჰ მუსლიმში, წიგნი: ალ-ჰაჯჯთავი: ტავაფში ორი იემენური კუთხის შეხება სასურველია, ნომრით (1268/246), იბნ უმარისაგან, ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი, ჰადისით.

ეს ჰადისი გადმოცემულია საჰიჰ მუსლიმში, წიგნი: ალ- ჰაჯჯ თავი: ნებადართულობა ტავაფის შესრულებისას აქლემზე მჯდომარე მდგომარეობაში, ნომრით (1275), აბუ ტუფაილისგან ჰადისი.

12] ეს ჰადისი გადმოცემულია საჰიჰ ალ-ბუხარში,წიგნი: ალ-ჰაჯჯ, თავი: ვინც მიუთითა კუთხისაკენ მისვლისას, ნომრით (1612), იბნ აბბასისიგან, ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი, ჰადისი.

ეს ჰადისი გადმოცემულია საჰიჰ ალ-ბუხარში, წიგნი: ალ-ჰაჯჯ თავი: ვინც შეეხო მხოლოდ ორ იემენურ კუთხეს, ნომრით (1609); ასევე საჰიჰ მუსლიმში, წიგნი: ალ-ჰაჯჯ თავი: ტავაფში იემენის ორი კუთხის შეხების მოწონებულობა, ნომრით (1267),იბნ უმარისგან, ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი, ჰადისით.

ეს ჰადისი გადმოცემულია საჰიჰ ალ-ბუხარში, წიგნი: ალ- ჰაჯჯ თავი: შავი ქვის შესახებ ნათქვამი, ნომრით (1597); ასევე საჰიჰ მუსლიმში, წიგნი: ალ-ჰაჯჯ თავი: შავი ქვის კოცნის მოწონებულობა, ნომრით (1270).

ეს ჰადისი გადმოცემულია: ან-ნასაიის მიერ, წიგნი: ჰაჯის რიტუალი, თავი: ქვების აღება (ჯამარათებისთვის), ნომრით (3059); იბნ მაჯას მიერ, წიგნი: რიტუალები, თავი: სროლის ქვის ზომა, ნომრით (3029); და ასევე იმამ აჰმადის მიერ, მუსნადში (1/347), იბნ აბბასისიგან, ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი, ჰადისი.

ეს ჰადისი გადმოცემულია: საჰიჰ ალ-ბუხარიში, წიგნი: მარხვა, თავი: არ შეიძლება რამადანის დაწყება ერთი ან ორი დღით ადრე მარხვით, ნომრით (1914); ასევე საჰიჰ მუსლიმში, წიგნი: მარხვა, თავი: არ გაასწროთ რამადანს მარხვით ერთი ან ორი დღით ადრე, ნომრით (1082), აბუ ჰურაირასგან, ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი, ჰადისი.

ეს ჰადისი გადმოცემულია: იმამ ათ-თირმიზის მიერ,წიგნი: ალ-ჰაჯჯ თავი: შავი ქვის შეხების შესახებ, ნომრით (858); და ასევე იმამ აჰმადის მუსნადში, ტომი 1, გვერდი 332.

ეს ჰადისი გადმოცემულია საჰიჰ ალ-ბუხარიში,წიგნი: ალ-ჰაჯჯ თავი: თაქბირი კუთხესთან (შავი ქვასთან) მისვლისას, ნომრით (1613), იბნ აბბასის ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი ჰადისი.

ეს ჰადისი გადმოცემულია: აბუ დავუდის მიერ, წიგნი: ჰაჯის რიტუალები, თავი: ტავაფის დროს დუას შესახებ, ნომრით (1892); და ასევე იმამ აჰმადის მუსნადში, ტომი 3, გვერდი 411, აბულლაჰ იბნ სააიბის ჰადისი ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი.

ეს ჰადისი გადმოცემულია: აბუ დავუდის მიერ, წიგნი: ჰაჯის რიტუალები, თავი: რბილი სიარულის შესახებ, ნომრით (1888); იმამ თირმიზის მიერ წიგნი: ალ-ჰაჯჯ თავი: როგორ უნდა განხორციელდეს ქვების სროლა, ნომრით (902); და ასევე იმამ აჰმადის მუსნადში, ტომი 6, გვერდი 64, აიშასაგან, ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი, ჰადისით.

მაჯმუუ' ალ-ფათავა (26/122).

ეს ჰადისი გადმოცემულია იმამ მალიქის მიერ, წიგნი: ლოცვის დროები, თავი: ნებადართული მოქმედებები ლოცვაში, ნომრით (213), იაჰია იბნ იაჰიას გადმოცემით, რედაქცია: ბაშარ 'ავად.

ათ-თამჰიიდ (23/319)

ეს ჰადისი გადმოცემულია საჰიჰ მუსლიმში, წიგნი: ალ-ჰაჯჯ, თავი: მუციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰაჯი, ნომრით: (1218) ჯააბირის, ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი, ჰადისი.

ეს ჰადისი გადმოცემულია საჰიჰ მუსლიმში, წიგნი: ალ-ჰაჯჯ თავი: მოციქული მუჰამმადის. ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას, ჰაჯი, ნომრით (1218), მურსალ ფორმით.

ეს ჰადისი გადმოცემულია საჰიჰ მუსლიმში, წიგნი: ალ-ჰაჯჯ, თავი: მუციქულის, ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას, ჰაჯი, ნომრით: (1218) ჯააბირის, ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი, ჰადისი.

ეს გადმოცემა მოტანილია იბნ აბი შაიბას მიერ მის წიგნში «ალ-მუსანნაფ» ( 5/164), ნომრით (13097), რუშდის გამოცემა.

მოყვანილია იმამ მუსლიმის მიერ საჰიჰ მუსლიმში, წიგნში ალ-ჰაჯჯის შესახებ, თავი: მოციქულის ჰაჯობა, ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას, და თავი: „არაფა მთლიანად დგომის ადგილია, ნომრით (1218), ჯააბირ იბნ აბდულლაჰისგან, ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას .

გადმოცემულია: აბუ დაუდის მიერ, წიგნში ალ-მანასიქ, თავში: ვინც არ მოასწრო არაფა, ნომრით (1949), ათ-თირმიზის მიერ, წიგნში ალ-ჰაჯჯ, თავში: ვინც იმამს მოესწრო ლოცვების შეერთებას — ნომრით (889), ან-ნასაის მიერ, წიგნში ალ-მანასიქ, თავში: არაფაზე დგომის ვალდებულება ნომრით (3019), იბნ მაჯაჰის მიერ, წიგნში ალ-ჰაჯჯ, ვინც მივიდა არაფაში გამთენიამდე და შეაერთა — ნომრით (3015), და იმამ აჰმადის მიერ მის მუსნადში (ტომი 4, გვ. 309), აბდურ-რაჰმან იბნ ია'მურის, ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი, ჰადისი.

გადმოცემულია: საჰიჰ ალ-ბუხარში, წიგნში როდესაც ესროდა ორ ჯამარას, დადგებოდა და ყიბლასკენ იყო მიბრუნებული, ნომროთ (1751), გადმოცემულია იბნ უმარის, ალლაჰი იყოს კმაყოფილი, მიერ. საჰიჰ მუსლიმში, წიგნში ალ-ჰაჯჯ, თავი: მოციქულის, ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას, ჰაჯობა, ნომრით (1218), გადმოცემულია ჯაბირ იბნ აბდულლაჰისგან, ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი.

ეს ჰადისი გადმოცემულია ან-ნასაიის მიერ, წიგში ჰაჯობის რიტუალები თავში: საიდან აიღება ქვები? ჰადისი ნომრით (3060). ასევე იმამ მუსლიმის მიერ, წიგნში ალ-ჰაჯჯ: სასურველია, რომ ჰაჯობის შემსრულებელმა განაგრძოს თალბია ჯამარათ ალ-‘აყაბას სროლის დაწყებამდე ჰადისი ნომრით (1282).

გადმოცემულია: იმამ აჰმადის მიერ, ალ-მუსნადში (ტომი 1, გვ. 347) ან-ნასაიის მიერ, წიგნში: ქვის აღება ჰაჯობის რიტუალისას, ჰადისი ნომრით (3059); იბნ მაჯაჰის მიერ, წიგნში ჰაჯობის რიტუალი და სასროლი კენჭების მოცულობა, ჰადისი ნომრით (3029).

გადმოცემულია: იმამ აჰმადის მიერ, ალ-მუსნადში (ტომი 3, გვ. 503); ასევე აბუ დაუდის მიერ, წიგნში: ჰაჯობის რიტუალი ჯენჭების სროლაში, ჰადისი ნომრით (1966).

ალ-ბუხარი, "ჰაჯის წიგნი", თავი: "ორი ჯამრას (ქვის სვეტის) სროლის შემდეგ მლოცველი დგება ყიბლას მიმართულებით და აღავლენს დუას", ნომრით (1751).

ეს ჰადისი გადმოსცა აბუ დაუდმა წიგნში "ალ-მანაასიქ", თავი სროლის შესახებ, ნომერი (1888), და ათ-თირმიზიმ ჰაჯობის წიგნში, თავი "რაც გადმოცემულია იმაზე თუ, როგორ ვისროლოთ ქვები? ნომრით (902), და აჰმადი (64/6).

ათ-თირმიზი, „ჰაჯის წიგნი“, თავი: „გაკიცხულია ადამიანების მიბიძგვა ჯამარათის სროლის დროს“, ნომერი (903); ან-ნასაი, „ჰაჯის რიტუალების წიგნი“, თავი: „ჯამარათთან მისვლა ცხოველზე ამხედრებულად“, ნომრით (3063); იბნ მაჯა, „ჰაჯის რიტუალების წიგნი“, თავი: „ჯამარათის სროლა ცხოველზე მჯდომარე“, ნომერით (3035); აჰმად (ტომი 3, გვ. 413).

ეს ჰადისი გადმოსცა ალ-ბუხარიმ წიგნში "ჰაჯობის შესახებ", თავში "გამოსამშვიდობებელი ტავაფის შესახებ", ნომრით: 1755; და მუსლიმმა წიგნში "ჰაჯობის შესახებ",ნომრით: "გამოსამშვიდობებელი ტავაფის ვალდებულების შესახებ", ნომრით: 1328/380.

გადმოსცა მუსლიმმა ჰაჯობის წიგნში, თავი; გამოსამშვიდობებელი ტავაფის ვალდებულება, ნომრით (1327).

გადმოსცა აბუ დაუდმა წიგნში "ალ-მანაასიქ", თავი გამომშვიდობება, ნომრით (2002).

ამ ჰადისს გადმოსცემს ალ-ბუხარი „ჰაჯის წიგნში“, თავი: „ავადმყოფი ტავაფს ასრულებს ამხედრებული“,(1633); და მუსლიმი „ჰაჯის წიგნში“, თავი: „დაშვებულია ტავაფის შესრულება აქლემზე ან სხვა ცხოველზე ამხედრებულად“, (1276).

გადმოსცა ან-ნასაიმ წიგნში "მანაასიქ ალ-ჰაჯჯ", თავი: მამაკაცების ტავაფი ქალებთან ერთად, ნომრით (2929).

გადმოსცა ალ-ბუხარიმ ჰაჯობის წიგნში, თავი გამოსამშვიდობებელი ტავაფი, ნომრით (1756).

ეს ჰადისი გადმოსცა ალ-ბუხარიმ წიგნში "ალ მაღააზიი", თავში "გამოსამშვიდობებელი ტავაფის შესახებ", ნომრით: (4401); და მუსლიმმა წიგნში "ჰაჯობის შესახებ",თავი: "გამოსამშვიდობებელი ტავაფის ვალდებულების შესახებ", ნომრით: (1211/382).

გადმოსცა მალიქმა ჰაჯობის წიგნში, თავი "ვადა'უ ალ-ბაით", ნომრით (1079) იაჰია იბნ იაჰიას გადმოცემით, რედაქცია ბაშარ 'ავაად.

გადმოსცა მაალიქმა ჰაჯობის წიგნში, თავი "ვადა'უ ალ-ბაით", ნომრით (1081) იაჰია იბნ იაჰიას გადმოცემით თ. ბაშარ 'ავაად.

გადმოცემულია მუსლიმის მიერ „ჰაჯის წიგნში“, თავი: „მომლოცველისთვის სასურველია ჯამარათ ალ-აყაბას სროლა 'იიდ ალ-ადჰას დღეს მხედრად ყოფნისას“, ნომრით (1297) ჯაბირის (ალლაჰის იყოს მისით კმაყოფილი) ჰადისიდან.

გადმოცემულია მუსლიმის მიერ „ჯუმუას წიგნში“, თავი: „ლოცვისა და ხუტბის შემოკლების შესახებ“, ნომრით (867) ჯაბირის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ჰადისი.

გადმოცემულია ალ-ბუხარის მიერ „შერიგების წიგნში“, თავი: „თუ შეთანხმდნენ უსამართლო შერიგებაზე“, ნომრით (2697); და მუსლიმის მიერ „სასამართლო საკითხების წიგნში“, თავი: „ყალბი განაჩენების გაუქმება“, №1718/17 — აიშას, ალლაჰის იყოს მისით კმაყოფილი, ჰადისით.

გადმოცემულია იბნ აბი ასიმის მიერ წიგნში „ას-სუნნა“ (გვ. 12), №15; ალ-ბაღდადის მიერ „ბაღდადის ისტორია“ (ტომი 6, გვ. 21); ალ-ბაღავის მიერ „შარჰ ას-სუნნა“ (ტომი 1, გვ. 212), №104. ასევე იხილეთ: იბნ რაჯაბის რჩევები ჰადისზე №41 წიგნიდან „ალ-არბაინ ან-ნავავია“ — ნაშრომში „ჯამი ულ-ულუმ ვალ-ჰიქამ“.

ეს ჰადისი გადმოგვცა იმამ მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმში, წიგნში „ალ-აყდია“, თავი: „ყალბი განაჩენების უარყოფა“, ნომრით (1718/18); ასევე იმამ ალ-ბუხარიმ გადმოსცა მსგავსი მნიშვნელობით საჰიჰ ალ-ბუხარში, წიგნში „ას-სულჰ“, თავი:„თუ შეთანხმდნენ უსამართლო შერიგებაზე — ეს შერიგება არ მიიღება“, ნომრით: (2697) — ჰადისი `აიშასგანაა ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი.